/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ორგანოთა გაწმენდა

ორგანოთა გაწმენდა
შემოგთავაზებთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, სისხლძარღვებისა და ლიმფური ძარღვების, თირკმელებისა და ლორწოვანი გარსების გაწმენდის რამდენიმე მეთოდს.

.

  • ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გაწმენდა-ტიუბაჟი

ეს პროცედურა დილით უნდა ჩაიტაროთ. უზმოზე დალიეთ 0,5-1 ჩაის ჭიქა თბილი წყალი, ნაღველმდენი ბალახების ნაკრები ან უგაზომინერალური წყალი, ნახევარ საათში კი მიაყოლეთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საშუალება:

  1. ნახევარ ჭიქა ძალიან თბილ (მაგრამ არა ცხელ) წყალში გახსნილი 1 სადილის კოვზი;
  2. 1 ჩაის ჭიქა ყურძნის ან ტკბილი ვაშლის შემთბარი წვენი;
  3. 3 სადილის კოვზი ბოლოკის (უმჯობესია, შავის) წვენი და 1 ჩაის კოვზი მზესუმზირას ან ზეითუნის ზეთი;
  4. 3-5 სადილის კოვზი მცენარეული (უმჯობესია, ზეითუნის) ზეთი.

"საუზმე" 1 ჩაის ჭიქა ტკბილი ჩაით ან ნაღველმდენი ბალახების ნახარშით დაასრულეთ. შემდეგ დაწექით მარცხენა გვერდზე, მარჯვენაზე, ღვიძლთან, თბილი სათბურა დაიდეთ, სითბოს შესანარჩუნებლად საბანი ან ორად მოკეცილი ხაოიანი პირსახოცი გადაიფარეთ და ასე იწექით 1-1,5 საათს. შემდეგ წამოდექით, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ჩაიბუქნეთ. პროცედურა დამთავრებულია, შეგიძლიათ ისაუზმოთ.

ტიუბაჟი კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჩაიტარეთ. სრული კურსი 10-15 პროცედურას მოიცავს. ნუ შეშინდებით, თუ პროცედურის შემდეგ ფეკალური მასები გაგითხელდებათ. ნურც ტკივილები შეგაშფოთებთ - სუსტი ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა არეში ნორმად არის მიჩნეული და იმის მაუწყებელია, რომ ნაღვლის ბუშტი ინტენსიურად იკუმშება და იცლება, თუმცა ასეთ შემთხვევაში მეორე პროცედურის ჩატარებამდე ექიმს მაინც სთხოვეთ რჩევა და რომელიმე სპაზმოლიზური საშუალება მიიღეთ.

გაითვალისწინეთ: ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს ნაღვლის ბუშტის ასეთი ხერხით გაწმენდა საშიშია - ნაღვლის გაძლიერებული დენისას შესაძლოა კენჭი დაიძრას და სადინარში ჩაიჭედოს, რაც მხოლოდ ტკივილს კი არ გააძლიერებს, სხვა უსიამოვნებებსაც შეგიქმნით. ასე რომ, ტიუბაჟის კურსის დაწყებამდე აუცილებლად ჩაიტარეთ ულტრაბგერითი გამოკვლევა და კონსულტაციისთვის სპეციალისტს მიმართეთ.

  • თირკმლის გაწმენდა

  1. თირკმლის გასაწმენდად კრაზანას, სალბის, ბარამბოს, ჭვავის რქის ნაკრებს იყენებენ. აიღეთ 50-50 გრამი ყველა ჩამოთვლილი მცენარე, დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. ამ ნაკრების თაფლნარევი ნაყენი სვით დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 100-150 მლ. მეშვიდე დღიდან ყოველ ულუფას დალევის წინ 5 წვეთი სოჭის ზეთი დაამატეთ და კარგად მოურიეთ. კარგი იქნება, თუ ნაყენს კბილების დაზოგვის მიზნით კოქტეილის ჩხირით (საწრუპით) დალევთ. ნაყენის მიღებისას რაციონიდან ერთი კვირით ამოიღეთ ცხოველური პროდუქტები.
  2. თირკმელებიდან ქვიშის გამოძევება ასკილის ნაყენითაც შეგიძლიათ. ამისთვის ასკილის ნაყოფიც გამოგადგებათ და ფესვიც. 2-3 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და მთელი ღამით გააჩერეთ, შემდეგ 15 წუთით წამოადუღეთ, გააცივეთ, გადაწურეთ და 10 დღის განმავლობაში სვით დღე-ღამეში 5-ჯერ, თითოეულ ჯერზე - 1/3 ჭიქა.

  • სისხლძარღვთა გაწმენდა

  1. 1 ჩაის ჭიქა კამის თესლი, 1 სადილის კოვზი კატაბალახას ფესვი, 2 ჩაის ჭიქა ნატურალური თაფლი კარგად აურიეთ, დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი და მთელი ღამით თერმოსში გააჩერეთ. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღე-ღამეში 5-7-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
  2. სახეხზე ჩახეხეთ ერთი ლიმონი და ერთი თავი ნიორი, დაასხით 1,5 ლ ადუღებული და გაცივებული წყალი, 4 დღე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, გადაწურეთ და სვით უზმოზე 50-50 გრამი.
  3. აიღეთ 300 გრამი ნიგოზი, გარგარის ჩირი, ჩამიჩი და 2 ლიმონი. გაატარეთ ხორცსაკეპში და შეურიეთ 300 გ თაფლი. მიირთვით 2 ჩაის კოვზი დღის ნებისმიერ დროს, ვიდრე მასა არ გათავდება. ნარევი მაცივარში უნდა ინახებოდეს.

სისხლძარღვთა გასაწმენდად განსაკუთრებით სასარგებლოა ოხრახუშის წვენი, რომელსაც ამავე დროს ძლიერი ანტისეპტიკური, დეზინტოქსიკაციური (ტოქსინებისგან გამწმენდი) და სპაზმოლიზური (სპაზმების მომხსნელი) მოქმედებაც აქვს. ყველაზე მოხერხებულია ამ პროცედურის ჩატარება აგარაკზე. ამისათვის საკმარისია, კვირაში ერთხელ (უკეთესია ორჯერ) უზმოზე პურისა და მარილის გარეშე მიირთვათ ახალმოკრეფილი მწვანილი - ოხრახუში, კამა, ნიახური, ნიორი და სალათის მწვანე ფურცლები. თუ ყველა მწვანილს ვერ მოიძიებთ, არ იდარდოთ, მთავარია ოხრახუში გქონდეთ. დანარჩენი მწვანილი მხოლოდ აუმჯობესებს მის გამწმენდ მოქმედებას და გემოვნებით თვისებებს.

  • ლიმფური ძარღვების გაწმენდა

  1. ლიმფური ძარღვების გაწმენდა შეიძლება გოგრის თესლით. თესლი კარგად უნდა გარეცხოთ და კანიანად გაატაროთ ხორცსაკეპში, შემდეგ აიღოთ 150-200 გრამი გატარებული მასა, დაასხათ 0,5 ლიტრი არაყი და გააჩეროთ 2 დღე. ნაყენი უნდა მიირთვათ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე თითო სადილის კოვზი, თან 50 მლ წყალი მიაყოლოთ. გამწმენდი კურსი ერთი თვის შემდეგ უნდა გაიმეოროთ.
  2. ლიმფური ძარღვების გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ კამა. აიღეთ ერთი ჭიქა კამა, 2 სადილის კოვზი კატაბალახას ფესვი, 2 ჭიქა თაფლი, დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი და თერმოსში 24 საათს გააჩერეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • სახსრების მარილებისგან გაწმენდა

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

გირჩევთ, ამ პროცედურების დაწყებამდე ნაწლავები და ღვიძლი გაიწმინდოთ, ვინაიდან საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, კერძოდ, "გაუწმენდავი" ნაწლავები დაფნის ფოთლების ნახარშზე ზოგჯერ ალერგიულ რეაქციას ავლენს.

აიღეთ 5 გ დაფნის ფოთოლი, დააქუცმაცეთ, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, 5 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გადმოდგით და უმალვე გადაასხით თერმოსში (ფოთლებიც ჩააყოლეთ). 4 საათის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და 12 საათის განმავლობაში ყლუპ-ყლუპად სვით (ერთბაშად დალევა არ შეიძლება, შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს. საერთოდ, თუ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგია, ქოლეცისტიტი ან პანკრეატიტი გაწუხებთ, დაფნის ფოთლების ნაყენის მიღება თქვენთვის რეკომენდებული არ არის. უკიდურეს შემთხვევაში, ნაყენი შეგიძლიათ ცივი, ჭამიდან 10-15 წუთის შემდეგ მიიღოთ). ამ ხერხით სახსრების გაწმენდისას აუცილებელია წყლის კონტრასტული პროცედურების ჩატარება და ჰაერის აბაზანების მიღება. კურსი სამდღიანია. შემდეგ ერთი კვირით უნდა შეისვენოთ (ამ ხნის განმავლობაში წყლისა და ჰაერის აბაზანებს ნუ შეწყვეტთ) და კიდევ ერთი კურსი ჩაიტაროთ. პირველ წელიწადს სახსრები 3 თვეში ერთხელ გაიწმინდეთ, მომდევნო წელს კი ერთი ან ორი პროცედურაც საკმარისია.

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ღვიძლის დეტოქსი და რომელი პროდუქტები გვეხამრება ტოქსინებისგან გათავისუფლებაში
გამოვიყენოთ თუ არა ნახშირი დეტოქსიკაციისთვის

სახსრების გასაწმენდად მეტად ეფექტურია შავი ბოლოკის წვენი. კარგად გარეცხილი, გაუფცქვნელი შავი ბოლოკი 20-30 წუთით ჩაუშვით კალიუმის პერმანგანატის ხსნარში, შემდეგ კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით, ჩახეხეთ და გამოწურეთ. წვენი მაცივარში თავდახურული ჭურჭლით უნდა შეინახოთ და დღეში 3-ჯერ (ნებისმიერ დროს) მიიღოთ 30-30 გრამი. ულუფის გაზრდა დაუშვებელია, ვინაიდან შესაძლოა ორგანიზმში არასასურველი ძვრები გამოიწვიოს. ერთ კურსზე 10 კგ ბოლოკის წვენი უნდა მიიღოთ. ამ პერიოდში რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი და საფუვრიანი საკვები, კვერცხი, ხორცი, სახამებელი. კვება მაქსიმალურად ნატურალური უნდა იყოს.

ხალხური მედიცინა სახსრების გასაწმენდად უძველესი დროიდან იყენებს ბრინჯს. ერთ ჭიქა ბრინჯს სამი დღე-ღამე ალბობენ წყალში, შემდეგ წყალს გადაასხამენ, ბრინჯს ასხამენ 2 ლიტრ ახალ წყალს და ხარშავენ, ვიდრე წყალი მთლიანად არ ამოშრება. ფაფას 4 თანაბარ ულუფად ყოფენ და თითოეულს დროის თანაბარი ინტერვალებით 20 წუთში მიირთმევენ, ოღონდ აუცილებლად ნახევარი ჭიქა წყლის მიღების შემდეგ. პირველ დღეს სასურველია 1 ჭიქა ასკილის ნაყენის მიღება, მეორე დღეს - 500 გ ჭარხლისა და ამდენივე ვაშლისა. 3-4 დღის შემდეგ პროცედურა უნდა გაიმეოროთ. განაგრძეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.

აღნიშნული კურსის შემდეგ სახსრები გაცილებით მოძრავი და ელასტიკური ხდება, ხრჭიალი და უსიამოვნო შეგრძნებები ქრება.

ლორწოვანი გარსების გაწმენდა

პირშუშხა მაქსიმალურად დააქუცმაცეთ, 150 გრამს დაასხით 2-3 ლიმონის გამონაწური, დაამატეთ 1 სადილის კოვზი თაფლი. ნარევი უნდა მიიღოთ ყოველ დილით, უზმოზე, ნახევარი ჩაის კოვზი, 3-4 დღის შემდეგ კი ყველა ჯერზე მიაყოლოთ თითო ჭიქა სტაფილოს წვენი, რომელიც ლორწოს ორგანიზმიდან გამოძევებას გააადვილებს.

გახსოვდეთ, ორგანოთა ცალკეული სისტემების გაწმენდით სტიმულირდება მათი ფუნქცია, იკურნება მათში ფარულად თუ აშკარად მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, ამავე დროს მაღლდება ორგანიზმის სასიცოცხლო ტონუსი და უმჯობესდება თვითშეგრძნება. ასე რომ, ნუ დაიზარებთ, ორგანოთა ის სისტემა მაინც გაიწმინდეთ, რომელიც განსაკუთრებით გაწუხებთ.

კომენტარები (1)
Tamuna
Sisxldzargvta gawmenda nivrit da limonit ramdeni dgea sachiro am proceduris chatareba?
თარიღი : 15-03-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ორგანოთა გაწმენდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები