როგორ დავიბრუნოთ ფორმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიბრუნოთ ფორმა

შინ

  • ეცადეთ, აგარაკიდან შინ შვებულების დამთავრებამდე 2-3 დღით ადრე დაბრუნდეთ.
  • თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, შინ დაბრუნებისთანავე ნუ მიუჯდებით კომპიუტერს.
  • ჩამოსვლისთანავე ნუ დაიწყებთ რეკვას ნაცნობ-მეგობრებთან ახალი ამბების გასაგებად.
  • არ არის საჭირო, რაც შეიძლება სწრაფად დაემშვიდობოთ დასვენებისდროინდელ შთაბეჭდილებებს. გამოფინეთ ფოტოები საწოლ ოთახში და სამუშაო მაგიდასთან, გააკეთეთ ალბომი, თვალი გადაავლეთ "იქიდან" ჩამოტანილ ნივთებსა და სუვენირებს.
  • ყოველდღიურ განაწესში აუცილებლად ჩართეთ ფიტნესი და გასეირნება.
  • ვიდრე მოთენთილობა და უგუნებობა იჩენდეს თავს, ჩაატარეთ პროფილაქტიკა - მიიღეთ ჩ ვიტამინის დარტყმითი დოზა, ხშირად დალიეთ ასკილიანი და ლიმონიანი ჩაი - ყოველივე ეს იმუნურ სისტემას დიდად წაადგება.
  • ვიდრე მუშაობას შეუდგებოდეთ, დანერგეთ ახალი წესი - ჩვევად აქციეთ დილაობით კონტრასტული შხაპის მიღება.

ძილი

  • შინ დაბრუნებისთანავე დაწექით და კარგად გამოიძინეთ.
  • პირველ დღეებში დასასვენებლად დაწექით შედარებით ადრე.
  • გახსოვდეთ: შუაღამემდე ერთსაათიანი ძილი ნაშუაღამევს ორსაათიანის ტოლფასია.
  • იძინეთ მინიმუმ 7 საათი; თუ საშუალება გაქვთ - იმდენი, რამდენიც გსურთ.
  • ჯანმრთელობისთვის ძალზე სასარგებლოა ადრე ადგომა.
  • თუ ძილი გაგიტყდათ, მიიღეთ 25 წვეთი კატაბალახას ნაყენი, დალიეთ თაფლიანი ან პიტნიანი ჩაი.

კვება

  • ერიდეთ ყოველგვარ დიეტას, განსაკუთრებით - შვებულების შემდეგ პირველი 1-2 კვირის განმავლობაში.
  • რაციონში ჩართეთ ყველაზე ანტიდეპრესიული პროდუქტები: თევზი, ფორთოხალი, ატამი, თხილი, რძე, შავი შოკოლადი და ბანანი.
  • ნუ იჩქარებთ ჩვეულ რაციონზე გადასვლას; თავდაპირველად უფრო მეტად მსუბუქი სალათები მიირთვით, რათა კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ძველ რეჟიმში დაბრუნება გაუადვილდეს. კარგია ფაფები, იოგურტი, ჩაშუშული ბოსტნეული, ხორცი და თევზიც.
  • შესვენებაზე მაძღრისად ნუ დანაყრდებით. გახსოვდეთ: მთელი ცხოვრება ბრძოლაა, სადილამდე - შიმშილთან, ხოლო სადილის შემდეგ - ძილთან.

ცხოვრების წესი

  • კომპიუტერსა და მობილურში მთების, ზღვის, ყვავილებისა და თევზების სურათები ჩატვირთეთ - ზაფხულს გაგახსენებთ.
  • ეცადეთ, მუდმივად შეინარჩუნოთ სისხლში ბედნიერების ჰორმონები - ენდორფინები. ამაში გემრიელი სასუსნავი, მზის სინათლე და ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ.
  • დიდხანს ნუ ინებივრებთ დივანზე.
  • თუ ქრონიკულად მოავადე ბრძანდებით, ყურადღება მიაქციეთ დაავადებულ სისტემას, ჰიპერტონიის შემთხვევაში უფრო ხშირად იზომეთ წნევა და რეგულარულად მიიღეთ დანიშნული პრეპარატები.
  • ხშირად ისეირნეთ მზის ჩასვლამდე - მზე ენერგიის საუკეთესო წყაროა.
  • ენერგიით აგავსებთ ასევე სწრაფი სირბილი,  ველოსიპედი,  ტრენაჟორებზე ვარჯიში, ცეკვა.

გახალისდით

  • მუშაობისას ხშირად გაიხსენეთ შვებულების საუკეთესო წუთები.
  • რამდენიმე დღით გადადეთ მობეზრებული ვალდებულებები და თავს უფლება მიეცით, აკეთოთ რაიმე სასიამოვნო. მოინახულეთ საყვარელი ადამიანები, შეხვდით მეგობრებს, ისეირნეთ, იკითხეთ, შეიძინეთ ახალი ნივთები.
  • საშინაო საქმეებისგან ცოტა ხნით დაისვენეთ. ეცადეთ, საქმე სადაგ დღეებში მოილიოთ, უქმეები კი ოჯახთან ერთად მყუდრო, სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.
  • აკეთეთ კეთილი საქმეები - ეს თვითშეფასებას აგიმაღლებთ.
  • თვალი გადაავლეთ ცხოვრებისეულ მიზნებს. თუ გსურთ, შფოთვისა და მღელვარების პერიოდი დასრულდეს, აქტიურ ქმედებებზე გადადით.

დაიხმარეთ ადაპტოგენები

  • დასვენების შემდგომ, როდესაც იმუნური სისტემა დასუსტებულია და ორგანიზმი რეაკლიმატიზაციას გადის, საკმარისია, მცირე ხნით მოხვდეთ ორპირ ქარში და გაციებაც არ დააყოვნებს.
  • მიიღეთ ვიტამინების კომპლექსი და იმუნური სისტემის გამაძლიერებელი პრეპარატები.
  • დაუბალანსებელი დღიური რიტმით გამოწვეული აღგზნების მოსახსნელად კატაბალახასა და კუნელის ნაყენი მიიღეთ.
  • აქტივობის სტიმულაციაში ჟენ-შენი, ელეუტეროკოკი და ლიმონურა დაგეხმარებათ.
  • მიირთვით ბანანი - ის ბუნებრივი ანტიდეპრესანტია.

სამსახურში

დასვენებისას ადამიანი ივიწყებს ჩვეულ პრობლემებს და მუდმივი დაძაბულობისგან თავისუფლდება. ყოველივე ეს აუცილებელია, მაგრამ არც რეალობისგან სულ მთლად მოწყვეტაა სასარგებლო. როგორც გაირკვა, ერთკვირიანი დასვენება გაცილებით შედეგიანი ყოფილა, ვიდრე ორკვირიანი და უფრო ხანგრძლივი, სამკვირიანი დასვენების შემდეგ კი ინტელექტის კოეფიციენტი თურმე საგრძნობლად ქვეითდება. გაითვალისწინეთ ეს და გული ნუ დაგწყდებათ, თუ სამსახურში ორ კვირაზე მეტხანს დასვენების უფლება არ მოგცეს. ისიც დადგენილია, რომ საკუთარი სურვილით სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებათა 80% სწორედ შვებულების შემდგომ პერიოდში იწერება, ამიტომ ნუ დაემორჩილებით დასვენების შემდგომ სტრესს - იგი სწრაფად გაივლის.

  • სტრესთან ბრძოლა, ვარჯიშივით, მოთელვით დაიწყეთ. პირველ დღეს მშვიდად გადაათვალიერეთ მაგიდაზე დახვავებული ქაღალდები, მოინახულეთ ელექტრონული ფოსტა, უპასუხეთ წერილებს, დაურეკეთ პარტნიორებს და საქმიან შეხვედრებზე მერეღა გადადით.
  • საქმიანი ზარებისა და შეხვედრების განრიგი უმჯობესია შვებულებაში გასვლამდე შეადგინოთ. გასაოცარია, მაგრამ ამერიკელთა 42%-ს სამუშაო შვებულებაშიც კი მიაქვს თან.
  • ნუ დაგეგმავთ სამსახურში გასვლის პირველ დღეს სერიოზულ შეხვედრებსა და ვიზიტებს.
  • თუ საშუალება მოგეცათ, ეცადეთ, პირველ სამ დღეს სამსახურიდან შედარებით ადრე წამოხვიდეთ.
  • ნუ გაუნაწყებდებით ხელმძღვანელს შენიშვნების გამო - იქნებ მათ მართლაც იმსახურებთ.
  • ეცადეთ, შვებულებიდან დაბრუნებული თავად იქცეთ სამსახურში კარგი განწყობის ეპიცენტრად.
  • უმალვე ნუ შეეჭიდებით მასშტაბურ პროექტებს.
  • თავი არიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს შინაც და სამსახურშიც.

ვიმედოვნებთ, ჩვენი პრაქტიკული რჩევები დაგეხმარებათ, სასიამოვნოდ გატარებული შვებულების შემდეგ ყოველგვარი სტრესის გარეშე დაუბრუნდეთ ძველ გარემოსა და რეჟიმს.