/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვეტერინარია

შინაურ ცხოველთა საახალწლო პრობლემები

შინაურ ცხოველთა საახალწლო პრობლემები
სამწუხაროა იმის აღიარება, რომ ყველაზე მხიარულ დღესასწაულსაც შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი მხარე.

საახალწლო მხიარულებისას შეიძლება უბრალოდ დაგვავიწყდეს, რომ შინ ოთხფეხა არსება გვყავს. მეტიც, თუ ბახუსმა იმძლავრა, მათი შემთხვევითი დაზიანებაც არ არის იშვიათი. ვეტერინარები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საახალწლო დღესასწაულის შემდგომ დღეებში კლინიკებში ოთხფეხა პაციენტების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. საამისოდ რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ ყოვლისა, სადღესასწაულო ფუსფუსისას შეიძლება გამოგვრჩეს, რომ ჩვენი საყვარელი ცხოველი შეიცვალა, ჯანმრთელს არ ჰგავს. მეორე მიზეზი ის გახლავთ, რომ დაავადების სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაშიც წინასადღესასწაულო ან დღესასწაულის დღეებში ხშირად ეზარებათ ვეტერინარის შეწუხება ან უბრალოდ, საამისოდ დროს ვერ პოულობენ. თავს კი იმით იმშვიდებენ, რომ ყველაფერი თავისით გაივლის.

გირჩევთ, თუ ცხოველს დაავადების ნიშნები შეამჩნიეთ, ვეტერინართან ვიზიტს ნუ გადადებთ, დღესასწაულის გასვლას ნუ დაელოდებით. გაითვალისწინეთ, რომ ხშირად ავადმყოფობა სწრაფად პროგრესირებს და თქვენი ოთხფეხა მეგობრის მდგომარეობა უეცრად შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს. ამიტომ უმჯობესია, სადღესასწაულო მზადება გადავდოთ და ცხოველს დროულად მივაქციოთ ყურადღება. საკმაოდ ხშირია ცხოველთა "საახალწლო ტრავმატიზმი". მაგალითად, კატები შეიძლება დაიჭრან ნაძვის ხის სათამაშოების ნამსხვრევებით, არც კარში გაჭედვა, კუდზე ან თათზე ფეხის უნებლიეთ დაბიჯება ან დამდუღვრაა, სამწუხაროდ, იშვიათი. სტუმართა საყოველთაო მხიარულებისას უყურადღებოდ დატოვებული ცხოველი შეიძლება სრულიად გაუთვალისწინებელ ადგილას აღმოჩნდეს. სამზარეულოში ღიად დატოვებული ფანჯარა კატას ცნობისწადილს აღუძრავს, რის გამოც ის უეცრად ჰაერში გადაინაცვლებს და შედეგიც ტრაგიკული იქნება.როგორც ხედავთ, ჩვენი საუბარი ძირითადად კატებს ეხება. ძაღლის საახალწლო "თავგადასავლებზე" არ შევჩერდებით. ამ თვალსაზრისით შეუდარებელი ფილმი "კუჩხი ბედინერი" გახლავთ.  მაინც რა არის საჭირო იმისათვის, ახალი წელი ჩვენი საყვარელი ფისოსთვის ბედნიერი და მშვიდობიანი დღესასწაული რომ იყოს? პირველ ყოვლისა, სტუმრების მოლოდინში არ უნდა დაგვავიწყდეს მისი არსებობა. მართალია დღესასწაული უქმე დღეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეგვიძლია ფისოზე ზრუნვისაგან დავისვენოთ. მას ამ დროს არანაკლები, შეიძლება ითქვას, მეტი ყურადღებაც კი ესაჭიროება, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. თუ ბევრ სტუმარს ელოდებით, აჯობებს კატა გვერდით ოთახში ან გალიაში გყავდეთ. ამ დროს არ უნდა დაგავიწყდეთ ფისოს კარგად გამოკვება, რათა საახალწლო ზარების რეკვასა და სალუტს მისი განწირული ხმაც არ ერთვოდეს. ჩვენთვის საყვარელი ზეიმი კატისთვის სტრესია. არის შემთხვევები, როცა ახალი წლის შემდეგ ფისო ბნელ კუთხეში იმალება და იქიდან გამოსვლა არ სურს, საყვარელ საკვებზეც კი შეიძლება უარი გითხრათ. ამის მიზეზია სტრესი, რაც შეიძლებოდა გამოეწვია ხმამაღალ მუსიკას, ხალხმრავლობას და რაც მთავარია, საახალწლო სალუტს. თუ ქცევის მსგავსი ცვლილება თქვენს ფისოს წინა წლებშიც შენიშნეთ, უმჯობესია მას დამამშვიდებელი საშუალება მისცეთ (რასაკვირველია, ვეტერინარის რჩევით!). თუ თქვენს ცხოველს ცალკე ოთახში ან გალიაში იზოლაციისთვის ვერ იმეტებთ, მაშინ სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. ნუ დატოვებთ მეთვალყურეობის გარეშე ღია ფანჯრებს, ძეხვიან ან შებოლილ თევზიან თეფშს, სანთლებს, ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც კატას საფრთხეს შეუქმნის. სტუმრებს თავაზიანად სთხოვეთ, საახალწლო გულუხვობა არ გამოიჩინონ ფისოსადმი. პრაქტიკულად ნებისმიერი კერძი, რომელსაც სადღესასწაულოდ ვამზადებთ, შეუფერებელია ცხოველისთვის ცხიმიანობისა და საკაზმების სიუხვის გამო. ამიტომ სადღესასწაულო დღეების შემდეგ უჩვეულო საკვების მიღების შედეგად საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა სიხშირე მკვეთრად იმატებს. ხშირია მწვავე პანკრეატიტი და ღვიძლის უკმარისობა, რაც საკვებზე უარით, ნაღვლოვანი ღებინებითა და ფაღარათით ვლინდება. ამ დაავადების მიზეზი ან პატრონის უყურადღებობაა, რის შემდეგაც კატა თავისით "მოიპოვებს" უცხო საკვებს, ან სტუმრების გადაწყვეტილება, გაუმასპინძლდნენ ფისოს ნუგბარით. რამდენიმეწუთიან სიამოვნებას მძიმე შედეგი მოსდევს, რადგანაც პანკრეატიტისა და ღვიძლის უკმარისობის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. გაითვალისწინეთ, რომ ეს პათოლოგიები დღესასწაულიდან 2-3 კვირის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს. თუ საახალწლოდ ფისო საკვებით გინდათ გაანებივროთ, უმჯობესია უყიდოთ საყვარელი კონსერვი კატისთვის ან იოგურტი, ხორცი, ხაჭო და ა.შ. შეგიძლიათ ჩვეულებრივი ყოველდღიური საკვები გამოიყენოთ და ყურადღება მოფერებით გამოხატოთ. პრობლემურია ფისოსა და ნაძვის ხის "ურთიერთობა". ამ შემთხვევაშიც "ასი თვალი და ყური" უნდა გქონდეთ. თუ თამაშის დროს სათამაშო, წვიმა ან გირლანდა კატის პირში მოხვდა, ფისო მას ყლაპავს, რადგანაც ენის თავისებურებების გამო გადმოფურთხების საშუალება არ აქვს. ეს ყველაფერი კუჭში ვერ გადამუშავდება, ნაწლავისკენ გადაადგილდება და შეიძლება გაუვალობის მიზეზი გახდეს. სათამაშოს გადაყლაპვიდან ორი-ხუთი დღის ვადაში კატას ეწყება ღებინება თეთრი ქაფით, კუჭის მოქმედების შეწყვეტა, ის უარს ამბობს საკვებზე. ამ სიმპტომების არსებობისას ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ, თორემ ცხოველი დაგეღუპებათ.

ხანდახან პატრონები სადღესასწაულოდ კატას ალკოჰოლიან სასმელს სთავაზობენ და თავს ირთობენ სანახაობის ცქერით. არ გირჩევთ მსგავს მხიარულებას, რადგანაც ალკოჰოლი ცუდად მოქმედებს კატის ნერვულ სისტემაზე. გვინდა, ახალი წლის დღესასწაული მხოლოდ კარგად დაგამახსოვრდეთ. ამიტომაც ვისაუბრეთ კატების "საახალწლო დაავადებათა" შესახებ. გისურვებთ, მომავალ წელს ვეტერინარი თქვენს ფისოს მხოლოდ აცრებისთვის დასჭირდეს და არა სამედიცინო დახმარებისათვის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შინაურ ცხოველთა საახალწლო პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები