/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვეტერინარია

როგორ დავიცვათ შინაური ცხოველების ჰიგიენა

როგორ დავიცვათ შინაური ცხოველების ჰიგიენა
სამწუხაროდ, შინაური ცხოველის ზოგიერთმა მფლობელმა არ იცის, რომ მათი ოთხფეხა მეგობრის ჰიგიენა ისევე მნიშვნელოვანია,

როგორც ადამიანის. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცედურები უნდა ჩატარდეს გარკვეული პერიოდულობით, რაც თავიდან აგვაცილებს მრავალი დაავადების განვითარებას. ასეთ პროცედურებს მიეკუთვნება ბეწვის, კანის, ფრჩხილების, ყურების, თვალებისა და პირის ღრუს მოვლა. ცხოველის ჰიგიენის დაცვაზე გვესაუბრება გრუმერი – დავით ასათიანი.

– ბატონო დავით, როგორ დავიცვათ შინაური ცხოველების სისუფთავე შინ?

– შინაურ ცხოველს უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი, სადაც ის კომფორტულად განთავსდება. კატას უნდა ედგას ტუალტი თავისი შემავსებლით. ძაღლს ესაჭიროება გასეირნება, ასევე ჰიგიენური პროცედურები, რომელთა სიხშირე დამოკიდებულია ცხოველის ჯიშზე.

– როგორ მოვუაროთ ცხოველის ბეწვს, როგორი სიხშირით დავვარცხნოთ კატა, ძაღლი, როგორი სავარცხელი ჯობს?

– გრძელბეწვიანი ძაღლები და კატები უნდა დაივაცხნონ ყოველდღიურად. თუ ვერ ახერხებთ ყოველდღიურად ვარცხნას, მაშინ, სულ მცირე, კვირაში სამჯერ მაინც უნდა ჩაატაროთ ეს პროცედურა. მოკლებეწვიანი კატებისა და ძაღლებისათვის ეს პროცედურა კვირაში ორჯერ ან სამჯერ საკმარისია. თუმცაღა სეზონური თმის ცვლის პერიოდში უფრო ხშირი ვარცხნა მოგიწევთ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ვცხოვრობთ სოფელში. ეზოში გვყავს კატები. დღეს ერთ-ერთ კატას შევამჩნიეთ ჭარბი დორბლი, იყო მოწყენილი და თითქოს ცოტა შეშუპება ჰქონდა სახეზე, საკვებიც არ მიიღო. სახლში არ შემოგვყავს ხოლმე, უშუალო კავშირი არ გვაქვს, ეზოში სადაც კატები დადიან ბავშვები თამაშობენ. ცოფზე გვაქვს ეჭვი, საჭიროა შრატი გავიკეთოთ ? საერთოდ დორბლდენა რა დაავადებამ იცის კიდევ? სხვა კატას კონიუნქტივიტი აქვს , შეიძლება რამე სხვა ვირუსთან გვქონდეს საქმე?</p>

სავარცხელი უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, ჯიშის მიხედვით. სავარცხლის შერჩევისა და დავარცხნისას უნდა დავაკვირდეთ, რომ მან არ დააზიანოს ცხოველის კანი.

– რომელი ასაკიდან შეიძლება ცხოველის დაბანა და როგორი სიხშირით?

– დასაბანი ასაკი მკაცრად განსაზღვრული არ არის. ცხოველს ბანენ საჭიროების მიხედვით. დაბანას აჩვევენ სიფრთხილით, რომ პატარა არ შეშინდეს და პროცედურა მისთვის შეძლებისდაგვარად სასიამოვნო გახდეს.

ყურადღება მიაქციეთ წყლის ტემპერატურას. ის ცხოველისთვის კომფორტული უნდა იყოს. არ ჩაასხათ წყალი ცხვირში, თვალებსა და ყურებში. ჯერ უნდა დაბანოთ ტანი, შემდგომ კი – თავი. შამპუნებისა და კონდიციონერის გამოყენებისას დაიცავით ინსტრუქცია. ზოგი შამპუნი და კონდიციონერი საჭიროებს განზავებას.

დაბანის სიხშირე დამოკიდებულია ცხოველის ჯიშზე, ასევე ბიწვის ტიპსა და კანის მგრძნობელობაზე.

– რომელი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ ცხოველების დასაბანად?

– ცხოველის დასაბანად უნდა გამოიყენოთ: შამპუნი, ბალზამი, ნიღაბი და კონდიციონერი, ასევე მშრალი შამპუნები. საბედნიეროდ, დღეს არჩევანი დიდია და კარგადაა წარმოდგენილი მრავალი ბრენდის მიერ. შესაბამისი კოსმეტიკის შერჩევა დამოკიდებულია ცხოველის ჯიშზე, ასაკზე, თმის ტიპსა და ფერზე.

კოსმეტიკის შერჩევაში დაგეხმარებათ თქვენი მომშენებელი, ვეტექიმი და გრუმერი.

– გარეთ გაყვანის შემდეგ როგორ გავასუფთაოთ ძაღლი, ყოველ ჯერზე უნდა დავბანოთ თათები და მუცელი?

– სეირნობისას ძაღლის თათები შეიძლება დაბინძურდეს ბაქტერიებით ან რაიმე ქიმიკატით. ამის თავიდან ასარიდებლად, სასურველია, ძაღლმა ფეხსაცმლით იაროს. თუმცა მათ დიდად არ უყვართ ფეხსაცმელი და ყველა პატრონიც ვერ ახერხებს, თავისი ცხოველი ფეხსაცმლით სიარულს მიაჩვიოს. ამიტომ სახლში დაბრუნების შემდგომ აუცილებელია მათთვის თათებისა და მუცლის გასუფთავება.

– ამ დროს თუ შეიძლება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება და რომლის?

– დიახ. ამ პროცედურისათვის არსებობს სპეციალური შამპუნები და საპნები, ასევე სველი ხელსაწმენდები, რომელთა შეძენა შესაძლებელია სპეციალიზებულ მაღაზიებში.

– როგორ მოვუაროთ ძაღლის ბრჭყალებს და რა პერიოდულობით დავაჭრათ?

– დიდი ჯიშის ძაღლები, ძირითადად, ბრჭყალებს სეირნობისას იცვეთენ და მათი დაჭრა საჭირო აღარ არის. პატარა ჯიშისა და ნაკლებაქტიურ ძაღლებს ბრჭყალები ნაკლებად უცვდებათ, ამიტომ მათ საშუალოდ თვეში ერთხელ აჭრიან.

თუ არ იცით ამ პროცედურის სწორად ჩატარება, დახმარებისათვის გრუმერს ან ვეტექიმს მიმართეთ.

– კატებისთვის თუ შეიძლება ბრჭყალების დაჭრა და როგორი სიხშირით?

– თუ კატა ეზოში გადის, მაშინ ბრჭყალების დაჭრა არ არის სასურველი. მაგრამ სახლის კატებისათვის ეს აუცილებელი პროცედურაა, რაც, საშუალოდ, თვეში ერთხელ ხდება.

– როგორ მოვუაროთ ძაღლის და კატის ყურებს. რამდენ ხანში უნდა გავუწმინდოთ და რომელი საშუალებებით?

– ყურის გასაწმენდად ვიყენებთ სპეციალურ ლოსიონს ან გელს.

დავასველოთ ბამბის დისკი გელით და გავწმინდოთ ყურის ნიჟარა. რასაც ბამბის დისკით ვერ მივწვდებით, შეგვიძლია ფრთხილად გამოვწმინდოთ ყურის ჩხირით.

ყურის ჩხირებით ღრმად ამოწმენდა არ არის რეკომენდებული. საამისოდ ვიყენებთ ყურში ჩასაწვეთებელ ლოსიონს, რომლის მოხმარების შემდგომ, უბრალოდ, ვასუფთავებთ ყურის ნიჟარას ბამბის დისკით.

– როგორ და რომელი საშუალებებით გავუწმინდოთ კატას და ძაღლს თვალები?

– აიღეთ თვალის ლოსიონი ან ფიზიოლოგიური ხსნარი. დაასველეთ სტერილური ხელსაწმენდი, ცხოველი მოხერხებულად დაიჭირეთ. სასურველია ვინმემ დაგიჭიროთ, ვიდრე თქვენ თვალებს უწმენდთ. თვალის ქუთუთოები უნდა გაწმინდოთ ფრთხილად, რომ არ დააბინძუროთ თვალი. არ შეიძლება უშუალოდ თვალის გუგაზე შეხება. თუ თვალი გაღიზიანებულია, ჯობს, მიმართოთ ვეტექიმს.

არ შეიძლება ქუთუთოს გასაწმენდი ლოსიონის თვალში ჩაწვეთება. თვალში ჩასაწვეთებლად გამოიყენება თვალის წვეთები, რომელიც ვეტექიმმა უნდა დანიშნოს საჭიროების შემთხვევაში.

– როგორ მოვუაროთ შინაური ცხოველის კბილებს, რა სიხშირითა და საშუალებით გავუწმინდოთ კბილები კატასა და ძაღლს?

– ცხოველისათვის კბილების გასაწმენდად ვიყენებთ მათთვის განკუთვნილ კბილის პასტასა და ჯაგრისს. ადამიანის კბილის პასტის გამოყენება დაუშვებელია, რადგან შეიძლება ცხოველი მოიწამლოს.

ძაღლებისთვის არსებობს სპეციალური საღრღნელები, რომლებიც ხელს უწყობს კბილების დასუფთავებას, მაგრამ ხშირად ეს საკმარისი არ არის.

კბილების წმენდა რეკომენდებულია დღეში ერთხელ. თუმცა, ჩვენი რეალობის მიხედვით, აუცილებელია კვირაში სამჯერ ან ორჯერ მაინც. კბილის ჯაგრისის შერჩევისას ყურადღებით იყავით,რადგან კბილის ჯაგრისი ინდივიდუალურად, ცხოველის ზომის მიხედვით უნდა შეირჩეს. არსებობს თითზე წამოსაცმელი სილიკონის საწმენდებიც.

კბილების გაწმენდისას არ უნდა დააზიანოთ ცხოველის ღრძილები.

კბილებზე ძლიერი ნადების ან ქვების გაჩენისას მიმართეთ ვეტერინარს. აღვნიშნავ – ვეტერინარს და არა გრუმერს.

კბილებიდან ქვების მოცილება საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცედურაა და მისი ჩატარება მხოლოდ ვეტექიმს უნდა ანდოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ დავიცვათ შინაური ცხოველების ჰიგიენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები