/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰემატოლოგია

კავშირი სტრესსა და ქოლესტერინის დონეს შორის

კავშირი სტრესსა და ქოლესტერინის დონეს შორის
სტრესს ადამიანის ორგანიზმზე მრავალი უარყოფითი გავლენა აქვს. მათ შორის ერთ-ერთი ქოლესტეროლის დონის მომატებაა.

სტრესის შედეგად ორგანიზმში ვითარდება სხვადასხვა ფსიქოლოგიური რეაქცია, რაც იწვევს ცვლილებებს სისხლში და გავლენას ახდენს ჰორმონებზე. ეს კი, საბოლოო ჯამში, იწვევს ქოლესტეროლის დონის მომატებას.

სტრესის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ეპინეფრინი(ადრენალინი), ნორეპინეფრინი, კორტიზოლი.

ეპინეფრინი გავლენას ახდენს გულის მუშაობაზე. შედეგად იზრდება:

  • გულისცემის სიხშირე;
  • სუნთქვის სიხშირე;
  • არტერიული წნევა

კორტიზოლი ხელს უწყობს ორგანიზმში გლუკოზის დონის მომატებას.

კლევების მიხედვით, დადასტურებულია კორელაცია სტრესულ სიტუაციაში მომუშავე პირებსა და მავნე ქოლესტეროლის მაღალ დონეს შორის. ასევე, ფსიქოლოგიური სტრესი დაკავშირებულია ორგანიზმში ტრიგლიცერიდების და მავნე ქოლესტრესინის მაღალ დონესთან.

შეკითხვა ექიმს
<p>-D ვიტამინი სისხლში რა ხნით რჩება ? ღვიძლი ინახავს მას?</p>

პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია სტრესის მართვა, რისთვისაც აუცილებელია:

ჯანსაღი კვების რეჯიმი;

ფიზიკური აქტივობა;

მედიტაცია, იოგა - ხელს უწყობს რელაქსაციას;

სამუშაო გრაფიკის შეძლებისდაგბარად დარეგულირება;

მეგობრებთან მეტი დროის გატარება;

ისეთი აქტვობების შესრულება, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ;

ძილის რეჟიმის მოწესრიგება (ძილის წინ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებისგან თავის შეკავება).

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჰარმონიული პროპორციები - ლამაზი ღიმილის ოქროს სტანდარტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰარმონიული პროპორციები - ლამაზი ღიმილის ოქროს სტანდარტი

დაახლოებით 20 წლის წინ, სტომატოლოგს პაციენტები მიმართავდნენ კბილის ტკივილის მოსახსნელად, კბილის შესანარჩუნებლად და ღრძილების ანთების შესამსუბუქებლად. თანამედროვე პაციენტები, მკურნალობის გარდა, ყურადღებას აქცევენ ესთეტიკას, ამასთან, ლამაზ ღიმილთან დაკავშირებით საკუთარი წარმოდგენებიც კი აქვთ.

არ არსებობს ღიმილის ეტალონი. როგორ საზღვრავს პროპორციების ჰარმონიას და ქმნის ლამაზ ღიმილს, გვესაუბრება კლინიკა “ზარადენტის” დამფუძნებელი, ქირურგი, ორთოპედი დიეგო ზარანდია.

- ბატონო დიეგო, თანამედროვე სტომატოლოგია ლამაზი ღიმილის მიღწევის სხვადასხვა საშუალებას ფლობს. როდის დგება კბილზე გვირგვინის გაკეთების საჭიროება?

- პაციენტები ძირითადად ესთეტიკის თვალსაზრისით მომმართავენ: როდესაც წლების განმავლობაში კბილზე არსებულმა ბჟენმა ამოწურა რესურსი და ვიზუალურად ვეღარ აკმაყოფილებს პაციენტის ესთეტიკურ მოთხოვნილებას, კბილების ფორმისა და ზომის თანდაყოლილი დარღვევების ან დეპულპირებული კბილის დროს მინანქრის ფერის ცვლილებისას. მეც სრულად ესთეტიკური თვალსაზრისით ვუდგები საკითხს, ვქმნი კბილების დიზაინს, რაც ყველაზე რთულია სტომატოლოგიაში.

ესთეტიკური თვალსაზრისის გარდა, კბილის დაცვის მიზნითაც საჭიროა გვირგვინის გაკეთება. ყოველთვის ვცდილობ, მოვერიდო ზედმეტად ხელოვნური კბილების გაკეთებას, თუ ამის აუცილებლობა არ არის. უმეტეს შემთხვევაში, ქალების დიდი ნაწილი ესთეტიკის გამო მომმართავს. პირის ღრუს ექსკურსიისას კი ბევრი ხარვეზი შეიძლება აღმოჩნდეს: მკვდარი, მოკლე, მოცვეთილი, ფერშეცვლილი კბილები, დიდი ბჟენები და ა. შ. თითოეულ ქალს კბილის დიზაინს მის სახასიათოდ ვუქმნი.

გვირგვინები კეთდება კბილების დანაკლისისას. ჩემი გამოცდილებით, პაციენტების 40%-ს აწუხებს ყბის სახსრის პრობლემა. ოკლუზიისა და ღეჭვისას ეს მნიშვნელოვანია. გვირგვინებით შესაძლებელია კბილთა წყობისა და ღეჭვის ფუნქციის მოწესრიგება, რომ პაციენტმა სრულფასოვნად დააქუცმაცოს საკვები.

dsc3374-1700060398.jpg

- რესურსი რამდენად აქვს გვირგვინს და იმ კბილს, რომელზეც გვირგვინია გაკეთებული?

- კბილის აღდგენა შესაძლებელია სამი გზით:

  • ბჟენით - ხდება კბილის რესტავრაცია, ფორმირება, დაზიანების დონის მიხედვით;
  • ცირკონის გვირგვინებით, კბილის ხუთივე ზედაპირი მთლიანად იფარება;
  • კერამიკული ვინირით - კბილის დამუშავებულ ზედაპირზე მაგრდება ვინირი.

- რა უპირატესობა აქვს ვინირს?

- კბილების პრეპარირება და ვინირების მოთავსება მინიმალური ინვაზიით ხდება.

  • არ არის საჭირო კბილის დეპულპაცია (ნერვის მოკვლა);
  • მუშავდება კბილის მხლოდ ერთი ზედაპირი, რაც მისი ცოცხლად დატოვების საშუალებას იძლევა;
  • მინანქარი მუშავდება დაახლოებით 0.1მმ-ით. გვირგვინის გაკეთებისას, საჭიროა კბილის 2მმ სისქის ქსოვილის მოშორება და ზოგჯერ დეპულპაცია. ესთეტიკური ეფექტიც კარგია.

ჩემთან პაციენტების 90% ეწერება ვინირის გასაკეთებლად და მათი უდიდესი უმრავლესობა საჭიროებს ცირკონს. პირის ღრუს ინსპექტირება არ მაძლევს ვინირის გაკეთების შესაძლებლობას. მას თავისი ჩვენებები აქვს. ვინირი კეთდება იმ შემთხვევაში, თუ მინანქრის 90% შენარჩუნებულია და პაციენტს არ მოსწონს კბილის სტრუქტურა. ვინირზე კბილის იგივე ხასიათი გადამაქვს, რათა მინიმალური პრეპარირებით და დაქლიბვით აღვადგინო ესთეტიკურობა.

გვირგვინის დროს მაქსიმალურად იქლიბება კბილები სტრუქტურის კარგი ფორმირებით შესანარჩუნებლად. ვინირი არ კეთდება მკვდარ (დეპულპირებულ), მოცვეთილ, დეფორმირებულ კბილებზე. ცირკონებით შემიძლია კბილის კარგად ფორმირება: დაგრძელება, სურვილის მიხედვით, ფორმის შეცვლა, რასაც ასევე თავისი ჩვენებები აქვს.

40 წელს გადაცილებულ პაციენტებს ვინირს არ ვუკეთებ, ამ დროს კბილის ცვეთა სწრაფად მიმდინარეობს და ვინირი ნაკლებად სასურველია.

- რა ასაკიდან ჯობს მისი გაკეთება?

- ასაკი შეზღუდული არ არის. სამწუხაროდ, მყოლია 16-20 წლის გოგონები, რომლებთანაც კბილების რესურსის ამოწურვის გამო, მიწევს 14-20 კბილის ჩასმა და ესთეტიკური მხარის სრულად მოწესრიგება. ამასთან, მყოლია 30-40 წლის პაციენტები, რომელთა კბილების მდგომარეობა იმდენად მომწონებია, რომ უარი მითქვამს ჩარევაზე. 16-17 წლის ასაკის პაციენტებთან ვერიდები რადიკალურ ჩარევას და ვცდილობ, ბჟენებით აღვადგინო კბილი, მაქსიმალურად ამოვაწურინო რესურსი და 25 წლის შემდეგ ჩავერიო ესთეტიკური კუთხით.

img-2366-1700060422.jpgimg-2367-1700060787.jpg

- როდის არ შეიძლება კბილზე ვინირისა და გვირგვინის გაკეთება?

- როდესაც პაციენტს აქვს:

  • პარადონტალური (ღრძილის) პრობლემები;
  • კბილის მესამე ხარისხის მორყევა;
  • დეფორმირებული კბილები, რომლებიც უნდა გასწორდეს ორთოდონტიულად და შემდეგ გაკეთდეს ვინირი და ცირკონი.

- ყველას უნდა თეთრი, თვალისმომჭრელი ღიმილი. ვინირებს და გვირგვინებს ექსპლუატაციის გარკვეული დრო აქვს და მოვლა სჭირდება. გასაგებია, რომ ყავას, წითელ ღვინოსა და თამბაქოს უნდა მოერიდოს პაციენტი. კიდევ რა შეიძლება ვურჩიოთ?

- 40 წელს გადაცილებულ პაციენტებს შორის იწყება: ღრძილების აწევა, გათხელება, ყბის ძვლის პრობლემა და ა. შ. შესაბამისად, კბილის ექსპლუატაციის დროც შემცირებულია.

მქონია შემთხვევები, როდესაც ჩემს გაკეთებულ კბილებს 15-20 წელი უმუშავია. ამ დროში კბილი წურავს რესურსს. საზოგადოდ, ექსპულუატაციის ვადა, მდგომარეობის სირთულის გამო, 5-7-10 წელია.

ვინირებისა და ცირკონების გაკეთების შემდეგ საჭიროა:

  • პაროდონტოლოგთან კბილების წელიწადში 2-ჯერ გაწმენდა;
  • რენტგენის გადაღება;
  • კბილების სწორად გამოხეხვა, არსებობს სხვადასხვა სახის ჯაგრისები, სავლებები.

dsc3403-1700060853.jpg

- ბატონო დიეგო, ყველა პაციენტი კმაყოფილი მიდის თქვენგან?

- არ არის ასე. რადგან ზოგს ისეთი კბილები უნდა, როგორც მის მეგობარს თუ ნაცნობს აქვს გაკეთებული. არადა, ანატომიურად ეს მისთვის შეიძლება მიუღებელი და შეუფერებელი იყოს.

პაციენტმა აუცილებელად უნდა ჩაიტაროს: პაროდონტოლოგის, ორთოდონტის, ჰიგიენისტის, თერაპევტის, იმპლანტოლოგის კონსულტაცია. მხოლოდ ამის შემდეგ ჯდება პაციენტი ჩემთან ყველაზე რთული - ესთეტიკური მხარის მოსაწესრიგებლად. ამიტომ ჩემი გუნდის წევრები ცდილობენ ყველაფერი - კბილების წმენდა იქნება თუ ბჟენის დადება, გააკეთონ მაქსიმალურად მაღალ დონეზე. კლინიკაში ჯაჭვის ყველა რგოლი შეკრულია, რათა პაციენტი კმაყოფილი დარჩეს მიღებული შედეგით.

R