/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვეტერინარია

ვაქცინაციისა და პროფილაქტიკური გასინჯვის მნიშვნელობა ოთხფეხა მეგობრების სიჯანსაღისთვის

ოთხფეხა მეგობრების აცრის მნიშვნელ­ობაზე, პერიოდულობასა და სისტემური პროფი­ლაქტიკური გასინჯვის აუცილ­ებლობაზე გვესაუბრება ექიმი ვეტერინარი, იზი მიმინოშვილი.

– რას მოიცავს შინაური ცხოველის აცრები?

– აცრა ცალსახად მნიშვნელოვანია თქვენი ოთხფეხა მეგობრებისათვის. ვაქცინაცია არის აქტიური იმუნიზაცია, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია უამრავი ინფექციური დაავადების არიდებისა და ცხოველის ავადობის რისკის შემცირებისაკენ. ვაქცინაციის საშუალებით ცხოველის ორგანიზმში შეგვყავს დაავადების გამომწვევი მკვდარი აგენტები, საპასუხოდ კი ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს. თუკი გარემოდან შეაღწევს იგივე აგენტი ორგანიზმში, ცხოველის იმუნური სისტემა სწრაფად ამოიცნობს მას და სათანადო რეაქციას იქონიებს.

გასათვალისწინებელი და ძალზე მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის დაწყებამდე ცხოველების დეჰელმინთიზაცია შესაბამისი სქემის დაცვით, რადგან პარაზიტები ორგანიზმის იმუნურ სისტემას აქვეითებენ და ამის გამო ვაქცინაცია უეფექტო ხდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ცხოველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სწორი და დაბალანსებული კვება. გარდა ამისა, აცრამდე მისი ზოგადი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს: არ უნდა ჰქონდეს კუჭი აშლილი, იყოს კარგ ხასიათზე, სულ მცირე, ბოლო 2 დღის განმავლობაში, საჭიროა ტემპერატურის კონტროლი, დასაშვებია 390 ჩ-მდე ტემპერატურა.

აცრებიდან აუცილებელი და სავალდებულოა: ცოფისა და კომპლექსური (იგივე კომბინირებული) აცრები. ყველა ვაქცინას აქვს თავისი სქემა და საწყისი ასაკი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ვცხოვრობთ სოფელში. ეზოში გვყავს კატები. დღეს ერთ-ერთ კატას შევამჩნიეთ ჭარბი დორბლი, იყო მოწყენილი და თითქოს ცოტა შეშუპება ჰქონდა სახეზე, საკვებიც არ მიიღო. სახლში არ შემოგვყავს ხოლმე, უშუალო კავშირი არ გვაქვს, ეზოში სადაც კატები დადიან ბავშვები თამაშობენ. ცოფზე გვაქვს ეჭვი, საჭიროა შრატი გავიკეთოთ ? საერთოდ დორბლდენა რა დაავადებამ იცის კიდევ? სხვა კატას კონიუნქტივიტი აქვს , შეიძლება რამე სხვა ვირუსთან გვქონდეს საქმე?</p>

– რომელი ასაკიდან შეიძლება ცხოველის ვაქცინაციის დაწყება და რა პერიოდულობით?

– აცრების დაწყება, ყველაზე ადრე, შესაძლებელია 6 კვირიდან. ვაქცინაციებს შორის ინტერვალიც დამოკიდებულია მის მწარმოებელზე. ჩვენთან, საქართველოში, აცრები კეთდება სამჯერადად, გააჩნია ვაქცინაციის დაწყების თარიღს. მაგალითად, ინსტრუქციის მიხედვით, ამერიკული ვაქცინით, თუ ვაქცინაციას 2 თვიდან იწყებ, მაშინ ორჯერადად კეთდება, ხოლო თუ 1,5 თვის ასაკიდან – სამჯერადად. ფრანგულ და ჰოლანდიურ ვაქცინას უწერია მხოლოდ ორჯერადი ვაქცინაცია, მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ინფექციები ძირითადად არ აქვთ, აქ კი ვიზღვევთ თავს და ვაკეთებთ სამჯერადად. უნდა აღინიშნოს, რომ სამჯერად ვაქცინაციას ზიანი არ მოაქვს ცხოველის ჯანმრთელობისთვის. კარგი და ხარისხიანი წამლით აცრა საკმაოდ მაღალი პროცენტით იცავს ცხოველს ვირუსული დაავადებებისგან.

კომპლექსური აცრები შეიცავს ისეთ ვირუსულ დაავადებებს, როგორებიცაა: ჭირი, ენტერიტი, ადენოვირუსი და ბაქტერიულ ინფექციებს – ლეპტოსპიროზის სახით. ზოგს დამატებული აქვს კორონავირუსული ენტერიტი, ჰეპატიტი და ა.შ.

არსებობს ცალკეული „ფაფი“ აცრაც, რომლის გაკეთება შეიძლება ერთი თვის ასაკიდან.

ლეკვის „ფაფი/პუპპყ/“ აცრა – ესაა ვაქცინა, რომელიც შეიცავს მხოლოდ ჭირისა და ენტერიტის ვირუსების შტამებს. მისი გამოყენების მიზანია სრულ ვაქცინაციამდე ჭირითა და ენტერიტით დაავადების თავიდან აცილება. მას მაშინ იყენებენ, როცა საბოლოო ვაქცინაცია ჯერ ვერ კეთდება, არადა ცხოველს მომატებული რისკი აქვს, მაგალითად, უბანში ჭირის ან ენტერიტის შემთხვევებია ან აუცრელ ცხოველებთან კონტაქტის რისკია. ვაქცინა მოქმედებას იწყებს 10 დღეში და მოქმედებს 2 კვირიდან 20 დღემდე. ამ დროის გასვლის შემდეგ კი ლეკვი იმდენად წამოიზრდება, შეგვიძლია სრულყოფილი ვაქცინით აცრა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაცია არ იძლევა 100%-იან გარანტიას, რომ ცხოველი არ დაავადდება, მაგრამ ის მაქსიმალურად ამცირებს ამის შანსს.

– როდის და როგორი პერიოდულობით ავცრათ კატა?

– ვაქცინაციამდე აუცილებელია სქემის შესაბამისად კნუტის დეჰელმინთიზაცია. ორჯერადი დამუშავების შემდეგ იწყება კომბინირებული აცრები. პირველი კომპლექსური აცრა კეთდება ორი თვიდან, ორი კომპლექსური აცრა – სამკვირიანი ინტერვალით. ბოლო, მესამე, კი ცოფის საწინააღმდეგო აცრაა. დასაშვებია მხოლოდ ჯანმრთელი კნუტის აცრა.

კატების ვაქცინა შეიცავს რინოტრაქეიტს, კალცივირუსს, პანლეიკოპენიას, ზოგი კი – ქლამიდიოზს. კატებს უამრავი დაავადება ემართებათ, რომელთაგან ცხოველს ფიზიკურად ვერ დაიცავ, მაგრამ აცრა მაინც საჭიროა, რომ ზოგიერთი დაავადებისგან მაინც დავიცვათ ისინი.

– ძალიან მნიშვნელოვანია ცოფის საწინააღმდეგო აცრა. რომელი ასაკიდან ხდება ცოფზე ვაქცინაცია?

– ლეკვებისა და კნუტების ცოფზე ვაქცინაცია სამი თვიდან ხდება. ხელახალი იმუნიზაცია კი 11 თვეში და წელიწადში ერთხელ მეორდება.

ცოფის ვაქცინაციამდე კეთდება კომპლექსური აცრები სქემის შესაბამისად, ბოლოს კი – ცოფის აცრა.

ვაქცინაციის დროს იხსნება შესაბამისი ვეტერინარული პასპორტი, სადაც ექიმი ვეტერინარი ყოველწლიურ აცრას აფიქსირებს.

– რას უნდა ველოდოთ ვაქცინაციის შემდეგ?

– ინიექციის შემდეგ მოსალოდნელია ორგანიზმის უკურეაქცია, რაც ნორმალურია. ცხოველს შეიძლება აღენიშნოს მაღალი ტემპერატურა, უმადობა, უხასიათობა. ეს მდგომარეობა რამდენიმე დღე გრძელდება და ასეთ შემთხვევაში უნდა დაეკონტაქტოთ თქვენი ცხოველის ექიმს.

– სჭირდება თუ არა ცხოველს ვაქცინაციის შემდეგ მოფრთხილება და როგორ? – ინიექციის შემდეგ, უმჯობესია, ცხოველი არ დაიბანოს, სულ მცირე, 10 დღის განმავლობაში, რადგან შეიძლება ნანემსარი ადგილის შესივდეს და მარტივად გადაცივდეს. გაითვალისწინეთ, რომ ცხოველის არა მხოლოდ ბანაობა, დასველებაც არარეკომენდებულია.

ვაქცინირებული ცხოველი უნდა მოვარიდოთ ყოველგვარ სტრესს (სიცივე, ყინვა, დიდი სიცხე, შორ მანძილზე ტრანსპორტირება, გარემოს შეცვლა). არ შეიძლება მალფუჭებადი ან სიცხეში ნამყოფი საკვების მიცემა, უნდა მოვარიდოთ სხვა ცხოველებთან კონტაქტს, გამოფენებზე წაყვანას, რადგან დათრგუნული იმუნიტეტის გამო შესაძლოა ადვილად აიკიდოს ინფექციები.

არარეკომენდებულია პარაზიტების საწინააღმდეგო წვეთების გამოყენება, თუმცა შეგიძლიათ სპეციალური ანტიპარაზიტული პუდრის ხმარება.

– რამდენ ხანს ნარჩუნდება ვაქცინაციის შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულები?

– გამომუშავებული ანტისხეულები, სულ მცირე, 1 წელი დარჩება ორგანიზმში და დაიცავს ცხოველს ინფექციის შეჭრისგან. 1 წლის შემდეგ მათი რაოდენობა სისხლში მცირდება და საჭიროა ხელახალი ვაქცინირება.

– როგორია მომდევნო ვაქცინაცია?

– პირველი წლისგან განსხვავებით, მომდევნო წლებში ვაქცინაცია ერთჯერადია, რევაქცინაციების, ანუ განმეორებების გარეშე. საკმარისია ცოფის მხოლოდ ერთი და ერთიც კომბინირებული აცრა.

– თქვენ ახსენეთ ვეტერინარული პასპორტი. რა მნიშვნელობა აქვს მას ცხოველისათვის?

– ცხოველს უნდა ჰქონდეს ვეტერინარული პასპორტი, რომლის მიღებაც შეგიძლიათ ნებისმიერ ვეტერინარულ კლინიკაში. ამ პასპორტის დანიშნულებაა, აღირიცხოს ყველა ვაქცინაცია, დეჰელმინთიზაცია და გარეგან პარაზიტებზე დამუშავების პროცედურა, რასაც ექიმი ვეტერინარი ადასტურებს ბეჭდითა და ხელმოწერით.

– როდის შეიძლება ძაღლის სასეირნოდ გაყვანა?

– დაუშვებელია ძაღლის სასეირნოდ გაყვანა მის სრულ ვაქცინაციამდე (სამი კომბინირებული აცრა). განსაკუთრებით ლეკვები დაუცველები არიან ისეთი სერიოზული დაავადებებისგან, როგორებიცაა პარვოვირუსი, ჭირი. ბოლო აცრიდან ერთ კვირაში კი შეგიძლიათ გაასეირნოთ.

– რა ასაკიდან შეიძლება ლეკვის დედისგან მოცილება და გასხვისება?

– ლეკვი თვალს 10-14 დღეში ახელს, პირველი კბილები 18-21 დღეში ამოსდის. ორი კვირის ასაკიდან, სასურველია, მათ მიეცეთ დამატებითი საკვები, 3 კვირიდან კი ჩავუტაროთ დეჰელმინთიზაცია. სამ კვირამდე ლეკვს არ შეუძლია დამოუკიდებლად კუჭის მოქმედება და მოშარდვა. ლეკვების დედასთან ყოფნა სასურველია დაბადებიდან, სულ მცირე, 30 დღე. მეტიც, მე გირჩევთ, რომ ლეკვების გასხვისება დაიწყოთ ორი ვაქცინის გაკეთების შემდგომ.

– რა პერიოდულობით არის საჭირო ცხოველის პროფილაქტიკური გასინჯვა?

– თუ გვინდა, რომ ჩვენმა ოთხფეხა მეგობრებმა დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვრონ, აუციებელია ექიმთან პერიოდული ვიზიტი, მათი დათვალიერება, გასინჯვა. სწორი გადაწყვეტილებაა ექიმთან 2-3-თვიანი ინტერვალებით კონსულტაციები.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ვაქცინაციისა და პროფილაქტიკური გასინჯვის მნიშვნელობა ოთხფეხა მეგობრების სიჯანსაღისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები