ულტრაიისფერი პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ულტრაიისფერი პრობლემები

ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელიც წელიწადის ამ პერიოდში რამდენჯერმე ძლიერდება, მრავალი უსიამოვნების სათავედაც იქცევა ხოლმე.

  • ქრონიკული ინფექციების გამწვავება

მწვავდება ქრონიკულად მიმდინარე ისეთი ინფექციები, როგორიცაა ჰერპესი, ხშირია გაციება, მწვავე რესპირატორული დაავადებები, მცირდება ვაქცინაციის ეფექტი. რატომ?

- მზის გულზე დიდხანს ყოფნისას ორგანიზმში საგრძნობლად იკლებს იმუნიტეტზე პასუხისმგებელი ლიმფოციტების რაოდენობა, რის შედეგადაც ორგანიზმის თავდაცვა მუშაობის ნაკლებეფექტიან რეჟიმში გადადის და ვეღარ უმკლავდება ორგანიზმში მთვლემარე მდგომარეობაში მყოფ ვირუსებსა და ბაქტერიებს. ისინი სულ მცირე პროვოკაციის შედეგადაც კი (ორპირი ქარი, გაციება, ცივი წვენები და წყალი) აქტიურდებიან და გამწვავებაც იწყება.

როგორ მოვიქცეთ?

- საუკეთესო გამოსავალია იმუნური სისტემის გაძლიერება მცენარეული საშუალებებით, ადაპტოგენებით და პოლივიტამინებით.

  • კვებითი ინტოქსიკაციები და ნაწლავური ინფექციები

ზაფხულში საგრძნობლად იმატებს კვებითი ინტოქსიკაციითა და ნაწლავური ინფექციებით პროვოცირებული დიარეა. რატომ?

- სიცხე ნაწლავური ინფექციის მრავალი გამომწვევისთვის იდეალური გარემოა. სულ მცირე დაუდევრობა, ჰიგიენის წესების დაუცველობა და მწვავე დიარეის აღმოცენებას აღარაფერი ეღობება წინ. ხშირია ე.წ. მოგზაურთა დიარეაც, რომელიც დასასვენებელ ადგილას ჩასვლისას ახალ გარემოსთან ადაპტაციის თანმხლებია.

როგორ მოვიქცეთ?

- ზაფხულში ნაწლავურ უსიამოვნებებს თავს დააღწევთ, თუ არ დაგავიწყდებათ ერთი მარტივი წესი - ხშირად დაიბანეთ ხელები, არაფერი მიირთვათ გაურეცხავი და იმავეს მიაჩვიეთ პატარებიც.

  • მხედველობის დაქვეითება

მოსალოდნელია მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, თვით კატარაქტის განვითარებამდეც კი. რატომ?

- ხშირად ეს მზის სათვალის გარეშე უზომო, გადაჭარბებული გარუჯვით არის გამოწვეული. ამის შედეგად ზიანდება თვალის ბადურა გარსი, ხოლო ბროლის ცილებში გროვდება არასასურველი პიგმენტი, რომელიც ძლიერ აზიანებს მას.

როგორ მოვიქცეთ?

- არ გავირუჯოთ მზის სათვალის გარეშე და მხედველობის დაქვეითების პირველივე ნიშნების შემჩნევისას მივმართოთ ოფთალმოლოგს. საწყის სტადიაში მდგომარეობა იოლად გამოსწორდება თვალების სპეციალური ვარჯიშით.

  • ალერგია მზეზე

მზეზე ხშირია ალერგიული გამოვლინებანი. ალერგია უმეტესად ფოტოდერმატოზით იჩენს თავს. რატომ?

- მზეზე ალერგიას განაპირობებს თანდაყოლილი განწყობა, რომლის გამოც ადამიანი მწვავედ, გადაჭარბებულად რეაგირებს ულტრაიისფერ გამოსხივებაზე, თუმცა მხოლოდ განწყობა არ კმარა; მაპროვოცირებელი ფაქტორის როლს უმეტესად ასრულებს ზოგიერთი მედიკამენტის, მათ შორის - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, ტკივილგამაყუჩებლების, ტრანკვილიზატორების, დიაბეტის სამკურნალო წამლების, ანტიბიოტიკებისა და ანტიდეპრესანტების მიღება.

როგორ მოვიქცეთ?

- დავიცვათ თავი ჩვეულებრივი ანტიჰისტამინური პრეპარატების პროფილაქტიკური დოზებით და ვერიდოთ მზის გულზე დაუცველად სიარულს.

  • სისხლძარღვოვანი პათოლოგიების გამწვავება

ამ მხრივ ყველაზე ხშირად ვარიკოზული დაავადების გამწავებაა მოსალოდნელი. რატომ?

- მზე და სიცხე ხელს უწყობს სისხლის გასქელებას და სისხლძარღვთა კედლების გაფართოებას. ყოველივე ეს ნორმალურად მოფუნქციე სისხლძარღვებშიც კი არღვევს სისხლის მიმოქცევას და წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლება სისხლის ნორმალური მოძრაობა უკვე გაფართოებულ და დაზიანებულ ვენებში.

როგორ მოვიქცეთ?

- ტემპერატურის მატების პარალელურად ვენათა პრობლემების მქონე პირებმა აქტიურად უნდა დაიცვან თავი ადგილობრივი საშუალებებით: მალამოებით, ელასტიკური ტრიკოტაჟით, ვარჯიშით ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და სხვა.

  • დერმატოლოგიური პრობლემები

ხშირია ქრონიკული დერმატოლოგიური დაავადებების გამწვავება, ყველაზე ხშირად - აკნესა და როზაცეისა. რატომ?

- მზის სხივების გავლენით და იმუნიტეტის დაქვეითების შედეგად აქტიურდებიან თითქმის ყველა ადამიანის კანზე მობინადრე პათოგენური მიკრობები და მიკროსკოპული პარაზიტები.

როგორ მოვიქცეთ?

- აუცილებელია დერმატოლოგთან ვიზიტი და ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული პრეპარატების დროული გამოყენება.


  • ფრთხილად, ტუბერკულოზია!

ზოგიერთი ტუბერკულოზით ინფიცირებას სწორედ ზაფხულში აღმოაჩენს ხოლმე. რატომ?

- ბევრი გარეგნულად ჯანმრთელი ადამიანი შესაძლოა ტუბერკულოზის მატარებელი იყოს. დაავადება წლების განმავლობაში უსიმპტომოდ, ფარული ფორმით მიმდინარეობს და არაფრით იჩენს თავს, თუმცა მზისადმი დაუოკებელმა ლტოლვამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მის გაღვიძებას.

როგორ მოვიქცეთ?

- თუ მზის გულზე უზრუნველად გარუჯვის პარალელურად ამჩნევთ სისუსტეს, ოფლიანობას, ხველას, წონის კლებას, უმადობას, ფლუოროგრაფიული გამოკვლევის ჩატარებას გირჩევთ.

  • კანზე ახალწარმონაქმნთა გაძლიერებული ზრდა

ესამჩნევად იმატებს კანზე უკვე არსებულ ახალწარმონაქმნთა ზრდის ტემპი - ხალები, პიგმენტური ლაქები, ჰემანგიომები წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით სწრაფად იწყებენ ზრდას. რატომ?

- ჭარბი ინსოლაცია იწვევს კანში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც არღვევენ უჯრედულ მემბრანასა და სტრუქტურებს, იწვევენ სიმსივნური ქსოვილოვანი წარმონაქმნების გაძლიერებულ ზრდას.

როგორ მოვიქცეთ?

- თუ ხალმა ფერი და ზომა იცვალა, აგექავათ ან სხვაგვარ დისკომფორტს იწვევს, აუცილებლად მიდით დერმატოლოგთან, სისხლძარღვოვანი ლაქების ზრდისას კი ანგიოლოგს მიმართეთ.

  • ქალური პრობლემები

ამ პერიოდში ასევე ხშირად მწვავდება ქალური პრობლემები, მათ შორის - საშვილოსნოს მიომა და მასტოპათია. რატომ?

- ჰორმონდამოკიდებულ ქალურ პრობლემებს არ უყვართ მაღალი ტემპერატურა, გარუჯვა. გარდა ამისა, გადაჭარბებული ინსოლაცია არასასურველ გავლენას ახდენს ჰიპოფიზსა და ჰიპოთალამუსზე - თავის ტვინის იმ სტრუქტურებზე, რომლებიც ენდოკრინულ სისტემებს, მათ შორის - რეპროდუქციულსაც, განაგებენ, მათ მუშაობაში ხარვეზების გაჩენა კი ხელს უწყობს მიომის, მასტოპათიისა და საკვერცხებთან უკვე არსებული პრობლემების გაწვავებას.

როგორ მოვიქცეთ?

-ასეთი დაავადებების მქონე ქალბატონებმა თავი უნდა არიდონ მზის აბაზანების ხშირ მიღებას და მხოლოდ დღის განსაკუთრებით უვნებელ პერიოდებში გაირუჯონ.

  • მცხუნვარე მზე არც ფარისებრ ჯირკვალს ინდობს

შვებულებისას ხშირია ჰიპერთირეოზის გამწვავება - მდგომარეობისა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი საჭიროზე დიდი რაოდენობის ჰორმონებს გამოიმუშავებს. რატომ?

- ჭარბი მზის სხივები ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას ასტიმულირებს, რასაც ჰორმონთა გაძლიერებული სინთეზი მოსდევს. ყოველივე ეს ვლინდება გაძლიერებული მაჯისცემით, განგაშითა და შფოთვით, ჰაერის უკმარისობით და დისკომფორტით კისრის არეში.

როგორ მოვიქცეთ?

- ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების არსებობისას, აუცილებელია, მზეზე გარუჯვის ნებართვა უშუალოდ ენდოკრინოლოგისგან მიიღოთ.

  • ულტრაიისფერი სტრესი

ხშირია ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის მოშლილობა, გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, არაადეკვატური ქცევა, ნევროზები და ნევრასთენია. რატომ?

- არამყარი ფსიქიკის მქონე ადამიანებზე ულტრაიისფერი სხივები არაპროგნოზირებად გავლენას ახდენს, რაც თავის ტვინის სისხლძარღვებზე მზის ზემოქმედებით აიხსნება.

როგორ მოვიქცეთ?

- გაღიზიანებადობის ფონის მატებას შეამჩნევთ თუ არა, დაიწყეთ რომელიმე მსუბუქი მცენარეული დამამშვიდებელი საშუალების მიღება. თუ ამ გზით ვითარების გამოსწორება ვერ მოხერხდა, უმჯობესია მიმართოთ ნევროლოგს, რომელიც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ თერაპიასა და ანტისტრესულ მკურნალობას დაგინიშნავთ.