რა იწვევს კრუნჩხვას ღამღამობით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს კრუნჩხვას ღამღამობით

ღვიძილის პერიოდში კალციუმის კათიონები ინტენსიურად გამოიყენება კუნთების მუშაობისთვის, ძილის დროს კი ისინი ძვლოვანი ქსოვილის დეპოში ლაგდება. კუნთოვანი აპარატის დაძაბული მუშაობისას ღამღამობით ხშირად აღმოცენდება კუნთების კრუნჩხვა, უპირატესად - ქვედა კიდურებისა. თავდაპირველად ის წვივს მოიცავს, მერე კი მთელ ფეხს. თუ ადამიანი უფრო მეტად ხელებით მუშაობს - უბუჟდება ხელის თითები, ხელისგულებზე გრძნობს ჩხვლეტას, მერე კი სპასტიკური შეკუმშვები ეწყება. ასე ვითარდება კონტრაქტურა - კუნთების მყარი შეკუმშვა ფუნქციის დარღვევით, მაგალითად, მეანის ხელი, საწერი სპაზმი და სხვა.

ძირითადი მიზეზები

ელექტროლიტების ცვლის დარღვევისას ღამღამობით აღმოცენებულ კრუნჩხვას მრავალი მიზეზი აქვს: კუნთების გადაღლა, წყლის ცვლის მოშლა - შეშუპება ან ორგანიზმის გაუწყლოება, ბრტყელტერფიანობა, მჯდომარე სამუშაო ან ისეთი შრომითი საქმიანობა, რომელიც ადამიანს გამუდმებით ფეხზე დგომას აიძულებს (მასწავლებლები, გამყიდველები, ქირურგები). ღამღამობით კრუნჩხვას, წესისამებრ, უჩივიან ასაკოვნები. ეს ასაკობრივი ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებითაა განპირობებული. ღამღამობით კრუნჩხვა ვითარდება ისეთი პათოლოგიების დროსაც, როგორებიცაა შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება), განურჩევლად იმისა, ავადმყოფობის შედეგია ის თუ ელემენტარული შიმშილობისა. ყველა ამ ჩამოთვლილი პათოლოგიის რეალური მიზეზი ელექტროლიტების ცვლის მოშლაა. დიაბეტის დროს შარდთან ერთად იკარგება ელექტროლიტები, რომლებიც კუნთების მოდუნებას უზრუნველყოფს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევების შემთხვევაში მცირდება კალციუმის კონცენტრაცია ან იზრდება კუნთოვანი უჯრედების მგრძნობელობა. კრუნჩხვა ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის როგორც ჰიპერფუნქციის, ასევე ჰიპოფუნქციის დროს.

მედიკამენტები, რომლებიც ღამის კრუნჩხვას იწვევს

არტერიული წნევის დასაქვეითებლად და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად დანიშნული ზოგიერთი მედიკამენტი ღამღამობით განვითარებული კრუნჩხვის მიზეზად იქცევა. საქმე ის გახლავთ, რომ წნევის დამაქვეითებელი მრავალი პრეპარატი შეიცავს შარდმდენ კომპონენტს, რომელიც შარდით კალიუმის კარგვას განაპირობებს. კალიუმის უკმარისობის შემთხვევაში, მაგნიუმის კათიონების ნორმალური შემცველობის პირობებშიც კი, მოსვენების პოტენციალის ფაზა ირღვევა. ფაქტობრივად, ასეთი მდგომარეობა იქმნება: მაგნიუმი “გზავნის” კალციუმს უჯრედულ საცავში, ნატრიუმის იონებისთვის კი არხები ღია რჩება. კუნთების სპაზმი დიდხანს გრძელდება, ღამით კი კრუნჩხვა იჩენს თავს. ასე ხდება უმეტესად გამთენიისას, როდესაც ორგანიზმი ადაპტაციის ყველა მექანიზმს ამოწურავს. ერთადერთი შარდმდენი საშუალება, რომელსაც კალიუმის დამზოგველი ეფექტი აქვს, არის ვეროშპირონი - ვაზოპრესინის (ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონის) ანალოგი. ყველა სხვა საშუალება მოქმედებს თირკმლის მილაკების დონეზე და ბლოკავს იმ რეცეპტორებს, რომლებიც პირველადი შარდიდან კალიუმის იონების შეწოვაზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ზოგიერთ მედიკამენტს ახასიათებს შერჩევითი ზემოქმედება სისხლძარღვებში, ნერვულ და კუნთოვან ქსოვილში არსებულ რეცეპტორებზე. შესაბამისად, ალფა-ადრენომაბლოკირებელი პრეპარატების მიღებისას ზოგიერთს ღამღამობით აღენიშნება კრუნჩხვა “მოუსვენარი ფეხების სინდრომის” სახით. კრუნჩხვას ხელს უწყობს:

  • მემკვიდრეობითი ფაქტორი;
  • პროფესია;
  • ძვალკუნთოვანი სისტემის თანდაყოლილი დეფორმაციები;
  • ალკოჰოლიზმი;
  • ნარკომანია;
  • ორსულობა.

მემკვიდრეობითი ფაქტორი ძალზე ანგარიშგასაწევია, რადგან ელექტროლიტური ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების თავისებურებანი თაობიდან თაობას გადაეცემა.

პროფესია - გარკვეული ტიპის შრომითი საქმიანობა კუნთების განსაზღვრული ჯგუფის გადაძაბვას იწვევს, რაც უჯრედულ დონეზე გადაღლის მიზეზად იქცევა და კრუნჩხვის განვითარებას აძლევს ბიძგს. ასეთ დროს ნატრიუმ-კალიუმის არხების მუშაობისთვის ენერგია არასაკმარისია, რადგან მთელი ენერგეტიკული რესურსი დღის განმავლობაში იხარჯება.

ძვალკუნთოვანი სისტემის თანდაყოლილი დეფორმაციები - ამ დროს დღის განმავლობაში ენერგეტიკული დანახარჯი იმატებს, შესაბამისად, ღამღამობით არცთუ იშვიათია კრუნჩხვა.

ალკოჰოლიზმი - პირდაპირ ტოქსიკურ გავლენას ახდენს ღვიძლის უჯრედებზე (ჰეპატოციტებზე), რომელთა დაზიანებასაც ელექტროლიტების ბალანსის მოშლა მოჰყვება. ნეირონებიდან ფოსფორის გამორეცხვა მომატებულ აგზნებადობას განაპირობებს, შესაბამისად, ალკოჰოლიზმით დაავადებულთათვის ღამის კრუნჩხვა ჩვეული სიმპტომია.

ნარკომანია - ასევე აზიანებს ღვიძლს, თანაც ალკოჰოლიზმზე გაცილებით სწრაფად. ელვის სისწრაფით ზიანდება ნერვული ბოჭკოებიც, რომლებიც პათოლოგიური ცვლილებების გამო თითქოს “ალდება”, “ფეთქებადი ხდება” და მყისიერად რეაგირებს ყოველგვარ გამღიზიანებელზე. ამგვარად, კრუნჩხვა ვლინდება დღისითაც და ღამითაც, თანაც არამხოლოდ აბსტინენციის მდგომარეობაში.

ორსულობა - ამ დროს ვენური კედლიდან კალციუმის კათიონების ერთგვარი გამორეცხვა ხდება. ეს ელემენტი ხომ ნაყოფს უხვად სჭირდება განვითარებისთვის. კრუნჩხვა ღამღამობითაც და დღისითაც ხშირად ემართებათ ორსულებს, რომელთაც ავიტამინოზი აღენიშნებათ ან არ იღებენ საკვების მეშვეობით სათანადო რაოდენობის კალციუმს.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ განსაზღვრული ჯგუფის კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა შესაძლოა სავსებით ჯანმრთელ ადამიანსაც განუვითარდეს, თუმცა ღამღამობით კუნთების ჩვეული კრუნჩხვა უმეტესად ნერვული სისტემის დაავადების ნიშანია.