/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რა არის და რამდენად საშიშია ჰემატომა

რა არის და რამდენად საშიშია ჰემატომა
ჰემატომა არის თხევადი სისხლის ან სისხლის კოლტების გროვა, რომელიც წარმოიქმნება სისხლძარღვის გახეთქვით.

ყველაზე გავრცელებულია სილურჯე. თუმცა ის მოიცავს უფრო მძიმე და რთულ შემთხვევებს, რომელთა კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშე დატოვებაც არ შეიძლება.

სისხლძარღვიდან გამოსული სისხლი აღიზიანებს მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებს, რის შედეგადაც ჩნდება მტკივნეულობა, ქსოვილების შეშუპება და ანთების სხვა ნიშნები. ამას გარდა, ჰემატომა აწვება ირგვლივ მდებარე ქსოვილებს ან ორგანოებს და შეიძლება გამოიწვიოს გართულებები.

ჰემატომის ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს დაჟეჟილობა – რბილი ქსოვილების დახურული დაზიანება, რომელიც შეიძლება განვითარდეს დარტყმის ან დაცემის შედებად. ძლიერი დარტყმა იწვევს წვრილი სისხლძარღვების კედლების გახეთქვას, რის შედეგადაც სისხლი გადმოდის კანქვეშა უჯრედში, რბილ ქსოვილებში ან ორგანიზმის ღრუებში. ჰემატომა შეიძლება წარმოიქმნას სხეულის სხვადასხვა ადგილას – კიდურებზე, ტანსა და თავზეც კი. გარდა დაჟეჟილობისა, ჰემატომის მიზეზი შეიძლება იყოს ქსოვილების ინტენსიური ზეწოლა და გაჭიმვა ამოვარდნილობის ან მოტეხილობის დროს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მცირე ზომის დაზიანებები, როგორც წესი, მკურნალობას არ საჭიროებს და თავისთავად გაიწოვება რამდენიმე დღეში. დიდი ზომის ჰემატომებისას არსებობს ინფექციის შეჭრისა და დაჩირქების საშიშროება. ყველაზე ხშირად ჰემატომა უვითარდებათ ბავშვებს, მოზარდებსა და ახალგაზრდებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია დიდი ფიზიკური აქტიურობა. რისკჯგუფში შედიან ის ადამიანებიც, რომელთაც სისხლძარღვის კედლების მომატებული სიმყიფე და სისხლის შედედების დარღვევები აქვთ.

რატომ იცვლის ფერს ჰემატომა?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. იქნებ მირჩიოთ, რომელი პროფილის ექიმს მივმართო. პერიოდულად, ასეთი სიმპტომები მაქვს- ჯერ მეწყება თვალების წვა. შუილი ყურებში. მერე 37-მდე ტემპეტატურის მატება. სისუსტე. სახსრების და კუნთების ტკივილი. და მსუბუქი კუჭის აშლა. ადრე, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ თუ მქონდა ხოლმე ეს პერიოდები. კოვიდის შემდეგ უფრო ხშირად, და უფრო მძაფრად. აი თითქოს გრიპი მეწყება, დაახლოებით ასეთი მდგომარეობა. იქნებ რამე მირჩიოთ. მადლობა წინასწარ.</p>

მედიკოსები გამოყოფენ ჰემატომის სამ სტადიას. თითოეული კანის გარკვეული შეფერილობით ხასიათდება, რომლის ქვეშაც ჩანს სისხლჩაქცევა.

1. სილურჯის გაჩენა. დაჟეჟილობისთანავე რბილ ქსოვილებში აღინიშნება მკვეთრი ტკივილი, დაზიანებულ ადგილზე, ქსოვილების შეშუპების შედეგად, კანის უბანი მკვეთრი წითელი და შესივებულია. შემდეგ წითელი შეფერილობა თანდათანობით იცვლება ლურჯით. წითელ შეფერილობას იძლევა ერითროციტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ჰემოგლობინს შეიცავენ. რამდენიმე საათში ჰემოგლობინი იწყებს დაშლას და დაჟეჟილი ადგილი ლურჯდება. შეშუპებისა და ანთების გამო დაზიანებულ ადგილზე იზრდება ტემპერატურა.

2. გამწვანება. 2-3 დღის შემდეგ შეშუპება და ტემპერატურა მცირდება, ქსოვილების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად წესრიგდება, თუმცა ზეწოლისას უმნიშვნელო მტკივნეულობა რჩება. კანის ლურჯი ფერი ნელ-ნელა გადადის მწვანეში.

3. გაყვითლება. დაახლოებით მეხუთე დღისთვის შეშუპება გაივლის, ჰემოგლობინის ნარჩენები იშლება და გამოიყოფა ქსოვილებიდან. დაჟეჟილობის ადგილი ყვითლდება და შემდგომ კი ჩვეულებრივ შეფერილობას უბრუნდება.

ჰემატომის ვიზუალური სიმპტომები უფრო კარგად შესამჩნევია, როდესაც სისხლის ჩაქცევა კანქვეშა შრეში ხდება. თუ კოლტი წარმოიქმნება რბილი ქსოვილების უფრო ღრმა ფენებში, გარედან შესამჩნევია მხოლოდ მცირე ზომის, მაგრამ მტკივნეული შესივება. ასეთი წარმონაქმნები უფრო საშიშია, რადგანაც პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობს და შეიძლება ახლდეს გართულებები.

დაზიანების სახეები

რაც უფრო სწრაფად წარმოიქმნება ჰემატომა, მით მძიმედ მიმდინარეობს გამოჯანმრთელება. ამგვარი სახის ტრავმები იყოფა მსუბუქ, საშუალო და მძიმე კატეგორიებად:

  • მსუბუქი – რომელიც ვითარდება დღე-ღამის განმავლობაში, ახასიათებს სუსტი მტკივნეულობა და არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას;
  • საშუალო სიმძიმის – რომლის გამოსავლენად საჭიროა არა უმეტეს 5-6 საათისა, თან ახლავს შესამჩნევი შესივება და ტკივილი, აუარესებს კიდურის მოძრაობას;
  • მძიმე – რომელიც დაჟეჟილობიდან 2 საათში წარმოიქმნება. თან ახლავს კიდურის ფუნქციის დარღვევა, მწვავე ტკივილი და შესამჩნევი შესივება.

მძიმე და საშუალო სიმძიმის ჰემატომის მკურნალობას ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობა სჭირდება, რათა გამოირიცხოს ტრავმის შესაძლო უარყოფითი შედეგები.

გარდა დაზიანების სიმძიმისა, არსებობს ჰემატომის კლასიფიკაციის სხვა კრიტერიუმებიც:

  • განვითარების სიღრმე – კანქვეშ, ლორწოვანი გარსის ქვეშ, კუნთოვანი ქსოვილის სისქეში, ფასციის ქვეშ და ა.შ.;
  • ჩაქცეული სისხლის მდგომარეობა – შეუდედებელი (ახალი), შედედებული და ლიზირებული (ძველი სისხლით სავსე, რომელსაც შედედების უნარი არ გააჩნია);
  • სისხლის გავრცელების ხასიათის მიხედვით – დიფუზური (სისხლით იჟღინთება ქსოვილი და სწრაფად ვრცელდება), ღრუსშიდა (სისხლი გროვდება ქსოვილებს შორის ღრუში) და ჩაპარკებული (დროთა განმავლობაში სისხლით სავსე ღრუ ისაზღვრება შემაერთებელი ქსოვილის „პარკით“);
  • სისხლძარღვის მდგომარეობის მიხედვით – მოპულსირე (სისხლი თავისუფლად გადმოდის სისხლძარღვიდან და შედის უკან) და არაპულსირებადი (სისხლძარღვის გაგლეჯისას სწრაფად წარმოიქმნება თრომბი).

სისხლჩაქცევა ჯანმრთელობისთვის ყოველთვის საშიშია, ამიტომ საჭიროა სამედიცინო დახმარების მიღება.

კვლევის მეთოდები

კუნთოვან ქსოვილში, სახსრებში ან შინაგან ორგანოებში ჰემატომის ღრმად ლოკალიზაციისას ვიზუალური გასინჯვა ნაკლებად ინფორმაციულია. ამიტომ საჭიროა:

  • სხეულის დაზიანებული ნაწილის, ორგანოს ან სახსრის ულტრაბგერითი კვლევა;
  • დაზიანებული ადგილის რენტგენოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • სახსრის ან ორგანოს პუნქცია, სადაც ხანგრძლივად გროვდებოდა სისხლი.

როგორ მოვიშოროთ ჰემატომა

ჰემატომის ხასიათისა და თავისებურებების დადგენის შემდეგ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ინიშნება:

  • ფიზიოთერაპიული პროცედურები;
  • ტარდება ქირურგიული ჩარევა დაგროვებული კოლტების მოსაშორებლად და ღრუს გამოსარეცხად;
  • შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბიოტიკოთერაპია.

რითია საშიში ჰემატომა?

ჯანმრთელობისა და ზოგჯერ სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშია ქსოვილების სიღრმეში, ორგანოების ან სახსრის შიგნით წარმოქმნილი ჰემატომები. მსხვილი სისხლჩაქცევა საშიშია ინფექციის, ანთებისა და დაჩირქების განვითარების თვალსაზრისით. სახსრის დაზიანებისას შეიძლება განვითარდეს ბურსიტი, სინოვიტი ან ჰემართროზი, რასაც შეიძლება ადამიანის დაინვალიდება მოჰყვეს.

მუცლის ღრუში ჩაქცეულმა სისხლმა შეიძლება გამოიწვიოს პერიტონიტი.

თავის ტვინის ჰემატომა იწვევს ამ ორგანოს ფუნქციის დარღვევას უმძიმესი შედეგებით, როგორებიცაა: კოგნიტიური ფუნქციების დარღვევა, სხეულის ნაწილის დამბლა და ა.შ.

კანქვეშა ჰემატომის განვითარებიდან პირველივე საათებში აუცილებელია ტრავმირებულ ადგილზე ყინულის მოთავსება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

„16 წლის ვიყავი, როცა გამაუპატიურეს“
„16 წლის ვიყავი, როცა გამაუპატიურეს“
შეკითხვა ფსიქოლოგს - ძალიან რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა - გამაუპატიურეს.
სრულად
"ჩემი შეყვარებულის დედა ჩვენს ურთიერთობაში ერევა"
"ჩემი შეყვარებულის დედა ჩვენს ურთიერთობაში ერევა"
ჩემი შეყვარებულის დედას არ მოვწონვარ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ როცა კარგად ვართ, ის თავს ცუდად გრძნობს
სრულად
ფსიქოლოგიური კონსულტაცია
ფსიქოლოგიური კონსულტაცია
ფსიქოლოგი უპასუხებს „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილებს და გვირჩევს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს.
სრულად
ფსიქოლოგიური კონსულტაცია
ფსიქოლოგიური კონსულტაცია
ფსიქოლოგი უპასუხებს „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილებს და გვირჩევს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს.
სრულად
ფსიქოლოგიური დახმარება

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რა არის და რამდენად საშიშია ჰემატომა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები