/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ნაყინი ცივი ნუგბარი

ნაყინი ცივი  ნუგბარი
ნაყინი - ეს ის ტკბილი საკვები პროდუქტია, რომელსაც ერთნაირად ეთაყვანება დიდი თუ პატარა. განსაკუთრებით კი პატარების აღფრთოვანებას იწვევს. თუმცა ბავშვები იზრდებიან, ნაყინის სიყვარული კი ბოლომდე მიჰყვებათ.
  • ნაყინის სამშობლო

ნაყინის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში ჩინელები ხილისა და ყინულისგან შესანიშნავ გამაგრილებელ დესერტს ამზადებდნენ. ხილის ნაყინის რეცეპტმა ევროპამდე XIII საუკუნეში - მარკო პოლოსთან ერთად ჩამოაღწია. ნაყინის მოყვარულთა შორის ბევრი გვირგვინოსანიც იყო - ალექსანდრე მაკედონელი, კეისარი, ნერონი, ნაპოლეონ ბონაპარტი, პეტრე მესამე, ეკატერინე მეორე. ნაყინს რძე ანა ავსტრიელის დროს დაუმატეს, ბრიკეტის "შეფუთვა" შოკო-ლადში XX საუკუნის ბოლოს ისწავლეს. ცნობილი და სახელგანთქმული ესკიმოს ავტორობას კი დღემდე ეცილებიან ერთმანეთს ამერიკელები და ფრანგები. "ახალი ქვეყნის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ესკიმო მათ ქვეყანაში გაჩნდა და "ესკიმოპაი" (ესკიმოს ღვეზელი) ეწოდებოდა, ხოლო ძველი ქვეყნიერების მცხოვრებთ თავიანთი ვერსია აქვთ: ესკიმომ ეს სახელი იმიტომ მიიღო, რომ თავდაპირველად ის კინოთეატრში იყიდებოდა, სადაც გადიოდა ფილმი ესკიმოსების შესახებ.

სამაგიეროდ, პლომბირის გამო აზრთა სხვადასხვაობა არ არის, ის ნამდვილად საფრანგეთში გაჩნდა და სახელწოდებას პატარა ქალაქს უნდა უმადლოდეს, სადაც პირველად დაამზადეს ეს ნაყინი - პლომბიენს.

თანამედროვე ნაყინის შესახებ კამათი უაზრობაა: სხვადასხვა ფერის, შემადგენლობის უამრავი სახეობა იყიდება, რომელთა შორის აუცილებლად იპოვით თქვენთვის ყველაზე ნატიფ და დამატყვევებელ გემოს.

  • ნაყინის შემადგენლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შემადგენლობის მიხედვით ნაყინი შეიძლება დავყოთ 5 დიდ ჯგუფად (რძის ცხიმის შემცველობის მიხედვით):

  1. პლომბირი;
  2. ნაღების ნაყინი;
  3. რძის ნაყინი;
  4. მცენარეული ცხიმით (ნაწილობრივ ან მთლიანად) და შაქრის სიროფზე დამზადებული (რძის ნედლეულის გარეშე) ნაყინი ;
  5. ნაყინი ხილითა და კენკროვანებით.

ბოლო ორი ჯგუფის ნაყინს ხშირად "მსუბუქსაც" უწოდებენ. პლომბირი - ეს არის ნაყინი გამორჩეულად მომეტებული ცხიმიანობით, მასში რძის ცხიმი 12-15 პროცენტამდეა. ეს ყველაზე კალორიული და ძალიან პოპულარული სახეობაა ბევრ ქვეყანაში. ნაღების ნაყინი მთლიანად ნაღებზე დამზადებული არ არის, როგორც სახელწოდების მიხედვით შეიძლება დაგრჩეთ შთაბეჭდილება, უბრალოდ მასში შედის რძის ცხიმის 8-10% (როგორც ტრადიციულ ნაღებში). რძის ნაყინი შეიცავს მხოლოდ 3,5% ცხიმს (როგორც სტანდარტული რძე).

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

"მსუბუქი" - ამ სახეობის ნაყინი შეიცავს რძის ცხიმის მინიმალურ რაოდენობას. ხოლო ზოგიერთი ხარისხისა საერთოდ არ შეიცავს ცხიმს (მაგალითად, ხილის ყინული) ან მას მცენარეული ცხიმით ცვლიან (ჩვეულებრივ, ქოქოსის კარაქით).

  • რომელი უფრო ტკბილია

ხილის ნაყინის სახეობები უფრო ტკბილია, ვიდრე რძის ან ნაღების სახეობები: ისინი შეიცავენ 30% შაქარს (ნაყინი, რომელიც რძეზეა დამზადებული, 12-20%-მდე შაქარს შეიცავს). ბევრ ქვეყანაში ნაყინს მხოლოდ ნატურალურ კენკროვანებს, ხილს ან ნატურალურ და ნატურალურის იდენტურ არომატიზატორებს და საღებავებს უმატებენ.

  • ჯანმრთელი ცხოვრების წესი "ესკიმოს" სტილში

  1. ნაყინი, როგორც რძის პროდუქტი, ორგანიზმს ამარაგებს რძის ყველა კომპონენტით - რძის ცილით, ამინომჟავებით, ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით. რძის ყველა კომპონენტი ნაყინში ჰომოგენიზირებული ფორმითაა (ცხიმოვანი ბურთულები ნაყინში 2 მიკრონის სიდიდისაა), ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალიან ადვილად შეთვისებადია, უფრო ადვილად, ვიდრე ყველი და ნაღების კარაქი;
  2. სხვადასხვა სახეობის ნაყინი ორგანიზმს აწვდის სასარგებლო ნივთიერებების მთელ გამას, დანამატების დამოუკიდებლად (თხილი, კაკალი, ხილი, თაფლი და ა.შ.);
  3. ზაფხულში, როცა რძის პროდუქტების ვარგისიანობა საეჭვოა, ნაყინს შეგვიძლია ვენდოთ, რადგან შენახვის ცუდ პირობებს ის ვერ ეგუება;
  4. სიტკბო ხელს უწყობს განწყობილების ამაღლებას, რადგან სეროტონინის გამომუშავებას ასტიმულირებს. ასე რომ, ნაყინი კარგი საშუალებაა სევდის გასაფანტავად და ძალიან გე¬მრიელი ანტიდეპრესანტია;
  5. ნაყინის ადვილად შე¬თვისებადი ნახშირწყლები - საუკეთესო საკვებია ტვინისათვის, მის გარეშე კი წარმატებულ სწავლაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ასე რომ, ნაყინი მოსწავლეებისა და სტუდენტების საუკეთესო მეგობარია;
  6. ნაყინი მაღალკალორიული პროდუქტია, რომელიც სწრაფად შეთვისებადია, ამიტომ იდეალური საშუალებაა შიმშილის დასაცხრობად;
  7. ნაყინის დამზადების ტექნოლოგია ისეთია, რომ ის უბრალოდ არ შეიძლება არ იყოს კეთილთვისებიანი, მასში შეუძლებელია განვითარდეს ავადყოფობის მატარებელი მიკროფლორა. რიგი დაავადებების დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაყინის გარკვეული სახეობები. საჭიროა ეტიკეტის ზედმიწევნით გაცნობა, რომელზეც ასახულია პროდუქტის შემადგენლობა. ასე მაგალითად, უნდა შეიზღუდოს ყველა სახეობა, გარდა ხილის და კენკროვანების ნაყინისა, იმ შემთხვევაში, როცა ძროხის რძე ადამიანში ალერგიას იწვევს. შაქრიანი დიაბეტის დროს უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ დიაბეტური ნაყინის სპეციალური სახეობები. ნაყინის მწარმოებლებთან დაკავშირებული არიან ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სამეცნიერო ცენტრის კვების განყოფილებები და მათი მითითებით მზადდება სპეციალური რეცეპტით დამზადებული ნაყინები. მაგალითად, მეტაბოლური დაავადებების და ოსტეოპოროზის დროს გამოიყენება სპეციალური ნაყინი ადვილად შეთვისებადი კალციუმით. ის შეიძლება გემრიელი წამალი აღმოჩნდეს ბავშვებისთვის, რომელთაც დარღვეული აქვთ კალციუმის ცვლა.

  • ნაყინი და სიფრთხილე

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არ უნდა ვჭამოთ ნაყინი სამი საათის შემდეგ
ექიმები სიცხეში ნაყინის ნელა ჭამას გვირჩევენ

რა თქმა უნდა, ნაყინის უმთავრესი და ყველაზე მადლიერი მომხმარებლები ბავშვები არიან. მაგრამ როგორც არ უნდა ეხვეწოს პატარა მშობლებს, ნაყინის გემო სამ წლამდე არ უნდა გასინჯოს. პირველი ნაყინი, რომელიც შეიძლება შევთავაზოთ სამი წლის ბავშვს, რძის უნდა იყოს (ძალიან ცხიმიანი ძნელი გადასამუშავებელია ბავშვისთვის). დასაწყისისთვის არ არის საჭირო დანამატები და შოკოლადი. ზრდასთან ერთად ბავშვი თანდათან აითვისებს ნაყინის ბაზარს მთელი თავისი დიდებულებით, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე უკუჩვენება არ იქნება. ნაყინი - ეს ის ნუგბარია, რომელიც ბავშვის ყოველდღიურ რაციონში არ უნდა იყოს, კვირაში 2-3-ჯერ კი დასაშვებია. ბავშვებს, რომელთაც ცუდი მადა აქვთ, შეგიძლიათ უფრო ხშირად შესთავაზოთ ნაყინი (მეორე საუზმის სახით, რძიანი საკვების შემცვლელად), მაგრამ არა ყოველდღიურად.

ბავშვებმა და ზოგჯერ უფროსებმაც არ უნდა მიირთვან ნაყინი, თუ მათ აწუხებთ:

  1. გამწვავებული კუჭ-ნაწლავის დაავადებანი (გასტრიტი, დუოდენიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ენტეროკოლიტი);
  2. სანაღვლე გზების დისკინეზია, ქოლეცისტიტი (სიცივემ შეიძლება გამოიწვიოს სპაზმი და ნაღველის წვენის შეგუბება);
  3. რძის მიმართ ალერგია;
  4. ყელის მწვავე დაავადებები (ანგინა, ქრონიკული ტონზილიტის გამწვავება, ფარინგიტი);
  5. ზედმეტი წონა;
  6. შაქრიანი დიაბეტი;

არ უნდა დაივიწყოთ კარიესი: ყველა ტკბილმა საკვებმა შეიძლება ხელი შეუწყოს მის განვითარებას, ამიტომ ნაყინის მირთმევის შემდეგ, როგორც ნებისმიერი საკვების მიღების შემდეგ, სასურველია გამოირეცხოთ პირი თბილი წყლით. სხვადასხვა ქვეყანაში ფართო ექსპერიმენტებს ატარებენ ამ ცივ ნუგბარზე და ზოგჯერ უჩვეულო შედეგებსაც იღებენ. ინდონეზიაში გავრცელებულია ნაყინი წითელი წიწაკით; იაპონიაში თაყვანს სცემენ ნაყინს მწვანე ჩაის ან წითელი ლობიოს გემოთი;

მალაიზიაში არის ნაყინი სიმინდის გემოთი; დიდ ბრიტანეთში დიდი მოთხოვნაა ალკოჰოლურ ნაყინზე ფორთოხლის ან შავი მოცხარის გემოს ჯინითა და რომით; ხოლო ფილადელფიაში იყიდება ნაყინი - მსოფლიოში პირველად - ლუდის დანამატით ან ლუდის გემოთი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ნაყინი ცივი ნუგბარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები