/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სტომატოლოგია

6 მითი კბილების მოვლის შესახებ

6 მითი კბილების მოვლის შესახებ
6 მითი კბილების მოვლის შესახებკბილების რეგულარული ხეხვა, კბილის ძაფის გამოყენება და წელიწადში 2-ჯერ სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტი - ასე იქცევა ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელი კბილების შენარჩუნება სურს.

ამასთანავე, კბილების მოვლა საჭიროა არა მარტო მომხიბვლელი ღიმილისთვის, არამედ, საზოგადოდ, ჯანმრთელობისთვის. ტაფტის (აშშ) უნივერსიტეტის სტომატოლოგთა ჯგუფმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გააქარწყლა ჯანმრთელ კბილებზე არსებული რამდენიმე მითი. სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რა გავლენას ახდენს კვება ბავშვების, მოზარდების, ორსულების, ზრდასრულებისა და მოხუცების კბილების სიჯანსაღეზე.

მითი #1: გაფუჭებული კბილი დანარჩენ ორგანიზმზე არ მოქმედებს

ბევრმა მომავალმა დედამ არ იცის, რომ ორსულის კვება მომავალში გავლენას ახდენს ბავშვის კბილების მდგომარეობაზე. თუ ორსული ცუდად იკვებება, ადვილი შესაძლებელია, მის შვილს ზრდასრულ ასაკში კბილების პრობლემები აღმოაჩნდეს. გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი, კეროლ პალმერი, პირდაპირ ამბობს: "თუ ბავშვს მუცლადყოფნის მე-16 კვირიდან მე-4 თვემდე არ ჰყოფნის კალციუმი, დ ვიტამინი, ა ვიტამინი, ცილები ან კალორიები, შესაძლოა, კბილები არასწორად განუვითარდეს". ზოგიერთი გამოკვლევა კი მიუთითებს, რომ ბ6 და ბ12 ვიტამინების უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს განვითარების ისეთი მანკი, როგორიც არის კურდღლის ტუჩი და მგლის ხახა. კბილების ყველაზე გავრცელებული დაავადება, კარიესი, ბავშვებში ნებისმიერ სხვა დაავადებაზე, თუნდაც ასთმაზე, 5-ჯერ ხშირად გვხვდება. "როცა ბავშვს კბილი სტკივა, მას არ შეუძლია გაკვეთილზე ყურადღების მოკრება, მიირთმევს მხოლოდ ისეთ საკვებს, რომელიც ადვილად იღეჭება, მაგრამ უმნიშვნელო კვებითი ღირებულება აქვს. მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის ნაცვლად - ფუნთუშებს", - განმარტავენ სტომატოლოგები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მითი #2: მეტი შაქარი უდრის მეტ კარიესს

მნიშვნელოვანია არა ის, რამდენ შაქარს ვჭამთ, არამედ ის, რამდენი ეხება უშუალოდ კბილებს. საწუწნი კანფეტები და ტკბილი სასმელები პირში უფრო დიდხანს რჩება, ვიდრე სხვა ტკბილეული. ეს ზრდის კბილებზე იმ მჟავების ზემოქმედების ხანგრძლივობას, რომლებსაც შაქრისგან გამოყოფენ პირში მობინადრე ბაქტერიები. რამდენიმე გამოკვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მოზარდები ნახშირწყლების დაახლოებით 8%-ს ტკბილი სასმელებიდან იღებენ. ამ სასმელების რეგულარული სმა ზრდის კარიესის განვითარების რისკს. უშაქრო სასმელები ნაკლებმავნედ არის მიჩნეული, მაგრამ თუ რეგულარულად ვსვით, კბილის მინანქრის დაზიანება მათაც შეუძლიათ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა სამი თვის უკან დავიპლომბე რამოდენიმე კბილი და გავიწმინდე კბილები, ორ კბილზე მითხრა რომ ამოსაღები მაქვს, თავიდან მგრძნობრლობა მქონდა გაწმენდის შემდეგ დამინიშნა ელგიდიუმის პასტა და სავლები, ეხლა მაქვს მთლიანად კბილებზე სიმძიმის შეგრძნება უფრო დილით,რამეს რომ შევჭამ მერე აღარ,ამოსაღები კბილები რამე შუაში შეიძლებ იყოს? შეწუხებით არ მაწუხებს ხანდახან ერთი კბილიდან სისხლი წამომივა ხოლმე.</p>

მითი #3: სარძევე კბილების კარიესი საშიში არ არის

სარძევე კბილების კარიესი მშობლებს მაინცდამაინც არ აღელვებთ - მაინც მოსაცვლელიაო. სტომატოლოგები კი გვაფრთხილებენ, ყურადღებით ვიყოთ: სარძევე კბილის კარიესმა შესაძლოა ხელი შეუშალოს მუდმივი კბილის გვირგვინის განვითარებას. თუ სარძევე კბილი დროზე ადრე ამოვარდა, მუდმივი კბილი შესაძლოა არასწორად ამოიჭრას და ბავშვს სამომავლოდ ორთოდონტიული მკურნალობა დასჭირდეს.

ასევე დაგაინტერესებთ
კბილის ჯაგრისი, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებს ადამიანი და დღემდე აუცილებელი საშუალებაა ჩვენს აბაზანაში - ნახეთ ნივთის ევოლუცია
როდის სჯობს კბილების გაწმენდა - საუზმემდე თუ საუზმის შემდეგ
რა და რა სახის კბილის ნადები არსებობს და როგორ უნდა დავიცვათ მისგან ჩვენი კბილები

მითი #4: ოსტეოპოროზი მხოლოდ ხერხემლისა და მენჯ-ბარძაყის ძვლებს აზიანებს

სინამდვილეში ოსტეოპოროზი კბილებზეც მოქმედებს. კბილები ზის ყბის ძვლებში, რომლებიც, სხვა ძვლების დარად, შეიძლება დააზიანოს ოსტეოპოროზმა. კალციუმის, დ და კ ვიტამინების ნაკლებობა ისევე მოქმედებს ყბის ძვლების სიმტკიცეზე, როგორც სხვა ძვლებისაზე. ყბის, ღრძილების, ტუჩების, სასის ქსოვილების განახლება მთელი სიცოცხლის მანძილზე მიმდინარეობს. ამ ქსოვილებისთვის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად საჭიროა სწორი კვება.

მითი #5: კბილის პროთეზი უკეთესად კვების საშუალებას გვაძლევს

თუ პროთეზი ადამიანს ზუსტად არ აქვს მორგებული, ის უარს ამბობს ხილსა და ბოსტნეულზე და ადვილად დასაღეჭ პროდუქტებზე გადადის. კეროლ პალმერი აღნიშნავს, რომ "პროთეზი, პირველ რიგში, უნდა იყოს მოხერხებული. მაგრამ მაშინაც კი, როცა ადამიანი ერთგვარ დისკომფორტს განიცდის, მან შეიძლება მიირთვას მოხარშული ბოსტნეული, დაკონსერვებული ხილი, გატარებული ხორცი. ასევე აუცილებელია სათანადო რაოდენობით სითხის მიღება და უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენება პირის სიმშრალის თავიდან ასაცილებლად".

მითი #6: კარიესი ახალგაზრდების პრობლემაა

სინამდვილეში კარიესი ყველა ასაკის ადამიანს ემართება. ხანდაზმულებში ღრძილების ასაკობრივმა დაწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ფესვახლო კარიესი. ანტიდეპრესანტები, დიურეტიკები (მათ ხშირად იყენებენ ასაკოვანი ადამიანები), ანტიჰისტამინური პრეპარატები ამცირებს ნერწყვის გამოყოფას და ზრდის კარიესის განვითარების რისკს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად საჭიროა წყლის ხშირი სმა. შაქრიანი დიაბეტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, პაროდონტოზის რისკფაქტორს წარმოადგენს - დიაბეტიანებში ეს პათოლოგია ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე არადიაბეტიანებში. პაროდონტოზი, თავის მხრივ, აუარესებს შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობას, ასე რომ, კბილების საგულდაგულო მოვლა დიაბეტის უკეთ მართვას უწყობს ხელს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

6 მითი კბილების მოვლის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები