/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

დღეიდან, "კვირის პალიტრასთან" ერთად, ახალი სერია - „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“

დღეიდან, "კვირის პალიტრასთან" ერთად, ახალი სერია - „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“
წიგნების სერია - „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“, ლოგიკური გაგრძელებაა

პროექტის ავტორის, ექიმ თამარ მამაცაშვილის მიერ მანამდე გამოცემული, მკითხველისთვის კარგად ნაცნობი წიგნებისა: „კარაბადინი“და„2000 მცენარეული რეცეპტი“, რომლებიც ფიტოთერაპიის მოყვარულთა შორის დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სერია ხუთწიგნეულია და მასში 1200 მცენარის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გაეცნობით.

ავტორის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ:

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

„მედიცინის მეცნიერება ყოველდღიურად გვაოცებს ახალი აღმოჩენებით, დიაგნოსტირებისა თუ მკურნალობის სულ უფრო დახვეწილი მეთოდებით, მაგრამ რაც უნდა დიდი მიღწევები ჰქონდეს მედიცინას, როგორი სრულყოფილიც უნდა გახდეს წამლები, მცენარეული სამკურნალო საშუალებები მნიშვნელობას არასდროს დაკარგავს.

ადამიანი, როგორც ბუნების ნაწილი, ბუნებისავე შექმნილ ფლორასთან ბევრად ახლოსაა, ვიდრე ქიმიურად გადამუშავებულ ნივთიერებებთან. ამიტომ, ხშირად, სულ უბრალო მცენარეული რეცეპტით დამზადებული წამალიცკი, შვებად ექცევა ხოლმე მას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

დრომ გვაჩვენა, რომ როგორც უნდა განვითარდეს ტექნოლოგიები და როგორი წამლებიც უნდა გაჩნდეს აფთიაქის თაროებზე, მათ გვერდით არსებობს შეუცვლელი მნიშვნელობის მქონე ფიტოთერაპიული პრეპარატები, რომელთა წყალობით არაერთი სნეული განკურნებულა.

არსებობს სამკურნალო მცენარეთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც მეცნიერულმა მედიცინამ შეისწავლა, მათი ეფექტურობა სამეცნიერო ექსპერიმენტებით დაადასტურა და აღიარა კიდეც ოფიციალური მედიცინისთვის გამოსადეგ სამკურნალწამლო საშუალებებად.

მნიშვნელოვანია, რომ ხალხური გამოცდილებით ჩვენამდე მოსული, ამ მცენარეთა სამკურნალო ეფექტის შესახებ ემპირიული დასკვნა, უხშირეს შემთხვევაში, მეცნიერული კვლევებითაც დასტურდება.

თქვენ წინაშეა წიგნების სერია- „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“, რომელიც ხუთ ტომად გამოიცემა.

ეს სერია, ქართულ სინამდვილეში, უნიკალური გამოცემა გახლავთ, მის უნიკალურობას კი ის განაპირობებს, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელებული 1200-მდემცენარის შესახებ ამომწურავ, სრულფასოვან ინფორმაციას მოვუყარეთ თავი, მცენარეთა სახელები ანბანურად დავალაგეთ, დავურთეთ საძიებლები, რეცეპტები პრაქტიკული გამოყენებისათვის და, რაც მთავარია, _ ამ მცენარეთა ფოტოილუსტრაციები.

შევეცადეთ, წიგნები მხოლოდ საინფორმაციო არყოფილიყო და პრაქტიკულადაც გამოსდგომოდა მკითხველს. სწორედ ამიტომ, შესავალ ნაწილში შემოგთავაზეთ სამკურნალო მცენარეთა მოხმარებისთვის საჭირო ზოგადი ინფორმაცია.

თითოეულ მცენარეზე მოწოდებული ინფორმაციით შეიტყობთ, სად მოიპოვება ეს მცენარე, წლის რომელ დროს, მისი რა ნაწილი გამოიყენება სამკურნალოდ, როგორი ქიმიური შემადგენლობა აქვს, ანუ რა განაპირობებს მათ სამკურნალო ეფექტს, რა დროს გამოგადგებათ, როდის არ შეიძლება მათი გამოყენება, ბოლო სკი, გაეცნობით რეცეპტებს _ ნაყენისდამზადებისადამიღებისშესახებ.

წიგნების ღირებულება რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, გადავწყვიტეთ, ილუსტრაციები წიგნის მეორენაწილისთვის დაგვერთო იმავე თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც მცენარეებია დალაგებული.

პროექტის ბოლო – მეხუთე წიგნში, ენციკლოპედიურ ნაწილს დააგვირგვინებს სხვადასხვა ორგანოს დაავადებათა მიხედვით დალაგებული უნიკალური მცენარეული ნაკრებების რეცეპტები, ასევე მცენარეთა საძიებელი, სადაც ნახავთ, ოფიციალურ მედიცინაში რომელი სისტემის სამკურნალოა ესა თუ ის მცენარე.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი სამკურნალო საშუალების შესახებ ინფორმაცია უფრო ვრცელია და სამედიცინო ტერმინებით დატვირთული – ეს სწორედ ის მცენარეებია, რომლებიც უკეთ არის შესწავლილი და აღიარებული მეცნიერულ მედიცინაში. ტექსტები ამ სახით იმ მოსაზრებით დავტოვეთ, რომ ეს ინფორმაცია ძალზე საინტერესო იქნება მედიკოსთათვისაც, რომლებიც თავიანთ პრაქტიკაში ხშირად იყენებენ ამ სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებულ პრეპარატებს.

მკითხველი თავადნახავს, როგორი კოლოსალური შრომაა გაწეული პროექტის მზადებისას.

საქართველოში ბევრმა ადამიანმა იცის ბუნების ფასი, ეს მის სამკურნალო მცენარეთა მნიშვნელობა. იმედიგვაქვს, ასეთი მკითხველებისთვის ჩვენი გამოცემა სამაგიდო სერიად იქცევა და ამ წიგნების სასიკეთო შედეგებსაც უშურველად გაგვიზიარებთ“.

***

გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში სერიის თითოეული წიგნის სპეციალური ფასია 16 ლარი, გაზეთთან ერთად კი 18 ლარი.

ყოველი ტომი ილუსტრირებულია მცენარეთა ფოტოებით.

არ გამოგრჩეთ! 27 ივნისიდან - I ტომი, „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, პრესის გავრცელების წერტილებში ან საიტზე

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქათქათა კბილები რომ გვქონდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქათქათა კბილები რომ გვქონდეს

- კბილების გათეთრება, იგივე ბლიჩინგი, თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი წარმატებული მიღწევაა. ამ პროცედურას მიმართავენ, როდესაც კბილის ქსოვილი ფერს იცვლის მექანიკური ტრავმის, არაკარიესული დაზიანების (ფლუოროზი, მინანქრის ჰიპოპლაზია) ან ექიმის მიერ მკურნალობისას დაშვებული შეცდომის შედეგად, საკვებში არსებული პიგმენტური ნივთიერებების ზემოქმედებით, კბილების ფორმირების პერიოდში მედიკამენტების (ტეტრაციკლინის) ზემოქმედებით, ასევე - ფერის ასაკობრივი ცვლილებისას.

- კბილების გათეთრების რა საშუალებები არსებობს?

- გათეთრება შესაძლებელია როგორც პროფესიული საშუალებებით, ასევე სახლის პირობებში. ცალკეულ შემთხვევებში კბილები შეიძლება გათეთრდეს შიგნიდან, ენდოგენურად. ასეთ გათეთრებას ენდოგათეთრებას უწოდებენ. ენდოგათეთრებას მიმართავენ, როცა კბილები დაბჟენილია რეზორცინ-ფორმალინის შემცველი პასტით ან მექანიკური ტრავმის გამო აქვს ფერი ნაცვალი. ექიმს არხში შეჰყავს გასათეთრებელი მასალა და რამდენიმე დღით ტოვებს. შეიძლება პროცედურის გამეორება მიღებული შედეგის გასაუმჯობესებლად.

ცოცხალი კბილების გათეთრების კიდევ ერთი მეთოდია თავისუფლად გაყიდვადი მათეთრებელი საშუალებების გამოყენება. მათში მცირე კონცენტრაციით არის მათეთრებელი ნივთიერება (მაგალითად, 3-6%-იანი წყალბადის ზეჟანგი). კბილებზე აპლიკაცია ხდება კაპების, ლენტების ან ფუნჯის საშუალებით და საჭიროა დღეში ორჯერ 2 კვირის განმავლობაში. პაციენტები ხშირად მიმართავენ გათეთრების ამ საშუალებას, მაგრამ მათ გამოყენებას რამდენიმე სირთულე ახლავს თან: ექიმი არ იკვლევს პირის ღრუს მდგომარეობას და არ ადგენს, მიზანშეწონილია თუ არა გათეთრება; გარდა ამისა, თავისუფლად გაყიდვადმა პროდუქტებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ როგორც პირის ღრუს, ისე მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე.

- როგორ ხდება შინაურ პირობებში კბილების გათეთრება?

- სტომატოლოგიური მასალების მწარმოებელი კომპანიები შინაურ პირობებში კბილების გათეთრების სხვადასხვა სისტემას გვთავაზობენ, რომელთა გამოყენებაც მარტივია. თავდაპირველად ხდება პირის ღრუს ზოგადი მდგომარეობის შეფასება, კბილების გაწმენდა მაგარი და რბილი ნადებისაგან სკალერისა და Aირ Fლოწ-ს მეშვეობით და ანაბეჭდის აღება. იმავე დღეს მზადდება ინდივიდუალური კაპა და პაციენტს ეძლევა რჩევა-დარიგება მისი გამოყენების თაობაზე.

კაპის გამოყენება შეიძლება როგორც ძილის დროს, ასევე დღის განმავლობაში. პირის ღრუში მისი გაჩერება 30 წუთიდან 10 საათამდე შეიძლება. სასურველი და ხანგრძლივი ეფექტი 10-12-დღიანი მკურნალობის შემდეგ მიიღწევა. გათეთრებული კბილები სითეთრეს 2-5 წლის მანძილზე ინარჩუნებს - გააჩნია, როგორ დაიცავს პაციენტი პირის ღრუს ჰიგიენას და გააგრძელებს თუ არა თამბაქოს წევას. კაპას რამდენიმე ღირსება აქვს: იაფია და ნებადართულია მათთვისაც, ვისთვისაც საოფისე გათეთრება უკუნაჩვენებია. მყარი პიგმენტაციის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ოფისის გათეთრებასთან მისი კომბინირება.

- რას გულისხმობს კბილების გათეთრების თითოეული მეთოდი?

- კბილების გათეთრების ყველა მეთოდი ეფუძნება კარბამიდის პეროქსიდის მინანქარსა და დენტინში შეღწევის უნარს. კარბამიდის პეროქსიდი იშლება ჟანგბადის თავისუფალ რადიკალებად, რომლებიც ვრცელდება მინანქრის პრიზმების მოლეკულების მიმართულებით და კბილის ყველა შეღებილ მოლეკულას შლის. სწორედ ეს განაპირობებს კბილის ფერის ცვლილებას. ამ დროს კბილის შიდა სტრუქტურა ხელუხლებელი რჩება, ხოლო კბილი თეთრდება.

გათეთრებისას არ ზიანდება არც მინანქარი, არც დენტინი და არც ბჟენები - ხელოვნურ გვირგვინებსა და ბჟენებზე მათეთრებელი გელი არ მოქმედებს.

გათეთრების წინ აუცილებელია კარიესული და არაკარიესული დეფექტების აღმოფხვრა.

ზოგი პაციენტი კბილების გათეთრებას უწოდებს კბილების პროფესიულ წმენდას, რაც კბილის მაგარი და რბილი ნადების სკალერით (ულტრაბგერით) მოშორებას გულისხმობს. ნიკოტინისა და ყავის ნადებისგან კბილის გაწმენდის საშუალებას იძლევა Aირ Fლოწ-ს აპარატი, რომელიც კბილზე სოდისა და წყლის ჭავლით ზემოქმედებს. მართალია, ზემოხსენებული პროცედურები კბილებს ვერ ათეთრებს, მაგრამ აუცილებლად უნდა უძღოდეს წინ გათეთრების პროცედურას.

საოფისე გათეთრება XXI საუკუნის ერთ-ერთი პოპულარული პროცედურაა, რადგან პაციენტებს სიამოვნებთ, რომ ეფექტი პირველსავე ვიზიტზე ჩანს და პროცედურას დიდი ხანი არ სჭირდება, თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად შესაძლოა რამდენიმე ვიზიტი გახდეს საჭირო. პროცედურა ტარდება ექიმის კაბინეტში. მაღალკონცენტრირებული გელი თავსდება პაციენტის კბილებზე (ამ დროს ღრძილები დაცულია სპეციალური თხევადი კოფერდამით) და აქტიურდება სითბოს ან სინათლის საშუალებით. არსებობს აქტივაციის სხვადასხვა საშუალება: ლაზერი, დიოდური, პლაზმური ნათურები. სინათლის ზემოქმედებით იმატებს წყალბადის პეროქსიდის ტემპერატურა, შესაბამისად იზრდება ზეჟანგის დაშლის ხარისხი და წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების რაოდენობა, რის გამოც შედეგი პირველსავე ვიზიტზე თვალსაჩინოა. პროცედურა ექიმის მეთვალყურეობით მიმდინარეობს და 45 წუთიდან 90 წუთამდე გრძელდება. კბილები თეთრდება მაქსიმალური ეფექტით - 8-12 ბალით. ეფექტი ხანგრძლივია. როგორც აღვნიშნე, საოფისე და სახლის გათეთრების კომბინაცია საუკეთესო შედეგს იძლევა.

- აქვს თუ არა კბილების გათეთრებას უკუჩვენება ან უარყოფითი შედეგი? რამდენად უსაფრთხოა ეს პროცედურა კბილის ქსოვილისთვის?

- კბილების გათეთრების უკუჩვენებებია ორსულობა, ლაქტაცია, ალერგიული რეაქციები წყალბადის ზეჟანგზე, შაქრიანი დიაბეტი, მელანომა, გულის სტიმულატორი. აკრძალულია კბილების გათეთრება 16 წლამდე. არსებობს წმინდა სტომატოლოგიური უკუჩვენებებიც: კბილების მნიშვნელოვანი პათოლოგიური თუ ასაკობრივი ცვეთა, ღრმა ბზარები კბილებზე, სოლისებრი დეფექტები, ეროზიები, კარიესული დეფექტები, პირის ღრუს ლორწოვანის მთლიანობის დაზიანება, ორთოდონტიული მკურნალობა. გასათეთრებელი გელის რეკომენდებულზე მეტი ხნით გამოყენება კბილის სტრუქტურის დაზიანებას იწვევს და კბილებისათვის პირვანდელი მდგომარეობის დაბრუნება ძალიან ძნელდება.

თუ მათეთრებელი გელი, მისი კონცენტრაცია და პროცედურის ხანგრძლივობა სწორად იქნა შერჩეული, კბილის ქსოვილის სტრუქტურისთვის ეს პროცედურა მავნე არ არის, რაც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მიმდინარე დაკვირვებამ ცხადყო.


- როგორ უნდა მოვუაროთ კბილებს გათეთრების შემდეგ?

- კბილების გათეთრების შემდეგ პაციენტი ზედმიწევნით უნდა იცავდეს ექიმის მიერ მიცემულ მითითებებს; თუ ცივმა ან ცხელმა საკვებმა შეაწუხა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სტომატოლოგს. რამდენიმე რჩევა მათ, ვინც უკვე გაითეთრა კბილები და სურს, დიდხანს შეინარჩუნოს ლამაზი ღიმილი: უარი თქვით თამბაქოზე, ეცადეთ, რაციონიდან ამოიღოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ფერს უცვლის კბილის ქსოვილს (გაზიანი სასმელები, ყავა, ჩაი), დღეში 2-ჯერ გაიხეხეთ კბილები, კბილთაშუა კონტაქტები სტომატოლოგიური ძაფით - ფლოსით გაიწმინდეთ, წელიწადში ორჯერ მიაკითხეთ სტომატოლოგს პირის ღრუს დათვალიერებისა და პროფესიული წმენდისთვის.

- რამდენად ეფექტურია მათეთრებელი კბილის პასტები?

- მათეთრებელი კბილის პასტების გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია კბილების გათეთრების შემდეგ. რეგულარული მოხმარებისას შედეგი თვალსაჩინოა. თუმცა ასეთი პასტების გამოყენება, თუნდაც დიდხანს, პროფესიულ გათეთრებას ვერ ცვლის. კიდევ ერთი: მათეთრებელი კბილის პასტების გამოყენება სტომატოლოგის დანიშვნის გარეშე არ არის რეკომენდებული.

- არსებობს მოსაზრება, რომ გათეთრების შემდეგ კბილთა მგრძნობელობა იმატებს...

- დენტინის მომატებულ მგრძნობელობას ახასიათებს მოკლე, მწვავე ტკივილი გაშიშვლებული დენტინის არეში, უმეტესად - კბილის ყელის მიდამოში. ტკივილს იწვევს სხვადასხვა გამღიზიანებელი.

დიაგნოზის დასმამდე უნდა გამოირიცხოს ტკივილის გამომწვევი სხვა მიზეზები, ბზარები, მოტეხილობა, კარიესი, პაროდონტის დაავადებები. ჰიპერმგრძნობელობის თეორიის მიხედვით, გარეგანი გამღიზიანებელი წნევის ცვლილებას იწვევს. ეს ცვლილება დროებითია - გამღიზიანებლის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ წნევა ნორმას უბრუნდება და ტკივილიც ქრება.

ზოგიერთი პაციენტი მომატებულ მგრძნობელობას ქრონიკულად უჩივის სხვადასხვა გამღიზიანებლის ზემოქმედებისას. დენტინის მგრძნობელობის მომატებას ხელს უწყობს გაზიანი სასმელების და ნატურალური წვენების სმა. სწორი დიაგნოზის დასმაში გვეხმარება გამღიზიანებლის, ტკივილის ლოკალიზაციისა და დისკომფორტის შესახებ დასმული შეკითხვები.

დენტინის მომატებული მგრძნობელობის მკურნალობა ტკივილის აღმოცენებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. სამკურნალო საშუალებები იწარმოება როგორც პროფესიული, ისე შინ გამოყენებისთვის განკუთვნილი პროდუქტების სახით. ფთორის მაღალი შემცველობის მქონე საშუალებები - ფთორლაქები, ფთორის შემცველი კბილის პასტები და გელები - ამცირებს მომატებულ მგრძნობელობას. ასეთი საშუალებების ყიდვა ექიმის რეცეპტით შეიძლება. ეფექტის მისაღწევად მათი ხანგრძლივი გამოყენებაა საჭირო.

დენტინის ჰიპერმგრძნობელობის მკურნალობის ახალი მეთოდი 2009 წელს დაინერგა და ძალზე პოპულარულია. ეს მეთოდი ეფუძნება 8%-იანი არგინინისა და კალციუმის კარბონატის გამოყენებას. კბილზე პასტას ნაზი მოძრაობით შეაზელენ დაბალი სიჩქარით მბრუნავი რეზინის თავსართით. პროფესიული პასტა ეფექტურად ამცირებს ჰიგიენური წმენდის შემდეგ მომატებულ მგრძნობელობას. ერთი აპლიკაციის ეფექტი დაახლოებით 28 დღე გრძელდება.

პასტა არ აღიზიანებს ღრძილს, არ იწვევს აპლიკაციის დროს ტკივილს და აქვს სასიამოვნო არომატი.

- რამდენად ხელმისაწვდომია კბილების გათეთრება მოსახლეობის საშუალო ფენისთვის?

- საქართველოს ბაზარზე მათეთრებელი საშუალებების მრავალფეროვანი არჩევანია. მათი ფასი დამოკიდებულია მასალის ხარისხზე, გათეთრების მეთოდზე, ეფექტურობაზე. აქედან გამომდინარე, პროცედურის ღირებულებაც სხვადასხვაა.