/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

თავბრუხვევის სხვადასხვა კატეგორია და მისი გამომწვევი მიზეზები

თავბრუხვევის სხვადასხვა კატეგორია და მისი გამომწვევი მიზეზები
თავბრუხვევა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სივრცეში სხეულის მდებარეობის ორიენტაციას კარგავს

ეჩვენება, თითქოს გარემომცველი საგნები ან თავად მისი სხეული ბრუნავს, ფეხქვეშ იატაკი ეცლება, წონასწორობა ეკარგება. ზოგიერთ შემთხვევაში თავბრუხვევას თან ახლავს გულისრევა, ღებინება, ოფლიანობის მომატება, პულსის სიხშირის ცვლა, არტერიული წნევის მერყეობა. თავბრუხვევის შეტევა შესაძლოა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს. სუბიექტური ჩივილებისა და ვეგეტატიური დარღვევების გარდა, ამ დროს ხშირად ვითარდება ნისტაგმი (თვალის კაკლის უნებლიე რიტმული მოძრაობა).თავბრუხვევას პაციენტები ყველაზე ხშირად უჩივიან, ექიმებისთვის კი ეს ყველაზე თავსატეხი სადიაგნოსტიკო სიმპტომია, რადგან უამრავი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი - როგორც ნევროლოგიური და ფსიქიკური, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თვალისა და ყურის დაავადებებისთვის.

თავბრუხვევის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის ჩივილებსა და შეგრძნებებს.

სიმპტომები

1. სისტემური თავბრუხვევა

სისტემური ანუ ვესტიბულური თავბრუხვევა არის სხეულის ან გარემომცველი საგნების ტრიალის, ვარდნის, წინ გადახრის ან ქანაობის შეგრძნება. მას ზოგჯერ თან ახლავს გულისრევა, ღებინება, ჰიპერჰიდროზი (გაძლიერებული ოფლიანობა), სმენისა და წონასწორობის დარღვევა, ასევე ოსცილოფსია (გარემომცველი საგნების სწრაფი მცირეამპლიტუდიანი რხევის ილუზია). სისტემური თავბრუხვევა ახასიათებს ვესტიბულური სისტემის პერიფერიული ან ცენტრალური განყოფილების დაზიანებას.

2. გულის წასვლა და მისი წინარე მდგომარეობა

ადამიანები ასეთ დროს თავში “სიმსუბუქეს” შეიგრძნობენ, გონება თითქოს ებინდებათ, ბრუვდებიან და გული მისდით. აღნიშნულ სიმპტომებს ერთვის გაფითრება, გულისცემის გახშირება, შიშის შეგრძნება, თვალების დაბინდვა, გულისრევა, ოფლიანობის გაძლიერება. ყოველივე ამის მიზეზი უმეტესად გულის დაავადებები და ორთოსტატიკური (სხეულის მდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებული) ჰიპოტენზიაა.

3. წონასწორობის დარღვევა

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ ვითარდება თავბრუხვევა

ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტები წონასწორობის დარღვევას თავბრუხვევად აღიქვამენ. ასეთ დროს სიარულისას ბარბაცებენ, დგომისას მთვრალივით ირწევიან. ტიპურია აგრეთვე მგრძნობელობის მოშლა, დისკოორდინაცია და ოსცილოფსია. წონასწორობის დარღვევისთვის დამახასიათებელი სიმპტომები თავს იჩენს დგომისა და სიარულისას, ჯდომისა და წოლის დროს კი ქრება.

4. ცერვიკოგენური თავბრუხვევა

თავბრუხვევის განსაკუთრებული ფორმაა. ის დაკავშირებულია კისრის სტრუქტურების პროპრიოცეპტული იმპულსაციის დარღვევასთან. პროპრიოცეპტორები კუნთებში, მყესებსა და სახსრებში არსებული რეცეპტორებია. კისრის სტრუქტურებიდან მომავალი პროპრიოცეპტული იმპულსაცია ნორმაში განაგებს სხეულთან მიმართებით თავის მდგომარეობასა და პოზიციას. თავბრუხვევა ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ვითარდება ხერხემლის კისრის განყოფილების ტკივილისა და მოძრაობის შეზღუდვის ფონზე.

5. ფსიქოგენური თავბრუხვევა

ფსიქოგენური თავბრუხვევა თავს იჩენს განგაშის, კონვერსიული დარღვევებისა და დეპრესიის დროს. მისთვის დამახასიათებელია ძნელად აღსაწერი შეგრძნებები, რომლებიც წინამორბედ თავბრუხვევებს არ შეესაბამება. პაციენტები ამ დროს უჩივიან თავში სიმძიმის შეგრძნებას (სიმთვრალის მსგავსს), აწუხებთ გულისრევა და თავბრუხვევა.

თავბრუხვევა სიცოცხლეში ერთხელ მაინც ალბათ ყველა ჩვენგანს განუცდია. ამ ერთი შეხედვით უწყინარი სიმპტომის მიღმა ხშირად მძიმე დაავადებები დგას. ეს დაავადებები რომ არ გამოგეპაროთ, ეცადეთ, არ მოგივიდეთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები:

ნუ გეგონებათ, რომ თავბრუხვევა უწყინარია

ზოგიერთ შემთხვევაში მღელვარების საფუძველი მართლა არ არსებობს. მაგალითად, თავბრუხვევა ხშირად საქანელაზე ქანაობით, ცეკვის დროს ტრიალით, გადაღლა-გადაძაბვით, კომპიუტერთან ერთ პოზაში დიდხანს ჯდომით. უკანასკნელ შემთხვევაში გამოსავალი მხოლოდ ერთია - მუშაობისას საათში ერთხელ შეისვენოთ: ადგეთ, ამოძრავდეთ, გაიარ-გამოიაროთ, შეასრულოთ მარტივი ვარჯიშები, მაგალითად, ამოძრაოთ თავი, ასწიოთ და დასწიოთ ხელები და ა. შ. ზოგჯერ სხეულის მდგომარეობის სწრაფად შეცვლისას, მაგალითად, სწრაფად ადგომისას, ორგანიზმი ვერ ახერხებს შესაბამისად (ასევე სწრაფად) ორიენტაციას.

ამის გამო ადამიანს ეჩვენება, რომ “მიცურავს”. ამიტომაც უნდა ერიდოთ მკვეთრ მოძრაობებს. თავბრუხვევა ხშირად აწუხებთ ხანდაზმულებს. სხვადასხვა მონაცემებით, 60 წელს გადაცილებული ყოველი მეოთხე ადამიანი თავბრუხვევას უჩივის. ხშირად ეს სისხლძარღვთა ასაკობრივი ცვლილებების ბრალია. თავბრუხვევა ზოგჯერ თან ახლავს გრიპს და უბრალო გაციებასაც კი. ის აღმოცენდება, თუ ვირუსმა ან სხვა ინფექციურმა აგენტმა ვესტიბულური აპარატი დააზიანა.

ჩვეულებრივი თავბრუხვევა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის პერიოდულად აღმოცენდება, შესაძლოა სხვადასხვა დაავადების ნიშანი იყოს. ამ სიმპტომის მიღმა ზოგჯერ ონკოლოგიური პათოლოგია დგას. თავბრუხვევა შესაძლოა ქალა-ტვინის ტრავმის ან შუა ყურის პათოლოგიის შედეგიც იყოს. ის ხშირად არის დაკავშირებული გულის დაავადებებთანაც. ასეა თუ ისე, დამოუკიდებლად მიზეზის დადგენა შეუძლებელია, ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ ნევროლოგს.

კომენტარები (1)
lia
maxasiatebs n 3 tipis tavbrusxveva risi brali sheidzleba iyos da riti vushvelo
თარიღი : 14-04-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თავბრუხვევის სხვადასხვა კატეგორია და მისი გამომწვევი მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავბრუხვევის სხვადასხვა კატეგორია და მისი გამომწვევი მიზეზები

ეჩვენება, თითქოს გარემომცველი საგნები ან თავად მისი სხეული ბრუნავს, ფეხქვეშ იატაკი ეცლება, წონასწორობა ეკარგება. ზოგიერთ შემთხვევაში თავბრუხვევას თან ახლავს გულისრევა, ღებინება, ოფლიანობის მომატება, პულსის სიხშირის ცვლა, არტერიული წნევის მერყეობა. თავბრუხვევის შეტევა შესაძლოა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს. სუბიექტური ჩივილებისა და ვეგეტატიური დარღვევების გარდა, ამ დროს ხშირად ვითარდება ნისტაგმი (თვალის კაკლის უნებლიე რიტმული მოძრაობა). თავბრუხვევას პაციენტები ყველაზე ხშირად უჩივიან, ექიმებისთვის კი ეს ყველაზე თავსატეხი სადიაგნოსტიკო სიმპტომია, რადგან უამრავი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი - როგორც ნევროლოგიური და ფსიქიკური, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თვალისა და ყურის დაავადებებისთვის.