/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სტომატოლოგია

საჭიროა თუ არა "მერვეების" ამოღება?

საჭიროა თუ არა "მერვეების" ამოღება?
სიბრძნის კბილის ამოღებით, რომელიც სიცოცხლეს გიმწარებთ, პრობლემები შეიძლება არ დასრულდეს. თუმცა, სათანადო ზრუნვა ხელს შეუწყობს გართულებების თავიდან აცილებას.

კბილის ამოღება არის ქირურგიული ჩარევა, რომელზეც ორგანიზმი გარკვეულ რეაგირებას ახდენს. დავიწყოთ იმით, თუ რა სიმპტომებია ნორმალური სიბრძნისკბილის ამოღების შემდეგ და რა არა.

თუ ოპერაციის შემდეგ შეშუპება, ჰემატომები, სისხლდენა და ტკივილი აღინიშნება, ეს, უსიამოვნო, თუმცა ნორმალური. ყველა ეს სიმპტომი უნდა გაქრეს 3-5 დღის განმავლობაში, ან გაგრძელდეს ერთ კვირამდე, თუ ამოღება რთული იყო. სხეულის ტემპერატურის მატებაც შესაძლებელია, მაგრამ მცირედით დამხოლოდ 1-3 დღის განმავლობაში.

ექიმი ამ დროს ნიშნავს ტკივილგამაყუჩებლებს და იძლევა მოვლის რეკომენდაციებს, რომელთა დაცვაც მკაცრად არის საჭირო. თუ მათ უგულებელყოფთ, შეიძლება განვითარდეს არა მხოლოდ ხანგრძლივი და არასასიამოვნო სამკურნალო პერიოდი, არამედ მთელი რიგი გართულებები.

მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვსურს. და ამ შემთხვევაში ჩნდება სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს. სიგნალები, როდესაც საჭიროა სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს:

ტკივილი, რომელიც დროთა განმავლობაში არ ქრება, მაგრამ მატულობს. მით უმეტეს, თუ მას თან ახლავს ტემპერატურის მუდმივი მატება, პულსაცია, წვისშეგრძნება, და ..- ასეთი კლინიკური სურათი ანთებითი პროცესის განვითარებაზე მიუთითებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, კბილის გაკეთებისას ერთ დღეს გადამიღეს ორი რენდგენი , ეს ორი იყო ფოტო პირდაპირ ლეპტოპის ეკრანზე ჩანდა და ერთი კვირის შემდეგ უფრო სხვანაირი ფირზე ამობეჭდილი. ამდენი რენდგენი შეიძ₾ებოდა ასე მიყოლებით? 27 წლის ვარ და რამეს ხოარ გამოიწვევდა ამდენი რადიაცია</p>

შეშუპების გაზრდა. ეს შეიძლება მეტყველებდეს ანთებაზე ან ალერგიაზე - ორივე საკმაოდ საშიშია და სასწრაფო მოქმედებას მოითხოვს.

სხეულის ტემპერატურის მომატება. ეს შეიძლება იყოს ანთებითი პროცესების განვითარების ნიშანი, მიუთითებდეს, რომ კბილის ან მისი ფესვის ფრაგმენტებირჩება ამოღების ადგილზე, ან მიუთითებდეს რბილი ქსოვილის, ძვლის, ნერვის დაზიანებაზე და ..

სისხლდენა. ამასაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება - სავარაუდოდ დიდი სისხლძარღვი დაზიანდა

ზემოაღნიშნული სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს, რომ განვითარდა რომელიმე გართულება. ყველაზე გავრცელებულია მშრალი კბილბუდის სინდრომი - რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც კოლტი არ წარმოიქმნება კბილბუდეში, საიდანაც კბილის ამოღება ხდება, ან როდესაც ის იქიდან გამოირეცხება.

კოლტი იცავს კბილბუდეს, ხელს უწყობს ქსოვილების სწრაფ შეხორცებას. შესაბამისად, კოლტის მოშორება იწვევს ტკივილს, რომელიც ზოგჯერ ყურისკენაც კივრცელდება. და გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ზომები არ მიიღება, ეს გამოიწვევს ალვეოლიტს - ანთებით დაავადებას, რომელიც დაკავშირებულიაკბილბუდის დაჩირქებასთან.

ალვეოლიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: ტკივილი, ღრძილების შეშუპება და სიწითლე, ცუდი სუნი.

შესაძლოა იყოს ნადები ან დაჩირქდეს ძვლი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა უმკურნალოთ თვითნებურად ალვეოლიტს და არც უნდა ელოდოთ, რომ ისთავისთავად გაქრება. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

პრობლემური კბილის ამოღების შემდეგ გართულებების თავიდან ასაცილებლად, უპირველეს ყოვლისა, არ უნდა შეეხოთ ჭრილობას თითით, მით უმეტეს, უცხოსაგნებით (მაგალითად, კოვზის სახელური ან კბილის ჩხირი). ჭრილობა უნდა იყოს სუფთა!

მაგრამ ამავდროულად, არ უნდა გამოივლოთ სავლები პირის ღრუში ძალიან ხშირად ან აქტიურად - წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოაშოროთ კოლტი.

ასევე, კბილის ამოღების შემდეგ, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უწყობს კოლტის მოშორებას და სისხლის გათხელებას. ესენია: ფიზიკური დატვირთვა, ცხელი აბაზანები, აბანო, საუნ, ცხელი შხაპი. უმჯობესია, ყველა თერმული პროცედურა მინიმუმამდე დავიყვანოთ. სხვათა შორის, ცხელი გარემოხელს უწყობს პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას.

კბილბუდის ტრავმა და ინფექცია შეიძლება მოხდეს, თუ პაციენტი ღეჭავს ნაოპერაციებ მხარეს, ჭამს მძიმე, მყარ, ძალიან ცხელ ან ძალიან ცივ საკვებს. იგივეეხება სასმელებს.

მაგრამ მეორე უკიდურესობა - კბილების გახეხვაზე უარის თქმა - სიკეთეს არ გამოიწვევს. რბილი ნადები კბილებზე საუკეთესო საკვებია ბაქტერიებისთვის, ხოლო კბილბუდეში მყოფმა ბაქტერიებმა შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია.

იმისათვის, რომ ჭრილობა შეხორცდეს რაც შეიძლება სწრაფად და თავიდან აიცილოთ გართულებები, აუცილებელია:

კბილის ამოღებიდან პირველი 3-4 საათის განმავლობაში არაფერი ჭამოთ და დალიოთ.

დაიდეთ ლოყაზე ცივი კომპრესი პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში: ეს შეამცირებს ტკივილს, შეშუპებას და ხელს უშლის პათოგენური ბაქტერიებისგამრავლებას.

მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული ყველა მედიკამენტი. არ არის რეკომენდებული დანიშნულების თვითნებურად შეცვლა. მედიკამენტების მიღების კურსიჩვეულებრივ 5-7 დღეა.

გამოჯანმრთელების პერიოდში (10−14 დღე) მიირთვით მეორე მხარეს, შეარჩიეთ ოთახის ტემპერატურის რბილი საკვები.

როგორ გაიხეხოთ კბილები ექსტრაქციის შემდეგ

ფრთხილად და ორი ჯაგრისით. მთელი პირის ღრუ - ჩვეულებისამებრ, კბილის ჯაგრისით და პასტით, ხოლო ადგილი, სადაც ოპერაცია გაკეთდა - რბილისაბავშვო ჯაგრისით. შეეცადეთ ჯაგრისი არ შეეხოს ჭრილობას და ნაკერებს. ასევე უკეთესია შეხორცების პერიოდში მოერიდოთ ირიგატორის გამოყენებას.

რატომ არ ხდება სიბრძნის კბილები პროთეზირება?

ჩვეულებრივ, სიბრძნის კბილის გარდა ნებისმიერი კბილის ამოღების შემდეგ ექიმი ყოველთვის გვირჩევს არ გადაიდოს პროთეზირება, რათა დავიცვათპერიიმპლანტიტისაგან და პირის ღრუ უსიამოვნო გართულებებისგან. მაგრამ სიბრძნის კბილის შემთხვევაში სტომატოლოგს სხვა მიზანი აქვსმნიშვნელოვანია შეხორცების დაჩქარება და ინფექციის, ანთების და ალვეოლიტის თავიდან აცილება.

საქმე იმაშია, რომ სიბრძნის კბილი კბილ-ყბის სისტემის რუდიმენტული ელემენტია. ის აღარ მონაწილეობს ღეჭვაში ისე აქტიურად, როგორც სხვა კბილები დაამიტომ ქირურგები მას მშვიდად იღებენ, შემდგომი იმპლანტაციისა და პროთეზირების დაგეგმვის გარეშე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

საჭიროა თუ არა "მერვეების" ამოღება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები