/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სტომატოლოგია

კბილების იმპლანტაცია - პროთეზირების ალტერნატივა

ალბათ, არავინ შემედავება, რომ უკბილოდ ცხოვრება ძნელია. ერთი კბილის უქონლობაც კი დისკომფორტს იწვევს. როგორ შეიძლება აღვიდგინოთ ამოღებული კბილი? - ამ კითხვით მივმართეთ პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტომატოლოგიური კლინიკის ქირურგ-იმპლანტოლოგს ლევან ხარატიშვილს.

- კბილების უქონლობამ შეიძლება გამოიწვიოს სახის ასიმეტრია, კბილთა მწკრივის დარღვევა, თანკბილვის შეცვლა და ღეჭვითი ფუნქციის მოშლა, ყოველივე ამას კი ყბის, ღრძილების დაავადებები, ცვლილებები ქვედა ყბის სახსარში და მათთან დაკავშირებული ტკივილი მოჰყვეს. 

- კბილების აღდგენაზე საუბრისას, პირველ ყოვლისა, ალბათ, პროთეზირება უნდა ვახსენოთ...

- პროთეზირება საშუალებას გვაძლევს, აღვადგინოთ კბილთა მწკრივი, ღეჭვითი ძალა და, რაც მთავარია, ესთეტიკური ღიმილი. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შეგვიძლია, პაციენტს სწრაფად და ზუსტად შევურჩიოთ მკურნალობის გეგმა და პროთეზის სახეობა მაღალი კოსმეტიკური ეფექტის მისაღწევად. დღეს კბილების პროთეზირება ხანგრძლივი და მტანჯველი პროცესი აღარ არის.

- ჩვენს ქვეყანაში ფართოდ ინერგება კბილების იმპლანტაცია, რომელსაც სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. რა არის იმპლანტაცია და რა უპირატესობა აქვს ამ მეთოდს?

- ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ადამიანები, რომელთაც კბილები აკლდათ ან საერთოდ არ ჰქონდათ, ხმარობდნენ მოსახსნელ პროთეზს, რომლის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში საგრძნობ უხერხულობას ქმნიდა. ისეთი უბრალო რამ, როგორიც ჭამა და საუბარია, არასრულფასოვნების განცდას ბადებდა. მრავალმა გამოკვლევამ და ხანგრძლივმა კლინიკურმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზაა დენტალური იმპლანტაცია. დენტალური იმპლანტატი კბილის ფესვის შემცვლელი ტიტანის კონსტრუქციაა, რომელიც მაღალი კოსმეტიკური ეფექტით გამოირჩევა. ღიმილისას იმპლანტატის არც ერთი კომპონენტი არ ჩანს, ხოლო კბილები ბუნებრივისგან არაფრით განსხვავდება. ძვლოვან ქსოვილში მისი მოთავსება უმტკივნეულო და უსაფრთხო პროცედურაა, რომელიც ადგილობრივი ანესთეზიით ხორციელდება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა სამი თვის უკან დავიპლომბე რამოდენიმე კბილი და გავიწმინდე კბილები, ორ კბილზე მითხრა რომ ამოსაღები მაქვს, თავიდან მგრძნობრლობა მქონდა გაწმენდის შემდეგ დამინიშნა ელგიდიუმის პასტა და სავლები, ეხლა მაქვს მთლიანად კბილებზე სიმძიმის შეგრძნება უფრო დილით,რამეს რომ შევჭამ მერე აღარ,ამოსაღები კბილები რამე შუაში შეიძლებ იყოს? შეწუხებით არ მაწუხებს ხანდახან ერთი კბილიდან სისხლი წამომივა ხოლმე.</p>

დენტალური იმპლანტაციის საშუალებით შესაძლებელია კბილთა მწკრივის სრული აღდგენა. ეს მეთოდი წარმატებით წყვეტს ყველა იმ პრობლემას, ზემოთ რომ ვახსენეთ. დაბოლოს, იმპლანტაციისას არ იქმნება გვერდითა, ჯანსაღი კბილების დამუშავების აუცილებლობა.

- რამდენი ხანია, რაც ჩვენს ქვეყანაში კბილთა იმპლანტაციის მიმართავენ?

- საქართველოში კბილების იმპლანტაციის დანერგვა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის აკადემიკოს ომარ ნემსაძეს. თითქმის 17 წლის წინ ჩანერგილ იმპლანტატებს დღესაც არ სჭირდება შეცვლა, რაც უდავოდ მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებული მკურნალობის შედეგია.

- როგორ იგეგმება მკურნალობის ტაქტიკა?

- კბილის იმპლანტაციის დაგეგმვაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ადენტიის სახე (დაკარგული კბილების რიგი და ოდენობა), პირის ღრუს ჰიგიენა, იმპლანტაციის ადგილას ძვლის ქსოვილის მოცულობა და არქიტექტონიკა. აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, იმპლანტატის ზომის, ფორმისა და რაოდენობის განსაზღვრა და პროთეზის საუკეთესო კონსტრუქციის შერჩევა.

- რას წარმოადგენს კბილის იმპლანტანტი?

- კბილის იმპლანტანტი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: თავად იმპლანტანტისა და აბატმენტისგან. იმპლანტანტი განსაკუთრებული მასალის, ჩვეულებრივ, ტიტანის ჭანჭიკია, რომელიც ქირურგიული მეთოდით ინერგება ყბაში. აბატმენტი კი დამაკავშირებელი რგოლია იმპლანტანტსა და კბილის პროთეზს შორის. იმპლანტანტი და აბატმენტი კბილის პროთეზის საიმედო საყრდენს წარმოადგენს. ორივე კომპონენტი, წესისამებრ, მზადდება ტიტანისაგან, რომელიც მეტად მდგრადია და, რაც მთავარია, ორგანიზმისათვის ზიანი არ მოაქვს - არ იწვევს ალერგიულ მოვლენებს და გამოძევების რეაქციას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმპლანტანტი ყბის ნაწილად იქცევა. ამჟამად იმპლანტანტების დასამზადებლად იყენებენ რთულ და დახვეწილ ტექნოლოგიებს, რომელთა მიზანია ყბის ძვალთან იმპლანტანტის რაც შეიძლება მყარი მიერთება, ძვლის ტრავმის მაქსიმალური შემცირება და საუკეთესო კოსმეტოლოგიური ეფექტის მიღწევა. სამაგრების საიმედოობისა და სიმტკიცის გასაზრდელად ჭანჭიკ-იმპლანტანტის ზედაპირს საგანგებოდ ამუშავებენ. ეს ტექნოლოგიები, ძვლის ქსოვილის დაძაბულობის საინჟინრო-მათემატიკური გათვლა საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ ირგვლივ მდებარე ქსოვილების პიკური ზეწოლა და იმპლანტანტის მორყევის საშიშროება. ყოველივე ამის წყალობით იმპლანტანტი ბუნებრივი კბილივით გამოიყურება.

- რამდენად რთული და ტრავმული პროცესია იმპლანტანტის ჩანერგვა?

- თავდაპირველად უნდა ჩატარდეს სამედიცინო გამოკვლევა, რათა გაირკვეს, ხომ არ არსებობს იმპლანტაციის უკუჩვენება. თუ უკუჩვენება გამოირიცხა, სტომატოლოგი განაგრძობს გამოკვლევას კბილებთან დაკავშირებული პრობლემების გამოსავლენად, რათა ისინი ქირურგიულ ჩარევამდე აღმოიფხვრას. გეგმისა და პროთეზის კონსტრუქციის კვალობაზე, პროთეზირება შეიძლება ჩატარდეს დაუყოვნებლივ ან გადავადდეს. მეორე შემთხვევაში შესაძლებელია დროებითი პროთეზის გამოყენება.

- რამდენ ხანს ძლებს კბილის იმპლანტანტი?

- როგორც გითხარით, არიან ადამიანები, რომლებსაც კბილის იმპლანტაცია 17-20 წლის წინ აქვთ ჩატარებული, მაგრამ თავს მშვენივრად გრძნობენ, თუმცაღა იმპლანტანტი, ბუნებრივი კბილის დარად, შეიძლება გაცვდეს, მოირყეს და გატყდეს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ იმპლანტანტის აღდგენა უფრო იოლია. მისი პირვანდელი სახის შესანარჩუნებლად დიდი მნიშვნელობა აქვს პირის ღრუს ჰიგიენას და სტომატოლოგთან რეგულარულ ვიზიტს.

- ზემოთ შესაძლო უკუჩვენებები ახსენეთ. როდის არ შეიძლება იმპლანტაცია?

- უკუჩვენება ორგვარია - აბსოლუტური და შედარებითი. აბსოლუტური უკუჩვენება გახლავთ:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დეკომპენსირებული დაავადება;
  • იმუნური სისტემის პათოლოგია;
  • სისტემური წითელი მგლურა;
  • მძიმე ინფექციური დაავადება;
  • პოლიმიოზიტი;
  • ძვლოვანი სისტემის დაავადება, რომელიც აქვეითებს ძვლის რეპარაციას: ოსტეოპოროზი, თანდაყოლილი ოსტეოპათია, ოსტეონეკროზი, დისპლაზია;
  • ენდოკრინული სისტემის რომელიმე დაავადება (შაქრიანი დიაბეტი, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგია);
  • სისხლის დაავადება: ლეიკოზი, თალასემია, ლიმფოგრანულომატოზი, ჰემოლიზური ანემია;
  • ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადება: შიზოფრენია, ჭკუასუსტობა, პარანოია, ფსიქოზი, ალკოჰოლიზმი ან ნარკომანია;
  • ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება;
  • ტუბერკულოზი;
  • სქესობრივი გზით გადამდები ყველა დაავადება, მათ შორის - შიდსი.

შედარებით უკუჩვენებას წარმოადგენს პაროდონტიტი, პათოლოგიური თანკბილვა, პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადება.

- როგორ მივაღწიოთ გარანტირებულ შედეგს, რაზეა დამოკიდებული კბილის იმპლანტაციის წარმატება?

- იმპლანტაციის შედეგი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად ზუსტად ჩასვამს ქირურგი ძვლის ქსოვილში იმპლანტანტს. იდეალურ შემთხვევაში იმპლანტანტი ისე უნდა მოთავსდეს, რომ ყოველი მხრიდან ძვლის ქსოვილით იყოს გარშემორტყმული. იმპლანტანტი არ უნდა შეიჭრას ანატომიურ ღრუებში (კერძოდ, ჰაიმორის ღრუში) და ქვედა ალვეოლური ნერვის განლაგების ზონაში. იმპლანტანტს უნდა ჰქონდეს მაქსიმალური სიგრძე და დიამეტრი, რაც მას მექანიკური დატვირთვის გაძლების საშუალებას მისცემს. დაბოლოს, იმპლანტანტი ისე უნდა ჩაისვას, რომ მისი ღერძი დაემთხვეს დაკარგული კბილის ღერძს. ამ გზით მიიღება მაქსიმალური ესთეტიკური ეფექტი.

- მოსალოდნელია თუ არა კბილების იმპლანტაციისას პირში უსიამოვნო სუნის გაჩენა?

- კბილის იმპლანტაცია პირში უსიამოვნო ან სპეციფიკურ სუნს არ აჩენს. თუ სუნი გაჩნდა, ის პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობას უნდა დავაბრალოთ.

მომდევნო კითხვით კლინიკის ექიმ სტომატოლოგებს - მედიცინის

დოქტორს, პროფესორ ხათუნა ჩხიკვიშვილს და მედიცინის დოქტორს,

პროფესორ ლელა კიპაროიძეს მივმართეთ:

- რა არის კბილების მხატვრული რესტავრაცია?

- კბილების მხატვრული რესტავრაცია მკურნალობის უნიკალური მეთოდია. ეს გახლავთ ბუნებრივი კბილის ნორმალური სტრუქტურის აღდგენა კბილის ქსოვილის ხელოვნური მასალით იმიტაციის გზით. ამ გზით კბილებს პროთეზირების გარეშე უბრუნდება ბუნებრივი იერი. თანამედროვე ფოტოპოლიმერული მასალები კბილების ფორმისა და ფერის სრული იმიტაციის საშუალებას იძლევა.

კბილის რესტავრაციისას შეიძლება მისი კონტურის, ფერის კორექტირება, რაც ღიმილს უფრო მიმზიდველს და ახალგაზრდულს ხდის.

- როდის არის შესაძლებელი კბილის მხატვრული რესტავრაცია?

- რესტავრაცია შესაძლებელი რომ გახდეს, ფესვი ჯანსაღი უნდა იყოს, ხოლო რესტავრაციის წინ მოხდეს პირის ღრუს დაავადებების მკურნალობა, სანაცია.

კომენტარები (2)
სკჯ
"თუმცაღა იმპლანტანტი, ბუნებრივი კბილის დარად, შეიძლება გაცვდეს, მოირყეს და გატყდეს" იმპლანტანტი არც ცვდება და არც ტყდება, ტიტანის ხრახნის გასატეხად ისეთი ძალაა საჭირო რომ ყბის ძვალი უფრო შეიძლება გატყდეს ვიდრე ტიტანის ხრახნი ანუ იმპლანტანტი. რაც შეეხება მორყევას ეს უმეტეს შემთხვევაში უკავშირდება ექიმის შეცდომებს.
თარიღი : 10-05-2019
e.i. visac parodontiti akvs, igi ver gaiketebs imp
ე.ი. თქვენ ბრძანებთ, რომ ვისაც პაროდონტიტი აქვს, იგი ვერ გაიკეთებს იმპლანტაციას?
თარიღი : 03-03-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კბილების იმპლანტაცია - პროთეზირების ალტერნატივა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები