/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

ბრონქოსპაზმი

ბრონქოსპაზმი
სუნთქვის, განსაკუთრებით კი ამოსუნთქვის გაძნელების შემაწუხებელი შეგრძნება და სტვენისმაგვარი ხმიანობა სუნთქვის დროს -

ეს არასასიამოვნო სიმპტომები ბრონქოსპაზმის არსებობას მოწმობს.

  • რა არის ბრონქოსპაზმი, რატომ აღმოცენდება ის და რა უნდა ვიცოდეთ ამ მდგომარეობის შესახებ?

ვიდრე ბრონქოსპაზმის მიზეზებს დეტალურად გავნიხილავდეთ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ფუნქცია აკისრია ნორმალურ ბრონქულ ხეს ადამიანის ორგანიზმში.

ნორმალური ჩასუნთქვისას ჩვენს ცხვირის ღრუში მოხვედრილი ჰაერი ერთგვარად “ემზადება” ქვედა სასუნთქ გზებში გადასასვლელად - იწმინდება, თბება, ცხვირ-ხახაში ტენიანდება და ისე გაივლის ხორხსა და ტრაქეას. რაც უფრო ქვემოთ გადაინაცვლებს ჰაერი, მით უფრო მეტადაა ის გამთბარი, დატენიანებული, გაწმენდილი. თუ ტრაქეაში ცივი ან ძალიან მშრალი ჰაერი მოხვდა, შესაძლოა ხველა ან ხიხინი აღმოცენდეს. ეს უცხო გამღიზიანებლის საპასუხო ნორმალური რეაქციაა. შემდეგ ჰაერი ბრონქებს გაივლის. ორი მთავარი ბრონქი იყოფა უფრო პატარა და ძალიან პატარა ბრონქებად ანუ ბრონქიოლებად. საბოლოო განტოტებები ყურძნის მტევანს მოგვაგონებს. სასუნთქ გზებს აბოლოებს უამრავი თხელი ბუშტისებრი წარმონაქმნი - ალვეოლა. მათ კედლებს მიუყვება უწვრილესი სისხლძარღვები - კაპილარები. ჰაერში არსებული ჟანგბადი ალვეოლის კედლების გავლით გადაინაცვლებს კაპილარულ სისხლში და მთელ ორგანიზმს მიეწოდება, ხოლო ორგანიზმში დაგროვილი ნახშირორჟანგი სისხლიდან ალვეოლურ ჰაერში გადადის და ამოსუნთქული ჰაერით გამოიყოფა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნორმალური ბრონქული ხე უზრუნველყოფს ჰაერის დაუბრკოლებელ მოძრაობას ორივე მიმართულებით. ჩვეულებრივ, ჯანმრთელ ორგანიზმში სისხლში O2-ისა და CO2-ის შემცველობა განსაზღვრულ ფარგლებში მერყეობს. ბრონქების გარეთა შრე წარმოდგენილია გლუვი კუნთებით, რომლებიც ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას ავტომატურად ფართოვდება და ვიწროვდება. ეს უზრუნველყოფს ჰაერის სათანადო მოძრაობას და, შესაბამისად, O2-ისა და CO2 -ის ნორმალურ ცვლას.

ბრონქების გლუვი კუნთების შეკუმშვა-მოდუნებას აკონტროლებს სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელთა ჰარმონიული მუშაობა ყოველთვის უზრუნველყოფს ბრონქების სათანადო განვლადობას. ბრონქული ხის შიგნითა ლორწოვანი გარსი შეიცავს ჯირკვლებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ლორწოს და სათანადოდ პოხავენ ბრონქების შიგნითა ზედაპირსა და სხვადასხვა ანთებით უჯრედს - ეოზინოფილს, ლიმფოციტს, პოხიერ უჯრედებს. ამ უჯრედების ფუნქციაა მიკროორგანიზმების, ალერგენებისა და სხვა გამღიზიანებლებისგან ბრონქების ლორწოვანის დაცვა. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ დასახელებული ანთებითი უჯრედები ალერგიული რეაქციის დროს მნიშვნელოვანი “მოთამაშეები” არიან. ბრონქულ ხეში ამ უჯრედების არსებობა ბრონქებს ალერგიული რეაქციის მთავარ სამიზნედ აქცევს.

ბრონქოსპაზმი ანუ ბრონქოსპასტიკური სინდრომი არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის საფუძველიცაა ბრონქების გლუვი კუნთების სპაზმური შეკუმშვა მათი ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და სქელი სეკრეტის გამოყოფასთან ერთად. ბრონქების გლუვი კუნთების შეკუმშვა ბრონქის სანათურის მკვეთრ შევიწროებას იწვევს, რაც, ბუნებრივია, სუნთქვას აძნელებს. სქელი სეკრეტი ახშობს წვრილი ბრონქის სანათურს. ბრონქმა შესაძლოა შეინარჩუნოს განვლადობა ჩასუნთქვისას სუნთქვაში მონაწილე კუნთების დაძაბვისა და პაციენტის ძალისხმევის წყალობით, მაგრამ ამოსუნთქვისას, რაც პასიური პროცესია, ჰაერის უკუდენა ბრკოლდება. სქელი ლორწოს საცობი ჰაერისთვის ერთგვარ ხაფანგს ქმნის - ჩასუნთქვისას მისი რაოდენობა იზრდება, ხოლო ამოსუნთქვისას ვეღარ მცირდება, მორიგი ჩასუნთქვისას ბრონქების დაბოლოებებში ჰაერი კიდევ უფრო იმატებს, რაც საბოლოოდ ფილტვის “გადაბერვას” იწვევს.

  • როგორ ვლინდება ბრონქოსპაზმი

ციკულარულად განლაგებული გლუვი კუნთების შეკუმშვა საგრძნობლად ავიწროებს ბრონქების სანათურს, რასაც მოსდევს სუნთქვის მკვეთრი გაძნელება - ქოშინი. ქოშინი ბრონქოსპაზმის მთავარი და ძირითადი სიმპტომია. ის მეტწილად უეცრად აღმოცენდება და ზოგჯერ სულხუთვის ხასიათს იღებს. აღსანიშნავია, რომ ამოსუნთქვა უფრო მეტად ჭირს, ვიდრე ჩასუნთქვა, თუმცა, თავად პაციენტები ამ განსხვავებას ხშირად ვერ გრძნობენ. ზოგჯერ ხიხინი ყოველგვარი გასინჯვის გარეშეც კარგად ისმის.

ხშირად ბრონქოსპაზმი ინტენსიური ხველითა და ნახველის გაძნელებული გამოყოფით გამოვლინდება. უმთავრესი ნიშანი, რაც პაციენტის გასინჯვისას ხდება თვალსაჩინო, არის ფილტვების მოსმენისას გაგონილი ხიხინი გახანგრძლივებული ამოსუნთქვით.

  • რა არის ხიხინი

ხიხინი არის სტვენისმაგვარი ხმიანობა, რომელიც სუნთქვისას აღმოცენდება. ჩვეულებრივ, ის ისმის ამოსუნთქვისას, მძიმე შემთხვევებში - სუნთქვის ორივე ფაზაში.

ხიხინი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ, რადგან შესაძლოა სუნთქვის სერიოზული პრობლემის მაუწყებელი იყოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

  • რა იწვევს ხიხინს

არსებული მონაცემების თანახმად, უეცრად აღმოცენებული ხიხინის მიზეზი ყველაზე ხშირად ბრონქული ასთმაა, თუმცა არსებობს ბრონქოსპაზმისა და ხიხინის გამომწვევი სხვა დაავადებები და მდგომარეობებიც. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
  • ფილტვების ემფიზემა;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (კუჭის მჟავა წვენის სისტემატური ამოტყორცნა საყლაპავში)
  • გულის უკმარისობა;
  • ფილტვის კიბო;
  • ძილის აპნოე (სუნთვის გაიშვიათება-შეჩერება ძილის დროს);
  • სახმო იოგის დისფუნქცია.

გარდა ჩამოთვლილებისა, ხიხინის მიზეზი შეიძლება იყოს რომელიმე გადაუდებელი მდგომარეობა ან მწვავე დაავადება, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ასეთ დროს ბრონქოსპაზმი და, შესაბამისად, ხიხინიც დროებითია და გამოჯანმრთელებისთანავე გაივლის. ასეთი ეპიზოდური ბრონქოსპაზმი თან ახლავს:

  • ალერგიულ რეაქციას (ანაფილაქსია);
  • ბრონქიოლიტს;
  • ბრონქიტს;
  • სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრას;
  • პნევმონიას;
  • მუკოვისციდოზს;
  • თამბაქოს წევას;
  • სასუნთქი გზების ინფექციას.

  • ვის ემუქრება ბრონქოსპაზმი

ბრონქოსპაზმი და ხიხინი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს, თუმცა გარკვეული რისკფაქტორების არსებობისას მისი აღმოცენების ალბათობა უფრო დიდია. მაგალითად, ცნობილია, რომ ასთმისა და ალერგიის რისკი იმ ადამიანებს აქვთ, ვისი გენეტიკაც ამ მხრივ დატვირთულია. ბრონქოსპაზმის რისკი მეტია ალერგიის, თამბაქოს წევის დროს. დასახელებული რისკფაქტორებიდან ზოგიერთის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ ზოგიერთზე ზემოქმედება ნამდვილად შეგვიძლია. ბრონქოსპაზმის რისკს შევამცირებთ, თუ უარს ვიტყვით თამბაქოზე.

ხიხინი შემცირდება, თუ შევძლებთ, თავი ვარიდოთ კონტაქტს ალერგიის გამომწვევ ფაქტორებთან (მცენარეების მტვერი, ცხოველების ბეწვი და ა. შ.).

როცა მაპროვოცირებელი ფაქტორების თავიდან აცილება შეუძლებელია, ჩვენი მიზანია მკურნალობა შემაწუხებელი სიმპტომების შესამცირებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

კომენტარები (1)
ეკა
ორჯერ დამემართა ეს ბრონხო სპაზმი.მინდა გამოვიკვლიო და როგორ ან ვისთან მივიდე?
თარიღი : 01-10-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

თუკი მოხარშულ ძეხვეულს აწერია, რომ შენახვის ვადა 1 კვირაზე მეტია - რა უნდა ვიცოდეთ აუცილებლად
თუკი მოხარშულ ძეხვეულს აწერია, რომ შენახვის ვადა 1 კვირაზე მეტია - რა უნდა ვიცოდეთ აუცილებლად
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის ნაწარმი, ისევე, როგორც ხორცის სხვა პროდუქტები, ცილოვანი ნივთიერებების წყაროა.
სრულად
ექსპერტებმა მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს
ექსპერტებმა მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
სრულად
ამოღებულია ცხენის ხორცი - თბილისში სოსისის, სარდელის, "სუჯუკის" და სხვა ძეხვეულის ფალსიფიცირების ფაქტები გამოვლინდა
ამოღებულია ცხენის ხორცი - თბილისში სოსისის, სარდელის, "სუჯუკის" და სხვა ძეხვეულის ფალსიფიცირების ფაქტები გამოვლინდა
თბილისში სოსისის, სარდელის, "სუჯუკის" და სხვა ძეხვეულის ფალსიფიცირების ფაქტები გამოვლინდა, ამოღებულია
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ბრონქოსპაზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრონქოსპაზმი

ეს არასასიამოვნო სიმპტომები ბრონქოსპაზმის არსებობას მოწმობს.

  • რა არის ბრონქოსპაზმი, რატომ აღმოცენდება ის და რა უნდა ვიცოდეთ ამ მდგომარეობის შესახებ?

ვიდრე ბრონქოსპაზმის მიზეზებს დეტალურად გავნიხილავდეთ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ფუნქცია აკისრია ნორმალურ ბრონქულ ხეს ადამიანის ორგანიზმში.

ნორმალური ჩასუნთქვისას ჩვენს ცხვირის ღრუში მოხვედრილი ჰაერი ერთგვარად “ემზადება” ქვედა სასუნთქ გზებში გადასასვლელად - იწმინდება, თბება, ცხვირ-ხახაში ტენიანდება და ისე გაივლის ხორხსა და ტრაქეას. რაც უფრო ქვემოთ გადაინაცვლებს ჰაერი, მით უფრო მეტადაა ის გამთბარი, დატენიანებული, გაწმენდილი. თუ ტრაქეაში ცივი ან ძალიან მშრალი ჰაერი მოხვდა, შესაძლოა ხველა ან ხიხინი აღმოცენდეს. ეს უცხო გამღიზიანებლის საპასუხო ნორმალური რეაქციაა. შემდეგ ჰაერი ბრონქებს გაივლის. ორი მთავარი ბრონქი იყოფა უფრო პატარა და ძალიან პატარა ბრონქებად ანუ ბრონქიოლებად. საბოლოო განტოტებები ყურძნის მტევანს მოგვაგონებს. სასუნთქ გზებს აბოლოებს უამრავი თხელი ბუშტისებრი წარმონაქმნი - ალვეოლა. მათ კედლებს მიუყვება უწვრილესი სისხლძარღვები - კაპილარები. ჰაერში არსებული ჟანგბადი ალვეოლის კედლების გავლით გადაინაცვლებს კაპილარულ სისხლში და მთელ ორგანიზმს მიეწოდება, ხოლო ორგანიზმში დაგროვილი ნახშირორჟანგი სისხლიდან ალვეოლურ ჰაერში გადადის და ამოსუნთქული ჰაერით გამოიყოფა.

ნორმალური ბრონქული ხე უზრუნველყოფს ჰაერის დაუბრკოლებელ მოძრაობას ორივე მიმართულებით. ჩვეულებრივ, ჯანმრთელ ორგანიზმში სისხლში O2-ისა და CO2-ის შემცველობა განსაზღვრულ ფარგლებში მერყეობს. ბრონქების გარეთა შრე წარმოდგენილია გლუვი კუნთებით, რომლებიც ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას ავტომატურად ფართოვდება და ვიწროვდება. ეს უზრუნველყოფს ჰაერის სათანადო მოძრაობას და, შესაბამისად, O2-ისა და CO2 -ის ნორმალურ ცვლას.

ბრონქების გლუვი კუნთების შეკუმშვა-მოდუნებას აკონტროლებს სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელთა ჰარმონიული მუშაობა ყოველთვის უზრუნველყოფს ბრონქების სათანადო განვლადობას. ბრონქული ხის შიგნითა ლორწოვანი გარსი შეიცავს ჯირკვლებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ლორწოს და სათანადოდ პოხავენ ბრონქების შიგნითა ზედაპირსა და სხვადასხვა ანთებით უჯრედს - ეოზინოფილს, ლიმფოციტს, პოხიერ უჯრედებს. ამ უჯრედების ფუნქციაა მიკროორგანიზმების, ალერგენებისა და სხვა გამღიზიანებლებისგან ბრონქების ლორწოვანის დაცვა. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ დასახელებული ანთებითი უჯრედები ალერგიული რეაქციის დროს მნიშვნელოვანი “მოთამაშეები” არიან. ბრონქულ ხეში ამ უჯრედების არსებობა ბრონქებს ალერგიული რეაქციის მთავარ სამიზნედ აქცევს.

ბრონქოსპაზმი ანუ ბრონქოსპასტიკური სინდრომი არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის საფუძველიცაა ბრონქების გლუვი კუნთების სპაზმური შეკუმშვა მათი ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და სქელი სეკრეტის გამოყოფასთან ერთად. ბრონქების გლუვი კუნთების შეკუმშვა ბრონქის სანათურის მკვეთრ შევიწროებას იწვევს, რაც, ბუნებრივია, სუნთქვას აძნელებს. სქელი სეკრეტი ახშობს წვრილი ბრონქის სანათურს. ბრონქმა შესაძლოა შეინარჩუნოს განვლადობა ჩასუნთქვისას სუნთქვაში მონაწილე კუნთების დაძაბვისა და პაციენტის ძალისხმევის წყალობით, მაგრამ ამოსუნთქვისას, რაც პასიური პროცესია, ჰაერის უკუდენა ბრკოლდება. სქელი ლორწოს საცობი ჰაერისთვის ერთგვარ ხაფანგს ქმნის - ჩასუნთქვისას მისი რაოდენობა იზრდება, ხოლო ამოსუნთქვისას ვეღარ მცირდება, მორიგი ჩასუნთქვისას ბრონქების დაბოლოებებში ჰაერი კიდევ უფრო იმატებს, რაც საბოლოოდ ფილტვის “გადაბერვას” იწვევს.

  • როგორ ვლინდება ბრონქოსპაზმი

ციკულარულად განლაგებული გლუვი კუნთების შეკუმშვა საგრძნობლად ავიწროებს ბრონქების სანათურს, რასაც მოსდევს სუნთქვის მკვეთრი გაძნელება - ქოშინი. ქოშინი ბრონქოსპაზმის მთავარი და ძირითადი სიმპტომია. ის მეტწილად უეცრად აღმოცენდება და ზოგჯერ სულხუთვის ხასიათს იღებს. აღსანიშნავია, რომ ამოსუნთქვა უფრო მეტად ჭირს, ვიდრე ჩასუნთქვა, თუმცა, თავად პაციენტები ამ განსხვავებას ხშირად ვერ გრძნობენ. ზოგჯერ ხიხინი ყოველგვარი გასინჯვის გარეშეც კარგად ისმის.

ხშირად ბრონქოსპაზმი ინტენსიური ხველითა და ნახველის გაძნელებული გამოყოფით გამოვლინდება. უმთავრესი ნიშანი, რაც პაციენტის გასინჯვისას ხდება თვალსაჩინო, არის ფილტვების მოსმენისას გაგონილი ხიხინი გახანგრძლივებული ამოსუნთქვით.

  • რა არის ხიხინი

ხიხინი არის სტვენისმაგვარი ხმიანობა, რომელიც სუნთქვისას აღმოცენდება. ჩვეულებრივ, ის ისმის ამოსუნთქვისას, მძიმე შემთხვევებში - სუნთქვის ორივე ფაზაში.

ხიხინი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ, რადგან შესაძლოა სუნთქვის სერიოზული პრობლემის მაუწყებელი იყოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

  • რა იწვევს ხიხინს

არსებული მონაცემების თანახმად, უეცრად აღმოცენებული ხიხინის მიზეზი ყველაზე ხშირად ბრონქული ასთმაა, თუმცა არსებობს ბრონქოსპაზმისა და ხიხინის გამომწვევი სხვა დაავადებები და მდგომარეობებიც. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
  • ფილტვების ემფიზემა;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (კუჭის მჟავა წვენის სისტემატური ამოტყორცნა საყლაპავში)
  • გულის უკმარისობა;
  • ფილტვის კიბო;
  • ძილის აპნოე (სუნთვის გაიშვიათება-შეჩერება ძილის დროს);
  • სახმო იოგის დისფუნქცია.

გარდა ჩამოთვლილებისა, ხიხინის მიზეზი შეიძლება იყოს რომელიმე გადაუდებელი მდგომარეობა ან მწვავე დაავადება, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ასეთ დროს ბრონქოსპაზმი და, შესაბამისად, ხიხინიც დროებითია და გამოჯანმრთელებისთანავე გაივლის. ასეთი ეპიზოდური ბრონქოსპაზმი თან ახლავს:

  • ალერგიულ რეაქციას (ანაფილაქსია);
  • ბრონქიოლიტს;
  • ბრონქიტს;
  • სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრას;
  • პნევმონიას;
  • მუკოვისციდოზს;
  • თამბაქოს წევას;
  • სასუნთქი გზების ინფექციას.

  • ვის ემუქრება ბრონქოსპაზმი

ბრონქოსპაზმი და ხიხინი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს, თუმცა გარკვეული რისკფაქტორების არსებობისას მისი აღმოცენების ალბათობა უფრო დიდია. მაგალითად, ცნობილია, რომ ასთმისა და ალერგიის რისკი იმ ადამიანებს აქვთ, ვისი გენეტიკაც ამ მხრივ დატვირთულია. ბრონქოსპაზმის რისკი მეტია ალერგიის, თამბაქოს წევის დროს. დასახელებული რისკფაქტორებიდან ზოგიერთის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ ზოგიერთზე ზემოქმედება ნამდვილად შეგვიძლია. ბრონქოსპაზმის რისკს შევამცირებთ, თუ უარს ვიტყვით თამბაქოზე.

ხიხინი შემცირდება, თუ შევძლებთ, თავი ვარიდოთ კონტაქტს ალერგიის გამომწვევ ფაქტორებთან (მცენარეების მტვერი, ცხოველების ბეწვი და ა. შ.).

როცა მაპროვოცირებელი ფაქტორების თავიდან აცილება შეუძლებელია, ჩვენი მიზანია მკურნალობა შემაწუხებელი სიმპტომების შესამცირებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.


როდის უნდა მივმართოთ ექიმს

  • ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, თუ ხიხინი პირველად აღმოცენდა.
  • ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს გახანგრძლივებული ხიხინის, მძიმე საერთო მდგომარეობის დროს.
  • ექიმს უნდა მიმართოთ, თუ ხიხინს ერთვის ტემპერატურის მომატება 38 0C-მდე, რადგან არ არის გამორიცხული, ბრონქოსპაზმი დაკავშირებული იყოს ფილტვების ანთებასთან ან სასუნთქი გზების ინფექციასთან.
  • ხშირად გახველებთ და ხველის დროს გამოიყოფა შეფერილი ნახველი.
  • ხიხინი და ხველა უეცრად აღმოცენდება და ქაფიანი ან ვარდისფერი ნახველი მოჰყვება. ამ დროს გამორიცხული არ არის ფილტვების შეშუპება გულის მწვავე უკმარისობის გამო - აუცილებელია დაუყოვნებელი დახმარება.
  • ხიხინს ერთვის ტკივილი გულმკერდში ან ხველა ვარდისფერი ნახველით - გამოსარიცხია ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.

მიზეზების ძიება

ბრონქოსპაზმის მიზეზების ძიება პაციენტთან გასაუბრებით იწყება. მაგალითად, თუ პაციენტი ალერგიულია, არ აქვს ფილტვის დაავადება და ამჩნევს, რომ ხიხინი ყოველთვის განსაზღვრული საკვების მიღების შემდეგ აღმოცენდება ან მხოლოდ განსაზღვრულ სეზონზე იჩენს თავს, დიდია საკვებისმიერი ან მცენარეული ალერგიის ალბათობა. ექიმი გულდასმით ისმენს პაციენტის ფილტვებს, რის შემდეგაც შესაძლოა დაიგეგმოს სუნთქვის ფუნქციის შესწავლა - სპირომეტრია, ზოგჯერ - რენტგენოგრაფია. ლაბორატორიული ტესტები მიღებული მონაცემების შესაბამისად იგეგმება.

მკურნალობა ბრონქოსპაზმის დროს

ბრონქოსპაზმისას მკურნალობას ორი მიზანი აქვს. უპირველესად, აუცილებელია სასუნთქი გზების ანთების კონტროლი. ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით შესაძლებელია სასუნთქ გზებში ანთების მკურნალობა და ჭარბი სეკრეტის წარმოქმნის თავიდან აცილება. ბრონქული ასთმის შემთხვევაში ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს ჰორმონულ პრეპარატებს - გლუკოკორტიკოიდებს.

მკურნალობის მეორე მნიშვნელოვანი მომენტია შევიწროებული ბრონქების გაფართოება. ეს მიიღწევა ბრონქების გამაფართოებელი საშუალებების - ბრონქოდილატატორების გამოყენებით. ისინი ამცირებენ ხიხინსა და ხველას. იმ შემთხვევაში, როცა ბრონქოსპაზმი დაკავშირებულია ქრონიკულ დაავადებასთან (მაგალითად, ბრონქული ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), საჭიროა ორივე ჯგუფის პრეპარატის ერთდროული გამოყენება.

როცა ბრონქოსპაზმის მიზეზი ბრონქული ასთმაა, შესაძლოა დაინიშნოს ჩამოთვლილ მედიკამენტთაგან ერთ-ერთი, რამდენიმე, ზოგჯერ კი ყველა:

  • სწრაფად მოქმედი ბრონქების გამაფართოებელი შესასუნთქი პრეპარატები (ე. წ. ინჰალატორები);
  • შესასუნთქი ჰორმონები;
  • გახანგრძლივებული მოქმედების ბრონქების გამაფართოებლები;
  • ტაბლეტირებული პრეპარატები იმუნური ანთების შესამცირებლად;
  • ალერგიული რინიტის დროს - ანტიჰისტამინურები ან ცხვირში შესასხურებელი ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები.

მწვავე ბრონქიტის დროს შესაძლოა დაინიშნოს:

  • ბრონქოდილატატორი ხიხინის შესამცირებლად;
  • ანტიბიოტიკი, თუ პაციენტს აქვს ფილტვის თანმხლები დაავადება.

მომდევნო ნაბიჯები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოგჯერ ბრონქოსპაზმი მწვავე დაავადების გამოვლინებაა. ასეთ შემთხვევაში მისი განმეორებითი აღმოცენება არ არის მოსალოდნელი. თუმცა არის შემთხვევები, როცა ხიხინი სერიოზული ქრონიკული დაავადების სიმპტომია. ამ მდგომარეობათა დროული დიაგნოსტიკისათვის რეკომენდებულია ექიმის ჩარევა.

ბრონქოსპაზმის გამომწვევი ზოგიერთი დაავადების (მაგალითად, ბრონქული ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების) არასათანადო ან არარეგულარული მკურნალობის დროს მდგომარეობა მძიმდება, ხიხინი ძლიერდება, შესაძლოა სუნთქვის მწვავე უკმარისობა განვითარდეს ან ავადმყოფმა გონი დაკარგოს. რაკი ასეთი გართულებები ბრონქოსპაზმის გამომწვევი დაავადების მიმდინარეობასთან არის დაკავშირებული, მათ თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულების შესრულება და მდგომარეობის გაუარესებისას დროული ვიზიტი ექიმთან მკურნალობის გეგმის შესაცვლელად - შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო აგრესიული მკურნალობა.

როგორ ავიცილოთ თავიდან ბრონქოსპაზმი

როგორც უკვე ითქვა, განსაზღვრული ღონისძიებებით ბრონქოსპაზმის თავიდან აცილება შესაძლებელია. ეს ღონისძიებებია:

  • თამბაქოს წევაზე უარის თქმა;
  • ალერგენებთან კონტაქტის შემცირება;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც სხვა დაავადებებთან ერთად ამცირებს სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციების რისკს.

ბრონქოსპაზმის გამომწვევი ქრონიკული დაავადებების, მაგალითად, ბრონქული ასთმის დროს ბრონქოსპაზმს მედიკამენტური მკურნალობის გარეშე თავიდან ვერ აიცილებთ. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის დანიშნულების შესრულება. დანიშნული მკურნალობის შეწყვეტა ან მედიკამენტების დოზის შემცირება ექიმის თანხმობის გარეშე დაუშვებელია - შესაძლოა, დაავადების გამწვავება გამოიწვიოს.