/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვეტერინარია

ბავშვი და ძაღლი

ბავშვი და ძაღლი
გავიდა ზაფხული, დავუბრუნდით ჩვენს ქალაქურ ბინებს, გამოვიკეტეთ ოთხ კედელში, მაგრამ ცხოველის ყოლის სურვილი მოსვენებას არ გვაძლევს. რა უნდა იცოდეს ძაღლის

მომავალმა მფლობელმა? კითხვა სულაც არ არის მარტივი, მით უმეტეს - თუ შინ პატარა ბავშვი გყავთ.

  • ცხოველის ასაკი

ძაღლების მოშენების კარგი მცოდნენი აღნიშნავენ, რომ ლეკვების გაშვილება სამი თვის ასაკიდან არის რეკომენდებული. მანამდე ცხოველი ძალიან პატარაა და სპეციალური მოვლა, კვება და პროფესიონალის დაკვირვება სჭირდება, თანაც ამ პერიოდში ტარდება პირველი აცრების უმრავლესობა, საფუძველი ეყრება წვრთნას. ლეკვის დედასთან განშორებისთვის შესაფერის ასაკადაც სამნახევარ-ოთხ თვეს მიიჩნევენ, თუმცა არ არის გამორიცხული, ოჯახს უფრო მოზრდილი ლეკვის ან ზრდასრული ძაღლის შეძენა სურდეს. ასეთ შემთხვევაში ზუსტად ვიცით, ვინ უნდა შემოვიყვანოთ ოჯახში, შეგვიძლია, შევაფასოთ ცხოველის გარეგნობაც და ქცევაც. ამასთანავე, თავიდან ვიცილებთ ”ასაკობრივ პრობლემებს” - ძაღლს უკვე ჩატარებული ექნება ვაქცინაცია და ”კარგი მანერებიც” ექნება გამომუშავებული. თუმცა იდეალური არაფერია - შესაძლოა, პრობლემებმაც იჩინოს თავი. მოზრდილ ცხოველს უკვე ჩამოყალიბებული ხასიათი ექნება და გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდებათ, რათა მასთან საერთო ენა გამონახოთ.

  • საუკეთესო დრო ძაღლის მოსაყვანად

თუ ძაღლის ყოლა გადაწყვიტეთ, თანაც გსურთ, მისი აღზრდა პირადად იტვირთოთ, უმჯობესია, თქვენი შვილი 4-5 წლის მაინც იყოს. სტატისტიკის თანახმად, ძაღლი ყველაზე ხშირად სწორედ 5 წლამდე ასაკის ბავშვს კბენს. საფრთხე იზრდება, როცა ძაღლის მოვლითა და ბავშვის აღზრდით ერთი და იგივე პიროვნებაა დაკავებული.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თუ გსურთ, ძაღლი თავად ბავშვმა გაზარდოს, მოცდა მოგიწევთ, ვიდრე თქვენი შვილი თოთხმეტი წლის გახდება. არსებობს მაგალითები, როდესაც ცხოველის აღზრდას უფრო პატარა ბავშვებიც შესანიშნავად ახერხებენ, მაგრამ სჯობს, გამონაკლისებს არ ვენდოთ და სპეციალისტების რეკომენდაცია გავითვალისწინოთ.

  • სპეციალისტთა გამოცდილება

თუ ძაღლი არ გყოლიათ, ეცადეთ, თქვენი გამოუცდელობის კომპენსირება სპეციალისტების ცოდნის ხარჯზე მოახდინოთ. არც ის დაივიწყოთ, რომ ბებია და ბაბუა, ჩვენი ტრადიციების თანახმად, ბავშვის აღზრდაში დაგეხმარებიან, მაგრამ ძაღლის მომვლელებად არ გამოგადგებიან.

  • ურთიერთობის ანაბანა

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ვცხოვრობთ სოფელში. ეზოში გვყავს კატები. დღეს ერთ-ერთ კატას შევამჩნიეთ ჭარბი დორბლი, იყო მოწყენილი და თითქოს ცოტა შეშუპება ჰქონდა სახეზე, საკვებიც არ მიიღო. სახლში არ შემოგვყავს ხოლმე, უშუალო კავშირი არ გვაქვს, ეზოში სადაც კატები დადიან ბავშვები თამაშობენ. ცოფზე გვაქვს ეჭვი, საჭიროა შრატი გავიკეთოთ ? საერთოდ დორბლდენა რა დაავადებამ იცის კიდევ? სხვა კატას კონიუნქტივიტი აქვს , შეიძლება რამე სხვა ვირუსთან გვქონდეს საქმე?</p>

პატარა ბავშვს აუცილებლად უნდა ასწავლოთ ცხოველთან კარგი დამოკიდებულება. დაუშვებელია ძაღლის გამოჯავრება და ცემა. თუმცა ლეკვსაც უნდა გამოუმუშაოთ სწორი ქცევა პატრონების მიმართ. არ დაუშვათ, რომ ის ოჯახის წევრებს კბენდეს ან შეხტომით აწუხებდეს. გარდა ამისა, ცხოველს აუცილებლად უნდა ჩამოუყალიბდეს სწორი იერარქიული სტატუსი - იცოდეს, ვინ არის მისი უფროსი.

რეკომენდებულია, შვიდი წლისა და ამაზე უფროსი ასაკის ბავშვებმა თვითონაც მიიღონ მონაწილეობა ძაღლის მოვლასა და აღზრდაში. ეს მათ ძალზე დააახლოებს. მაგალითად, სთხოვეთ პატარას, ძაღლს აჭამოს, ცხოველი კი მიაჩვიეთ, ბავშვს დაემორჩილოს. ეს ყველაზე უკეთ წვრთნის პროცესშია შესაძლებელი. ძაღლი საყელურით დაიჭირეთ, ბავშვს კი სთხოვეთ, მას რაიმე უბრძანოს. თქვენი ფუნქციაა, უხმოდ აიძულოთ ცხოველი, ბავშვის ბრძანება შეასრულოს, ხოლო ბრძანების ყოველი შესრულების შემდეგ მან პატარასგან ქება უნდა დაიმსახუროს. მომდევნო მეცადინეობისას შეგიძლიათ, საყელური უკვე პატარას მისცეთ. თანდათან ბავშვსა და ძაღლს მოსცილდით, მოშორებით დადექით. შემდეგ ეს გაკვეთილი ქუჩაშიც გაიმეორეთ. ასევე იმუშავეთ ნებისმიერი ჩვევის გამომუშავებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ
შეიძლება თუ არა ძაღლის კოცნა?
შეიძლება თუ არა, რომ ძაღლი საწოლში ჩავიწვინოთ?

ეცადეთ, ძაღლსა და ბავშვს ერთად თამაში ასწავლოთ, ოღონდ თამაშში არ უნდა იყოს ძალადობა და ზედმეტი მოძრაობა. შესანიშნავი გართობაა დამალობანა, სათამაშოების ძებნა, კვალზე მიყოლა. მერე და მერე შეგიძლიათ, საცირკო ტრიუკების ათვისებაზეც იფიქროთ. თუ ძაღლს სათანადოდ შეაქებთ და ამავე დროს მოახერხებთ, ზედმეტი გამეორებით არც ის დაქანცოთ და არც პატარა, მაშინ ორივე კარგად გაერთობა.

  • ვინ მოუვლის ძაღლს?!

გირჩევთ, განსაკუთრებით მაშინ დაფიქრდეთ, თუ ძაღლის შეძენა თქვენი მოზარდი შვილის იმედად გსურთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ ასაკის ბავშვს მერყევი სურვილები აქვს. ფიცი, რომ ძაღლის სეირნობით, კვებით, ბანაობით თქვენ არ შეგაწუხებთ, ხშირად დავიწყებას ეძლევა და მშობლებს ახალი საზრუნავი ემატებათ. რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, თუ ცხოველზე უფროსები იზრუნებენ, მაგრამ თუ არ სცალიათ? ამ შემთხვევაში ძაღლი უყურადღებოდ დარჩება და დაიწყება პრობლემები.

ბავშვები 2-3 კვირის განმავლობაში მართლაც გულმოდგინედ უვლიან ლეკვს, მაგრამ ცხოველის აღზრდა ხომ ხანგრძლივი, ერთფეროვანი პროცესია. ამის გამო პატარების ინტერესი თანდათან მცირდება და ბოლოს სულმთლად ქრება. გარკვეული ხნის განმავლობაში მშობლების საყვედური ჭრის, მერე კი მოთმინება მათაც ელევათ და ცხოველზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ. ასე შერჩება ხოლმე დედას არა მარტო ოჯახისა და შვილების, არამედ ძაღლის მოვლაც.

ეს რომ არ მოხდეს, ბავშვს უნდა გავუღვივოთ ინტერესი ძაღლის აღზრდის მიმართ, მივიყვანოთ კინოლოგიურ კლუბში, გავუჩინოთ ცხოველის წვრთნის სურვილი.

  • ოჯახში პატარას ელიან

როგორ მოვიქცეთ, თუ ოჯახში, სადაც ძაღლი ჰყავთ, მალე ბავშვი უნდა გაჩნდეს? ძაღლი შესაძლოა წუთიერი გატაცების გამო შეიძინოთ, ბავშვის გაჩენას კი მთელი ცხრა თვის განმავლობაში უნდა ველოდოთ. ასე რომ, საკმარისი დრო გექნებათ, რათა ძაღლი ცვლილებისთვის მოამზადოთ. სხვაგვარად შესაძლოა ბავშვის დაბადების შემდეგ ძაღლი ისე შეიცვალოს, რომ აუცილებელი გახდეს მასთან განშორება.

ვიდრე პატარას ელით:

  1. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რომ ძაღლი ბრძანებებს ემორჩილებოდეს.
  2. ცხოველის საწოლი თქვენი საძინებლიდან და ბავშვების ოთახიდან მოშორებით გადაიტანეთ.
  3. გამოუმუშავეთ ძაღლს ჯდომისა და წოლის ჩვევა.
  4. ასწავლეთ ძაღლს, თქვენი ბრძანებისთანავე დატოვოს ოთახი დიდი ხნით.
  5. თანდათან უფრო და უფრო ნაკლები დრო დაუთმეთ.
  6. მიატოვეთ სახლში მასთან თამაში.
  7. წინასწარ იყიდეთ სათამაშოები მომავალი ბავშვისთვის და შთააგონეთ ძაღლს, რომ მათთან მიახლოება არ შეიძლება.
  8. თუ ძაღლი ოჯახის რომელიმე წევრს თავს ესხმის, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მას ეს ჩვევა დაავიწყოთ.
  9. ნუ მიმართავთ ძაღლს როგორც ბავშვს. ის ძაღლი უნდა იყოს, თანაც - ოჯახის მოზრდილი წევრი, რომელსაც თავისი მოვალეობები აქვს და წესებს ემორჩილება.
  10. თუ მოახერხებთ, ძაღლს გააცანით პატარა ბავშვები. პატარების თანდასწრებით მოეფერეთ და რაიმე გემრიელით გაუმასპინძლდით. ცხოველს ნუგბარი ბავშვმაც უნდა მიაწოდოს. უნდა მოახერხოთ, რომ ბავშვთან კონტაქტმა ძაღლს სასიამოვნო განცდა გაუჩინოს.
  11. განსაზღვრეთ, როგორი იქნება თქვენი რეჟიმი პატარას დაბადების შემდეგ და ადრევე მიაჩვიეთ ძაღლი ამ რეჟიმით ცხოვრებას. ასე მას უფრო მეტად გაუადვილდება კონკურენტის ატანა.
  12. სასურველია, წინასწარ იყოდოთ გალია და ძაღლი მასში ცხოვრებასაც მიაჩვიოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბინა პატარაა.
  13. ჩვილი არასოდეს დატოვოთ მარტო ძაღლთან.
  • პირველი შეხვედრა

ვიდრე ჩვილს სამშობიაროდან გამოიყვანთ, მოიტანეთ მისი ნაცვამი პერანგი და ძაღლს მიეცით, რათა ის ახალ, უცნობ სუნს მიეჩვიოს. როცა პატარას შინ მოიყვანთ, პირველ რიგში ძაღლთან მიიყვანეთ და გააცანით: ძაღლს აუცილებლად გაუკეთეთ საყელური და ქამარი, თქვენ კი სავარძელში ჩაჯექით. პატარა ხელში გეჭიროთ. მოეფერეთ ბავშვს და ძაღლს აგრძნობინეთ, რომ ამ უცხო არსების პატრონი და მფარველი სწორედ თქვენ ხართ. ნურასოდეს დასვამთ პატარას იატაკზე, ნურც ძაღლის თავს ზემოთ დაიჭერთ - შესაძლოა, ცხოველმა მოულოდნელად მისკენ ისკუპოს. ძაღლს ჩვეულებრივი ხმით ელაპარაკეთ, კარგი საქციელის გამო გამამხნევებლად მოუთათუნეთ ხელი. თუ ის ოდნავ მაინც ამჟღავნებს აგრესიას, ღმუის, ყურებს ცქვეტს, კუდს მაღლა სწევს, დაუყოვნებლივ გაიყვანეთ ბავშვი სხვა ოთახში. თუ ცხოველი კეთილგანწყობილია, მიეცით მას ბავშვის დაყნოსვის უფლება.

  • ელემენტარული წესები

თუნდაც ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზე იყოს, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ძაღლი და ბავშვი უმეთვალყურეოდ. ეს გაფრთხილება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ვერავინ იტყვის, როდის შეიქმნება სიტუაცია, რომელმაც შეიძლება პატარა დააზარალოს. არ მისცეთ ძაღლს ბავშვის ალოკვის უფლება. ეს არაჰიგიენურია, ცხოველის პირის ღრუში უამრავი მიკრობი ბინადრობს.

თუ ძაღლმა პატარას მიმართ მტრული განწყობა გამოავლინა, მკაფიოდ უთხარით ”არა”. თუ დაინახავთ, რომ ცხოველი დაგემორჩილათ, ქების ნიშნად ხელი მოუთათუნეთ, თუ არადა, მოსთხოვეთ, დატოვოს ოთახი. არასასიამოვნო მოულოდნელობისგან დაზღვეული რომ იყოთ, ოჯახში ჩვილის მოყვანიდან პირველი კვირების განმავლობაში უმჯობესია ძაღლი დაბმული გყავდეთ. თუ ბავშვისა და ძაღლის ადაპტაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, შეგიძლიათ, სამი-ოთხი კვირის შემდეგ ცხოველს უფლება მისცეთ, უფრო მეტი ხანი გაატაროს ოჯახის წევრებს შორის. არ დაგავიწყდეთ, ბავშვის თანდასწრებით ძაღლსაც დაუთმოთ დრო. ამგვარად ის პატარას თავის კონკურენტად აღარ აღიქვამს. თუ ძაღლი დისციპლინირებულია და ქამრით წყნარად სეირნობს, შეგიძლიათ, ის ბავშვთან ერთად ასეირნოთ.

კომენტარები (2)
ზაური
რომელმა ცუდმა დაწერა ეს?
თარიღი : 15-03-2017
ხათუნა
"ძაღლი შესაძლოა წუთიერი გატაცების გამო შეიძინოთ" _ რა სისულელეა??? არ ვადარებ შვილებს და ძაღლს ერთმანეთთან, მაგრამ ეს ფრაზა ძალიან დიდი სისულელეა!!!! 3 შვილი მყავს, და არც ერთის მიმართ არ გამოუჩენია ძაღლს არანაირი მტრობა და აგრესია, ვისაც სახლში ძაღლი ჰყავს ყველა დამეთანხმება. ასეთი სტატიებით ხალხს შინაური ცხოველის ყოლის სურვილს გაუქრობთ, აჯობებს ავტორმა თავად იყოლიოს ჯერ ძაღლი, შეეჩვიოს, შეიყვაროს და მერე უკეთესად დაწერს სტატიებს ძაღლებისა და ბავშვების შსახებ. :))) ან ამ საკითხში გამოცდილ ადამიანებთან გაიაროს კონსულტაცია. :)
თარიღი : 26-02-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რატომ შეიძლება განუვითარდეს ძაღლს ფსიქიკური აშლილობა?

ძაღლებს, ისევე როგორც ადამიანებს, შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.
სრულად
შეიძლება თუ არა ძაღლებს განუვითარდეთ ანაფილაქსიური შოკი?

ანაფილაქსიური შოკი არის მწვავე რეაქცია, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში ალერგენების მოხვედრით.
სრულად
როგორ ვიზრუნოთ ზამთარში ძაღლზე
როგორ ვიზრუნოთ ზამთარში ძაღლზე
ძაღლის მეპატრონეთაგან ბევრს ჰგონია, რომ ვინაიდან მათი ოთხფეხა მეგობარი ბეწვიანია, ისინი სიცივეს ადამიანებზე უკეთ იტანენ.
სრულად
რითი შეიძლება დავსნებოვნდეთ შინაური ცხოველებისგან

საუბარია სალმონელოზზე, ინფექციურ დაავადებაზე, რომელიც გამოწვეულია სალმონელას გვარის ბაქტერიებით. ეს პროტოზოები ფართოდ არის გავრცელებული შინაურ და გარეულ ცხოველებში.
სრულად
რითი შეიძლება დავსნებოვნდეთ, თუ ცხოველის ექსკრემენტებს სწორად  არ გავასუფთავებთ

ლამბლიოზი ეს არის დაავადება, რომელსაც იწვევს წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსზე მცხოვრები ერთუჯრედიანი პროტოზოული პარაზიტები.
სრულად
როგორ რეაგირებენ ძაღლები ხმაურზე და როგორ დავიცვათ ისინი ფეიერვერკის დროს

ვეტერინარები გვიზიარებენ თავიანთ მთავარ რჩევებს ძაღლის სიმშვიდის შესანარჩუნებლად ფეიერვერკის დროს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ბავშვი და ძაღლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები