/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

შარდის შეკავება და შეუკავებლობა
შარდი, იგივე ურინა, ადამიანის ექსკრემენტია, რომელიც თირკმელებში სითხის ფილტრაციის შედეგად წარმოიქმნება, იგი შეიცავს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ ნაერთებს,

რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გამოიდევნოს ორგანიზმიდან, სწორედ ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა შარდის ბუშტში დაგროვილი შარდის პერიოდულ და რეგულარულ გამოყოფას. ხდება ისეც, რომ სხვადასხვა ფაქტორი არღვევს ურინას გამოყოფის პროცესს და ვითარდება შარდის შეუკავებლობა ან მისი ნორმაზე ხანგრძლივი დროით შეკავება. შარდის შეკავება და შეუკავებლობა ინტიმურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემებია, რომელთა შესახებ საუბარს ყველაზე ახლობელ ადამიანებთანაც კი ერიდებიან, თითქოს, თუ პრობლემას არ განიხილავენ, ის არც არსებობს, სინამდვილეში კი ადამიანი, რომელსაც მსგავსი პრობლემები აწუხებს, მუდმივი სტრესის ქვეშ არის.

შარდის გამოყოფის პროცესი

ჩვეულებრივ, თირკმელების მიერ გამოყოფილი შარდი გროვდება რეზერვუარში, რომელსაც შარდის ბუშტს ვუწოდებთ, ამასთან, მისი ყელი, ყველაზე ქვედა ნაწილი არის მრგვალი, მომჭერი კუნთოვანი რგოლი – სფინქტერი, რომელიც შეკუმშვისას კეტავს შარდგამომტან არხს, რითაც წყდება ორგანიზმიდან შარდის გამოყოფა, სპინქტერის მოდუნების შედეგად კი ეს არხი იხსნება და შარდვის პროცესის პარალელურად ურინა ორგანიზმს ტოვებს.

შარდის ბუშტის ავსების შემდგომ ინერვაციული მექანიზმებით ინფორმაცია გადაეცემა ზურგის ტვინის წელის არეს, საიდანაც სიგნალი თავის ტვინისკენ იგზავნება და ადამიანი განიცდის მოშარდვის სურვილს – იგი გააზრებულად საზღვრავს, რომ მოშარდვის დრო და მომენტი დადგა.

შარდვისას სფინქტერის რგოლი დუნდება, შარდის ბუშტის კუნთოვანი კედლები იკუმშება და ისიც იცლება.

შარდვის პროცესი შესაძლოა გაძლიერდეს მუცლის პრესისა და მცირე მენჯის კუნთების დამატებითი შეკუმშვის ხარჯზე, რაც იწვევს შარდის ბუშტზე დამატებით ზეწოლას.

სისტემა, რომელიც არეგულირებს შარდის შეკავებასა და შარდვის დაწყებას, საკმაოდ რთულია და მისი მექანიზმი მრავლობითი დაავადების თუ პათოლოგიური პროცესის შედეგად შესაძლოა დაირღვეს, რის შედეგადაც ვიღებთ შარდვის პროცესზე კონტროლის დაკარგვას – მის შეუკავებლობას ან, პირიქით, შეკავებას.

შარდვის შეკავების ორი ძირითადი ტიპი განირჩევა: ინფექციური პროცესის გავლენით უეცრად დაწყებული შარდვის შეუკავებლობა და ქრონიკული შეუკავებლობა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს და მრავალი მიზეზი აქვს.

ინკონტინენცია

ინკონტინენცია, იგივე შარდის შეუკავებლობა, ეს სიპტომია, რომელიც ვლინდება შარდის გამოყოფაზე კონტროლის მოშლით.

სტატისტიკის თანახმად:

  • უფროსი ასაკის მოსახლეობის ერთ მესამედს შარდის გამოყოფაზე კონტროლის სხვადასხვა დარღვევა აღენიშნება, ამასთან, ქალებს შორის ეს სიმპტომი 2-ჯერ უფრო ხშირია მამაკაცებთან შედარებით;
  • შარდის შეუკავებლობა თრგუნავს ადამიანს და მის ფსიქოლოგიურ თვითშეფასებას, შრომის უნარს აქვეითებს, იწვევს პრობლემებს როგორც სქესობრივ, ისევ ოჯახურ ცხოვრებაში, ანუ საგრძნობლად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს;
  • ეს სიმპტომი განსაკუთრებით გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, სადაც ქალების მაჩვენებელი 34-დან 38%-მდეა;
  • ურგენტული შარდის შეუკავებლობის მაჩვენებელი ამავე ქვეყნებში შეადგენს 14%-ს;
  • 60 წლამდე ასაკის პაციენტებს შორის ის გვხვდება მამაკაცების 10,4%-თან და ქალების 19,3%-თან, ასაკის მატებასთან ერთად მაჩვენებელი იზრდება;
  • განვითარებულ ქვეყნებში ამ პრობლემის გამო ექიმთან მიმართვის მაჩვენებელი 30%-ია, ჩვენთან კი ეს ციფრი გაცილებით ნაკლები – დაახლოებით 10-15%-ია;
  • შარდის შეუკავებლობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ არის, მაგრამ ის საგრძნობლად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს, მის ფუნქციურ აქტივობას, იწვევს სოციალურ იზოლაციას და დეპრესიას, ზრდის დერმატოლოგიურ პრობლემათა განვითარების რისკს.

ქალები

  • კლივლენდის კლინიკის (აშშ) ექსპერტთა ცნობით, ინკონტინენცია დამახასიათებელია რეპროდუქციული ასაკის ქალთა 20-25%-ისთვის, 65 წლის შემდეგ კი 40%-მდე იზრდება;
  • საბედნიეროდ, შესაძლებელია პრობლემის მოგვარება, რამდენადაც არსებობს მისი მკურნალობის ეფექტიანი მეთოდები, თუმცა ამას ყოველთვის აფერხებს ის, რომ ადამიანები თითქმის ყოველთვის აგვიანებენ სპეციალისტთან ვიზიტს უხერხულობის გამო;
  • ორსულობის პერიოდში შარდის შეუკავებლობა ყოველი 10-დან 4-ის პრობლემაა, განსაკუთრებით ეს ხდება მესამე ტრიმესტრში, როდესაც ნაყოფის ზრდის კვალდაკვალ ის სულ უფრო მეტად აწვება შარდის ბუშტს, შარდსადინარს და მენჯის დიაფრაგმას. მენჯის ღრუს ორგანოთა საფიქსაციო კუნთები იჭიმება და ირღვევა შარდის შეკავება;
  • მშობიარობისას მენჯის ღრუს კუნთები კიდევ უფრო დიდ სტრესს განიცდის, ისინი იჭიმება და ამასთან, აწვება ნერვებს, შარდის გამოყოფაზე კონტროლი, ჩვეულებრივ, აღდგება 6 კვირის განმავლობაში, თუ ეს არ მოხდა, საჭიროა სპეციალისტთან ვიზიტი;
  • ქალებს, მოგეხსენებათ, საკმაოდ მოკლე შარდსადინარი აქვთ, შესაბამისად, მუცელშიდა წნევის მატებისას შარდი ადვილად ტოვებს შარდის ბუშტს;
  • მენოპაუზის პერიოდში, ასაკობრივი ცვლილებების კვალდაკვალ, ორგანიზმში მენჯის კუნთები ჩვეულებრივ სუსტდებიან, იჭიმებიან და კვლავ მოსალოდნელია შარდის გამოყოფის პროცესის დარღვევები.

შარდის სტრესული შეუკავებლობა

შარდის სტრესული შეუკავებლობა – ეს თანამედროვე ქალებს შორის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და მხოლოდ უსიამოვნო სიმპტომი როდია, იგი ნეგატიურად ისახება ქალის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, მას უყალიბდება მრავლობითი კომპლექსები, შფოთვა, ის ცდილობს თავი არიდოს დიდი ხნით სახლიდან მოშორებით ყოფნას, რამდენადაც „ეს“ შესაძლებელია მოხდეს ნებისმიერ მოულოდნელ მომენტში.

ყოველივე თავის კვალს აჩნევს მოწინააღმდეგე სქესთან ურთიერთობაზე, სამსახურზე, ქალებს ასეთ დროს ბევრ რამეზე უარის თქმა უწევთ.

უსიამოვნო სიმპტომი ჩნდება ისეთი ქმედებებისას, როგორებიცაა: სიცილი, ხველა, ფიზიკური დატვირთვები, ძილის დროს სხეულის მდებარეობის შეცვლა, მძიმე საგნების აწევა, სქესობრივი კონტაქტი.

მამაკაცები

  • ყველაზე ხშირად ვითარდება 45 წლის ასაკიდან ორგანიზმში მიმდინარე ასაკობრივ ცვლილებათა ფონზე;
  • დედამიწის მამრობითი სქესის 7%-ს ახასიათებს შარდის შეუკავებლობა, ამასთან, 22%-ს – 75 წლის შემდეგ, 10%-ს – 60-დან 75 წლამდე ასაკში, 3%-ს შეადგენენ 40 წლამდე ასაკის მამაკაცები;
  • შეიძლება ითქვას, რომ სიმპტომი ბიოლოგიური სიბერის თანმდევია, თუმცა შესაძლოა ასევე განვითარდეს წინამდებარე ჯირკვალზე – პროსტატაზე, შარდსადენსა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების შედეგად;
  • არცთუ იშვიათად იგი „მეზობლობს“ შარდ-სასქესო სისტემის ისეთ დაავადებებთან, როგორებიცაა ურეთრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, იმპოტენცია და სხვა;
  • უნებლიე შარდვა მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის შემდგომაც, როდესაც იზრდება წნევა შარდის ბუშტზე, უსიამოვნო სიმპტომს ასევე იწვევს ქვედა საშარდე გზების ინფექციაც;
  • მამაკაცები ქალებთან შედარებით კიდევ უფრო დაგვიანებით მიმართავენ სპეციალისტებს, რადგან მათ კიდევ უფრო უჭირთ არსებული პრობლემის აღიარება, მიუხედავად იმისა, რომ დროული მკურნალობისას პროგნოზი საკმაოდ დამაიმედებელია.

შარდის შეკავება – იშურია

იშურია უროლოგიური პათოლოგიების საკმაოდ ხშირი და თანმდევი სიმპტომია.

ახალგაზრდა ასაკში ქალებსა და მამაკაცებს შორის თითქმის ერთნაირი სიხშირით გვხვდება, ასაკის მატებასთან ერთად კი მამრობითი სქესის პაციენტების სიჭარბე ვლინდება, რაც ძირითადად წინმდებარე ჯირკვლის, პროსტატის პათოლოგიებითაა პროვოცირებული, რომლებიც ასაკში მამაკაცების საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და არცთუ იშვიათად სწორედ შარდის გამოყოფის დარღვევებს იწვევს.

იშურიის შემთხვევათა თითქმის 85%-ს 55 წლის ზევით მამაკაცები შეადგენენ, რომელთაც პროსტატის დაავადებები აღენიშნებათ.

შარდის შეკავება იზოლირებულად საკმაოდ იშვიათად ვითარდება, ხშირად იგი იმ სიმპტომოკომპლექსის შემადგენელი ნაწილია, რომელიც გამოწვეულია უროლოგიური, ნევროლოგიური ან ენდოკრინული პათოლოგიებით.

დადგენილია, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე 50-დან 80%-მდეშ პაციენტები სწორედ ამ სიმპტომით მიმართავენ სპეციალისტებს, მათ ერთ მეოთხედს კი შარდის ბუშტის კათეტერიზაცია ესაჭიროება.

ლმსტედ ჩოუნტყ შტუდყ-ს მკვლვართა ჯგუფის შედეგების თანახმად, წელიწადში ყოველი 1000 მამაკაციდან 7-ს შარდის შეუკავებლობა უვლინდება, რომელიც სპეციალიზებულ სამედიცინო დახმარებას სჭიროებს.

იშურიის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ურეთრის მექანიკური ბლოკადა – როდესაც შარდის შეკავებას იწვევს შარდსადინარის სხვადასხვა მექანიკური მიზეზებით დახშობა, რის გამოც შარდის ნორმალური გამოდინება ირღვევა;
  • არსებობს მისი გამოყოფის შემაფერხებელი დისფუნქციური მიზეზები, როდესაც ინერვაციის დაზიანების შედეგად შარდის ბუშტის კედლები კარგავენ შეკუმშვის უნარს, რაც იწვევს მასში შარდის შეკავებას;
  • მნიშვნელოვანია სტრესი და ფსიქოსომატური ფაქტორები, ზოგჯერ ძლიერი ემოციური სტრესის შედეგად ითრგუნება ის რეფლექსები, რომლებიც შარდვის პროცესს არეგულირებს;
  • არსებობს წამლისმიერი იშურიაც, გამოწვეული ზოგიერთი სამკურნალო მედიკამენტის მოქმედების შედეგად, ძირითადად საძილე, ნარკოტიკული, ქოლინორეცეპტორების ბლოკატორების და სხვა, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ და ნერვულ სისტემაზე და ცვლიან შარდის ბუშტის შეკუმშვის უნარს;
  • ნ აუცილებელია იშურიის განსხვავება ზოგიერთი ისეთი მდგომარეობისგან, რომელსაც ასევე ახასიათებს შარდის შეკავება – ასეთია ანურია, ის თირკმელების დაზიანებითაა პროვოცირებული, როდესაც თირკმელი შარდის სრულად ან ნაწილობრივად წარმოქმნის უნარს კარგავს.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შარდის შეკავება და შეუკავებლობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები