/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

კომპიუტერული დამოკიდებულება

კომპიუტერული დამოკიდებულება
კომპიუტერული დამოკიდებულება ახალი ავადმყოფობაა, რომელიც მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილს ემართება - მოზარდებსა და „ახალგაზრდა დიდებს“.

მართალია, ამ დაავადებას ინფექციასთან არაფერი აქვს საერთო, მაგრამ მსოფლიოში ეპიდემიის სისწრაფით ვრცელდება.

როგორ ყალიბდება დამოკიდებულება?

კომპიუტერულ დამოკიდებულებას იგივე მიზეზები აქვს, რაც თამაშომანიას. ყველა ადამიანის თავის ტვინშია დაკმაყოფილების ცენტრი.

ამ ცენტრის მუდმივ სტიმულაციას ლაბორატორიული ცხოველები იქამდე მიჰყავს, რომ ისინი ყველაფერს ივიწყებენ სიამოვნებისთვის, საკვებზეც კი უარს ამბობენ და ორგანიზმის გამოფიტვის შედეგად იხოცებიან. კომპიუტრული დაავადება თანდათანობით ყალიბდება. თუ ვირტუალომანი ორი საათით მოვაშორეთ კომპიუტერს, შესაძლოა აბსტინენციური სინდრომი განუვითარდეს.

კომპიუტერული დამოკიდებულების ძირითადი ტიპებია:

  • ინტერნეტდამოკიდებულება (ქსელომანია);
  • კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება.

ინტერნეტდამოკიდებულება ვლინდება სოციალურ ქსელებში უსასრულო “ჯდომით”. ზოგჯერ ასეთი ადამიანები დღე-ღამეში 12-14 საათს ატარებენ ვირტუალურ სამყაროში, აბამენ ვირტუალურ ნაცნობობას, ქაჩავენ მუსიკას, ურთიერთობენ ჩატში. ესენი გაუწონასწორებელი, მოუწესრიგებელი პიროვნებები არიან, რომლებსაც ახლობლები სრულიადაც აღარ ადარდებთ.

ქსელომანიისთვის დამახასიათებელია რამდენიმე ნიშანი.

  • ელექტრონული ფოსტის წამდაუწუმ შემოწმების აკვიატებული ჩვევა;
  • წინასწარ ტკბობა მომავალი ონლაინ სეანსით;
  • ვირტუალურ სამყაროში უფრო და უფრო მეტი ხნის გატარება;
  • პოლიტიკური, ეკონომიკური და უბრალოდ ცხოვრებისეული შთაბეჭდილებებისა და ემოციების სოციალურ ქსელში გაზიარება, გამოხატვა და კამათი მათ გამო;
  • ონლაინ შოპინგის სიყვარული.

კიბერადიქცია კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულებაა, რომელიც რამდენიმე ჯგუფად იყოფა:

  • როლურ კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება (რეალობიდან მაქსიმალური გასვლა);
  • არაროლურ კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება (დაბრკოლებების გადალახვა, თავსატეხების ამოხსნა, ქულების დაგროვება).

კომპიუტერული დამოკიდებულების ნიშნებია:

  • კომპიუტერთან ჯდომის დროს გუნება-განწყობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება;
  • თამაშის შეწყვეტის უუნარობა (თუ ასეთ ადამიანს მაინც მოსწყვეტთ თამაშს, იგი ღიზიანდება, შესაძლოა აგრესიაც კი გამოამჟღავნოს).
  • კომპიუტერის გამო სამსახურებრივი და ოჯახური მოვალეობების უგულებელყოფა;
  • კომპიუტერის გამო პირადი ჰიგიენის, კვებისა და ძილის უგულებელყოფა;
  • გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას ნებისმიერი საუბრის დაკავშირება კომპიუტერულ თემატიკასთან;
  • მეგობრებთან, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან ვერბალური ურთიერთობის სურვილის გაქრობა.

კომენტარები (1)
s.s.
ეგ გავიგეთ და როგორ ვუშველოთ ასეთებს?
თარიღი : 11-03-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

15-წლიანი ერთგულების ისტორია, რომელიც გრძელდება - რადიო „პალიტრამ“ იუბილე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა
15-წლიანი ერთგულების ისტორია, რომელიც გრძელდება - რადიო „პალიტრამ“ იუბილე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა
რა­დიო „პა­ლიტ­რა“ 15 წლის გახ­და.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

კომპიუტერული დამოკიდებულება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კომპიუტერული დამოკიდებულება

მართალია, ამ დაავადებას ინფექციასთან არაფერი აქვს საერთო, მაგრამ მსოფლიოში ეპიდემიის სისწრაფით ვრცელდება.

როგორ ყალიბდება დამოკიდებულება?

კომპიუტერულ დამოკიდებულებას იგივე მიზეზები აქვს, რაც თამაშომანიას. ყველა ადამიანის თავის ტვინშია დაკმაყოფილების ცენტრი.

ამ ცენტრის მუდმივ სტიმულაციას ლაბორატორიული ცხოველები იქამდე მიჰყავს, რომ ისინი ყველაფერს ივიწყებენ სიამოვნებისთვის, საკვებზეც კი უარს ამბობენ და ორგანიზმის გამოფიტვის შედეგად იხოცებიან. კომპიუტრული დაავადება თანდათანობით ყალიბდება. თუ ვირტუალომანი ორი საათით მოვაშორეთ კომპიუტერს, შესაძლოა აბსტინენციური სინდრომი განუვითარდეს.

კომპიუტერული დამოკიდებულების ძირითადი ტიპებია:

  • ინტერნეტდამოკიდებულება (ქსელომანია);
  • კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება.

ინტერნეტდამოკიდებულება ვლინდება სოციალურ ქსელებში უსასრულო “ჯდომით”. ზოგჯერ ასეთი ადამიანები დღე-ღამეში 12-14 საათს ატარებენ ვირტუალურ სამყაროში, აბამენ ვირტუალურ ნაცნობობას, ქაჩავენ მუსიკას, ურთიერთობენ ჩატში. ესენი გაუწონასწორებელი, მოუწესრიგებელი პიროვნებები არიან, რომლებსაც ახლობლები სრულიადაც აღარ ადარდებთ.

ქსელომანიისთვის დამახასიათებელია რამდენიმე ნიშანი.

  • ელექტრონული ფოსტის წამდაუწუმ შემოწმების აკვიატებული ჩვევა;
  • წინასწარ ტკბობა მომავალი ონლაინ სეანსით;
  • ვირტუალურ სამყაროში უფრო და უფრო მეტი ხნის გატარება;
  • პოლიტიკური, ეკონომიკური და უბრალოდ ცხოვრებისეული შთაბეჭდილებებისა და ემოციების სოციალურ ქსელში გაზიარება, გამოხატვა და კამათი მათ გამო;
  • ონლაინ შოპინგის სიყვარული.

კიბერადიქცია კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულებაა, რომელიც რამდენიმე ჯგუფად იყოფა:

  • როლურ კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება (რეალობიდან მაქსიმალური გასვლა);
  • არაროლურ კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება (დაბრკოლებების გადალახვა, თავსატეხების ამოხსნა, ქულების დაგროვება).

კომპიუტერული დამოკიდებულების ნიშნებია:

  • კომპიუტერთან ჯდომის დროს გუნება-განწყობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება;
  • თამაშის შეწყვეტის უუნარობა (თუ ასეთ ადამიანს მაინც მოსწყვეტთ თამაშს, იგი ღიზიანდება, შესაძლოა აგრესიაც კი გამოამჟღავნოს).
  • კომპიუტერის გამო სამსახურებრივი და ოჯახური მოვალეობების უგულებელყოფა;
  • კომპიუტერის გამო პირადი ჰიგიენის, კვებისა და ძილის უგულებელყოფა;
  • გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას ნებისმიერი საუბრის დაკავშირება კომპიუტერულ თემატიკასთან;
  • მეგობრებთან, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან ვერბალური ურთიერთობის სურვილის გაქრობა.


რა ფიზიკური ზიანი ადგება კომპიუტერზე დამოკიდებულების მქონე ადამიანს?

  • მხედველობის დარღვევა;
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • თავის ტკივილი;
  • გადაღლილობა;
  • უძილობა;
  • ზურგის ტკივილი;
  • გვირაბის სინდრომი (მაჯის არეში ტკივილი).

კომპიუტერული დამოკიდებულების დიაგნოსტიკა

ირგვლივ მყოფები უმეტესად პირველები ამჩნევენ კომპიუტერზე დამოკიდებულის ხასიათისა და ქცევის ცვლილებებს. კომპიუტერომანიით შეპყრობილი ადამიანი უნდა დარწმუნდეს, რომ მდგომარეობა მეტად საყურადღებოა, ამაში მისი დარწმუნება კი მისმა ახლობლებმა და გულშემატკივრებმა უნდა მოახერხონ.

მკურნალობის პირველი ნაბიჯი კომპიუტერისადმი საკუთარი პათოლოგიური დამოკიდებულების გაცნობიერებაა. დამოკიდებულებისგან გათავისუფლების გზა შეიძლება დაიწყოს ფსიქოთერაპევტის კონსულტაციით. მნიშვნელოვანია, პაციენტი პოზიტიურად განეწყოს ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის მიმართ. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ რაიმე საბაბი, მაგალითად, ფსიქოლოგიური ტესტირება ან პროფესიული ორიენტაციის გარკვევა.

წესისამებრ, კომპიუტერზე დამოკიდებულება უვითარდებათ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დაბალი თვითშეფასება, აკლიათ საკუთარი თავის რწმენა, უჭირთ ხალხთან ურთიერთობა. ამ დროს საჭიროა საქმეში ფსიქოლოგის ჩართვა, რომლის პირველივე სეანსიდან დამოკიდებულების მქონე ადამიანმა კრიტიკულად უნდა შეხედოს თავის დამღუპველ ჩვევას.

კომპიუტერული დამოკიდებულებისგან საბოლოოდ გათავისუფლება თავად პაციენტსა და მის შეგნებულ მიდგომაზეა დამოკიდებული.

კომპიუტერული დამოკიდებულების წარმატებული მკურნალობის მნიშვნელოვანი ეტაპია იმ მიზეზების გამოვლენა, რამაც ადამიანი აიძულა, რეალობას გაქცეოდა. მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს ფსიქოთერაპიის სეანსები. ფარული დეპრესიის გამოვლენის შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობა უნდა ჩატარდეს. ფსიქოკორექცია ტარდება როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურადაც.

მკურნალობის შედეგად უმჯობესდება ახლობლებსა და თანატოლებთან ურთიერთობა, მუშავდება ნებისყოფა, იზრდება თვითშეფასება, ყალიბდება ახალი ცხოვრებისეული გატაცებები. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური სამუშაოს ჩატარება არა მარტო დამოკიდებულ ადამიანთან, არამედ მისი ოჯახის წევრებთანაც. მხოლოდ მათი შეთანხმებული მოქმედებით მიიღწევა მკურნალობის მყარი შედეგი და ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობა.

რამდენიმე რჩევა იმის თაობაზე, როგორ ავაცილოთ თავიდან მოზარდებსა და ბავშვებს კომპიუტერული დამოკიდებულების განვითარების საშიშროება:

  • იმდენად, რამდენადაც რეალური სამყაროდან ბავშვის გაქცევის პირველი მიზეზია არსებული ვითარებით დაუკმაყოფილებლობა, უწინარესად აუცილებელია დავადგინოთ, რამ უბიძგა ბავშვს ვირტუალურ სამყაროში გადაშვებისკენ.
  • არასწორია ვაკრიტიკოთ ბავშვი, რომელიც ბევრ დროს ატარებს კომპიუტერთან.
  • თუ ბავშვს კომპიუტერული დამოკიდებულების ნიშნები შეამჩნიეთ, ნუ გაამწვავებთ სიატუაციას, მიმართეთ ფსიქოთერაპევტს.
  • შეეცადეთ, თავადაც გაერკვიოთ თამაშის არსში - თუ ბავშვის ინტერესებს გაიზიარებთ, ეს დაგაახლოებთ და თქვენდამი მისი ნდობის ხარისხს გაზრდის.
  • შეუზღუდეთ ბავშვს ძალადობაზე დაფუძნებულ ფილმებსა და თამაშებზე წვდომა.