ჯანსაღი ცხოვრების ელემენტები
აქტივობას, პირად ჰიგიენას, სხეულის გაკაჟებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას, ადამიანების სიყვარულს, ცხოვრების პოზიტიურ აღქმას.
ცხოვრებისეული გამოცდილება მეტყველებს, რომ ადამიანი ჯანმრთელობისთვის მხოლოდ მას შემდეგ იწყებს ზრუნვას, რაც ის სერიოზული პრობლემებს შეუქმნის.
-
10 რეკომენდაცია
გთავაზობთ ექიმების, დიეტოლოგებისა და ფსიქოლოგების საერთაშორისო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ათ ძირითად რეკომენდაციას, რომლებიც საფუძვლად უდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს და საშუალებას გვაძლევს, დაავადება ჩანასახშივე მოვსპოთ.
- შეავსეთ კროსვორდები, დაეუფლეთ უცხო ენებს, დაივიწყეთ კალკულატორი და გამოთვლები გონებაში აწარმოეთ. ყოველივე ეს შესანიშნავად ავარჯიშებს ტვინს, ანელებს გონებრივ შესაძლებლობათა ასაკობრივ დეგრადაციას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.
- სამსახური ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია. ეცადეთ, თქვენთვის შესაფერისი სამსახური იპოვოთ, რომელიც მატერიალურ კეთილდღეობასთან ერთად სიხარულსაც მოგიტანთ. საყვარელი საქმე აფერხებს ბიოლოგიური დაბერების პროცესს და ახალგაზრდობას ახანგრძლივებს.
- ერიდეთ ნაყროვანებას. ჩვეული 2500 კალორიის ნაცვლად დღეში 1500 იკმარეთ. ამით უჯრედების აქტიურობას და სწრაფ თვითგანახლებას შეუწყობთ ხელს. ნურც მეორე უკიდურესობაში გადაეშვებით _ არასრულფასოვანი კვება არანაკლებ მავნებელია.
- ეცადეთ, მენიუ თქვენს ასაკს შეეფერებოდეს. საქონლის ღვიძლი და კაკალი 30 წლის ქალებს პირველი ნაოჭების გაჩენას ააცილებს თავიდან. რძის ნაწარმი დიდი რაოდენობით სელენის შემცველობის გამო 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებს მოუხდებათ, გარდა ამისა, ორივე სქესის წარმომადგენლებს სტრესის მავნე შედეგების სწრაფ ლიკვიდაციაში დაეხმარება. 50 წლის შემდეგ აუცილებელია მაგნიუმით და კალციუმით მდიდარი საკვები, ასევე - თევზი, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის საიმედო მცველია.
- ეცადეთ, ყოველთვის გქონდეთ საკუთარი აზრი. მოვლენათა არსის გაცნობიერება ადამიანს დათრგუნულობისა და დეპრესისგან იცავს.
- ახალგაზრდობის შენარჩუნებაში სიყვარული და სინაზე დაგეხმარებათ. იპოვეთ ცხოვრების თანამგზავრი. იმუნურ სისტემას ისე არაფერი აძლიერებს, როგორც ბედნიერების ჰორმონი - ენდორფინი, შეყვარებული ადამიანის სისხლში კი ის ყოველთვის ბევრია.
- იძინეთ გრილ ოთახში (17-18 გრადუსზე). ესეც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ - გარემოს ტემპერატურა ხომ პირდაპირ განსაზღვრავს ნივთიერებათა ცვლის და ასაკობრივი ცვლილებების განვითარების ტემპს.
- მეტი იმოძრავეთ. უკვე დამტკიცებულია, რომ დღეში 8-10- წუთიანი ვარჯიშიც კი საგრძნობლად ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
- დროდადრო შეგიძლიათ მოეშვათ და აკეთოთ ის, რის უფლებასაც, თავს, ჩვეულებრივ, არ აძლევთ.
- ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. სხვადასხვა სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები ყველაზე ხშირად მათ ემართებათ, ვინც საკუთარ ტკივილს არავის უმხელს.
-
კარგი განწყობა
ჯანსაღი ცხოვრების ერთგვარი ინდიკატორია კარგი განწყობა, რომელიც ადამიანის ემოციურ, მენტალურ, ინტელექტუალურ, ფიზიკურ, სოციალურ და სულიერ სფეროებს მოიცავს.
- ემოციური და მენტალური განწყობა ადამიანს ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარება, ანიჭებს ოპტიმიზმს, კონსტრუქციულობას, საკუთარი ემოციებისადმი პოზიტიურ განწყობას.
- ინტელექტუალური განწყობა ახალი ინფორმაციის მიღებისა და მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა, რაც ზრდის ცხოვრების ხარისხს და ახალ ვითარებაში ადვილად ორიენტირების უნარს.
- ფიზიკური განწყობა ყოველდღიური საქმიანობის მოთხოვნათა შესაბამისად მოქმედების უნარია, რომელიც კარგი ფიზიკური მომზადებისა და სასარგებლო მოძრაობითი თვისებების დამსახურებაა.
- სოციალური განწყობა სხვა ადამიანებთან წარმატებული ურთიერთობის უნარს განსაზღვრავს.
- სულიერი განწყობა - მისი მეშვეობით ყალიბდება ღირებულებათა სისტემები, ადამიანი სახავს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მიზნებს და მათკენ მიისწრაფვის.