/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

კისტა - დაუპატიჟებელი სტუმარი სხეულში

კისტა - დაუპატიჟებელი სტუმარი სხეულში
სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 30-დან 40%-მდე მოსახლეობას სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში განსხვავებული წარმოშობის, ზომისა და შენების მქონე კისტები აქვს.

საბედნიეროდ, ეს კეთილთვისებიანი ქსოვილოვანი წარმონაქმნებია, მათი 90% არ საჭიროებს დამატებით მკურნალობას, დანარჩენი 10% კი პერიოდული მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს. კეთილთვისებიანობის

გამო მისი გაჩენა და ზრდა სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თუ ზოგჯერ მათ შემთხვევით აღმოვაჩენთ საკონტროლო კვლევებისას, ეს უმრავლესობაში დიდ შეშფოთებას არც კი იწვევს, რასაც ვერ

ვიტყვით საკვერცხის კისტაზე, რომლის ზოგიერთმა ფორმამ შესაძლოა ჯანმრთელობას და რეპროდუქციულ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფუნქციას გარკვეული პრობლემები შეუქმნას. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ხანს საკმაოდ იმატა კისტოზური წარმონაქმნების მაჩვენებელმა ბავშვთა ასაკში, მათ შორის დიდი წილი სიბრძნის კბილების ჩანასახებიდან განვითარებულ ე.წ. ფოლიკულურ კისტებზე მოდის.

რა არის კისტა?

კისტა განსხვავებული ფორმის, ზომის, თხიერი ან ნახევრად თხიერი შიგთავსის მქონე ერთგვარი კაფსულაა. იგი შესაძლოა გაჩნდეს ნებისმიერ ქსოვილსა და ორგანოში ერთგვარი ანომალიური ღრუს სახით, რომელიც მასპინძელი ორგანოსგან კაფსულის გარსითაა გამოყოფილი და მისი შემადგენელი ნაწილი არ არის.

კისტის შეგთავსს ქმნის სეკრეტი და სითხე, რომელიც სხვადასხვა ჯირკვლის გამომტანი სადინარების დახშობის შედეგად კაფსულაში გროვდება.

კისტა შესაძლოა წარმოიქმნას ადამიანის სხეულის ფაქტობრივად ნებისმიერ ადგილას, თუმცა მათი საყვარელი ადგილი კანი და საკვერცხეებია.

რატომ ჩნდება?

კისტის გაჩენას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

  • ინფექცია;
  • ტრავმები;
  • ჰორმონული ფონის მკვეთრი ცვლილება: პუბერტის ასაკი, ორსულობა, აბორტები, მენოპაუზა;
  • ქრონიკული ანთებითი პროცესი;
  • სიმსივნეები;
  • მემკვიდრული წინასწარგანწყობა;
  • შინაგანი ორგანოების ანომალიური განვითარება.

დოსიე

კისტები დიფერენცირებას განიცდიან განვითარების მექანიზმის, მდებარეობისა და ადგილის, ხანდაზმულობის, ზომის, შენების და შიგთავსის მიხედვით, თუმცა ყველაზე უფრო ხშირად კლასიფიცირებისას გამოიყენება კაფსულის ქსოვილის ტიპი: თუ კაფსულა ეპითელური ქსოვილისგანაა, ეს ჭეშმარიტი კისტაა, სხვა ქსოვილებისგან შემდგარი კაფსულის კედლის მქონე წარმონაქმნებს კი ცრუ კისტებს უწოდებენ.

განვითარების პერიოდის მიხედვით ცნობილია: თანდაყოლილი და შეძენილი კისტები.

თანდაყოლილი ან იგივე დიზონტოგენური ფორ­მები ვითარდება მუცელშიდა განვითარების პერიოდში ორგანოთა და ქსოვილთა არასწორი ფორმირების შედეგად, წარმოიქმნება ემბრიონული განვითარების პერიოდში დარჩენილ არხებიდან და ნაპრალებიდან, ამის დასტურად მათი შიგთავსიც ემბრიონულია, შეიცავენ სხვადასხვა ორგანოების ნაწილებს, კბილებს, თმებს.

თანდაყოლილია: წინამდებარე ჯირკვლის, დერმოიდული, ენდომეტრიული, საკვერცხეების, თირკმელების მრავლობითი კისტები, კუჭქვეშა ჯირკვლის და ნერვული სისტემის კისტები, აგრეთვე საოფლე ჯირკვლების განვითარების მანკები.

შეძენილი კისტები ყალიბდება ადამიანის დაბადების შემდგომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

კისტები ასევე იყოფა ფუნქციურ და პათოლოგიურ ფორმებად: კისტებს, რომლებიც არ საჭიროებენ სპეციალურ მკურნალობას და თვითგანკურნებას ექვემდებარებიან, ფუნქციური ანუ დროებითი ეწოდებათ, ჩვეულებრივ, ასეთი კისტები თავადვე გაიწოვებიან და გაქრებიან, ხოლო კისტებს, რომლებიც სპეციალურ მკურნალობას საჭიროებენ, პათოლოგიურ ფორმებად მოიხსენიებენ.

როგორ ვითარდება კისტა?

ცნობილია კისტის განვითარების რამდენიმე მექანიზმი:

  • პარაზიტული;
  • რეტენციული;
  • ტრავმული;
  • სიმსივნური;
  • დეზონტოგენური.

პარაზიტული კისტა

პარაზიტული განვითარების კისტა ბუშტისებრი წარმონაქმნია, რომელშიც სხვადასხვა პარაზიტული ჭიების მატლებია ჩაბუდებული, ყველაზე ხშირად ეს ექინოკოკი და ცისტიცერკია. ამ გზით პარაზიტი თავს იცავს იმუნური სისტემის შეტევებისგან.

რეტენციული კისტა

რეტენციული კისტა შეძენილი წარმონაქმნია, რომელიც იმ დროს ვითარდება, როდესაც ჯირკვლებსა და სეკრეციულ ორგანოებში მიზეზთა გამო შიგნიდან ფერხდება სეკრეტის ნორმალური და სრული გადინება – სეკრეტი ვერ პოულობს გამოსასვლელს, გროვდება და ჭიმავს ირგვლივმდებარე ქსოვილებს.

ნორმალური გადინების შემაფერხებელი მიზეზი შესაძლოა იყოს ნებისმიერი მიკროსკოპული ნარჩენი, მტვერი, წვრილი კენჭები. ასევე შესაძლოა განვითარდეს სეკრეტის შესქელების გამო ან სიმსივნური ქსოვილით სანათურის დახშობის შემდეგ, რაც იწვევს სეკრეტის სანათურში დაგროვებას.

ასეთია სანერწყვე, სარძევე, ცხიმოვანი ჯირკვლების, კუჭქვეშა და წინამდებარე ჯირკვლის კისტები.

ტრავმული კისტა

ტრავმული კისტა ვითარდება ტრავმის შედეგად, იმ ადგილში ქსოვილოვანი სითხის დაგროვების შედეგად, ასეთებია: თითის ფალანგების და ხელისგულების, თვალის ფერადი გარსისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ეპითელური კისტები.

სიმსივნური კისტა

სიმსივნური კისტა ვითარდება სიმსივნური ქსოვილის ზრდით დარღვეული მეტაბოლიზმის შედეგად, იგი უპირატესად ეპითელური კაფსულის მატარებელია, რომელიც უჯრედოვანი მეტაპლაზიის ნიშნებს ატარებს, შიგნით გააჩნია შემკვრივება და სითხის დაგროვების ადგილი. ასეთებია: კისტოზური ლიმფანგიომა და სანერწყე ჯირკვლების კისტოზური ადენომა.

რამოლიციური კისტები

რამოლიციური კისტები ვითარდება დაღუპული უჯრედების ადგილზე, მაგალითად, კომპაქტური შენების ქსოვილის დაზიანების შედეგად, მიოკარდიუმში ინფარქტის ან სისხლჩაქცევის შემდეგ, თავის ტვინში ინსულტის შემდგომ. მოგვიანებით ასეთი ქსოვილი რბილდება, თხელდება და იწოვება.

ასეთი კისტები აღმოჩენილია ზურგისა და თავის ტვინში. ამავე ტიპისაა საკვერცხის ყვითელი სხეულის კისტა, ძვლის და კბილის კისტა.

კისტის შიგთავსი

კისტის შიგთავსი შესაძლოა იყოს:

  • სეროზული, გამჭვირვალე;
  • ჩირქოვანი – მოყვითალო-მომწვანო ფერის სითხე;
  • ლორწოვანი – თუ უჯრედები ლორწოს გამოყოფენ;
  • ჰემორაგიული – სისხლის მინარევებით;
  • კბილების, თმებისა და ფრჩხილების ელემენტებით.

კისტების გალერეა

კისტოზური წარმონაქმნების ვიზუალიზაცია ქსოვილებსა და ორგანოებში შესაძლებელია ულტრაბგერითი გამოკვლევით, კომპიუტერული ტომოგრაფიით, მაგნიტორეზონანსული კვლევით და რენტგენოგრაფიით.

მათი დახმარებით შესაძლებელია კისტური ჩანართის ნებისმიერ ორგანოში აღმოჩენა, ზოგჯერ მრავლობითი კისტური ჩანართის ვიზუალიზაცია ხდება და ამ დროს სპეციალისტები პოლიკისტოზზე საუბრობენ.

ჩვეულებრივ, ყველაზე ხშირად ქალებსუდგინდებათ საკვერცხის, საშვილოსნოს ყელის, ბართოლინისა და სარძევე ჯირკვლების კისტები, მამაკაცებს შორის ხშირია კუდუსუნის კისტა, სათესლე ჯირკვლის კისტა – სპერმატოცელე, ორივე სქესის წარმომადგენლებისთვისაა დამახასიათებელი ფარისებრი ჯირკვლის, თავის ტვინის, ცხვირის დანამატი ღრუების, კბილების და ხორხის კისტები.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კისტა - დაუპატიჟებელი სტუმარი სხეულში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები