რა საფრთხეს უქმნიან ადამიანს შინაური ცხოველები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა საფრთხეს უქმნიან ადამიანს შინაური ცხოველები

თამამად შეიძლება ითქვას, ათამამებენ და ბევრ უფლებასაც აძლევენ. გალაღებული ცხოველები ხშირად პატრონის ლოგინშიც კი ნებივრობენ. მზრუნველი და მოსიყვარულე პატრონები შვილივით ჰკოცნიან და ეფერებიან ძაღლსა თუ კატას. ჰიგიენის ნორმების დაცვა და ოთხფეხა მეგობრების მოვლა, საზოგადოდ, ძალიან დიდი თემაა, რადგან შინაური ცხოველები, სამწუხაროდ, გარკვეულ პრობლემებსაც უქმნიან პატრონებს დაავადებათა გადადების კუთხით.

მოგეხსენებათ, ძაღლიც და კატაც შეიძლება იყოს დაავადებული ან ინფექციის მატარებელი. ასეთ შემთხვევაში ცხოველს ინფექციის რეზერვუარს უწოდებენ. ოთხფეხა მეგობრები ზოგჯერ ზოონოზური დაავადების წყაროდ იქცევიან.

ზოონოზური ეწოდება ინფექციურ დაავადებას, რომელიც გადადის ცხოველიდან ცხოველზე ან ადამიანზე და პირიქით.

როგორ მოვუაროთ ძაღლსა თუ კატას, რომ ავირიდოთ მათგან

ინფექციის გადადება, რა წესები დავიცვათ, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ვეტერინარული კლინიკა „ბროლიას“ ექიმი ვეტერინარი – გიორგი კალატოზიშვილი:

– ბატონო გიორგი, რომელი დაავადების წყარო შეიძლება გახდეს შინაური კატა ან ძაღლი?

– ყოველდღიურად სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის – ყოლა, რაც პოზიტიურად აისახება პატრონებზე, როგორც ზრდასრულებზე, ასევე ბავშვებზე. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ზოონოზური დაავადებების პრევენცია, რათა უსაფრთხო და ბედნიერი იყოს ცხოველებთან ჩვენი თანაცხოვრება.

ძაღლი და კატა შესაძლოა გახდეს რიგი დაავადებების წყარო, ისეთების, როგორებიცაა: ცოფი, ბაქტერიული ენტერიტები (Salmonella, E.Coli, Campilobacter), დერმატოლოგიური პათოლოგიები (Ringworm), პარაზიტული – ტოქსოპლაზმოზი, ბარტონელოზი, ჰელმინთოზური დაავადებები (Toxacaris, Ancylostoma, Echinococcus).

– რა შემთხვევაში გადაედება ადამიანს ესა თუ ის პათოლოგია ცხოველისგან? რა სიმპტომები შეიძლება გამოუვლინდეს ადამიანს და როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს?

– ზოონოზური დაავადების გადადების გამოვლინებები იშვიათია, თუმცა არ შეიძლება მათი იგნორირება. ზოონოზური დაავადებებით ადამიანი შეიძლება დასნებოვნდეს, თუ მას აქვს კომპრომეტირებული იმუნიტეტი – ქიმიო- ან რადიაციულ თერაპიაზე მყოფი პაციენტები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და სხვა.

როგორც ადამიანთან, ასევე ცხოველთან ნებისმიერი პათოლოგიის გამოვლენისას აუცილებელია შესაბამისი სპეციალიზაციის ექიმთან დროული ვიზიტი, რომ პათოგენის იდენტიფიცირება ადრეულ სტადიაზე მოხდეს და დროულად დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

– რომელია ყველაზე საშიში ზოონოზური ინფექცია და რატომ?

– ყველაზე საშიშ ზოონოზურ დაავადებად ითვ­ლ­ება ცოფი, რადგან ის არ იკურნება. ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ დაავადების პრევენცია. ძაღლი და კატა სავალდებულო ვაქცინაციას ექვემდებარებიან 3 თვის ასაკიდან, შემდეგ საჭიროა ყოველწლიურად მათი რევაქცინაცია; ცოფზე საეჭვო ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმ რაბიოლოგთან დროულად ვიზიტი.

– როგორ ავირიდოთ ამა თუ იმ ინფექციის გადადება ძაღლისა და კატისგან?

– დაავადებათა პრევენციისთვის, აუცილებელია, ყოველ სამ თვეში ერთხელ გეგმური ვიზიტი ექიმ ვეტერინართან, ვაქცინაცია, შინაური ცხოველების დეჰელმინთიზაცია (ჭიებზე დამუშავება), პრევენციული ტესტირება დაავადებებზე, ჰიგიენური ნორმების დაცვა, ცხოველების ექსკრემენტებთან შეხების პრე­ვენცია, ცხოველების პარაზიტების გეგმური პრე­ვენცია, მათი დაბანა რეკომენდებული სიხშირით, გრუმინგი.