კანის ბაქტერიული ინფექციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის ბაქტერიული ინფექციები

ზოგიერთნი პრობლემებს ნაკლებად ქმნიან, ზოგიერთს კი გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნისას მთელი რიგი უსიამოვნების მოტანა შეუძლია.

ყველაზე ხშირად კანის ინფექციათა განვითარება სტრეპტოკოკებისა და სტაფილოკოკების დამსახურებაა, ისინი კანის ბაქტერიული ინფექციების დაახლოებით 80%-ს იწვევენ, დანარჩენ ანთებით პროცესებს კი კორონობაქტერიები, სხვადასხვა ტიპის ჩხირები, ტუბერკულოზისა და კამპილობაქტერიები აპროვოცირებენ.

როგორ ინფიცირდება კანი?

ჯანმრთელი კანი მიკრობებისთვის შეუღწეველია, ამას განაპირობებს კანის ზედა შრე – ეპიდერმისის განსაკუთრებული ქსოვილოვანი შენება; ოფლის pH და ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ანტისეპტიკური თვისებების მქონე სეკრეტი – სებუმი.

დამცავი მექანიზმის მოშლისას მიკროორგანიზმები ადვილად იჭრებიან კანის გზით ორგანიზმში და ასნებოვნებენ მას.

მიკროორგანზმების შეჭრის პროცესს შემდეგი ფაქტორები განსაზღვრავენ:

  • ჭრილობები, სავარცხლით ძლიერი ნავარცხნი კანი, კანზე ბზარები, კანის გადაქერცვლა;
  • კანის ზედა შრის – ეპიდერმისის – გაუწყლოება და გამოშრობა;
  • გადაცივება ან გადახურება;
  • იმუნიტეტის დაქვეთება;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ონკოლოგიური დაავადებები;
  • ზოგიერთი სამკურნალო მედიკამენტი: კორტიკოსტეროიდები, კონტრაცეპტივები, ციტოსტატიკები;
  • ბაქტერიულ პროცესს ართულებს ასევე დამწვრობა, ჭრილობები, ქავილით მიმდინარე დერმატოზები, კანისმიერი ალერგიული რეაქციები.

სტაფილოკოკებითა და სტრეპტოკოკებით გამოწვეულ კანის დაზიანებას სტაფილო- და სტრეპტოდერმიად მოიხსენიებენ. ეს მდგომარეობანი ერთნაირად დამახასიათებელია ბავშვებისთვისაც და მოზრდილთათვისაც.

სტრეპტოდერმია

სტრეპტოდერმია მას შემდეგ ვითარდება, რაც კანზე მობინადრე სტრეპტოკოკები ტრავმების შემდეგ კანში, მის ზედაპირულ შრეში შეჭრას მოახერებენ.

მხოლოდ სპეციალისტის დროული ჩარევითაა შესაძლებელი ინფექციის კუპირება ზედაპირულ შრეში და მისი ღრმა შრეებში შეჭრის დაბლოკვა.

მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

  • დასუსტებული იმუნიტეტი;
  • მწვავე და ქრონიკული დაავადებანი;
  • ნივთიერებათა ცვლის მოშლა, რომელიც გამოწვეულია არასწორი კვებითა და ცხოვრების არაჯანსაღი წესით;
  • გაზრდილი ფიზიკური დატვირთვები;
  • რეგულარული გადაღლა და სტრესები;
  • ორგანიზმის გადაცივება და/ან გადახურება;
  • კანის საფარველის დაბინძურებით გამოწვეული დერმატოლოგიური ინფექციების არსებობა.

დაგვიანებული ან არაადეკვატური მკურნალობისას სტრეპტოდერმიას შეუძლია სხვადასხვაგვარი გართულების გამოწვევა, მათ შორის – გულის მუშაობის შეფერხებაც კი.

სტაფილოდერმია

კანის ჩირქოვან დაზიანებათა პროცესია, რომელსაც ახასიათებს სპეციფიკური ჩირქოვანი გამონაყარი. მათ ზემოდან ვითარდება სქელი ქერქი, რომლის ქვეშაც ჩირქოვანი სითხეა დაგროვებული.

დერმატოლოგები სტაფილოდერმიის გამომწვევ რამდენიმე მიზეზს განარჩევენ:

  • იმუნიტეტის დამცავი ფუნქციის დაქვეითება;
  • ნივთიერებათა ცვლის მოშლა, გამოწვეული არადაბალანსებული კვებით და სხვა ფაქტორებით;
  • სისტემური პათოლოგიები, სისხლის, შინაგანი ორგანოებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებანი;
  • მიკროტრავმები ან კანის საფარველის ჰიგიენური წესების დაუცველობით გამოწვეული მნიშვნელოვანი დაბინძურება;
  • ორგანიზმის გადაცივება ან გადახურება.

კანის ზედაპირული ბაქტერიული ინფექციებია

  • ფოლიკულიტი – თმის ბოლქვის ანთება: თმის ძირის ირგვლივ ჩირქგროვა ან ამ უბნის ირგვლივ გაწითლება;
  • ახალშობილთა ბუშტუკი – მძიმე გადამდები დაავადებაა, როდესაც პატარას მთელ სხეულს ფარავს ანთებითი ბუშტუკები, რომლებიც ქერქსა და წყლულებს წარმოქმნიან;
  • იმპეტიგო – კანის გაწითლების ფონზე ჩნდება უმტკივნეულო, ამღვრეული შიგთავსის შემცველი ბუშტუკები, რომლებიც შემდეგ შრებიან მოყვითალო ქერქად და კანზე ეროზიებს ტოვებენ.

იმპეტიგო ყველაზე ხშირად უჩნდებათ ბავშვებსა და ახალგაზრდა ქალებს.

ჩვეული ლოკალიზაციაა: სახე, თავის თმის ძირები, კიდურები.

პროცესს თუ სტაფილოკოკიც დაერთვის, ქერქი მომწვანო ან სისხლისმიერი ხდება. დაავადება ადვილად გადამდებია ბავშვთა კოლექტივებში. მისი შემჩნევისას აუცილებელია ჭრილობის დაფარვა და ბავშვის დროებითი იზოლაცია.

კანის ღრმა შრის ბაქტერიული ინფექციები ვითარდება მიკრობების დერმაში შეჭრის შედეგად.

  • ფურუნკული – დასაწყისში კანზე ჩნდება მტკივნეული კვანძი, რომლის ცენტრშიც მწიფდება ჩირქგროვა. 5-7 დღის შემდეგ იგი იხსნება, გამოიყოფა ჩირქოვან-ნეკროზული შიგთავსი, ჭრილობა ნაწიბურს წარმოქმნის. თუ კერა ერთზე მეტ ფურუნკულს შეიცავს, საუბრობენ ფურუნკულოზზე.
  • კარბუნკული – ეს რამდენიმე ფურუნკულია, რომლებიც ერთ ინფილტრატად ერთიანდებიან და წარმოქმნიან კონგლომერატს. ინფიცირების კერას მუქი მოლურჯო ფერი აქვს.

დამახასიათებელია მზარდი ტკივილი, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, სხეულის ტემპერატურის მატება. წარმონაქმნი გახსნის შემდეგ საკმაოდ ღრმა წყლულს ტოვებს, რომელიც ნაწიბურით ხორცდება;

  • აკნე – ცხიმოვანი ჯირკვლების ანთების შედეგია მათი სადინარების დახშობის გამო. დამახასიათებელი ლოკალიზაციებია: სახე, მკერდი, მხრები. ჩნდებიან ჩირქგროვები, რომლებიც შრებიან, იქერცლებიან და ტოვებენ ნაწიბურს ან მოცისფრო ლაქას;
  • ჰიდრადენიტი – საოფლე ჯირკვლების ჩირქოვანი ანთებაა. პროცესი იშვიათად რეციდივებს, მისი საყვარელი ლოკალიზაციაა – იღლიისქვეშა და შორისის არეები, სარძევე ჯირკვლების ქვეშ. ვითარდება ღრმა, მტკივნეული კვანძები, გარედან მოლურჯო-მოწითალო ფერის. იხსნებიან თხევადი ჩირქის გამოყოფით;
  • წითელი ქარი – უვითარდებათ ამ მდგომარეობისადმი ინდივიდუალურად დადებითად განწყობილ ადამიანებს. სტრეპტოკოკური ინფექციაა, ანთების კერები მკვეთრად შემოსაზღვრულია. დაზიანებული ზონა შეშუპებულია, ცხელია, მუქი წითელი ფერისაა, დაფარულია ბუშტუკებით რომლებიც ადვილად სკდებიან. დაავადებას თან დაერთვის ციებ-ცხელება, ინტოქსიკაცია, ძლიერი ტკივილი.

დამახასიათებელია ღრმა ჩირქგროვები, რომლ­ებიც რთულდებიან ახლომდებარე ლიმფური ძარღვებისა და კვანძების ანთებით, აბსცესითა და სეფსისითაც კი.

სახის კანის ინფექციათა თავისებურებანი

თავის, სახისა და ტვინის გარსების სისხლმომარაგება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. არასწორი მკურნალობა, გამონაყარის ზეწოლით გახსნა საშიშია სისხლითა და ლიმფით ინფექციის გავრცელების გამო. ამან შესაძლოა გამოიწვიოს დაზიანებული ფართობის გაზრდა ისეთი მრისხანე გართულებებით, როგორებიცაა – მენინგიტი, აბსცესები და ფლეგმონები, თვალის ანთება.

ვიდრე გარკვეული კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებას დაგეგმავდეთ, მაგალითად, სახის ღრმა წმენდას, პილინგს, მეზოთერაპიას – გირჩევთ, გაიაროთ კვლევები დერმატოლოგთან, რათა დაადგინოთ ჩირქოვანი გამონაყარის მიზეზი და იმკურნალოთ.

როგორ ვმკურნალობთ კანის ბაქტერიულ ინფექციებს

  • მკურნალობა სასურველია დაიწყოს ადრეულ სტადიაზე, სპეციალისტის კონტროლით. საკმაოდ ხშირად საკმარისია ანტიბაქტერიული მალამოებით ადგილობრივი მკურნალობა, ანტისეპტიკებით წმენდა.
  • გავრცელებული გამონაყარის დროს, ღრმა პიოდერმიებისას, საჭიროა სისტემური ანტიბიოტიკების დანიშვნა.
  • ქრონიკული მიმდინარეობისას ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ აუტოჰემოთერაპია და იმუნური პრეპარატები.
  • ქირურგიული მკურნალობა საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ჩირქგროვა არ იხსნება დამოუკიდებლად ან ღრმა ნაწიბურის თავიდან აცილება გვინდა. მკურნალობის შემდეგ ქსოვილთა აღსადგენად მიმართავენ ლაზერულ კოაგულაციასა და ფიზიოთერაპიას.

საჭიროა გამოვლინდეს თანმდევი დაავადებები და ისინი სრულად განიკურნოს, გამოირიცხოს არახელსაყრელი გარემო ფაქტორების მოქმედება კანზე და განისაზღვროს კვების სწორი რაციონი.

კანის ბაქტერიული ინფექციების არიდება შესაძლებელია შემდეგი წესების დაცვით:

  • სავარჯიშო დარბაზში ვარჯიშის შემდეგ ანტისეპტიკური სხნარით საგულდაგულოდ გაიწმინდეთ ყველა ის არე, რომლითაც ინვენტარს ეხებოდით;
  • გაჭრილი კანი და ჭრილობები სწრაფადვე დაიმუშავეთ ანტიბაქტერიული პრეპარატებით: იოდით, სალიცილის სპირტით, წყალბადის ზეჟანგით;
  • ნუ გაუზიარებთ პირადი ჰიგიენის ნივთებსა და კოსმეტიკას სხვებს;
  • დაუშვებელია ჩირქოვანი ადგილების და იმპეტიგოს ჩამობანა წყლით, არეების დავარცხნა და ხელით ზემოქმედება;
  • გამონაყარისადმი მიდრეკილები უნდა ეცადონ, შეზღუდონ ცხიმიანი საკვები და ტკბილეულობა.

ჭრილობის ინფიცირება

ჭრილობის მიყენების შემდგომ, დაშავებულს თუ დროულად არ გაეწევა კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და სათანადოდ არ დაუმუშავდება დაზიანებული კანი, მოსალოდნელია მისი ინფიცირება გარემოში არსებული მიკრობებით, რომელთაც ჭრილობაში აქტიურად გამრავლების უნარი შესწევთ.

ხდება ისეც, რომ ინფექცია იჭრება არა დაზიანებული სხეულიდან, არამედ ჭრილობის არასწორი მოვლით – ტანსაცმლიდან ან ახლომდებარე საგნებიდან, ასევე ნახვევის გარეშე გადაადგილებისას;

ჩვეულებრივ, ჭრილობის ინფიცირებისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჩნდება დაზიანებიდან ერთი კვირის შემდეგ, როდესაც ჭრილობის არეში ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას.

ჭრილობის ინფიცირების ყველაზე მძიმე გართულებაა სეფსისი, რომელიც ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დროულად არ გაეწია სათანადო დახმარება.

ჭრილობები მაშინ ინფიცირდება, როცა ადამიანი არ იცავს პირად ჰიგიენას და არ იყენებს ანტისეპტიკურ სხნარებს.

ჭრილობის ინფიცირება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის პროთეზის იმპლანტაციისას. ორგანიზმი ზოგჯერ ვერ იღებს უცხო მასალას, იწყებს მის წინააღმდეგ ე. წ. მოცილების რეაქციას და ჭრილობა ჩირქდება.

ჭრილობა შესაძლოა დაჩირქდეს დასუსტებული იმუნიტეტისა და არასაკმარისი კვების დროსაც.

დადგენილია, რომ ქრონიკულად მოავადე პირთა ინფიცირება გაცილებით ხშირია, ვიდრე ჯანმრთელების.

დამახასიათებელი ნიშნებია

ჭრილობის ინფიცირებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

  • იმ ადგილზე, სადაც ინფექცია შეიჭრა, ვითარდება სიწითლე;
  • შესაძლებელია ქსოვილთა შეშუპება;
  • პაციენტები უჩივიან ძლიერ ტკივილებს;
  • ორგანიზმში ანთებითი პროცესის გამო იმატებს სხეულის ტემპერატურა;
  • ჭრილობის არეში ჩნდება ჩირქოვანი გამონადენი;
  • ტაქიკარდია;
  • თავის ტკვილი, ღებინება.

თუ ჭრილობიდან 7-8 დღის შემდეგ მსგავსი სიმპტომები გაჩნდა, აუცილებელია სპეციალისტთან დაუყოვნებელი ვიზიტი, რადგან შედეგი შესაძლოა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდეს.

ინფიცირებული ჭრილობის მკურნალობა

თუ მდგომარეობა მძიმეა, პაციენტს უტარდება ქირურგიული მკურნალობა, რის შემდგომაც მას ენიშნება მიკრობთა გამანადგურებელი პრეპარატები, ასევე ანთებითი პროცესის მოსახსნელი წამლები.

ჩვეულებრივ, ეს ანტიბიოტიკებია. თუ პაციენტი ძლიერ მძიმედ არ არის, მაშინ მასთან საკმარისია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

  • საჭიროა დაზიანებული ორგანოს სრული დაზოგვა;
  • ყოველდღიური გადახვევები, რომლებიც მხოლოდ სტერილური სახვევი მასალით ხორციე­ლდება;
  • მკურნალობისას ფართოდ გამოიყენება ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალო ისეთი მალამოები, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული ანტიბაქტერიული თვისებები აქვთ;
  • იშვიათად საჭირო ხდება სისხლის გადასხმა;
  • ჭრილობის სწრაფად შესახორცებლად საჭიროა რაციონის ისეთი პროდუქტებით გაზრდა, რომლებიც ორგანიზმს ძალების სწრაფაღდგენაში დაეხმარება.