/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი

დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი
გულმკერდისა და მუცლის ღრუს ერთმანეთისაგან გამოყოფს გუმბათისებრი ფორმის დიდი კუნთოვანი „ტიხარი“ – დიაფრაგმა, ანუ შუასაძგიდი.

საყლაპავი, აორტა, ვენები და ნერვები დიაფრაგმას მასში არსებული ხვრელებით გაივლიან. ზოგჯერ დიაფრაგმის საყლაპავი ხვრელის გავლით კუჭი ზედა ნაწილი გულმკერდისაკენ გადაინაცვლებს – ვითარდება დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი. მცირე ზომის თიაქარი არ იწვევს რაიმე უსიამოვნო შეგრძნებას და პაციენტმაც წლების განმავლობაში შესაძლოა არაფერი იცოდეს მისი არსებობის შესახებ. ასეთი თიაქარი ხშირად აღმოჩნდება სულ სხვა მიზეზით ჩატარებული კვლევის გამო. დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის დიდი ზომის თიაქარი შესაძლოა შემაწუხებელი სიმპტომების მიზეზი გახდეს და პაციენტს მათ შესამსუბუქებლად მედიკამენტური მკურნალობა და ზოგჯერ ოპერაციული ჩარევაც კი დასჭირდეს. ქვემოთ შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დიაგნოზის დადგენისა და მკურნალობის პრინციპები.

ჩივილები დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დროს

როგორც აღვნიშნეთ, პაციენტთა დიდ ნაწილს დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის მცირე ზომის თიაქრისას არავითარი ჩივილი არ აქვს. დიდი ზომის თიაქრისას შესაძლოა აღმოცენდეს:

  • გულძმარვა.
  • საკვების ან სითხის რეგურგიტაცია (უკუამოსვლა) პირის ღრუში.
  • კუჭის მჟავა წვენის უკუდინება საყლაპავში – მჟავას რეფლუქსი.
  • ყლაპვის გაძნელება.
  • ტკივილი გულმკერდში ან მუცლის ზედა ნაწილში.
  • საკვების მიღებისას დანაყრების შეგრძნების ადრეული აღმოცენება.
  • ქოშინი ანუ სუნთქვის გაძნელება.
  • გართულებისას ღებინება რძიანი ყავის ფერის შიგთავსით ან კუპრისმაგვარი განავლის გამოყოფა, რაც გასტროდუოდენური (კუჭ-ნაწლავიდან) სისხლდენის სიმპტომი შეიძლება იყოს.

რატომ აღმოცენდება დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი

დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი აღმოცენდება მაშინ, როცა დიაფრაგმის კუნთების ტონუსი ქვეითდება (კუნთები „სუსტდება“), კუჭის ზედა ნაწილი საყლაპავის ხვრელის გავლით, გულმკერდის ღრუში გადაინაცვლებს. სამწუხაროდ, ასეთი ცვლილებების მიზეზი ყოველთვის ზუსტად ცნობილი არ არის, მაგრამ დადგენილია, რომ დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის აღმოცენებას ხელს უწყობს:

  • ასაკის გამო დიაფრაგმის ცვლილებები.
  • დიაფრაგმის დაზიანება ტრავმის ან გარკვეული ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
  • დიაფრაგმის თანდაყოლილი ანომალია.
  • დიაფრაგმის კუნთების ხანგრძლივი მუდმივი გადაძაბვა, მაგალითად, ხველის, ღებინების, ყაბზობის გამო გაჭინთვის, ვარჯიშის ან მძიმე საგნების აწევისას.

დადგენილია, რომ დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის რისკფაქტორებია ასაკი (სიხშირე მატულობს 50 წლის ზემოთ) და სიმსუქნე.

როგორ დავადგინოთ დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დიაგნოზი

ბუნებრივია, სხვა შემთხვევების მსგავსად, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დროსაც დისკომფორტის აღმოცენებისას რეკომენდებულია ვიზიტი ექიმთან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დიაგნოზი უხშირესად დგინდება გულძმარვის ან მუცლის ზედა ნაწილის ტკივილის გამო ჩატარებული კვლევებისას. ამ ჩივილების გამო ხშირად ტარდება:

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილის რენტგენოგრაფია – ჩვეულებრივ, საჭმლის მომნელებელი სისტემა რენტგენოლოგიური კვლევისას მკაფიოდ არ ჩანს. მისი დათვალიერებისათვის აუცილებელია პაციენტმა დალიოს სპეციალური საკონტრასტო ნივთიერების შემცველი სითხე – „ბარიუმის ფაფა“. ექიმი აკვირდება ყლაპვის პროცესს, ათვალიერებს საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის სილუეტს.
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნა­წილის ენდოსკოპია – ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია – სპეციალური აპარატის მეშვეობით ექიმი ათვალიერებს საყლაპავს, კუჭს, თირმეტგოჯა ნაწლავს.
  • საყლაპავის მანომეტრია – სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ისაზღვრება საყლაპავის კუნთების კუმშვადობა და ტონუსი.

დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის მკურნალობა

დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის შემთხვევათა საკმაო ნაწილი უსიმპტომოა. ასეთ პაციენტებს არავითარი მკურნალობა არ სჭირდებათ. მკურნალობა საჭიროა, როცა პაცინეტს აქვს შემაწუხებელი გულძმარვა და მჟავას რეფლუქსის სიმპტომები. ამ დროს რეკომენდებული პრეპარატებია:

  • ანტაციდები – საშუალებები, რომლებიც ანეიტრალებენ კუჭის მჟავა წვენს. ანტაციდები გამოიყენება სუსპენზიის ან ტაბლეტების სახით. ისინი სწრაფად ანეიტრალებენ მჟავა წვენს, ამცირებენ გულძმარვის შეგრძნებას, თუმცა მათი მოქმედების ხანგრძლივობა მცირეა. ანტაციდებმა დოზის გადაჭარბებისას შეიძლება ფაღარათი ან თირკმლის დაზიანება გამოიწვიონ.
  • მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ მჟა­ვას წარმოქმნას – პრეპარატების ეს ჯგუფი H2 რეცეპტორების ბლოკერების სახელწოდებითაა ცნობილი. H2 რეცეპტორების ბლოკერების მაგალითებია ციმეტიდინი, ფამოტიდინი, ნიზატიდინი, რანიტიდინი. მიღება რეკომენდებულია ექიმის დანიშნულებით.
  • მედიკამენტები, რომლებიც ბლოკავენ მჟავას წარმოქმნას და ხელს უწყობენ საყლაპავის გაჯანსაღებას – პრეპარატების ეს ჯგუფი პროტონული ტუმბოს ბლოკერების სახელწოდებითაა ცნობილი. მათი მოქმედება უფრო ძლიერია, ვიდრე H2 რეცეპტორების ბლოკერებისა, მჟავას პროდუქციის მკვეთრი დაქვეითების შედეგად საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ დაზიანებული საყლაპავის აღდგენას. ამ ჯგუფის პრეპარატების მაგალითებია ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი. არსებობს უფრო ძლიერი, ახალი თაობის პრეპარატები.

ოპერაციული მკურნალობა დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დროს

გარკვეულ შემთხვევებში საჭიროა დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის ოპერაციული მკურნალობა. ჩვეულებრივ, ქირურგიული ჩარევა საჭირო ხდება, როცა გულძმარვისა და კუჭის მჟავა წვენის რეფლუქსის სიმპტომების წინააღმდეგ მედიკამენტები არაეფექტურია ან ვითარდება საყლაპავის მძიმე ანთება ან შევიწროება.

ოპერაციული ჩარევის არსია დიაფრაგმის გა­ვ­ლით გულმკერდში გადაადგილებული კუჭის ნაწილის დიაფრაგმის ქვემოთ დაბრუნება და გაფართოებული დიაფრაგმის ხვრელის ზომების აღდგენა ან საყლაპავის სფინქტერის (მიმჭერი კუნთი) რეკონსტრუქცია. ზოგჯერ დიაფრაგმის თიაქრის ოპერაცია შერწყმულია წონის დასაქვეითებლად ოპერაციულ მკურნალობასთან.

ოპერაციული მკურნალობა შესაძლოა ჩატარდეს როგორც ჩვეულებრივი განაკვეთით, ასევე მინიმალური ჩარევით – ლაპაროსკოპიულად.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს

ხშირად დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის სიმპტომების მართვა მარტივი ღონისძიებების მეშვეობითაც შესაძლებელია. ამ მიზნით რეკომენდებულია:

  • საკვების მიღება ხშირად, მაგრამ მხოლოდ მცირე ულუფებით.
  • საწოლის თავის წამოიწევა 15 სანტიმეტრით.
  • გულძმარვის მაპროვოცირებელი საკვების მიღებაზე უარის თქმა. ასეთ საკვებს მიეკუთვნება ცხიმიანი, ცხიმში შემწვარი, პომიდვრის საწებელი, ალკოჰოლი, შოკოლადი, მენთოლი, ნიორი, ხახვი, კოფეინიანი სასმელები.
  • დაუშვებელია საკვების მიღების შემდეგ წამოწოლა, კარგად დანაყრება საღამოს.
  • აუცილებელია ნორმალური წონის შენარჩუნება.
  • თამბაქოს მოწევის შეწყვეტა.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები