სილამაზე სისუფთავეშია! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სილამაზე სისუფთავეშია!

სისუფთავე რომ სილამაზეა, ეს სულაც არ არის ხმამაღალი სიტყვები. სისუფთავე სხეულის, სახის, თმის მოვლის ძირითადი პრინციპია, თუმცა ეს თქვენც კარგად იცით.

როცა სხეულისა თუ სახის კანის მოსავლელ საშუალებას არჩევთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ მინერალებისა და ვიტამინ­ების შემცველობას.

არს­ებობს საშხაპე კრემ­ები, რომლებსაც კა­ნის გასწორების, გაჭიმვისა და მინერალიზების უნარი შესწევს. ისინი ნაზად ასუფთავებენ კანს და ავსებენ მას აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით.

  • კანი სუნთქავს

გასუფთავების წყალობით უმჯობესდება კანის სისხლით მომარაგება, იხსნება ფორები და ხდება კანის მკვდარი უჯრედების მოცილება. კანი უნდა გაიწმინდოთ დღეში მხოლოდ ორჯერ - დილით და საღამოს.

  • დაბანა

კანის გასუფთავება კომფორტული უნდა იყოს. მაგალითად, სიამოვნებას მოგგვრით დასაბანად განკუთვნილი დამამშვიდებელი გელი. სასიამოვნოა არომატული საპონიც. რა შეედრება ხელში მისი ნაზი ქაფის შეგრძნებას... ახლა მრავლადაა როგორც მაგარი, ისე ნახევრად მაგარი საპნები, რომლებიც ისევე არბილებს და ატენიანებს კანს, როგორც თხევადი. მწარმოებლები ამაზე ზრუნავენ.

მაშ ასე, გირჩევთ გამოიყენოთ:

  1. ზეითუნის ზეთის შემცველი საპონი;
  2. რბილი საპონი დამარბილებელი ეფექტით, რომლებიც სხვადასხვა კრემს შეიცავს;
  3. ხილის, განსაკუთრებით გრეიპფრუტის შემცველი საპონი.

  • ინტიმური საკითხი

სხეულის განსაკუთრებით სათუთი ნაწილებისთვის არსებობს სპეციალური საშუალებები, რომლებიც არ აღიზიანებს კანსა და ლორწოვანს, შეიცავს გვირილისა და ალოეს ექსტრაქტს, ვიტამინებს, უპირატესად - E-ს. ასეთი საშუალებების უნიკალური ფორმულა აქრობს უსიამოვნო სუნს, არბილებს და ანოტივებს კანს.

  • თოვლივით თეთრი

მოვლილი სახის სასურველი სამკაულია მომხიბვლელი ღიმილი და თეთრად მოქათქათე კბილები. ალბათ თქვენ ცდილობთ, საუკეთესო კბილის პასტა გამოიყენოთ, რომელიც სიჯანსაღესაც უნარჩუნებს კბილებსა და ღრძილებს და მათეთრებელი ეფექტიც აქვს.

  • არავითარი გამონაყარი

თუ მუწუკები განწყობას გიფუჭებთ, მუდამ თან იქონიეთ სპეციალური ჰიგიენური ხელსახოცები, რომლებიც საიმედოდ წმენდს კანს და გამონაყართან ბრძოლაში ეხმარება.

  • დემაკიაჟი

მაკიაჟის გაკეთება დიდი ოსტატობაა, მაგრამ მოშორებაც არანაკლებია. ამ პროცესში დაგეხმარებათ დემაკიაჟისთვის განკუთვნილი სველი ხელსახოცები, რომლებიც განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, არ შეიცავს სპირტს, არ აღიზიანებს კანს და დამამშვიდებელ ეფექტსაც ახდენს.