/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

ხველა – ორგანიზმი თავს იცავს!

ხველა – ორგანიზმი თავს იცავს!
ხველა ორგანიზმის რეაქციაა სასუნთქ გზებში მოხვედრილი ნებისმიერი ტიპის გამღიზიანებლის წინააღმდეგ.

ის მიზნად ისახავს ჰაერგამტარი გზებიდან უცხო აგენტის მოცილებას, რათა მათში ჰაერის თავისუფალ გატარებას ხელი არაფერმა შეუშალოს. გამღიზიანებელ აგენტად კი შესაძლოა მოგვევლინოს გასქელებული ლორწო და ნახველი, პათოგენური ფლორის წარმომადგენელი მიკროორგანიზმები, უცხო სხეულები, მტვრის ნაწილაკები, სიმსივნური ქსოვილი და სხვა. ზოგჯერ ხველა საკმაოდ საშიშ მდგომარეობათა შესახებ მაუწყებელი სიგნალია, რომლებიც დაუყოვნებლივ და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.

ხველის რეფლექსი

თავისი შინაარსით ხველა რთული, რეფლექსური, მკვეთრი და ძლიერი ამოსუნთქვაა სასუნთქი გზებიდან ორგანიზმისთვის საშიშ ნივთიერებათა ან უცხო სხეულთა ევაკუაციის მიზნით, რათა მათ ფილტვებამდე ვერ ჩააღწიონ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ხველის რეფლექსს იწვევს მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებათა – ხველის რეცეპტორთა – გაღიზიანება, რომლებიც უხვად არიან ხახის, საყლაპავის, ხორხის, სასულეს, ბრონქების ლორწოვან გარსში და ფილტვების მფარავ პლევრაში, საკუთრივ ფილტვებს მსგავსი რეცეპტორული აპარატი არ აქვს, შესაბამისად, მისი გაღიზიანება ხველას არ იწვევს.

არსებობს ხველის სწრაფად და ნელა მორეაგირე რეცეპტორები, სწრაფი რეაგირების ნერვული დაბოლოებანი მგრძნობიარენი არიან მექანიკურ, თერმულ, ქიმიურ ნივთიერებათა მიმართ, ნელი რეცეპტორები კი რეაქციას ავლენენ იმ ქიმიურ ნივთიერებათა მიმართაც, რომლებიც სხეულში ანთებითი პროცესის შედეგად წარმოიქმნებიან.

გამღიზიანებლის დაფიქსირებისას რეცეპტორები – ლორწოვან გარსში არსებული უჯრედები და ცდომილი ნერვის დაბოლოებანი ღიზიანდებიან და სიგნალებს თავის ტვინს აწვდიან, კერძოდ კი მოგრძო ტვინში მდებარე სუნთქვის ცენტრს, სადაც ასევე მდებარეობს ხველის ცენტრი.

სწორედ იქ იყრის თავს სასუნთქ გზებში მდებარე რეცეპტორებიდან მისული ინფორმაცია, გადამუშავების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, იგზავნება სიგნალები მორეაგირე ორგანოებამდე: დიაფრაგმამდე, ბრონქებამდე, ხორხამდე და საყლაპავის კუნთებამდე.

მოგრძო ტვინიდან მიღებული სიგნალის საპასუხოდ გამოიყოფა დიდი რაოდენობით მედიატორი ნივთიერება – აცეტილქოლინი, რომლის გავლენითაც კუნთები სწრაფად იკუმშებიან, რაც სახმო ნაპრალის დახურვას და მის სწრაფადვე გახსნას, ჰაერის დიდი სიჩქარით ამოსროლას იწვევს, რათა დაბინძურებული ჰაერი ფილტვებში არ მოხვდეს.

თუ გამღიზიანებელი მეტისმეტად აგრესიული ბუნებისაა, ძლიერ ამოსუნთქვასთან ერთად სტიმულირდება ბრონქული სეკრეტის გამოყოფაც, სასუნთქი გზების სპაზმი და სეკრეტის დაგროვება კი იწვევს დისკომფორტს, სუნთქვის გაძნელებას და ამოხველების სურვილს ბადებს.

სწორედ ესაა ხველის, როგორც დამცავი რეფლექსის, ფუნქცია, რომ არ დაუშვას მავნე აგენტებისა და მტვრის ნაწილაკების ფილტვებში მოხვედრა, ისინი დროულად განეიტრალდნენ და შემდგომ ნახველის სახით გამოიდევნონ ორგანიზმიდან.

ხველის სახეობები

ხველა ძირითადად იყოფა მშრალ – არაპროდუქტიულ და სველ – პროდუქტიულ ფორმებად.

თუმცა იგი სხვა პარამეტრებითაც კლასიფიცირდება:

  • ხმიანობის მიხედვით: მყეფავი, ყრუ, უხმო, ხრინწიანი, მჭექარე;
  • მისი აღმოცენების ან გაძლიერების პერიოდის მიხედვით განირჩევა დილის ხველა, დამახასიათებელი მწეველებისა და ასთმიანებისთვის, ღამის ხველა – აწუხებთ ტუბერკულოზის მქონე ადამიანებს, რაც შეეხება ხველას სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისას, დღეღამური პერიოდები არ ახასიათებს;
  • გამომწვევი მექანიზმის მიხედვით ხველა შესა­ძლოა იყოს რეფლექსური, რომლის მიზეზიც სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებათა გაღიზიანებაა და უკავშირდება გარეთა სასმენი მილის, გულის გარსის, დიაფრაგმის, საყლაპავის, ცხვირის დანამატი წიაღებისა და საყლაპავის რეცეპტორების გაღიზიანებას და ნევროზული, რომელიც ვლინდება თავის ტვინის რეფლექსური ზონების აგზნებისას, მაგალითად, ნევროზული ხველა;
  • ძალის მიხედვით არსებობს: წამოხველება, მსუბუქი და ძლიერი ხველა;
  • ხველითი აქტის ხანგრძლივობის მიხედვით: ეპიზოდური, მოკლევადიანი, შეტევისმაგვარი და მუდმივი ხველა;
  • სპეციალისტებისთვის ყველაზე მთავარი კრიტერიუმი ხველის ხანგრძლივობაა;
  • 3 კვირამდე ხველა – მწვავეა;
  • სამი კვირიდან – 8 კვირამდე – ქვემწვავე, გახანგრძლივებული, პოსტინფექციურია;
  • 8 კვირაზე მეტხანს – ქრონიკული ხველაა.

პათოლოგიური ხველის ყველა ფორმიდან ყველაზე გავრცელებული ზედა სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაავადებათა შემდგომი გახანგრძლივებული მშრალი ხველაა.

ხველის მაპროვოცირებელი ძირითადი მიზეზები

მწვავე ხველა

მას, ჩვეულებრივ, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციები იწვევს, დამახასიათებელია პნევმონიის, ბრონქული ასთმის გამწვავების, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებისთვის.

პირველ დღეებში მწვავე რესპირატორული ინფექციის გამომწვევი მიკრობები და ვირუსები სასუნთქი სისტემის ეპითელურ უჯრედებში სწრაფად მრავლდებიან, აზიანებენ მათ ტოქსინებით, რის საპასუხოდ სასუნთქი გზების მგრძნობიარე უჯრედები ღიზიანდებიან და იწყება მწვავე ხველა.

რამდენადაც ნახველი ჯერ მცირედ წარმოიქმნება, ხველა დასაწყისში მშრალია. თუ ინფიცირებამდე ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო და მისი იმუნიტეტი დასუსტებული არ არის, მშრალი ხველა დაახლოებით 2-3 დღე ნარჩუნდება და შემდეგ იწყება ნახველის გამოყოფა, ხველა სველი – პროდუქტიული ხდება. ამ გზით სასუნთქი გზები იწმინდება ლორწოსა და პათოგენური ფლორისგან.

ქვემწვავე ხველა

ქვემწვავე პოსტინფექციური ხველის მიზეზი შესაძლოა გახდეს ბრონქების ჰიპერრეაქტიულობა, ტრაქეობრონქული დისკინეზია, გადატანილი ვირუსული, მიკოპლაზმური ან ქლამიდიური ინფექცია. ასეთი ხველა ხშირად არ ემორჩილება სტანდარტულ ხველის საწინააღმდეგო თერაპიას და ხანგრძლივდება.

ქრონიკული ხველა

ქრონიკული პროდუქტიული ხველა შესაძლოა თან ახლდეს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ქრონიკულ ინფექციებს, ფილტვის აბსცესს, სასუნთქ გზებსა და ფილტვებში სიმსივნურ წარმონაქმნებს.

არაპროდუქტიული ქრონიკული ხველა დამახასიათებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და გულ-­სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის, ასევე შესაძლოა უკავშირდებოდეს რომელიმე ტიპის მედიკამენტის ქრონიკულ მიღებას.

გულისმიერი ხველა

შედეგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა, ისეთების, როგორებიცაა არტერიული ჰიპერტენზია, იშემიური დაავადება, არითმია, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, გულის სარქვლების ნაკლოვანებები, მიოკარდიტები, კარდიომიოპათიები და სხვა.

ყველა ამ მდგომარეობის საერთო გართულება გულის ქრონიკული უკმარისობაა, რომელიც იწვევს ვენურ შეგუბებას სისხლის მიმოქცევის ორივე წრეში, ფილტვებში სისხლის შეგუბებას და ფილტვის სისხლძარღვებში არტერიული წნევის მატებას.

არტერიული წნევის შესამცირებლად და განსატვირთად სისხლის მიმოქცევის მცირე ფილტვის წრიდან პლაზმის თხიერი ნაწილი ალვეოლებში იჟონება, ფაქტობრივად, ფილტვების შიგნით, შედეგად კი იწყება ქოშინი და ხველა.

ნერვული, ნევროზული ხველა

ეს ნერვულ ნიადაგზე წარმოშობილი წამოხველებაა, რომელიც არ უკავშირდება ხველის რეცეპტორების გაღიზიანებას. ასეთი ხველა სტრესულ რეაქციათა საპასუხოდ მომატებული აგზნებადობის მქონე პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი.

ზედაპირული ხველა

ზედაპირული ხველა უვითარდება სრულიად ჯანმრთელ ადამიანს, რომელიც მტვრის მიკრონაწილაკების ან ალერგენების შემცველ ჰაერს ჩაისუნთქავს, დაბინძურებული ჰაერი აღიზიანებს სასუნთქი გზების ზედა განყოფილებას და იწვევს ზედაპირულ ხველას ჩაყლაპული აგენტების მოსაცილებლად.

მსუბუქ მშრალ ხველას ასევე იწვევს:

  • მწვავე ვირუსული ინფექცია;
  • ტონზილების, ხახისა და ცხვირხახის ანთებითი დაავადებები;
  • ბავშვთა ინფექციები;
  • ალერგენები;
  • უცხო სხეულების სასუნთქ გზებში მოხვედრა.

ღრმა და ძლიერი მშრალი ხველა

ამგვარ ხველას იწვევს ქვედა სასუნთქი გზების კუნთების ხანგრძლივი შეკუმშვა ნახველის გარეშე და ის ხშირად ფილტვების დაავადებების თანმდევია, ხველას თან სდევს ტკივილი გულმკერდის არეში და სუნთქვის გაძნელება ქოშინით.

მისი ძირითადი მიზეზებია:

  • ტუბერკულოზის თანმდევი ანთებითი პროცესი ფილტვებში;
  • ლარინგოტრაქეიტი და ბრონქიტი;
  • ბრონქებში უცხო სხეულის მოხვედრა და მისი სანათურის დახშობა;
  • ფილტვების ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • პლევრიტი;
  • ბრონქული ასთმა ან ასთმური ბრონქიტი;
  • ზოგიერთი პროფესიული დაავადება.

სველი ხველა

მისთვის დამახასიათებელია საშუალო ან უხვი ნახველის გამოყოფა, რომლის შემდგომ პაციენტი შვებას განიცდის.

ძირითადი მიზეზებია:

  • ობსტრუქციული ან ჩირქოვანი ბრონქიტი;
  • ვირუსული და ბაქტერიული პნევმონია;
  • ხორხის ძლიერი ანთებითი დაზიანება;
  • შეშუპებით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
  • სიმსივნური მდგომარეობანი.

მყეფავი ხველა

ხველა მყეფავია, როცა პათოლოგიური პროცესი ლორწოვანი გარსიდან ხორხზე ან სახმო იოგებზე ვრცელდება;

ის შესაძლოა უკავშირდებოდეს:

  • მდგომარეობებს, რომლებიც იწვევენ ხორხის დაზიანებას;
  • სასუნთქ გზებში ინფექციურ პროცესებს;
  • ტრაქეის პათოლოგიებს;
  • ალერგენებს და ბრონქულ ასთმას;
  • ფილტვების ტუბერკულოზს.

ხველის მიზეზები ბავშვებს შორის

ბავშვებს შორის დამატებით ხველის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ქუნთრუშა;
  • ყივანახველა;
  • პირით სუნთქვა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, როდესაც ბავშვს ცხვირი მუდმივად გაჭედილი აქვს და პირით სუნთქავს, ცხვირის დანამატი ღრუების გვერდის ავლით ცივი და მშრალი ჰაერის სასუნთქ გზებში მოხვედრა იწვევს მათი ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას და ხველას;
  • უცხო სხეულის მოხვედრა სასუნთქ გზებში – საკმაოდ ხშირია ბავშვთა შორის, იწყება უეცარი ხველა, ბავშვი წითლდება და იხრჩობა, ამ შემთხვევაში ის გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, რათა უცხო სხეული დროულად გამოიდევნოს სასუნთქი გზებიდან.

ხველა დაავადება არ არის, ის სიმპტომია!

ხველა მხოლოდ რომელიმე დაავადების სიმპტომია და არა საკუთრივ დაავადება. შესაბამისად, დასაწყისში სწორედ მისი მიზეზის დადგენაა საჭირო და მხოლოდ ამის შემდგომ არის რეკომენდებული ძირითადი დაავადებისა და მისი თანმდევი ხველის საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რატომ ახამხამებენ პატარები ძილში თვალებს?

ავერსის კლინიკის ბავშვთა ნევროლოგი - ლალი კილასონია - საუბრობს ბავშვთა ძილის
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ხველა – ორგანიზმი თავს იცავს! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები