/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დერმატოლოგია

როგორ აისახება ავიტამინოზი სახის კანზე

როგორ აისახება ავიტამინოზი სახის კანზე
ავიტამინოზი არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია საკვებში ვიტამინების ნაკლებობით.

ვიტამინების დეფიციტი სერიოზული პრობლემაა, შესაბამისად, არ შეიძლება მისი უგულებელყოფა. იმის დასადგენად, თუ რომელი ვიტამინი აკლია თქვენს ორგანიზმს, აუცილებელია შესაბამისი ტესტების ჩაბარება. თუმცა, თუ ყურადღებას მიაქცევთ სახის კანს, თავადაც გაერკვევით პრობლემაში.

სახის კანი ორგანიზმის შინაგანი მდგომარეობის მთავარი მაჩვენებელია (ინდიკატორია). სარკეში თქვენი ანარეკლის გულდასმით შესწავლით შეძლებთ ზუსტად გაიგოთ, რა ნივთიერებები სჭირდება თქვენს ორგანიზმს.

რა აკლია თქვენს ორგანიზმს? - 8 ძირითადი მინიშნება

1. ფერმკრთალი და მშრალი კანი B12, A და C ვიტამინების ნაკლებობის ნიშანია. B12-ის ქრონიკული ნაკლებობა იწვევს მეტაბოლურ დარღვევებს და ნერვულ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია მეტი ზღვის პროდუქტების, წითელი ხორცისა და ღვიძლის მირთმევა. A და C ვიტამინები აუცილებელია წყალმარილოვანი ოპტიმალური ბალანსის შესანარჩუნებლად და კანის რეგენერაციისთვის. ეცადეთ მიირთვათ მეტი ძროხის ღვიძლი, ვირთევზას ღვიძლი, სოკო (თეთრი გამხმარი), ტკბილი წიწაკა, კომბოსტო, შინაური კვერცხი, ციტრუსები, ხილი, კენკრა და მწვანილი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

2. ტუჩების ფერმკრთალი და მშრალი კანი რკინის ნაკლებობაზე მიუთითებს. ამ მიკროელემენტის ნაკლებობა იწვევს არტერიული წნევის და იმუნიტეტის დაქვეითებას. პრობლემის გადასაჭრელად დიეტაში უნდა ჩაერთოს წითელი ხორცი, ზღვის კომბოსტო, ქატო, მარცვლეული, სოია, კაკაო და მწვანილი.

3. სახის კანის მომატებული ცხიმიანობა ჩნდება B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტისას. ამ შემთხვევაში უნდა ჭამოთ მეტი ძროხის ღვიძლი, თეთრი გამომშრალი სოკო, შინაური კვერცხი და რძის პროდუქტები.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, დაახლოებით 1 თვეა რაც დავიწყე აკნეტრენტის მიღება ყოველ დღე 10მგ - იანი. მზის დამცავის წასმის შემდეგ სახის კანზე წვის შეგრძნება მაქვს რამდენიმე წამის განმავმობაში. რამდენად ნორმალური რეაქციაა ეს ხომ ვერ მეტყვით? მადლობა.</p>

4. სახეზე განვითარებული აკ­ნე თუთიისა და A ვიტამინის ნაკლებობის ნიშანია. თუთია მონაწილეობს უჯრედების გაყოფისა და ჩანაცვლების პროცესში, ის გვხვდება კვერცხის გულში, ყველში, ქატოში, თხილსა და მზესუმზირას თესლში. აღსანიშნავია, რომ აკნეს მდებარეობა მიუთითებს, თუ რომელ ორგანოებსა და სისტემებს უნდა მიაქციოთ დიდი ყურადღება, ანუ როგორც სპეციალისტები განმარტავენ:

  • შუბლის ზედა ნა­წილში გამონაყარი ნა­წლავების პრობლემებითაა პროვოცირებული. ამ შემთხვევაში დიეტაში ანტიოქსიდანტები უნდა ჩართოთ. შუბლის ქვედა ნაწილის გამონაყარი ნერვული სისტემის ფუნქციობის დარღვევის ნიშანია. ღამის სრულფასოვანი დასვენება და არომათერაპია დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში;
  • ცხვირზე გამონაყარი მიუთითებს გულის პრობლემების არსებობაზე, რომლებიც დაკავშირებულია არტერიულ წნევასა და მუდმივ სტრესთან. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სუფთა ჰაერზე მეტი დროის გატარება და საყვარელი საქმით უფრო ხშირად დაკავება;
  • გამონაყარი წარბის არეში ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიანიშნებს. აუცილებელია დიეტის გადახედვა, უნდა გამორიცხოთ ცხიმოვანი საკვები და ალკოჰოლი;
  • მარჯვენა ლოყაზე გამონაყარი არის ალერგიისა და რესპირატორული სისტემის მუშაობაში დარღვევების ნიშანი. რჩევა: უნდა უკუაგდოთ მავნე ჩვევები, კერძოდ, მოწევა;
  • პირის გარშემო გამონაყარი კუჭის პრობლემების მანიშნებელია. გამონაყარის მოსაშორებლად ჭამეთ მეტი ბოსტნეული და ხილი. თუ გამონაყარი გაგიჩნდათ ნიკაპის გვერდებზე, მაშინ თირკმელებია გადატვირთული და რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებიც აღგენიშნებათ (რეკომენდებულია კოფეინისა და ნატრიუმის მიღების მინიმუმამდე შემცირება).

5. ქუთუთოების შეშუპება, როგორც წესი, იოდის დეფიციტის ნიშანია, რაც, თავის მხრივ, იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციობის მოშლას. იოდის ნაკლებობის ასანაზღაურებლად მიიღეთ რძისა და ზღვის პროდუქტები, კვერცხი, პარკოსნები, პომიდორი, მარწყვი და იოდიანი მარილი.

6. ნაოჭები. ასაკთან ერთად ნაოჭები აუცილებლად ჩნდება და ეს სრულად ნორმალური პროცესია. მაგრამ თუ ნაოჭები ძალიან სწრაფად წარმოიქმნება და ბევრია, მაშინ ორგანიზმს E ვიტამინი აკლია. სწორედ ეს მიკროელემენტი ეხმარება კანს დიდხანს დარჩეს მკვრივი და ელასტიკური. სიტუაციის გამოსასწორებლად მიირთვით მცენარეული ზეთები, თხილი, მზესუმზირა, ქატო, ქაცვი და ვირთევზას ღვიძლი.

7. თუ კბილების გახეხვის პროცესში ყოველდღე ღრძილებიდან სისხლდენა გეწყებათ, მაშინ თქვენს ორგანიზმს C ვიტამინი აკლია. ამ ვიტამინით მდიდარი საკვების მიღებით შეგიძლიათ გამოასწოროთ სიტუაცია და გაიძლიეროთ იმუნური სისტემა.

8. თუ თმა ძალიან მშრალი და მტვრევადი გაგიხდათ, თავზე კი ქერტლი გაგიჩნდათ, თქვენს ორგანიზმს ბიოტინი, ანუ B7 ვიტამინი, სჭირდება. მიიღეთ მეტი სოია, პარკოსნები, თხილი, ნიგოზი, პომიდორი, ზღვის თევზი, ფრინველის ხორცი, კვერცხის გული და რძის პროდუქტები.

ამ რეკომენდაციების შესრულებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული ვიტამინის დეფიციტი ისევე საზიანოა, როგორც მისი ჭარბი რაოდენობა. ამიტომ არ არის საჭირო უკიდურესობამდე მისვლა და მხოლოდ იმ საკვების მოხმარება, რომელიც შეიცავს თქვენთვის დეფიციტურ მიკროელემენტს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი. დიეტის მოწესრიგებამდე უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ გამოცდილ დიეტოლოგთან.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ აისახება ავიტამინოზი სახის კანზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები