/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

სისხლჩაქცევის 7 მოულოდნელი მიზეზი

სისხლჩაქცევის 7 მოულოდნელი მიზეზი
ვერ იხსენებთ, რამე მოგხვედროდეთ ან რამეს დასჯახებოდეთ და, მიუხედავად ამისა, კანზე რეგულარულად გიჩნდებათ სისხლჩაქცევები?

კანქვეშ ჰემატომის გაჩენის მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა რამდენიმე მათგანი ყველაზე ხშირად იწვევს კანის ჩვეული შეფერილობის არცთუ სასიამოვნო ცვლილებას. გაიცანით ისინი.

  • ასაკობრივი ცვლილებები

ასაკთან ერთად კანში მრავალი ცვლილება ხდება, მათ შორის:

  1. კანი კარგავს დამცავ ცხიმოვან შრეს;
  2. ნელდება ცილა კოლაგენის წარმოქმნის პროცესი.

ამ ორი ფაქტორის გავლენით შედარებით თხელი კანის პატრონებს ხშირად უჩნდებათ სისხლჩაქცევები, განსაკუთრებით - 60 წელს გადაცილებულებს. მათთვის სუსტი მექანიკური შეხებაც საკმარისია, ისეთი, რომ შესაძლოა ვერც კი იგრძნონ.

  • ხშირი ინსოლაცია

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მზის აბაზანების მოჭარბებული სიყვარული ფიტავს კანს და ჰემატომებისადმი მიდრეკილებას ზრდის. ულტრაიისფერი სხივები ასევე ანელებს კანში კოლაგენის წარმოქმნის პროცესს, ამიტომ მზის აბაზანების მიღებისას აუცილებელია მზისგან დამცავი კრემის გამოყენება.

  • ასპირინის რეგულარული მიღება

ეს “უმიზეზო” სისხლჩაქცევების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ასპირინი, ისევე როგორც სხვა სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, აფერხებს სისხლის შედედების ბიოლოგიურ პროცესს, ამიტომ მისი მიღების პერიოდში მინიმალური ტრავმაც კი საკმარისია სისხლძარღვის დასაზიანებლად.

  • კანის ფერი

თუ ღია ფერის, თხელი კანი გაქვთ, მათზე გაცილებით ხშირად აღმოაჩენთ სისხლჩაქცევებს. მათ გაჩენას ხელს უწყობს ვარიკოზული ვენები და კანქვეშა ვენური ქსელის გაძლიერებაც - ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი ნივთების შეხებაც კი საკმარისია, რომ ჰემატომა წარმოიქმნას.

  • ვასკულიტი

ეს დაავადებათა იმ ჯგუფის სახელწოდებაა, რომლის დროსაც სისხლძარღვებს ანთებითი პროცესი აზიანებს. ანთებითი სისხლძარღვები სკდება, რასაც ჰემორაგიული გამონაყარი მოჰყვება.

ვასკულიტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის უშუალო მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. დაავადებას ასევე ახასიათებს სუნთქვის გაძნელება, ხველა, კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა.

ამ სიმპტომების შემჩნევისას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა დაგინიშნონ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც უსიამოვნო სიმპტომებსაც შეამცირებს და სისხლჩაქცევებსაც ბოლოს მოუღებს.

  • C ვიტამინის დეფიციტი

ახალგაზრდებში ავიტამინოზი იშვიათად გვხვდება, ის უმთავრესად ბავშვებსა და ხანდაზმულებს აწუხებთ. ყველაზე საგულისხმოა C ვიტამინის დეფიციტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჭრილობების შეხორცებასა და კოლაგენის წარმოებაში. ამ ტიპის ავიტამინოზის დროს მცირდება კაპილართა კედლების გამძლეობა, ამიტომ ისინი ადვილად ზიანდებიან და სკდებიან.

ავიტამინოზს თან ახლავს აგრეთვე დაღლილობა, დეპრესია, ღრძილებიდან სისხლდენა, სახსრების ტკივილი, პირის ღრუს სიმშრალე და თმის დაზიანება.

  • პურპურული დერმატიტი

პურპურა, იგივე პურპურული ვასკულიტი, სისხლძარღვთა დაზიანებაა, რომლის დროსაც სისხლი კაპილარებიდან ჟონავს და ათასობით უწვრილეს სისხლჩაქცევას იწვევს.

შედარებით რთული ფორმის დროს სისხლჩაქცევებს თან ახლავს ქავილი, თუმცა მზისგან საიმედო დაცვისა და სამკურნალო პრეპარატების გამოყენებისას პრობლემა იოლად გვარდება.

კომენტარები (9)
ნათია
14 წლის გოგოს უმიზეზოდ უჩნდება ფეხებზე სისხლჩაქცევები..რისი მიზეზი შეიძლება იყოს ან რა კვლევა უნდა ჩავუტარო? გმადლობთ...
თარიღი : 03-12-2022
ზურაბი
ენის ქვეშ ენის ძირში და სანერწყვე ჯირკვლებზე მაქვს სისხლჩაქცევები და დალურჯებულია რა შეიძლება იყოს?
თარიღი : 15-11-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სისხლჩაქცევის 7 მოულოდნელი მიზეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები