შევხვდეთ ზაფხულს მხნედ და ლაღად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შევხვდეთ ზაფხულს მხნედ და ლაღად

ამიტომაც ხშირდება ფილტვების ანთება წლის ცხელ პერიოდში. გარდა ამისა, შესაძლოა გამწვავდეს ბრონქიტი და ბრონქული ასთმაც. აქტ-იური მზის პერიოდში ყველაზე მეტად იზრდება გულ-სისხლძარღვთა და გამომყოფი სისტემების ორგანოთა დატვირთვა. კერძოდ, გაძლიერებული მუშაობა უწევთ თირკმელებს, კანს, ფილტვებს, სისხლძარღ-ვებს. ამიტომ ცხელ ზაფხუ-ლში ავადმყოფობა ცივ ზამ-თარზე იშვიათი როდია.

კანი

ის პირველი განიცდის ზაფხულის მთელ სიმძიმეს. ზაფხულობით იზრდება კანის ჩირქოვანი დაავადებების განვითარების ალბათობა. რატომ? კანის ფორები, ოფლისა და ცხიმის ჯირკვლები ინტენსიურად მუშაობენ. მათი საშუალებით გამოიყოფა ჩვეულებრივზე მეტი წყალი, მასთან ერთად კი ამიაკი, დაშლის პროდუქტების აზოტოვანი ნაერთი. პათოგენური მიკროორგანიზმებისთვის (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ნაწლავის ჩხირები და სხვა მიკრობები) ეს სასურველი ნუგბარია. ამიტომაც მრავლდებიან ისინი ოფლიან კანზე ასე სწრაფად, ამიტომაც არის,ზაფხულობით ასე რომ ხშირდება ფურუნკულები, ფერიმჭამელები, სხვადასხვა სახის გამონაყარი და მსგავსი უსიამოვნებები.

თირკმელები

სიცხეში, ჩვეულებრივ, მოკლე გადარბენებით გადავადგილდებით, იღლიის ქვეშ წინდახედულად ამოდებული წყლით სავსე ბოთლით, რომელსაც წამდაუწუმ ვეწაფებით. ექიმთა უმრავლესობაც სიცხეში მეტი სითხის მიღებას გვირჩევს. არადა, ამდენმა წყალმა შესაძლოა მტკივნეული დარტყმა მიაყენოს თირკმელებს - მათ მთელი სითხის გამოყოფა ვეღარ მოასწრონ. განსაკუთრებით სახიფათოა ეს მათთვის, ვისაც თირკმელები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან ჰიპერტონია აწუხებს. რატომ? იზრდება მოცირკულირე სისხლის მოცულობა, იმატებს ჰიპერვოლემია, რამაც შესაძლოა ქრონიკული დაავადების გამწვავება გამოიწვიოს. ამიტომ სიცხეში წყლის უზომო სმაზე გაცილებით მართებულია სითხის პირველადი ცვლის შენარჩუნება.

წვრილი სისხლძარღვები

სიცხეში ყველაზე მძიმე დღეშია სისხლძარღვები - ხან ვიწროვდება, ხან ფართოვდება. შედეგად შესაძლოა დაირღვეს გულისა და ტვინის განსაზღვრული უბნების სისხლით მომარაგება, შეფერხდეს მათი მუშაობა, ეს კი სიცოცხლისთვის სახიფათოა, ამიტომ ყველა, ვინც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უჩივის ან დარღვეული აქვს ტვინში სისხლის მიმოქცევა, ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს.

როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან

პირველი და ძალზე მნიშვნელოვანი რჩევაა, არ შევამციროთ სითხის ჩვეული ოდენობა - შესაძლოა, გაუწყლოება განვითარდეს. ორგანიზმმა ბევრი სითხე რომ არ მოითხოვოს, მის შენარჩუნებას უნდა ვეცადოთ. ცხელი წვნიანების ნაცვლად მივირთვათ ცივი კერძები, ვერიდოთ ცხარე, მჟავე და ცხიმიან საკვებს. რაც შეეხება ალკოჰოლს, ზაფხულის მცხუნვარე დღეებში მას ახალგაზრდა, ჯანმრთელი და ფიზიკურად ძლიერი მამაკაციც კი უნდა ერიდოს. გრილი შხაპი იმდენჯერ მიიღეთ, რამდენჯერაც მოგესურვებათ. თუ შხაპის მიღების საშუალება არ გაქვთ, სხეული სველი პირსახოცით გაიწმინდეთ. მას, ვისთვისაც კვირაში ერთხელ დაბანა ნორმაა, ამ ჩვევის შეცვლა მოუწევს: როგორც მოგახსენეთ, ტანზე წყალი დღეში რამდენიმეჯერ უნდა გადაივლოთ. სხეულზე ჩირქოვანი პროცესების განვითარება რომ არ დავუშვათ, სასურველია მივიღოთ აბაზანები ბუნებრივი ანტისეპტიკების: გვირილის, ორკბილას, ქრისტესისხლას - ნაყენით. ბუნებრივია, უფრო მეტი ხანი უნდა დავყოთ ჩრდილში და ნაკლები - მზის გულზე. გვინდა, რჩევა მივცეთ ახალგაზრდა დედებსაც: ჩააცვით პატარებს, განსაკუთრებით - ჩვილებს, შილიფად. სიცხეში ნუ გაიყვანთ სასეირნოდ, მით უმეტეს - მუშამბიანი ეტლით. გაითვალისწინეთ: სიცხის დროს პატარა ბავშვებს ყველაზე მეტად უჭირთ, რადგან თბორეგულაცია ბოლომდე არ აქვთ ჩამოყალიბებული. მოარიდეთ ბავშვი სიცხეს, რათა არ მიიღოს სითბური დაკვრა.

როგორ გავგრილდეთ

სხეულის გასაგრილებლად ყოველგვარი საშუალება მისაღებია: შინ - გრილი შხაპი ან თბილი აბაზანა, რათა კანი დატენიანდეს და ოფლისგან გასუფთავდეს; გარეთ - აუზი, ტბა, წყალსაცავი, მდინარე... ოღონდ ერიდეთ ღია წყალსატევში შუადღისას ბანაობას - შესაძლოა, მზის დაკვრა მიიღოთ. როდესაც ძალიან ცხელა, სჯობს, დღე ამინდის გათვალისწინებით დაგეგმოთ. მაგალითად, თუ შინ სპეციალური გამაგრილებელი მოწყობილობა არ გაქვთ, შეგიძლიათ, საყიდლებზე სავაჭრო ცენტრში წაბრძანდეთ - ასეთ ადგილებში მომხმარებლების კომფორტისთვის, წესისამებრ, სასიამოვნო ტემპერატურაა. ასე რომ, შეუთავსეთ სასიამოვნო სასარგებლოს. თუ დიდი ხანია არ ყოფილხართ კინოში, მიანიჭეთ ეს სიამოვნება საკუთარ თავს, უყურეთ სასურველ ფილმს სასიამოვნო, გრილ, კომფორტულ  გარემოში.

ჩაიცვით ხალვათად

ბამბისა და სელის ქსოვილი არ ეკვრის სხეულს და საუკეთესო მოკავშირეა ძლიერი სიცხის დროს. თუ სამოსი ღია ფერისაა, თავს უფრო უკეთ იგრძნობთ. სინთეტიკური ქსოვილის სამოსი ზაფხულში დაივიწყეთ - ის არღვევს კანით სუნთქვას, რამაც შესაძლოა კანის გაღიზიანება და სხვა უსიამოვნებები გამოიწვიოს.

შემოუშვით სახლში გრილი ჰაერი

ეცადეთ, საღამოობით სახლი კარგად გაანიაოთ, დღის ცხელ პერიოდში კი ფანჯრები დახუროთ და ფარდები ჩამოაფაროთ, რადგან ქუჩიდან სიცხისა და ბუღის მეტი არაფერი შემოვა. ნურც ვენტილატორსა და სხვა გამაგრილებელ მოწყობილობებს დაივიწყებთ. ისარგებლეთ გამგრილებელი სპრეით. მისი ტარება ყველგან შეიძლება. ის ჩანთაში დიდ ადგილს არ იკავებს, მსუბუქი და მარტივი მოსახმარია. დროდადრო ისხურეთ სპრეი სახეზე - კანს კიდეც დაინოტივებთ და კიდეც გაიგრილებთ.

ერიდეთ პიკის საათს

როდესაც ტემპერატურა 300C-ს აღემატება, ჯობს მოიფიქროთ, რის გაკეთება შეიძლება დილით ადრე ან რომელი საქმე გადადოთ საღამოსთვის, განსაკუთრებით - თუ ის შინიდან გასვლას მოითხოვს. დაიცავით თავი და სხეული მზისგან. დაიხურეთ ქუდი, ატარეთ მარაო.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე

ცნობილია, რომ ადამიანი, როცა ნერვიულობს, ოფლიანდება და სული ეხუთება. ერთიორად უსიამოვნოა ეს ყველაფერი ზაფხულის ცხელ დღეებში. ნუ უგულებელყოფთ ამ რჩევას, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გარდა ამისა, ძლიერი სიცხის დროს დაივიწყეთ სპორტის აქტიური სახეობები, მეტადრე - დღის ცხელ პერიოდში. სხვაგვარად, არათუ დამწვრობასა და მზის დაკვრას, შესაძლოა გულის შეტევასაც კი გამოჰკრათ ხელი.