-გამარჯობათ ბავშვს გაუკეთე ანალიზი და გლუკოზა უზმოზე აქვს 80 მაინტერესებს ნორმა? და ჭამის მერე ქონდა 108 5 წლის ბიჭია უბრალოთ გადავწყვიტე გამეკეთებინა არ ვუჩივით არაფერს არის საყურადღებო თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია ვერ ვუკავშირდები პედიატრს ერთი თვე არ იქნება. ჯანმრთელობის გამო
-სალამი ჩემი 10 წლის შვილი როგორც კი ჩაიძინებს საშინლად იოფლება სეზონს არ აქვს მნიშვნელობა.წონა ცოტა ზედმეტი აქვს.კარგად იცის გახვევა გადასაფარებელში მარტო ცხვირი და თვალები უჩანს ხოლმე და ამას ვაბრალებდი.მერე სადღაც წავიკითხე რომ საყურადღებოა და შემეშინდა.ბრეტელებიან მაისურში მაინც გაიოფლა.ახლა რამოდენიმე დღე დავაწვინე მაისურის და გადასაფარებლის გარეშე და არ აქვს ოფლი ანუ რაიმე პრობლემა რომ ჰქონდეს შიშველი და გადასაფარებლის გარეშეც ხომ გაიოფლებოდა?მადლობა პასუხისათვის.
-მოგესალმებიᲗ. მყავს 17 Თვის ბიᲭუნა. მამის დედამ Ჩემს დაუკიᲗხავად აᲭამა Შავი ზეიᲗუნის ხილი.მაინტერესებს რამდენად მარᲗებულია ამ ხილის Ჭამა ამ წლის ბავᲨვისაᲗვის?
-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ
-სალამი. მსუბუქად მიმდინარე გასტრიტისა და 12 გოჯ. ნაწლ. წყლულის დროს,როცა არაა გართულება და ჩატარებულია მკურნალობა თუ შეიძლება ბაბუაწვერას კაფსულების მიღება? დიდი მადლობა
-გამარჯობა.თუ შეიძლება მასწავლეთ როგორ დავამზადო ნატურალური საფერავიდან გემოგლობინის ასამაღლებელი საშუალება.დუღილით რომ კეთდება.მადლობა