/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვეტერინარია

რა უნდა იცოდნენ ფრინველების მოყვარულებმა

(ფრინველები და მათთან დაკავშირებული პრობლემები)

ძაღლებისა და კატების მსგავსად, თუთიყუშებიც დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობენ. ოთხფეხა ცხოველის ყოლას ბევრი სწორედაც ფრინველის ყოლას ამჯობინებს, სიამოვნებით თანაცხოვრობს და უვლის არჩეულ ფრთოსანს. თუმცა არც ფრინველის ყოლა და მოვლაა მარტივი საქმე. მასაც თავისებური მოვლა-პატრონობა, შესაბამისი მზრუნველობა და ყურადღება სჭირდება.

სამწუხაროდ, სხვა ცოცხალი არსებებივით ფრინველებიც ავადობენ; ასეთ დროს მკურნალი ექიმის პოვნა და მისი რეკომენდაციები პატრონებისთვის უმთავრესია. მინდა გითხრათ, რომ ფრინველთა „სპეციალისტის“ პოვნა მეტად რთული საქმე გამოდგა, კატისა და ძაღლის მკურნალი ბევრი ვეტერინარი აღმოჩნდა, აი, ფრინველთა მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის ამღები კი – ძლივს მოვიძიეთ.

ფრინველთა პრობლემებზე გვესაუბრება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარი მაგისტრანტი, ახალგაზრდა ასაკში უკვე დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალი სანდრო ბაგათელია.

შეგახსენებთ, რომ ბატონ სანდროს გავლილი აქვს:

  • 2020 წელს, წვრილი ცხოველების ნევროლოგიის კურსები ექიმ ანდრეი ალბულის ლექტორობით;
  • 2021 წელს, მტაცებელი ფრინველების რეაბილიტაციის კურსები ვარშავის ზოოპარკში;
  • 2021 წელს, ქალაქ ვარშავაში ფრინველების ენდოსკოპიური ქირურგიის კურსები ექიმ აგნეშკა ცზუკოვსკას ლექტორობით;
  • 2022 წელს, წვრილი ცხოველების ორთოპედიული ქირურგიის, ელიზაროვის აპარატით წინამხრისა და წვივის რეკონსტრუქციის მასტერკლასი დმიტრი ბერეჟნოის ლექტორობით.

თავის პროფესიაზე უსაზღვოდ შეყვარებული სანდრო ბაგათელია ერთდროულად მოღვაწეობს თბილისის ზოოპარკის მტაცებელი ფრინველების თავშესაფარსა და ვეტერინარულ კლინიკა „ვეტექსში“.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ვცხოვრობთ სოფელში. ეზოში გვყავს კატები. დღეს ერთ-ერთ კატას შევამჩნიეთ ჭარბი დორბლი, იყო მოწყენილი და თითქოს ცოტა შეშუპება ჰქონდა სახეზე, საკვებიც არ მიიღო. სახლში არ შემოგვყავს ხოლმე, უშუალო კავშირი არ გვაქვს, ეზოში სადაც კატები დადიან ბავშვები თამაშობენ. ცოფზე გვაქვს ეჭვი, საჭიროა შრატი გავიკეთოთ ? საერთოდ დორბლდენა რა დაავადებამ იცის კიდევ? სხვა კატას კონიუნქტივიტი აქვს , შეიძლება რამე სხვა ვირუსთან გვქონდეს საქმე?</p>

ის, ამავდროულად, კომპანიების, „კოლხურისა“ და „კოლხურივეტის“, წარმომადგენელია.

– ბატონო სანდრო, დღეს განსაკუთრებით მოდურია თუთიყუშების ყოლა, მშობლები ბავშვებს ხშირად წიწილებითაც ახარებენ. უქმნიან თუ არა ისინი ადამიანს ინფექციის გადადების საფრთხეს?

– ადამიანი სოციალური არსებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ ის მუდამ ეძებს ვინმეს, ვისთანაც კონტაქტი ექნება ემოციათა გასაზიარებლად. სანამ თანამედროვე სამყარომდე მოვიდოდით, ადამიანი აშინაურებდა და იჩვევდა ცხოველებს, რათა უფრო მარტივი გამხდარიყო საკვების მოპოვება. დღესდღეობით ცხოველს, რომელიც საკვების მოსაპოვებლად, ფაქტობრივად, აღარ გამოიყენება, შემდეგი დანიშნულება აქვს: ჰობი, სპორტი და ოჯახის წევრობა. ეს ჩამონათვალი ერთურთს არ გამორიცხავს, რადგან ადამიანს შეიძლება ცხოველი ჰყავდეს ოჯახში, იყენებდეს მას სპორტისთვისაც და ჰობისთვისაც, მაგალითად, ბაზიერობისთვის, რაც მტაცებელი ფრინველებით ნადირობას გულისხმობს. ასევე საკმაოდ პოპულარულია სხვადასხვა ფრინველის ყოლა კომპანიონ ცხოველად. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახეობის თუთიყუში და ეგზოტიკური ფრინველები. მათ ძალიან კარგად შეუძლიათ ადამიანთან მეგობრობა.

– რომელი დაავადების წყარო შეიძლება გახდეს ფრინველი?

– იმის გამო, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი ავადდება სხვადასხვა დაავადებით, საჭიროა, ვიცოდეთ ყველაზე გავრცელებული დაავადებების შესახებ, რათა დავიცვათ, პირველ რიგში, საკუთარი თავი და შემდეგ ცხოველი.

ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება, ზოონოზური ტიპისა, ანუ რომლითაც ავადდება ფრინველიც და ადამიანიც – არის მიკობაქტერიოზი (ტუბერკულოზი). ფრინველები ავადდებიან ყველა ტიპის მიკობაქტერიით; ერთ-ერთი მათგანი ადამიანში ტუბერკულოზის გამომწვევია. მსგავსი დაავადებების დიფერენცირება ფრინველებთან, გამოკვლევების გარეშე, რთულია.

მიკობაქტერიოზით დასნებოვნულ ფრინველს ვიზუ­ალურად აღენიშნება ნესტოების დავსება, გართულებული სუნთქვა, სუნთქვის დროს კუდის ბუმბულების მოძრაობა (რაც იმას ნიშნავს, რომ ღრმა ჩასუნთქვებს აკეთებს), ფრენის დაქვეითება, თვალის მიდამოს შეშუპება და გამონადენი, სუნთქვის დროს უცნაური ხმები. მსგავსი სიმპტომატიკის გამოვლენისას ფრინველს უტარდება რადიოლოგიური კვლევა, ფილტვებისა და საჰაერო პარკის მდგომარეობის შესაფასებლად, Pჩღ (პისიარ) კვლევა ყველა ტიპის მიკობაქტერიაზე, ან ფლორის მიკრობიოლოგიური კულტივირება.

მიკობაქტერიოზით დასნებოვნებული ფრინველი უკურნებელია და საშიშია გარემოცვისთვის; საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ასეთი პაციენტი ექვემდებარება ევთანაზიას.

– როგორ ავირიდოთ ამა თუ იმ ინფექციის გადადება ფრინველებისგან? რა წესები დავიცვათ, რა გავითვალისწინოთ?

– ფრინველისგან ამა თუ იმ დაავადების გადადების ასარიდებლად აუცილებელია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება: ფრინველი უნდა შევიძინოთ სანდო საშენიდან, სწორად მოვაწყოთ მისი კუთხე, რადგან ტენიან და ანტისანიტარიულ გარემოში იზრდება ფრინველის დასნებოვნების რისკი. ასევე აუცილებელია პატრონის ყურადღება ფრინველის მიმართ და პროფილაქტიკური ვიზიტები ვეტერინარულ კლინიკაში.

– რას გვეტყვით სალმონელოზზე, რამდენად ხშირია ის ფრინველთა შორის?

– სალმონელოზი – ბაქტერიული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება ფრინველიც და ადამიანიც. რადგან ადამიანს ხშირი კონტაქტი აქვს როგორც კომპანიონ, ასევე ფერმის ფრინველებთან, საჭიროა ინფორმაციის ფლობა აღნიშნულ დაავადებაზე. სალმონელოზი ფრინველთა შორის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა; მისი კლინიკური ნიშნები მრავალფეროვანია: დაწყებული ნაწლავის ფორმით, დამთავრებული დერმატოლოგიური პრობლემებით.

საყურადღებოა კომპანიონ ფრინველთა ზოგადი მდგომარეობა, იგულისხმება საბაზიერო და დეკორატიული ფრინველები, მტაცებელი ფრინველები, თუთიყუშები. თუ ვატყობთ, რომ ფრინველს აქვს დიარეა, ღებინება, კანის ნეკროზული კერები, აუცილებლად უნდა მივაკითხოთ ვეტერინარს. სალმონელას დიაგნოსტირება კლინიკაში ხდება განავლისა და ჩიჩახვის ღრუს ნაცხის მიკრობიოლოგიური კულტივირებით. კულტივირების შემდეგ ვეტერინარი ასკვნის, რამდენად აგრესიული ფორმაა და რომელი ანტიბიოტიკით არის შესაძლებელი მკურნალობა.

რაც შეეხება ფერმის ფრინველებს, რომლებიც საკვებად გამოიყენება, ვეტერინარებისა და კულინარების მკაცრი მოთხოვნაა, ფრინველის ხორცი და კვერცხი კარგად დამუშავდეს თერმულად, რადგან, თუ ფრინველი დასნებოვნებული იყო სალმონელათი, სათანადო თერმული დამუშავებით ის საკვებად უვნებელი ხდება.

– რა შემთხვევაში გადაედება ადამიანს ესა თუ ის პათოლოგია დასახელებული ფრინველებისგან?

– კომპანიონი ფრინველები, რომლებიც ჩვენს გარემოში ცხოვრობენ, გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობით. ისინი იქექებიან ყველგან, სადაც კი ნისკარტი მიუწვდებათ, ამიტომ მათი ჰელმინთებით დასნებოვნების შესაძლებლობაც დიდია, შესაბამისად, პარაზიტული დაავადებებიც საკმაოდ გავრცელებულია.

ფრინველი, ნორმალურ მდგომარეობაში, ნისკარტით ისწორებს ბუმბულებს, რა დროსაც პირის ღრუ ეხება სხეულს. თუ ფრინველს ჰყავს პარაზიტები, ამ დროს ისინი ხვდებიან მის ბუმბულებზე. ფრინველის მოფერებისას მეპატრონესაც მარტივად შეიძლება გადაედოს პარაზიტები. ჰელმინთოზის დროს ფრინველს აღენიშნება დიარეა, კახექსიურობა, მუცლის მიდამოს შებერილობა.

კომპანიონი ფრინველები ჰელმინთებზე პროფილაქტიკისთვის წელიწადში ორჯერ მუშავდებიან, პრეპარატს არჩევს ვეტერინარი ექიმი.

– როგორც სპეციალისტი, რას ურჩევთ შინაური თუ კომპანიონი ფრინველების მოყვარულებსა და პატრონებს?

– კომპანიონი, ფერმის ფრინველისა და მეპატრონის ავადმყოფობის რისკები რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ, აუცილებელია, ფრინველებს მოვუწყოთ სათანადო საცხოვრებელი პირობები, ფრინველები არ უნდა იყვნენ ანტისანიტარიულ და ნესტიან გარემოში, აუცილებელია, მათ გალიასთან ან ვოლიერთან მზის სხივებს ჰქონდეს კონტაქტი, წელიწადში, სულ მცირე, ორჯერ საჭიროა პროფილაქტიკური ვიზიტი ვეტერინარულ კლინიკაში, ჰელმინთებზე პროფილაქტიკური დამუშავება წელიწადში ორჯერ და დროული რეაგირება ნებისმიერ სიმპტომზე.

კომენტარები (1)
გოგიტა
ბატონო სანდრო მოგესალმებით დამკაწრა ბუმ ხელებზე და რას მირჩევდით. მადლობთ წინასწარ.
თარიღი : 26-11-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა უნდა იცოდნენ ფრინველების მოყვარულებმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები