იაპონელთა რჩევები დღეგრძელობისთვის
მათი წყალობით ჯანმრთელობასაც დიდხანს შეინარჩუნებთ და სიცოცხლესაც გაიხანგრძლივებთ.
- მობილური ტელეფონი გამოყენებისას აუცილებლად მარცხენა ყურთან მიიდეთ.
- დღე-ღამეში ერთ ფინჯან ყავაზე მეტს ნუ დალევთ.
- წამალს ცივ წყალს ნუ მიაყოლებთ.
- მაქსიმალურად ერიდეთ ცხიმიან საკვებს.
- დილაობით მეტი წყალი სვით, საღამოობით - ნაკლები.
- 6 საათის შემდეგ ნუ შეჭამთ.
- ეცადეთ, არ გაჩერდეთ მობილური ტელეფონის დამტენის მახლობლად.
- იძინეთ საღამოს 10-დან დილის 6 საათამდე.
- ნუ გამოიყენებთ მობილურ ტელეფონს, როდესაც მუხტის მაჩვენებელი ერთ ხაზამდეა ჩამოსული - ამ დროს აპარატის გამოსხივება 1000-ჯერ მეტია.
* სვით გამაჯანსაღებელი წვენები
- სტაფილო + კოჭა + ვაშლი - განამტკიცებს იმუნურ სისტემას.
- ვაშლი + კიტრი + ნიახური - აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის სიმსივნური პროცესის აღმოცენებას, აფერხებს თავის ტკივილსა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებს.
- პომიდორი + სტაფილო + ვაშლი - აუმჯობესებს კანის ფერს, ახშობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან.
- მწარე წიწაკა + ვაშლი + რძე - ახშობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან, აქვეითებს სხეულის ტემპერატურას.
- ფორთოხალი + კოჭა + კიტრი - აუმჯობესებს კანის ფერსა და ტენიანობას, აქვეითებს ტემპერატურას.
- ანანასი + ვაშლი + საზამთრო - გამოდევნის ორგანიზმიდან მარილებს, კვებავს თირკმელებსა და შარდის ბუშტს.
- მსხალი + ბანანი - არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.
- ვაშლი + კიტრი + კივი - აუმჯობესებს კანის ფერს, ზრდის მის სინოტივეს.
- სტაფილო + ვაშლი + მსხალი + მანგო - აქვეითებს არტერიულ წნევას, ებრძვის ჟანგვას ორგანიზმში.
- ყურძენი + საზამთრო + რძე + C და B2 ვიტამინები - აძლიერებს უჯრედულ აქტივობას, აძლიერებს იმუნიტეტს.
* სვით წყალი უზმოზე
იაპონიაში დღეს პოპულარული ტრადიციაა ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე, წყლის სმა. საყურადღებოა, რომ ამ ტრადიციის მარგებლობა მეცნიერული კვლევებითაა დადასტურებული.
იაპონელები ამტკიცებენ, რომ ეს მეთოდი 100%-იანი გარანტიით კურნავს: თავის ტკივილს, სახსრების ტეხას, ართრიტს, გულის დაავადებებს, გულისცემის გახშირებას, ეპილეფსიას, გაცხიმოვნებას, ბრონქულ ასთმას, მენინგიტს, გასტრიტს, დიარეას, თირკმლისა და საშვილოსნოს პათოლოგიებს, ბუასილს, შეკრულობას, შაქრიან დიაბეტს, თვალებისა და ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებს.
მკურნალობის მეთოდი ასეთია:
- დილით, გაღვიძებისთანავე, კბილების გამოხეხვამდე, დალიეთ 4 ჭიქა წყალი (ერთი ჭიქის მოცულობა დაახლოებით 160 მლ-ია).
- გაიხეხეთ კბილები. მომდევნო 45 წუთის განმავლობაში ნურც დალევთ და ნურც ნურაფერს მიირთმევთ.
- 45 წუთის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში ისაუზმეთ.
- საუზმის, ისევე როგორც სადილისა და ვახშმის შემდეგ 2 საათის განმავლობაში ნურც დალევთ რამეს და ნურც შეჭამთ.
ასაკოვნებმა და ავადმყოფებმა, რომელთაც ერთ ჯერზე 4 ჭიქა წყლის დალევა არ შეუძლიათ, მკურნალობა შეიძლება მცირე ულუფით დაიწყონ და რეკომენდებულ ოდენობამდე თანდათან ავიდნენ.
მეთოდის მიმდევართა თქმით, სხვადასხვა დაავადება სხვადასხვა ვადაში იკურნება:
- მაღალი არტერიული წნევა - 30 დღეში.
- გასტრიტი - 10 დღეში.
- შაქრიანი დიაბეტი - 30 დღეში.
- შეკრულობა - 10 დღეში.
- კიბო - 180 დღეში.
ართრიტით დაავადებულებმა წყალი პირველ კვირას მხოლოდ დღეგამოშვებით უნდა სვან, მეორე კვირიდან კი - მითითებული წესისამებრ, ყოველ დილით. კარგი იქნება, თუ ამ პროცედურაზე არც განკურნების შემდეგ იტყვით უარს და ცხოვრების წესად აქცევთ.
ასე რომ, სვით წყალი, იყავით აქტიური, ჯანმრთელი და დღეგრძელი.