ატროფია - ორგანოთა შეჭმუხვნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ატროფია - ორგანოთა შეჭმუხვნა

ზემოხსენებული პროცესები საშიში ან რაიმე კატასტროფის მაუწყებელი სულაც არ გახლავთ. ისინი ყველა ადამიანის ხვედრია. სულ სხვა საქმეა პათოლოგიური ატროფია. ორგანიზმის საერთო პათოლოგიური ატროფია (კახექსია, გამოფიტვა) ვითარდება არასაკმარისი კვების, ქრონიკული ინფექციის, ინტოქსიკაციის (შხამიანი ნივთიერებით მოწამვლის), ავთვისებიანი სიმსივნის, ცენტრალური ნერვული სისტემისა და ენდოკრინული ჯირკვლების მოქმედების დარღვევის დროს. ადგილობრივი პათოლოგიური ატროფია შესაძლოა განვითარდეს: ნერვული რეგულაციის მოშლისას (მაგალითად, კუნთების ატროფია პოლიომიელიტის დროს); სისხლით არასაკმარისი მომარაგებისას (თავის ტვინის ქერქის ატროფია ტვინის სისხლძარღვების სკლეროზის შემთხვევაში); დისფუნქციის ანუ ფუნქციის დაკარგვის დროს (მაგალითად, მხედველობის ნერვის ატროფია თვალის ამოღების შემთხვევაში); წნევის შედეგად (მაგალითად, თირკმლის ატროფია, რომელიც შარდსაწვეთის ხანგრძლივი დაცობის დროს ვითარდება); უმოქმედობის გამო (კიდურების კუნთების ატროფია არტახების ან თაბაშირის ხანგრძლივად დადების შედეგად); სხვადასხვა ფიზიკური თუ ქიმიური ფაქტორების ზემოქმედებისას (მაგალითად, ლიმფური ქსოვილის განლევა სხივური ენერგიის ზემოქმედების დროს, ფარისებრი ჯირკვლის შეჭმუხვნა იოდის პრეპარატების გამოყენების დროს, მეზობელი ორგანოებისა და ქსოვილების ატროფია მზარდი სიმსივნის ზეწოლის შემთხვევაში) და სხვა.

ალბათ, მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ერთი რამ: მართალია, ატროფირებული ორგანო ზომაში იკლებს, მაგრამ შემდგომ ცხიმოვანი ან შემაერთებელი ქსოვილის ზრდის ხარჯზე ატროფირებული უჯრედოვანი ელემენტები უფრო დიდად გამოიყურებიან. ორგანოების ასეთი ტიპის ჰიპერტროფიას (გადიდებას) ცრუს უწოდებენ. და, საზოგადოდ, რომელიმე ორგანოს გადიდება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ნორმალურად ფუნქციონირებს. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვალი გადიდებისას ზოგიერთ შემთხვევაში იმაზე გაცილებით ნაკლებ ნივთიერებას გამოიმუშავებს, ვიდრე ორგანიზმისთვის არის საჭირო. პათოლოგიური ატროფია განსაზღვრულ სტადიამდე შექცევადი პროცესია, მაგრამ თუ მისმა გამომწვევმა მიზეზმა ამის შემდეგაც განაგრძო ქსოვილებსა და ორგანოებზე ზემოქმედება, უჯრედები კვდომას იწყებენ და მათი აღდგენა შეუძლებელი ხდება.

განვიხილოთ ზოგიერთი ორგანოს ატროფიის მიზეზები:

  • ღვიძლი - ჰეპატოზები. ეს არის ღვიძლის დაავადებათა ჯგუფი, რომელსაც საფუძვლად უდევს ღვიძლის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის მოშლა და ამის შედეგად მათი ატროფია. არ აგერიოთ ჰეპატოზი ჰეპატიტში. ეს უკანასკნელი ღვიძლის ქსოვილის ანთებაა, რომელსაც სხვადასხვა მიზეზი (მაგალითად, ვირუსი, ალკოჰოლი) იწვევს, თუმცა ჰეპატიტის ერთ-ერთი გართულება სწორედ ჰეპატოზი და ღვიძლის ატროფიაა. ასეთ დროს ღვიძლის უჯრედების ადგილს ცხიმოვანი უჯრედები იკავებს, შედეგად ღვიძლის ფუნქცია ირღვევა და თუ მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, სიკვდილი გარდაუვალია. სხვათა შორის, ღვიძლის პარენქიმის შეჭმუხვნა-განლევა და ნეკროზი (ორგანოს ან მისი ნაწილის კვდომა ცოცხალ ორგანიზმში) ღვიძლის ციროზის დროსაც ხდება. ღვიძლის ციროზი, ეს ფართოდ გავრცელებული დაავადება, უმეტესად სწორედ ქრონიკული ჰეპატიტის შედეგად ვითარდება, თუმცა მისი ჩამოყალიბება არც ვირუსული ჰეპატიტის, ქრონიკული ალკოჰოლიზმის, წამლისმიერი ინტოქსიკაციის შედეგად არის გამორიცხული.
  • ღვიძლის მწვავე ყვითელი ატროფია. საბედნიეროდ, ეს პათოლოგია იშვიათია. იგი ორსულობის ერთ-ერთი უმძიმესი გართულებაა, რომელსაც მშობიარისა და ნაყოფის სიკვდილიანობის მაღალი პროცენტი ახასიათებს. სხვა ჰეპატოზებისგან განსხვავებით, ამ დროს ღვიძლის ატროფია 2-3 კვირაში ვითარდება და ზოგჯერ ორსულობის შეწყვეტაც კი ვერ შველის საქმეს.
  • თირკმელი. თირკმლის ატროფიასაც სხვადასხვა მიზეზი აქვს. მაგალითად, შარდკენჭოვანი დაავადება, თირკმლის კისტა, სიმსივნე... თითოეულ ამ პათოლოგიას სხვადასხვა ჩივილები (ზოგჯერ ერთმანეთის მსგავსიც) ახასიათებს და მათ სამკურნალოდ სხვადასხვა მეთოდია მოწოდებული. ამის თქმა იმისთვის დაგვჭირდა, რომ ძალიან ხშირია ნათესავ-მეზობელ-მეგობრების წაბაძვით თვითმკურნალობის შემთხვევები, რის გამოც ავადმყოფი ექიმთან მისვლას აგვიანებს, მკურნალობის დროულად დაწყება კი გამოჯანმრთელების (ან დაავადების განვითარების შეჩერების) საუკეთესო გზაა.
  • თავის ტვინი. პიკის დაავადება თავის ტვინის ქერქის ატროფიულ დაავადებებს მიეკუთვნება. ის 50-60 წლის ასაკში ვითარდება, უმეტესად - ქალებში. მიზეზი უცნობია, თუმცა ვიცით, რომ ამ დროს თავის ტვინში მიმდინარე ცვლილებები ალცჰაიმერის დაავადების დროს მიმდინარე ცვლილებებს ჰგავს. კლინიკური ნიშნებით პიკის დაავადება ძალიან ჰგავს მოხუცებულობის ასაკის ზოგიერთ სხვა პათოლოგიასაც. პიკის დაავადება დღესდღეობით პრაქტიკულად არ იკურნება, მაშინ როდესაც ალცჰაიმერის დაავადების დროს დროულად დაწყებული მკურნალობით შესაძლებელია რღვევის პროცესის შეჩერება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი თითოეული დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა.

    ვინაიდან ატროფიას სხვადასხვა მიზეზი იწვევს, მისი მკურნალობის ძირითადი გზა სწორედ ამ მიზეზების აღმოფხვრაა. რაც მთავარია, საჭიროა, მკურნალობა დროულად დაიწყოს, რათა პათოლოგიური პროცესის უკუგანვითარება შესაძლებელი გახდეს.