იშვიათი დაავადება, რომლის დროსაც ენა შეიძლება გაყვითლდეს და „თმიანი“ გახდეს

ეგონა, რომ ენა გახდა „თმიანი“ და ყვითელი.
24 წლის ალისამ ყურადღება მიაქცია ენაში ჩხვლეტის შეგრძნებას. სიმპტომების გამოვლენიდან რამდენიმე კვირაში, ჩხვლეტა გადავიდა წვაში, რომელიც ვრცელდებოდა ლოყებსა და ღრძილებზე. მას აღენიშნებოდა ასევე პირის სიმშრალე, კბილების ტკივილი და პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან სისხლდენა. ამას გარდა გრძნობდა უცნაურ ლითონის გემოს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ალისამ მიმართა ექიმს, რომელმაც დაუსვა „პირის ღრუს წვის სინდრომის“ ანუ გლოსალგიის დიაგნოზი. ეს დაავადება არ იკურნება. ქალს გამოუწერეს სპეციალური სავლები, ტკივილის შესამცირებლად, რაც არ აღმოჩნდა ეფექტური. ქალს ტკივილები ძილშიდაც აღენიშნებოდა.
ამ სინდრომის დროს პაციენტი პირში გრძნობს ტკივილსა და დისკომფორტს. დაავადება უფრო ხშირად ქალებში, მენოპაუზის შემდეგ დიაგნოსტირდება. სინდრომის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის და ძნელად ექვემდებარება მკურნალობას.