/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა

რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა
სიცოცხლე, მთელი მისი მრავალფეროვნებით, ერთხელ გვეძლევა და ამიტომაც გვსურს, აზრიანად, მხნედ და ლამაზად გავატაროთ იგი. სამწუხაროდ, სიცოცხლე ზოგჯერ უფრო ადრე წყდება, ვიდრე ეს ბიოლოგიურად არის პირობადებული. სიკვდილთან შეხვედრაც არ იქნებოდა ადამიანისთვის იმდენად ტრაგიკული, თავის დროზე, ხანგრძლივი სიცოცხლის შემდეგ რომ დგებოდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივად დაგებადებათ კითხვა: მაინც რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა?

ამ საკითხის შესახებ მეცნიერები უძველესი დროიდან ბჭობდნენ. ბევრ მათგანს მიაჩნდა, რომ ადამიანი უნდა ცოცხლობდეს 150 წლამდე და რომ 100 წლამდე სიცოცხლე შემოკლებული სიცოცხლეა (ი. მეჩნიკოვი, ა. ბოგომოლეცი). ასეთი შეხედულება მხოლოდ ხანგრძლივად სიცოცხლის სურვილს როდი ეფუძნებოდა. ფრიად სარწმუნო სტატისტიკური მასალა მოიპოვება იმის შესახებ, რომ არა ერთი და ორი ასეული ადამიანი ცოცხლობს 100 წლამდე და მეტსაც. საინტერესოა ისიც, რომ ბევრი ცხოველის, ფრინველისა და თევზის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ადამიანისა. მაგალითად, ჭანარი და ლოქო ცოცხლობენ 100 წლამდე, ქარიყლაპია -200-250 წელს, ვეშაპი - 400-500 წელს, თუთიყუში -117 წლამდე, ძერა - 100-120 წელს, არწივი 100-160 წელს, შევარდენი -150-170 წელს, კუ - 170-200 წლამდე, სპილო - 100-150 წელს, ქვეწარმავალნი - რამდენიმე ასეულ წელს (გველი - 300-400 წელს და მეტსაც). ცხოველებისა და ფრინველების სიცოცხლის ხანგრძლივობა კარგად არის შემოწმებული. 1732 წელს დაიჭირეს შევარდენი და მის საყელოზე ნახეს წარწერა: “მისი აღმატებულების, ინგლისის მეფის იაკობისა. 1610 წ.” გამოდის, რომ ამ შევარდენმა 122 წელი იცოცხლა. აღწერილია საინტერესო შემთხვევა: 1974 წელს მოსკოვის გარეუბანში, ცარიცინის ტბორებში დაიჭირეს 2 მეტრი სიგრძის ქარიყლაპია; მისი ლაყუჩების სარქველზე დამაგრებული იყო ოქროს ბეჭედი წარწერით: “ჩაუშვა მეფე ბორის თევდორეს ძემ”; ეს იმას ნიშნავს, რომ ქარიყლაპიამ იცოცხლა დაახლოებით 200 წელი. დიდია სიცოცხლის ხანგრძლივობა მცენარეთა სამეფოშიც. მაგალითად, ცაცხვი 1000 წელზე მეტს ცოცხლობს; თელავში დღესაც ხარობს მუხა, რომელიც მეფე ერეკლეს დროინდელია. ლიტვაში არის ევროპაში უძველესი მუხა, რომლის ასაკი 1800 წელია. საბერძნეთში გვხვდება 2-3-ათასწლოვანი ზეთისხილის ხეები, ხოლო აფრიკაში - ბაობაბის ხეები, რომლებიც 5-6 ათას წელს ცოცხლობენ.

სიცოცხლის რა ხანგრძლივობას ვხვდებით ადამიანთა შორის? ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა წინა საუკუნის 80-იან წლებში 45-55 წელი იყო. მიუხედავად ამისა, ცალკეულ პირთა სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება 100 წელსაც კი აჭარბებდეს. ამ მაჩვენებლებით საქართველოც არ ჩამორჩება (უფრო სწორად, არ ჩამორჩებოდა) სხვა ქვეყნებს. მოგიყვანთ ზოგიერთ მაგალითს: 1927 წელს ცნობილი ფრანგი მწერალი ანრი ბარბიუსი სოხუმის ახლოს მდებარე სოფელ ლატში შეხვდა გლეხს, გვარად შანკოვსკის, რომელიც 140 წლისა იყო. მწერალი ძლიერ გააკვირვა მოხუცის ჯანმრთელობამ. მისი მესამე ცოლი 82 წლის იყო, ყველაზე უმცროსი ქალიშვილი - 26 წლის. გამოდის, რომ 114 წლის მოხუც შანკოვსკის სავსებით შენარჩუნებული ჰქონდა სქესობრივი აქტივობა. 1937 წელს ხანდაზმულთა შესწავლის მიზნით სოხუმში უკრაინიდან ჩავიდა სპეციალური ექსპედიცია. დარეგისტრირებულთა შორის ყველაზე ხნიერი იყო ხანპარა კნუტი - 155 წლის (ოჩამჩირიდან) და აფხაზი ადლეიბა მაჟაჩვა - 160 წლის (სოფელ ეილოვიდან). სხვადასხვა სახელმწიფოში მცხოვრებ ხანდაზმულთა სია მეტად მრავალფეროვანი და საინტერესოა. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მოგახსენებთ მხოლოდ ერთს: ლიტერატურაში მოხსენიებულია ინგლისელი თომას კარნე, რომელსაც უცოცხლია 207 წელი. თომას კარნე დაბადებულა 1588 წელს, გარდაცვლილა 1795 წელს, თავისი სიცოცხლის მანძილზე კარნეს 12 მეფე გამოუცვლია. ისტორიაში ის ერთადერთი პიროვნებაა, რომელმაც ასე ხანგრძლივად იცხოვრა. შესაძლოა მკითხველი ძალიან გააკვირვოს მოყვანილმა ფაქტებმა და ციფრებმა, მაგრამ გასაკვირი არაფერია. ადამიანის სიცოცხლე შეიძლება ხანგრძლივი იყოს! მეცნიერება უთუოდ მიაღწევს ამას! ფილოსოფოსმა არისტოტელემ, რომელიც იმავე დროს ექიმი და ბუნებისმეტყველი იყო, ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობის მრავალმხრივი შესწავლისა და დაკვირვების შემდეგ გამოთქვა აზრი, რომ ცხოველის სიცოცხლე ხუთჯერ აღემატება მისი ზრდის ხანგრძლივობას. გერმანელი მეცნიერი ბიუფონი ძირითადად დაეთანხმა მას და საორიენტაციოდ შეადგინა ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობის ცხრილი. ამ ცხრილის მიხედვით, ძაღლი იზრდება 2 წლის განმავლობაში, ცოცხლობს 10-12 წელს. კატა იზრდება 1,5 წელს, ცოცხლობს 8-10 წელს. ხარი იზრდება 4 წელს, ცოცხლობს 20 წელს. ცხენი იზრდება 5 წელს, ცოცხლობს 35-30 წელს. აქლემი იზრდება 8 წელს, ცოცხლობს 40-45 წელს და ა. შ. თუ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, ადამიანმა, რომელიც ზრდას 25-30 წლის ასაკში ამთავრებს, უნდა იცოცხლოს 25 X 5= 125-150 წელი. დასახელებული ციფრი გაზვიადებული სულაც არ არის. გაიხსენეთ ცნობილი ფიზიოლოგის ი. თარხნიშვილის სიტყვები: “ჩვენს დევიზად უნდა გახდეს ასწლიანი სიცოცხლე, სადამდისაც უნდა მიიყვანოს საზოგადოების მზრუნველობამ და მეცნიერებამ მომავალში სიცოცხლისუნარიანი ადამიანების უმრავლესობა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ბოლოს დადგება დრო, როდესაც ადამიანს შერცხვება ას წელიწადზე უფრო ადრე გარდაცვალება!” საზოგადოების და სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობაზე რა მოგახსენოთ! უმჯობესია, თავად გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მუდამ გახსოვდეთ - თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ თქვენს ხელშია!

კომენტარები (2)
tamar
ამერიკელი მოხუცებიც მაგარი ტავმოვლილები არიან . ერტი ის აწუხებტ შვილები ხშირად რატომ არ აკიტხავენ ტუმცა დიდი ხნიტ იმატაც ვერ იტანენ . 84 წლისები მანქანას ატარებენ და სკოლის გაოსაშვებ ბანკეტებზე დადიან. ბევრი 100 წელსაცაა მიგწეული ისევ სალონებსჰი დადისს . ერტი მოხუცი მარატონშიც მონაწილეობდა. ჩვენ მოხუცებსს ეკონომიური სტრესი რომ არ ჰკონდეტ უპრო დიდხანსს იცოცხლებდნენ ყოველგვარი მომვლელის გარეშე. საქარტველოს მოხუცები ისევ ოჯახზე და შვილიბზე ზრუნავენ და რამდენ მოხუცსს ნახავტ ბაზრობებზე. ვენაცვალე ყოველ მატგანსს, მარტლა გმირები არიან
თარიღი : 04-04-2015
marina
ბერზნები უმეტესობა გმა მოხუცებულები კვდებიან,კარგად იკვებებიან,ეკიმი და წამალი ტავის დროზე აქვტ,მომვლელები,ტავის დროზე ზილი შუადგეს,ტანაც ტბილი ქვეყანაა,ზგვაზე ბანაობენ 100 წლის მოხუცები ,დაიპრაჭებიან...
თარიღი : 03-04-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები