ალცჰაიმერის დაავადება შესაძლოა სოკოთი იყოს გამოწვეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალცჰაიმერის დაავადება შესაძლოა სოკოთი იყოს გამოწვეული

მასთან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით ბრძოლა ეფექტური იქნება.

ეს ჰიპოთეზა მას შემდეგ გამოითქვა, რაც ალცჰაიმერის დაავადების მქონე 11 გარდაცვლილს თავის ტვინსა და სისხლში სოკოს უჯრედები და გვერდითი პროდუქტები აღმოუჩინეს. გამოკვლეულ იქნენ ამ დაავადების არმქონე პირებიც - მათთან ინფექციის კვალი ვერ იპოვეს.

ადრინდელმა კვლევებმა ვირუსული და ბაქტერიული გენეტიკური მასალა გამოავლინა, ამიტომ მეცნიერთა ნაწილმა ივარაუდა, რომ დაავადება ჰერპესისა და პნევმონიის გამომწვევი მიკრობების აქტიურობის შედეგია. ტრადიციისამებრ, მის მაპროვოცირებელ ფაქტორად წებოვანი ცილის ანომალიური ჩანართები მიაჩნდათ, თუმცა ამ ჩანართებზე დამიზნებული პრეპარატების გამოცდამ შედეგი ვერ გამოიღო.

უკანასკნელი კვლევის დროს რამდენიმე ტიპის სოკოს კვალი იქნა აღმოჩენილი. ეს ხსნის სიმპტომების სხვადასხვაობას და თავად სიმპტომებს - იმუნიტეტის აგრესიულ რეაქციას, თუმცა არ არის გამორიცხული, სოკოვანი ინფექცია ალცჰაიმერის დაავადების პირობებში განვითარებული იმუნიტეტის დაქვეითების შედეგი იყოს.

  • ალცჰაიმერის დაავადება

ხანდაზმულ ადამიანებს მეხსიერების პრობლემები უჩნდებათ - ადვილად ავიწყდებათ წაკითხული თუ გაგონილი. ამას ხალხში სკლეროზს უწოდებენ.

ამავე სახელწოდებით იხსენიებენ ალცჰაიმერის დაავადებასაც, არადა ის აბსოლუტურად განსხვავდება მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითებისგან. ვიდრე ალცჰაიმერის დაავადებაზე დავიწყებდეთ საუბარს, რამდენიმე სიტყვით მეხსიერების ასაკობრივ დაქვეითებას შევეხოთ.

მეხსიერება არის თავის ტვინის უმაღლესი ფსიქიკური ფუნქცია, რომელიც შეიძლება განვსაზღვროთ როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის თვისება, გამოცდილებიდან აითვისოს ინფორმაცია, შეინარჩუნოს იგი და გამოიყენოს აქტუალური ამოცანების გადასაჭრელად. სხვა დაავადებებთან ერთად (ალცჰაიმერის დაავადება, კორსაკოვის სინდრომი, დემენცია და სხვა) მეხსიერების დაქვეითება ითვლება ბუნებრივი სიბერის ერთ-ერთ ნიშნად. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანმრთელი ასაკოვანი ადამიანები ძნელად ითვისებენ ახალ ინფორმაციას და უჭირთ მეხსიერებიდან დასწავლილი (დამახსოვრებული) ინფორმაციის ამოღება. მეხსიერების ასაკობრივი ცვლილებები დაკავშირებულია ყურადღების კონცენტრირების შესუსტებასთან და გარე სტიმულაციაზე რეაქციის შემცირებასთან. მეხსიერების ნორმალური ასაკობრივი ცვლილებები იწყება 40-დან 65 წლამდე და აღარ პროგრესირებს. ასეთი ცვლილებები არ აფერხებს ყოველდღიური ცხოვრების რიტმს. რაიმეს დასწავლისას კარნახთან შერწყმული დახმარება აუმჯობესებს ინფორმაციის ათვისებას და რეპროდუქციას. ეს განასხვავებს ამ სახის მეხსიერების დაქვეითებას ალცჰაიმერისა და სხვა დაავადებების დროს მეხსიერების გამოვარდნისგან. ეს არის ე.წ. კეთილთვისებიანი მოხუცებულობითი გულმავიწყობა. მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითების დროს, ისევე, როგორც ათეროსკლეროზის დროს, მკურნალობა და პროფილაქტიკა მიმართული უნდა იყოს ქოლესტერინის დაქვეითებისკენ, სისხლძარღვების ელასტიკურობის მომატებისკენ და ა. შ.

ალცჰაიმერის დაავადება არის დემენციის (მეხსიერების დაქვეითების) ყველაზე გავრცელებული ფორმა და უკურნებელი დეგენერაციული დაავადება, რომელსაც თავის ტვინის ქერქული ფუნქციების პროგრესული დაქვეითება ახასიათებს. იგი პირველად 1906 წელს აღწერა გერმანელმა ფსიქოლოგმა ალოიზ ალცჰაიმერმა. ეს დაავადება, წესისამებრ, ვლინდება 65 წლის შემდეგ. ადრეული გამოვლინება იშვიათია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ 2006 წლისთვის მთელ მსოფლიოში ალცჰაიმერით დაავადებული 26,6 მილიონი კაცი იყო აღრიცხული, 2050 წლისთვის კი მოსალოდნელია ამ რიცხვის გაოთხმაგება. ალცჰაიმერის დაავადება ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარად გამოაჩნდება, მაგრამ არსებობს ერთნაირ სიმპტომთა წყებაც. დაავადების პირველ გამოვლინებას ხშირად უკავშირებენ ასაკს ან სტრესს.

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/fsiqonevrologia/nevrologia/1583-2009-10-30-14-23-52.html