/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სტომატოლოგია

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებების დიაგნოსტიკა

პირის ღრუს დაავადებების დიაგნოსტიკა იწყება ანამნეზის შეგროვებითა და პაციენტის გასინჯვით.

ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია სტომატოლოგიური დაავადებების მკურნალობისას.

გასინჯვისას სტომატოლოგი ადგენს ტკივილის პერიოდულობას და ინტენსივობას, როდის გამოვლინდა პირველი მტკივნეული შეგრძნებები.

ვიზუალურ დათვალიერებას ექიმი აწარმოებს ინსტრუმენტების საშუალებით: ზონდი, პინცეტი, სარკე. მათი საშუალებით იკვლევენ ტკივილის კერას, კარიესული ღრუს კედლებს. კბილის ზედაპირზე სტომატოლოგიური ზონდით დაკაკუნებით ექიმი აფასებს პერიოდონტის მდგომარეობას. დიაგნოზის დასაზუსტებლად სტომატოლოგმა შეიძლება დანიშნოს დამატებითი კვლევები.

კბილების ციფრული დიაგნოსტიკა გულისხმობს კომპიუტერული სისტემის გამოყენებას. თანამედროვე მოწყობილობები პირის ღრუს დეტალური შესწავლის საშუალებას იძლევა, რათა გამოვლინდეს თვალით უხილავი პრობლემები. ეს მეთოდი აქტუალურია პირის ღრუს ქსოვილების კიბოს დიაგნოსტიკისათვის.

კბილების კარიესის საწყისი ეტაპის დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი. აპარატული დიაგნოსტიკისათვის:

1. რენტგენი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა სამი თვის უკან დავიპლომბე რამოდენიმე კბილი და გავიწმინდე კბილები, ორ კბილზე მითხრა რომ ამოსაღები მაქვს, თავიდან მგრძნობრლობა მქონდა გაწმენდის შემდეგ დამინიშნა ელგიდიუმის პასტა და სავლები, ეხლა მაქვს მთლიანად კბილებზე სიმძიმის შეგრძნება უფრო დილით,რამეს რომ შევჭამ მერე აღარ,ამოსაღები კბილები რამე შუაში შეიძლებ იყოს? შეწუხებით არ მაწუხებს ხანდახან ერთი კბილიდან სისხლი წამომივა ხოლმე.</p>

ერთ-ერთი პირველი სერიოზული კვლევის მეთოდია, რომელიც გამოიყენება კბილების კარიესის პრეკლინიკური ფორმების გამოსავლენად. მისი საშუალებით შესაძლებელია კარიესული სივრცის განსაზღვრა, რომელიც ექიმის გასინჯვისას შეიძლება არ ჩანდეს.

2. კომპიუტერული ტომოგრაფია.

შესაძლებელია ყბის სურათების გადაღება სხვადასხვა რაკურსით 3D გამოსახულებით. კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით ექიმი განსაზღვრავს ყბის სახსრების განლაგებას, ფარული ანთებითი პროცესების არსებობას, ძვლის ქსოვილის მდგომარეობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრული დიაგნოსტიკა კბილების ინპლანტაციის წინ. ტომოგრაფიით შესაძლებელია კბილების ანომალიის დიაგნოსტირება, ზედა ყბის წიაღების, თითოეული კბილის განლაგებისა და სახსრის განთავსების დათვალიერება.

3. პანორამული სურათი.

რენტგენის სურათისგან განსხვავებით, ის ყველა კბილისა და ყბის გამოსახულების მიღების საშუალებას იძლევა. მეთოდის მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ სურათი მზადაა კვლევიდან 10-15 წუთში.

4. ტრანსილუმინაცია.

ამ მეთოდის საშუალებით ექიმი ხედავს კარიესულ ღრუებს, რომელიც თავისებურ ჩრდილს ქმნის.

დიაგნოსტიკის რენტგენოლოგიური მეთოდები სამი ტიპისაა: პირისშიგნითა, პირისგარეთა, რადიოვიზიოგრაფია. პირისშიგნითა დიაგნოსტიკა გამოიყენება ფესვის არხების, კბილებისა და ირგვლივ არსებული ქსოვილების მდგომარეობის შესაფასებლად. პირისგარეთა რენტგენოგრაფია აუცილებელია ტრავმული დაზიანებების, ახალწარმონაქმნების, სახსრების ფუნქციის დარღვევის გამოსავლენად. რადიოვიზიოგრაფია გამოიყენება კბილის ქსოვილის დამიზნებითი შეფასებისთვის.

კბილების არაკარიესული დაზიანების გამოსავლენად იყენებენ თერმულ მეთოდებს. მისი საშუალებით შეიძლება განისაზღვროს პულპის ტემპერატურისადმი მგრძნობელობა. კარიესულ ღრუზე ზემოქმედებენ ცივი ან თბილი წყლით. ტკივილის ხასიათის მიხედვით შესაძლებელია დაავადების განსაზღვრა და დიფერენცირება. ტკივილის სწრაფად გავლა მიუთითებს კარიესზე, ხოლო ხანგრძლივი – პულპიტზე.

პირის ღრუსა და კბილების კვლევის ერთ-ერთი მიზანია პირის ღრუს ინფექციების დიაგნოსტიკა. ლაბორატორიული მეთოდებით შესაძლებელია პირის ღრუს დისბაქტერიოზის გამოვლენა. ბაქტერიოლოგიური კვლევისთვის იღებენ კბილის ნადებს, ლოყების ლორწოვანისა და ენის ნაცხს.

თანამედროვე აღჭურვილობის წყალობით შესაძლებელია ფარული კარიესული დაზიანებების გამოვლენა, მათი სიღრმისა და გავრცელების განსაზღვრა. რენტგენოლოგიური კვლევა შეუცვლელია კბილების ამოვარდნილობის, ყბის ტრავმების დიაგნოსტირების, პირის ღრუში პათოლოგიური ცვლილებების არსებობისას. სურათზე კარგად ჩანს კბილების დეფექტები, ამიტომ ეს მეთოდი ერთ-ერთი ძირითადია კბილის დაზიანების დიაგნოსტიკაში. რენტგენის დეტალურ სურათს აქვს მაღალი გარჩევის შესაძლებლობა, ხელს უწყობს პირის ღრუს თითოეული სტრუქტურის დეტალურად შესწავლას.

უაღრესად მნიშვნელოვანია კბილის კისტებისა და ნეოპლაზმების დიაგნოსტიკა. მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია ტომოგრაფიის, რენტგენის, პანორამული სურათის გამოყენებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია პირის ღრუს ქსოვილების კიბოს დიაგნოზი. თანამედროვე აპარატების გამოყენებით დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოვლიდება, დგინდება დაზიანების სიღრმე და დროულად იწყება მკურნალობა.

რენტგენი და პანორამული გამოსახულება პირის ღრუს ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მკაფიო და ზუსტი სურათების წყალობით შეიძლება ძვლოვან ქსოვილში პათოლოგიური პროცესების არსებობის გამოვლენა.

ბავშვებს შორის დროებითი კბილების კარიესის დიაგნოზის დადგენა აქტუალურია. კვლევის წყალობით სტომატოლოგი ადგენს კარიესული დაზიანების სიღრმეს და კარიესის გავრცელების ხასიათს, არკვევს, რამდენად ეხება აღნიშნული დაზიანება ძირითადი კბილების ჩანასახს.

ცნობილია, რომ დაავადების პრევენცია უფრო ადვილია, ვიდრე მკურნალობა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კბილებისა და პირის ღრუს დაავადებების დიაგნოსტიკას, დროულ გამოკვლევასა და ექიმთან კონსულტაციას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებების დიაგნოსტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები