/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

როცა ფეხები გვეკვანძება

როცა ფეხები გვეკვანძება
ხანდახან მეკვანძება და მტკივა ბარძაყის მიდამო, ხან - წვივის უკანა მხარე. როცა პროთრომბინი მაღალი მაქვს, ვსვამ თრომბოასპირინს.

იქნებ მითხრათ, რა მივიღო, როცა პროთრომბინი ნორმის ფარგლებშია.

ალბათ ყველა ჩვენგანმა იცის, რა უსიამოვნო შეგრძნებაა "ძარღვის გაკვანძვა". საბედნიეროდ, უმრავლესობას ასეთი რამ იშვიათად აწუხებს, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ფეხების ხშირ კრუნჩხვას უჩივიან. რისი ბრალია ეს და როგორ ვებრძოლოთ?

ცნობილია, რომ კრუნჩხვა კუნთის კუმშვითი რეფლექსის მომატების გამო ვითარდება. ეს რეფლექსი იმატებს კუნთში მიმდინარე ცვლის პროცესების შეფერხებისას, როდესაც მასში მცირდება ენერგეტიკული სუბსტრატის - ადენოზინტრიფოსფორმჟავას (ატფ-ს) რაოდენობა, მისი შემცირება კი აქვეითებს კუნთის დამოუკიდებელი მოდუნების უნარს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ამრიგად, კუნთებში ატფ-ს დონის დაქვეითება მხოლოდ სისხლის თვისებების ცვლილებებს (მისი სიბლანტის მომატებას) ან კუნთის მკვებავი სისხლძარღვების პათოლოგიას კი არა, არამედ გადაჭარბებულ კუნთოვან გადაღლასაც იწვევს, რომლის შედეგიც არის სწორედ კუნთის რეფლექსის მომატება და მისი უნებლიე კუმშვა. უნდა ითქვას, რომ კუნთის გადაძაბვას მხოლოდ გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა - ხანგრძლივი სიარული, ინტენსიური სირბილი, სიმძიმეების აწევა - არ იწვევს; ის შეიძლება განვითარდეს ერთი შეხედვით საშუალო ფიზიკური განვითარების ადამიანისთვის შესაფერისი ფიზიკური აქტივობის შედეგადაც და კიდურების ხანგრძლივი ტკივილები გამოიწვიოს.

ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელიც მხოლოდ განსაზღვრულ სიტუაციებში მეორდება, არის გადაცივება, მაგალითად, ცივ წყალში ბანაობისას ან ზამთარში, დაბალი ტემპერატურის დროს. ასეთი კრუნჩხვა დაავადების ნიშანი არ არის, თანაც იშვიათია. თუ კუნთების სპაზმი განვითარდა უხერხულ პოზაში დიდხანს ყოფნის შედეგად, - კუნთის ნერვი მიიჭყლიტა კუნთის არხში, - საჭიროა მდგომარეობის შეცვლა, შეშუპებული კუნთების მოდუნება და მსუბუქი, მოთელვითი მასაჟის ჩატარება. კრუნჩხვა უმეტესად მტკივნეულია, დიდხანს არ გრძელდება, მაგრამ შეიძლება განმეორდეს მცირე ხნის შემდეგ.

მტკივნეული კრუნჩხვები აღენიშნებათ ხანდაზმულებსაც და ახალგაზრდებსაც, თუმცა უფრო მეტად მაინც ასაკოვანი ადამიანები უჩივიან. აღმოცენდება ღამით, სითბოში, ძილის დროს - სწორედ ასეთი გარემო განაპირობებს კუნთების სწრაფ და ინტენსიურ კუმშვას.

კრუნჩხვის პროვოცირება შეუძლია კუნთის აქტივობას, გადაღლას, როდესაც ერთი და იმავე ჯგუფის კუნთები ხანგრძლივად იტვირთება. ასეთი კრუნჩხვები, წესისამებრ, უვითარდებათ იმ ადამიანებს, რომელთა სამუშაოც ფეხზე დგომას მოითხოვს.

წვივის კუნთების კრუნჩხვა შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ასევე სხვა, მაგალითად, ვარიკოზული დაავადების სიმპტომიც (ვარიკოზისთვის სწორედ წვივის კუნთების კრუნჩხვაა ნიშნეული). თუ კრუნჩხვები ქრონიკული ხასიათისაა და წინ უძღვის ფეხების ხანგრძლივი ტკივილი, შეშუპება და სიმძიმის შეგრძნება, მიზეზი ამ შემთხვევაშიც ვენების ვარიკოზული გაგანიერება უნდა იყოს. ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს კუნთების კრუნჩხვა იშვიათად გვხვდება იზოლირებულად, - უმეტესად ფეხების ვენური ნაკლოვანების სხვა სიმპტომებს (შეშუპებას, ტკივილს, სიმძიმის შეგრძნებას) ერწყმის.

წვივის კუნთების კრუნჩხვის ძირითადი მიზეზია კუნთის ქსოვილში კალციუმის, კალიუმის, ნატრიუმის ცვლის დარღვევა, რაც ვენებში სისხლის შეგუბებით არის განპირობებული. ფეხის ქსოვილებში კალციუმის იონების ნაკლებობა იწვევს ნერვკუნთოვანი აგზნებადობის მომატებას. თავდაპირველად ვითარდება კუნთოვანი სისუსტე, დაღლილობა. დროთა განმავლობაში ეს სიმპტომები გადაიზრდება კუნთოვან ტოკვაში, ფეხის კრუნჩხვასა და ტერფის სპაზმში.

ვარიკოზული დაავადებისთვის დამახასიათებელია კრუნჩხვების განვითარება ღამით, ძილის დროს. ვარიკოზის დროს ფეხების კრუნჩხვის მკურნალობა კალციუმისა და D ვიტამინის პრეპარატების მიღებას ითვალისწინებს - ეს ხელს შეუწყობს სისხლში კალციუმის შემცველობის მომატებას, ნერვკუნთოვანი აღგზნებადობის შემცირებას და კუნთის კრუნჩხვის მოხსნას.

ზოგჯერ ფეხის კუნთების სპონტანური კრუნჩხვები ორგანიზმის რომელიმე ფარული დაავადების მანიშნებელია. კრუნჩხვის მიზეზის დასადგენად აუცილებელია ანალიზებისა და გამოკვლევების ჩატარება, შემდეგ კი ჯანმრთელობის მდგომარეობის კორექტირება ექიმთან ერთად. ამასთანავე, საჭიროა არა მარტო ფლებოლოგის კონსულტაცია, არამედ ნივთიერებათა ცვლის განსაზღვრა, ენდოკრინოლოგსა და ნევროლოგთან ვიზიტი.

კრუნჩხვის პროვოცირება შესაძლოა ბრტყელტერფიანობამაც მოახდინოს. ძირითადი დაავადების მკურნალობის შემდეგ ფეხის კუნთების კრუნჩხვები, წესისამებრ, გაივლის.

რომელი დაავადება შეიძლება იქცეს კრუნჩხვის მიზეზად?

  • ეპილეფსია;
  • ეკლამპსია;
  • სპაზმოფილია;
  • ანთებითი პროცესი;
  • ტრავმა;
  • ტვინის სიმსივნე;
  • ფარისებრახლო ჯირკვლების სიმსივნური დაზიანება;
  • ნევროლოგიური დაავადებებით გამოწვეული ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქცია.
  • ტოქსიკური პროცესი (მაგალითად, ზოგიერთი პრეპარატის გვერდითი მოქმედება);
  • წყალმარილოვანი ცვლისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

კრუნჩხვის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი ნივთიერების (ნიკოტინის, კოფეინის) ჭარბი გამოყენებაც. ასევე არ არის რეკომენდებული ხშირი კრუნჩხვის შემთხვევაში დიდი ოდენობით შაქრის მიღება. დაავადების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს მჯდომარე ცხოვრების წესმა, მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვამ. საყურადღებოა ჰიპერტროფირებული (მსხვილი) კანჭები. ცნობილია კუნთების კრუნჩხვის მემკვიდრეობით გარდამავალი შემთხვევებიც.

კომენტარები (14)
მარიამი
ხშირად მეკვანძება ძარღვი საჯდომის,წელის და ბიჭების მიდამოებში. რას მირჩევთ?
თარიღი : 17-06-2024
ნანა ბრაჭული
გამარჯობათ რას მირჩევდით მაქვს შეშუპება ფეხებში სივდება როცა დავდივარ რა წამალს მირჩევდით ცოტა შევისუმბუქო ტკივი.
თარიღი : 05-03-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როცა ფეხები გვეკვანძება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა ფეხები გვეკვანძება

იქნებ მითხრათ, რა მივიღო, როცა პროთრომბინი ნორმის ფარგლებშია.

ალბათ ყველა ჩვენგანმა იცის, რა უსიამოვნო შეგრძნებაა "ძარღვის გაკვანძვა". საბედნიეროდ, უმრავლესობას ასეთი რამ იშვიათად აწუხებს, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ფეხების ხშირ კრუნჩხვას უჩივიან. რისი ბრალია ეს და როგორ ვებრძოლოთ?

ცნობილია, რომ კრუნჩხვა კუნთის კუმშვითი რეფლექსის მომატების გამო ვითარდება. ეს რეფლექსი იმატებს კუნთში მიმდინარე ცვლის პროცესების შეფერხებისას, როდესაც მასში მცირდება ენერგეტიკული სუბსტრატის - ადენოზინტრიფოსფორმჟავას (ატფ-ს) რაოდენობა, მისი შემცირება კი აქვეითებს კუნთის დამოუკიდებელი მოდუნების უნარს.

ამრიგად, კუნთებში ატფ-ს დონის დაქვეითება მხოლოდ სისხლის თვისებების ცვლილებებს (მისი სიბლანტის მომატებას) ან კუნთის მკვებავი სისხლძარღვების პათოლოგიას კი არა, არამედ გადაჭარბებულ კუნთოვან გადაღლასაც იწვევს, რომლის შედეგიც არის სწორედ კუნთის რეფლექსის მომატება და მისი უნებლიე კუმშვა. უნდა ითქვას, რომ კუნთის გადაძაბვას მხოლოდ გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა - ხანგრძლივი სიარული, ინტენსიური სირბილი, სიმძიმეების აწევა - არ იწვევს; ის შეიძლება განვითარდეს ერთი შეხედვით საშუალო ფიზიკური განვითარების ადამიანისთვის შესაფერისი ფიზიკური აქტივობის შედეგადაც და კიდურების ხანგრძლივი ტკივილები გამოიწვიოს.

ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელიც მხოლოდ განსაზღვრულ სიტუაციებში მეორდება, არის გადაცივება, მაგალითად, ცივ წყალში ბანაობისას ან ზამთარში, დაბალი ტემპერატურის დროს. ასეთი კრუნჩხვა დაავადების ნიშანი არ არის, თანაც იშვიათია. თუ კუნთების სპაზმი განვითარდა უხერხულ პოზაში დიდხანს ყოფნის შედეგად, - კუნთის ნერვი მიიჭყლიტა კუნთის არხში, - საჭიროა მდგომარეობის შეცვლა, შეშუპებული კუნთების მოდუნება და მსუბუქი, მოთელვითი მასაჟის ჩატარება. კრუნჩხვა უმეტესად მტკივნეულია, დიდხანს არ გრძელდება, მაგრამ შეიძლება განმეორდეს მცირე ხნის შემდეგ.

მტკივნეული კრუნჩხვები აღენიშნებათ ხანდაზმულებსაც და ახალგაზრდებსაც, თუმცა უფრო მეტად მაინც ასაკოვანი ადამიანები უჩივიან. აღმოცენდება ღამით, სითბოში, ძილის დროს - სწორედ ასეთი გარემო განაპირობებს კუნთების სწრაფ და ინტენსიურ კუმშვას.

კრუნჩხვის პროვოცირება შეუძლია კუნთის აქტივობას, გადაღლას, როდესაც ერთი და იმავე ჯგუფის კუნთები ხანგრძლივად იტვირთება. ასეთი კრუნჩხვები, წესისამებრ, უვითარდებათ იმ ადამიანებს, რომელთა სამუშაოც ფეხზე დგომას მოითხოვს.

წვივის კუნთების კრუნჩხვა შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ასევე სხვა, მაგალითად, ვარიკოზული დაავადების სიმპტომიც (ვარიკოზისთვის სწორედ წვივის კუნთების კრუნჩხვაა ნიშნეული). თუ კრუნჩხვები ქრონიკული ხასიათისაა და წინ უძღვის ფეხების ხანგრძლივი ტკივილი, შეშუპება და სიმძიმის შეგრძნება, მიზეზი ამ შემთხვევაშიც ვენების ვარიკოზული გაგანიერება უნდა იყოს. ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს კუნთების კრუნჩხვა იშვიათად გვხვდება იზოლირებულად, - უმეტესად ფეხების ვენური ნაკლოვანების სხვა სიმპტომებს (შეშუპებას, ტკივილს, სიმძიმის შეგრძნებას) ერწყმის.

წვივის კუნთების კრუნჩხვის ძირითადი მიზეზია კუნთის ქსოვილში კალციუმის, კალიუმის, ნატრიუმის ცვლის დარღვევა, რაც ვენებში სისხლის შეგუბებით არის განპირობებული. ფეხის ქსოვილებში კალციუმის იონების ნაკლებობა იწვევს ნერვკუნთოვანი აგზნებადობის მომატებას. თავდაპირველად ვითარდება კუნთოვანი სისუსტე, დაღლილობა. დროთა განმავლობაში ეს სიმპტომები გადაიზრდება კუნთოვან ტოკვაში, ფეხის კრუნჩხვასა და ტერფის სპაზმში.

ვარიკოზული დაავადებისთვის დამახასიათებელია კრუნჩხვების განვითარება ღამით, ძილის დროს. ვარიკოზის დროს ფეხების კრუნჩხვის მკურნალობა კალციუმისა და D ვიტამინის პრეპარატების მიღებას ითვალისწინებს - ეს ხელს შეუწყობს სისხლში კალციუმის შემცველობის მომატებას, ნერვკუნთოვანი აღგზნებადობის შემცირებას და კუნთის კრუნჩხვის მოხსნას.

ზოგჯერ ფეხის კუნთების სპონტანური კრუნჩხვები ორგანიზმის რომელიმე ფარული დაავადების მანიშნებელია. კრუნჩხვის მიზეზის დასადგენად აუცილებელია ანალიზებისა და გამოკვლევების ჩატარება, შემდეგ კი ჯანმრთელობის მდგომარეობის კორექტირება ექიმთან ერთად. ამასთანავე, საჭიროა არა მარტო ფლებოლოგის კონსულტაცია, არამედ ნივთიერებათა ცვლის განსაზღვრა, ენდოკრინოლოგსა და ნევროლოგთან ვიზიტი.

კრუნჩხვის პროვოცირება შესაძლოა ბრტყელტერფიანობამაც მოახდინოს. ძირითადი დაავადების მკურნალობის შემდეგ ფეხის კუნთების კრუნჩხვები, წესისამებრ, გაივლის.

რომელი დაავადება შეიძლება იქცეს კრუნჩხვის მიზეზად?

  • ეპილეფსია;
  • ეკლამპსია;
  • სპაზმოფილია;
  • ანთებითი პროცესი;
  • ტრავმა;
  • ტვინის სიმსივნე;
  • ფარისებრახლო ჯირკვლების სიმსივნური დაზიანება;
  • ნევროლოგიური დაავადებებით გამოწვეული ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქცია.
  • ტოქსიკური პროცესი (მაგალითად, ზოგიერთი პრეპარატის გვერდითი მოქმედება);
  • წყალმარილოვანი ცვლისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

კრუნჩხვის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი ნივთიერების (ნიკოტინის, კოფეინის) ჭარბი გამოყენებაც. ასევე არ არის რეკომენდებული ხშირი კრუნჩხვის შემთხვევაში დიდი ოდენობით შაქრის მიღება. დაავადების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს მჯდომარე ცხოვრების წესმა, მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვამ. საყურადღებოა ჰიპერტროფირებული (მსხვილი) კანჭები. ცნობილია კუნთების კრუნჩხვის მემკვიდრეობით გარდამავალი შემთხვევებიც.


მკურნალობა და პროფილაქტიკა

კრუნჩხვის მოსახსნელად საჭიროა მასაჟი, დაზელა ან გახურება. სპაზმი შეგვიძლია მოვხსნათ ასევე კუნთის გაჭიმვით. კრუნჩხვისას ტკივილის შეგრძნება რომ შევამციროთ, შეიძლება მტკივნეულ ადგილას ჩქმეტა, ფეხის დაზელა ისეთი მალამოთი, რომელიც ახურებს კანს. რეგულარული მასაჟი კრუნჩხვის პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა.

კრუნჩხვებისგან სამუდამოდ რომ გავთავისუფლდეთ, საჭიროა დავადგინოთ მისი მიზეზი და ჩავიტაროთ ძირითადი დაავადების მკურნალობა. კრუნჩხვის თავიდან აცილება შესაძლებელია. ის კუნთები, რომლებშიც ხშირად აღინიშნება სპაზმი, რეგულარულად, ზომიერად უნდა დავტვირთოთ, უნდა მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სრულყოფილი დიაგნოსტიკა და მკურნალობაა. ორგანიზმში კალიუმისა და კალციუმის მარაგის შესავსებად აუცილებელია, კვების რაციონში ჩავრთოთ კალციუმით მდიდარი პროდუქტები: პარკოსნები, ისპანახი, ყველი, ხაჭო, ბანანი, გარგარისა და ჭერმის ჩირი, ვაშლი. თუ მიკროელემენტების უკმარისობა მკვეთრად არის გამოხატული, საჭიროა წელიწადში 2-ჯერ მკურნალობის კურსის ჩატარება ვიტამინებისა და მინერალების შემცველი პრეპარატებით.

თუ ოდესმე გქონიათ ღამით ფეხის კრუნჩხვის შეტევა, გეცოდინებათ, რომ ამ დროს უნდა წამოდგეთ და ქუსლებზე დადგეთ. თუ ლოგინიდან წამოდგომა გიჭირთ, შეეცადეთ მოდუნდეთ და ღრმად ისუნთქოთ. სხეულის დაძაბვით კრუნჩხვას მხოლოდ გააძლიერებთ. ფრთხილად გაჭიმეთ წვივის კუნთები. დაწექით ზურგზე და ასწიეთ მტკივანი ფეხი, შემდეგ ტერფი ხელით ისე მოხარეთ, რომ წვივის კუნთების მსუბუქი გაჭიმვა შეიგრძნოთ (თუ ხელით ფეხის თითებს ვერ სწვდებით, პირსახოცით ან ქამრით მარყუჟი გააკეთეთ და ტერფზე წამოიცვით). ასე განაგრძეთ ერთი წუთის განმავლობაში, ტკივილის გაქრობამდე, მაგრამ კუნთებს ძალას ნუ დაატანთ. წვივი მსუბუქად დაიზილეთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მტკივან უბანს. ერიდეთ ძლიერ მასაჟს - შესაძლოა, კუნთი უფრო მეტად გეტკინოთ. ამ პრობლემის გადაჭრის რამდენიმე მეთოდს ხალხური მედიცინაც გვთავაზობს:

  • შეტევისას მტკივანი ადგილი შეიძლება დაიზილოთ მდოგვის ზეთით.
  • პროფილაქტიკისთვის ფეხისგულები დილა-საღამოს დაიზილეთ ლიმონის წვენით, დააცადეთ შეშრობა და ჩაიცვით წინდები. ასე განაგრძეთ ორი კვირა, შემდეგ შეისვენეთ.

არსებობს რამდენიმე ვარჯიში, რომელთა შესრულებაც საგრძნობლად გააიშვიათებს კრუნჩხვის შეტევებს:

  • დაწექით ზურგზე, ხელები დაიწყვეთ ხერხემლის გასწვრივ, ფეხები გამართეთ. მარცხენა ფეხი გაჭიმეთ რაც შეიძლება მეტად, ოღონდ ქუსლი არ მოაშოროთ საწოლს, ხოლო ფეხის წვერი თქვენსკენ მოზიდეთ. ხუთი წამის შემდეგ ფეხი მოადუნეთ და იგივე მოძრაობა გააკეთეთ მარჯვენა ფეხით, ხოლო შემდეგ ორივე ფეხით ერთად. გაიმეორეთ 5-ჯერ.
  • რ წამოიწიეთ თითის წვერებზე ისე, რომ ქუსლები რაც შეიძლება მეტად მოშორდეს იატაკს, მერე კი მკვეთრად დაეშვით იატაკზე. გაიმეორეთ 10-ჯერ.
  • დადექით ქუსლებზე, წამოწეული ფეხის თითები მოხარეთ და შეინარჩუნეთ წონასწორობა 10 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ 5-ჯერ.
  • მჯდომარემ ან ფეხზე მდგომმა ტერფები ჯვარედინად მოათავსეთ და დაეყრდენით მათ გარეთა კიდეს. ასე დარჩით 10 წამი. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 5-ჯერ.
  • სამი წუთის განმავლობაში ფეხის თითები ძალიან ნელა მოხარეთ და გაშალეთ.
  • დაჯექით იატაკზე, ფეხები გაშალეთ და ტერფებით ნელი ბრუნვები შეასრულეთ. განაგრძეთ 3 წუთი.
  • იმავე მდგომარეობაში მონაცვლეობით მოხარეთ და გაშალეთ ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ფეხის თითები, ისე, რომ ქუსლები იატაკს არ მოაცილოთ. ვარჯიში შეგიძლიათ შეასრულოთ სწრაფ ტემპში ერთი წუთის განმავლობაში.

ვარჯიშების კომპლექსის შესრულების შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ ფეხების კონტრასტული აბაზანა, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს წყალი არ უნდა იყოს მეტისმეტად ცხელი, ხოლო ტემპერატურული სხვაობა - მკვეთრი. სვით ბევრი წყალი - გაუწყლოება კუნთების კრუნჩხვის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია.