/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

რა უნდა გაითვალიწინოთ გულის ოპერაციის შემდგომ პერიოდში

რა უნდა გაითვალიწინოთ გულის ოპერაციის შემდგომ პერიოდში
გული ყველაზე მნიშვნელოვანი კუნთია ორგანიზმში.

კარდიორეაბილიტაცია სპეციალურად შედგენილი გეგმაა, რომელიც პოსტ-ოპერაციულ პერიოდში უნდა დაიცვათ. ასეთი გეგმა ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურია.

კარდიორეაბილიტაციის გეგმა მოიცავს:

  • მედიკამენტურ მკურნალობას;
  • სტრესის მართვას;
  • ფიზიკურ აქტივობასა და ჯანსაღ ცხოვრებას;
  • ფსიქო-სოციალური სტატუსის დაბრუნებას

ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრება ის საკითხებია, რაც ყველა ადამიანმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, უნდა გაითვალისწინოს.

გულის მუშაობა გავლენას ახდენს მთელ სხეულზე. ჩვენი ცხოვრების წესი და ემოციური მდგომარეობა კი გულზე აისახება. აქედან გამომდინარე, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობა გვეხმარება გულის ჯანსაღად შენარჩუნებაში.

პოსტ-ოპერაციულ პერიოდში დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას, ფეხით სეირნობას სუფთა ჰაერზე, მცირე ვარჯიშებს, ეს დაგეხმარებათ ჟანგბადის ეფექტურად ათვისებასა და გულის კუნთის სისხლით მომარაგებაში.

თუმცა, რეაბილიტაციის პერიოდში ერიდეთ:

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. 40 წლის მამაკაცს აწუხებ მონაცვლეობით არითმიები, ჰაერის უკმარისობა და წნევები. დაუნიშნეს ბეტალოკ ზოკი, 25მგ.-იანი. სვავს ნახევ ტაბლეტს, თუმცა ეგეც არ შველის. მუდმივად ცუდადაა. შეიძლება ეს იყოს გამოწვეული ნევროზით? ჰოლტერის დასკვნა ქვემოთ დავაკოპირე. მადლობა უღრმესი წინასწარ რჩევისთვის. მონიტორინგი ჩატარდა 22:35 საათის განმავლობაში. გამოკვლევის პერიოდში პაციენტის ძირითადი რიტმი იყო სინუსური, გამოხატული სინუსური არითმიის ეპიზოდებით. სულ დაფიქსირდა 115066 კომპლექსი, მათ შორის 3 მონომორფული ფართოკომპლექსოვანი და 16 სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლა. სინუსური ტაქიკარდიის ერთ-ერთი ეპიზოდი აღინიშნა ღამით 01:56 სთ-ზე, გ.შ.ს. 134-მდე. მინიმალური სინუსური რითმი 51 შეკ/წთ-ში აღინიშნა 08:51 სთ-ზე. მაქსიმალური სინუსური რითმი იყო 151 შეკ/წთ-ში 14:16 სთ-ზე; საშუალო გ.შ.ს. 85 შეკ/წთ. პაუზა &gt; 2.0 წმ-ზე არ დაფიქსირდა. კორეგირებული QT ინტერვალი ნორმის ფარგლებშია. აღინიშნა ST-სეგმენტის 1მმ დეპრესია ტაქიკარდიის ზოგ ეპიზოდში, გამოვლინდა T კბილის პოლარობის ცვლილებები. ეპიზოდებში დაფიქსირდა ნაადრევი რეპოლარიზაცია. გულის რიტმის ვარიაბელობის მაჩვენებელი : SDNN(ms 118.6 (N132+30); PNN 50% 4.8 -- სიმპათიკური და პარასიმპათიკური პერიფერიული ვეგეტატიური ნერვული სისტემების თანაბარ ტონუსზე მიუთითებს.</p>

ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, მძიმე საგნების აწევას, ჭამის დასრულებისთანავე გარეთ გასვლას, მოერიდეთ მანქანის მართვას და კიბეებზე ასვლას ოპერაციიდან ერთი თვის განმავლობაში

სტრესი და ემოციური მდგომარეობა გულზე დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ, აუცილებელია ოპერაციის შემდგომ პერიოდში სტრესისგან თავდაცვა.

გულის ჯანმრთელად შენარჩუნებისთვის აუცილებელია: სიგარეტზე და ალკოჰოლზე უარის თქმა, ჯანსაღი კვება, მჯდომარე ცხოვრების წესზე უარის თქმა, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, დასვენება და ძილი

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რა უნდა ვიცოდეთ მზისგან დამცავი საშუალებების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ მზისგან დამცავი საშუალებების შესახებ

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ექსპერტი დერმატოვენეროლოგიაში,დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების დირექტორთა საბჭოს წევრი,ევრომელანომის კამპანიის ორგანიზატორი, ექიმი დერმატოვენეროლოგი, პროფესორი ლალი მეკოკიშვილი:

298155963-785515895916750-8423551199409938433-n-1660555580.jpg

- მზისგან დაცვა არის, საზოგადოდ, კანის ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესიპრევენციული სტრატეგია და გულისხმობს კანის დაცვას მზის მწვავე და ქრონიკულიდაზიანებებისგან, როგორებიცაა: მზით დამწვრობა, კანის კიბო, მელანომა, კანისდაბერება, მზისგან ინიცირებული დაავადებების განვითარება/გამწვავება. მაგალითად:კანის კიბოს პრევენციის პანევროპული კამპანია _ ევრომელანომა, რომელიც ჩვენიასოციაციის ორგანიზებით წელს უკვე მეთერთმეტედ ჩატარდა საქართველოში,ყოველწლიურ მოტივად ძირითადად ირჩევს სწორედ სხვადასხვა მოწოდებას მზისგანდაცვის შესახებ.

- რას მოიცავს მზისგან დაცვის სტრატეგია?

მზისგან გონივრული დაცვა გულისხმობს დღის გარკვეულ მონაკვეთში მზისგან თავისარიდებას. გეოგრაფიული განედიდან და სეზონიდან გამომდინარე ეს პერიოდიგანსხვავებულია, მაგ., საქართველოსთვის ზაფხულში 10:00სთ-დან 16:00 საათამდეუმჯობესია ჩრდილში, შენობაში ყოფნა. უნდა გვახსოვდეს, რომ ღრუბლიან ამინდშიც კიულტრაიისფერი A სხივების 80% აღწევს დედამიწის ზედაპირს, ასევე გაივლის მინასაც.

დამცავი სათვალის, მჭიდროდ ნაქსოვი ტანსაცმლის ტარება, მზის დამცავი გარეგანიკრემების, გელების, ემულსიის დამოყენება ასევე შეადგენს მზისგან დამცავი მნიშვნელოვან სტრატეგიას.

დადგენილია, რომ მზისგან დამცავი გარეგანი საშუალებების რეგულარული გამოყენებითმცირდება აქტინური კერატოზების, ბრტყელუჯრედოვანი კანის კიბოს განვითარებისრისკი, ასევე ხდება ფოტოდაბერების სიმპტომების, სოლარული ელასტოზის,პიგმენტაციის განვითარების პრევენცია. ამასთან, არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომმზისგან დამცავი გარეგანი საშუალებები ამცირებს მელანომის განვითარების რისკს.არსებობს მზისგან დამცავი გარეგანი საშუალებების ორი ძირითადი ტიპი: ქიმიური(ორგანული) და ფიზიკური (მინერალური) მზისგან დამცავი, ეს უკანასკნელნი არგანიცდიან ქიმიურ ტრანსფორმაციას და უბრალოდ აირეკლავენ ულტრაიისფერ სხივებს,ამიტომ მათი გამოყენება რეკომენდებულია ბავშვებში და კანის ალერგიულიდაავადებების მქონე პაციენტებში.

მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი საშუალებების კონსისტენცია, მომხმარებლისთვისყველაზე მისაღები ფორმებია კრემისა და ლოსიონის ფორმა.

არსებობს ყოველდღიური გამოყენების მზისგან დამცავები და სპეციალური, საზღვაო,რომელიც უფრო მეტად წყალმედეგია, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტი ინარჩუნებს მზისგანდაცვის უნარს 40-80 წუთის განმავლობაში წყალთან კონტაქტისას.

_ რას ნიშნავს კრემის მზისგან დამცავი ფაქ­ტორი?

_ FDA არეგულირებს მზისგან დამცავ პროდუქტებს, როგორც ურეცეპტო პროდუქციას.შემუშავებულია ამ პროდუქციის უსაფრთხოების, ეფექტურობის და ეტიკეტირებისპირობები. მზისგან დამცავი ფაქტორი SPF განსაზღვრულია, როგორც მზის გამოსხივებისის დოზა, რომელიც იწვევს მინიმალურ ერითემას კანზე 2 მგ/სმ2 პროდუქტის დატანისშემდეგ, გაყოფილი იმ დოზაზე, რომელიც იმავეს იწვევს დაუცველ კანზე. მაგალითად, SPF50 ნიშნავს, რომ მზეზე დაყოვნება კანის გაწითლების გარეშე შესაძლებელია 50-ჯერ მეტიწუთის განმავლობაში. შესაბამისად, SPF-ად მითითებული რიცხვი მიანიშნებს მხოლოდიმაზე, თუ პროდუქტი რამდენად გვიცავს დამწვრობისგან, ანუ ულტრაიისფერი UVBსხივებისგან. UVB ეფექტური დაცვა დამწვრობის გარეშე მზეზე დიდხანს დარჩენისშესაძლებლობას გვაძლევს, ეს კი ზრდის ულტრაიისფერი სხივების უარყოფით გავლენას.მაგალითისთვის, ერთ-ერთი კვლევით გამოვლინდა მზისგან დამცავი კრემებისგამოყენების პირობებში მელანომის ინციდენტობის ზრდა, რაც გამოწვეული იყოადამიანების მხრიდან მზეზე დაყოვნების დროის გაზრდით.

მნიშვნელოვანია მზისგან დამცავ საშუალებაში UVA დაცვის უზრუნველყოფა, ამისათვისპროდუქტი უნდა შეიცავდეს გარკვეულ ნივთიერებებს, მაგ. ავობენზონს.

ფართო სპექტრის ან სრული სპეტრის მზისგან დამცავი უზრუნველყოფს დაცვას როგორცUVB, ისე UVA სხივებისგან, ეს მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს უკანასკნელნი იწვევენკანის ღრმა შრეებში კოლაგენის დაზიანებას, მონაწილეობენ ფოტოდაბერების პროცესში,შეუძლიათ ე.წ. ფოტოდერმატოზების განვითარების პროვოცირება.ცნობილია, რომ მზისგან დამცავი ფაქტორი SPF15 გვიცავს UVB სხივების 94%-ისგან, SPF30 _97%-სგან, თუმცა ვინაიდან რეალურ ცხოვრებაში 2მგ/სმ2 დოზის მიღწევა ფაქტობრივადშეუძლებელია, დამცავების რეალური ეფექტურობა ნაკლებია, ამიტომ რეკომენდებულიამაღალი დაცვის ფაქტორით პროდუქტის გამოყენება.

მზისგან დამცავი პროდუქტებისადმი თანამედროვე მოთხოვნაა დაიცვას კანი არამხოლოდ ულტრაიისფერი, არამედ ხილული სხივების, განსაკუთრებით ლურჯისხივებისგან, რომლებიც განსაკუთრებით მუქი ფერის კანის მქონე ადამიანებში იწვევენპიგმენტაციის განვითარებას. მნიშვნელოვანია ასევე ინფრაწითელი გამოსხივებისგანდაცვა, რადგან ინფრაწითელ სხივებს შეუძლიათ კანის შედარებით უფრო ღრმა შრეებშისითბური ეფექტის და დაზიანების გამოწვევა. სწორედ ამიტომ მზისგან დაცვასთანდაკავშირებული თანამედროვე რეკომენდაცია (გაიდლაინი) ითვალისწინებს არა მხოლოდულტრაიისფერი, არამედ ლურჯი და ინფრაწითელი სხივებისგან დაცვას.

უმჯობესია ისეთი მზისგან დამცავი კრემის გამოყენება, რომლის ეტიკეტზე არის წარწერა_ ფართო სპექტრის ან სრული სპექტრის დაცვა. ფართო სპექტრის დაცვა ნიშნავს UVB დაUVA-სგან დაცვას, სრული სპექტრის დაცვა _ ლურჯი და ინფრაწითელი სხივებისგან.ამასთან, სრული დაცვის გაზომვის პარამეტრები შემუშავებული არ არის, ითვლება, რომინფრაწითელი სხივები იწვევს ოქსიდაციურ სტრესს, ამიტომ ანტიოქსიდანტის დამატებაუზრუნველყოფს ინფრაწითელი სხივებისგან დაცვას.

შესაბამისად, თანამედროვე მზისგან დამცავი საშუალებები ანტიოქსიდანტებსაც შეიცავს.არსებობს მოსაზრება, რომ ანტიოქსიდანტის დამატებით შესაძლოა ფილტრებისდამატების საჭიროება მოიხსნას. მომავლის ტენდეციაა ანტიოქსიდანტების პერორალურიმიღებით მზის უარყოფითი ზემოქმედების პრევენცია, თუმცა ეს მოითხოვსმნიშვნელოვან კვლევებს და მტკიცებულებებს.

298254030-591980529081247-1572014019969999225-n-1660555650.jpg

_ როგორ უნდა წავისვათ მზისგან დამცავი კრემი?

_ კრემი უნდა წავისვათ გასვლამდე 15-30 წუთით ადრე. წყალში დიდხანს ყოფნის,ოფლიანობის შემთხვევაში საჭიროა კრემის განმეორებით დატანა. კრემი უნდა წავისვათსაკმაო რაოდენობის, გამოიყენება ე.წ. ჩაის კოვზის მეთოდი _ სახეზე 1 ჩ.კ., მკლავებზე _ 2ჩ.კ და ა.შ.თანამედროვე მიდგომით, მზისგან დაცვის სტრატეგია დიფერენცირებულ­ია.რეკომენდაციები დამოკიდებულია: ადამიანის ცხოვრების სტილზე, კანის ტიპზე,საცხოვრებელ გეოგრაფიულ განედსა და გარკვეულ დაავადებებზე.მზისგან დაცვა აუცილებელია არა მარტო ზაფხულის, არამედ მთელი წლისგანმავლობაში.

ესაუბრა

ლალი ჩხიკვაძე