ორთქლის აბაზანების სიკეთე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორთქლის აბაზანების სიკეთე

მოქმედებს მინისაუნის პრინციპი

ფიტოკასრი მზადდება მხოლოდ კედრისაგან - ხისგან, რომელსაც შესწევს უნარი, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში დააგროვოს სამკურნალო ენერგია. კედრის კასრი ძალიან მარტივად, მინისაუნის პრინციპით მზადდება. მასში იდგმება სკამი (პროცედურა უმჯობესია ჯდომისას ჩატარდეს). შეიძლება კასრის კიდეებზე დაყრდნობა - ასე საშუალება მოგეცემათ, მაქსიმალურად მოდუნდეთ. კასრის კორპუსში გადის თერმოგამტარი, ხოლო ორთქლის გენერატორი, რომელიც ტემპერატურული რეჟიმის რეგულატორით არის აღჭურვილი, კასრზე გარედან მაგრდება. კედრის კასრში გამორიცხულია თავის ტვინის სისხლძარღვებზე ზემოქმედება. ასეთი დატვირთვა არ ხდება, რადგან თავი სითბური ზემოქმედების ქვეშ არ ექცევა. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ცუდად გრძნობს თავს ცხელ აბანოსა და საუნაში. წყალს უმატებენ ფიტონაკრებსა და ეთეროვან ზეთს, რაც აძლიერებს ამ შესანიშნავი და სასიამოვნო პროცედურის დადებით ეფექტს. ფიტოკასრში წყალი 5-7 წუთში ცხელდება, ხოლო თვით სეანსი 15 წუთს გრძელდება. შემდეგ ტარდება მასაჟი.

ტოქსინებისა და წიდისგან გათავისუფლება

ორთქლით ზემოქმედებას მხოლოდ კოსმეტიკური კი არა, გამაჯანსაღებელი ეფექტიც აქვს. ფიტოკასრის სეანსის შემდეგ დაორთქლილ კანს ეთეროვან ზეთებს შეაზელენ და კანი ხავერდოვანი ხდება, ხოლო თუ პროცედურის შემდეგ სამკურნალო ბალახების ჩაის მიირთმევთ თაფლთან ერთად - ეს უკვე ენით გამოუთქმელი სიამოვნებაა. თბილი ორთქლის კანზე ზემოქმედება ხელს უწყობს ოფლისა და ცხიმოვანი ჯირკვლების ფორების გაფართოებას, რის წყალობითაც ორგანიზმიდან მაქსიმალურად იდევნება წიდა, ტოქსინები და მავნე მარილები. ფიტოკასრში ორგანიზმი უჯრედულ დონეზე იწმინდება, წესრიგდება ნივთიერებათა ცვლა, უმჯობესდება ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობა, ხდება ფიზიკური და სულიერი ძალების აღდგენა, მაღლდება დაავადებებთან ბრძოლის უნარი. ინტენსიური ორთქლის გამოყოფა ხსნის თირკმელების დატვირთვას, არეგულირებს წყლისა და ელექტროლიტურ ბალანსს. სასიამოვნო ორთქლის აბაზანა ააქტიურებს თირკმელზედა, ფარისებრი და სასქესო ჯირკვლების მოქმედებას. ძალიან სასარგებლოა ფიტოსეანსები მამაკაცებისთვის - ამაღლებს პოტენციას.

კიდეც დაისვენებთ, კიდეც გახდებით...

დაკვირვებები ცხადყოფს, რომ ფიტოკასრის პროცედურები დასვენებისა და წონის დაკლების მართლაც შესანიშნავი საშუალებაა. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ფიტოკასრის ერთი პროცედურის შედეგადაც კი შესაძლებელია:

  • სტრესის სწრაფად მოხსნა;
  • იმუნიტეტის გაძლიერება და განმტკიცება;
  • ცელულიტის შემცირება;
  • წონის დაკლება (500 გ-დან 1 კილოგრამამდე);
  • კუნთური დაძაბულობის მოხსნა;
  • ფსორიაზის შემთხვევაში - მდგომარეობის შემსუბუქება;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მოხსნა;
  • სახსრებში მოძრაობის გაზრდა;
  • შეშუპების შემცირება;
  • ქოლესტერინის დონის შემცირება;
  • თავის ტკივილის დაამება;
  • ასთმის შეტევის წინასწარ გათვლა.

და ეს სრული ჩამონათვალი არ არის! მეცნიერთა აზრით, ადამიანის ორგანიზმზე ფიტოკასრის კეთილისმყოფელი გავლენა ბოლომდე არ არის შესწავლილი. ვინც ეს პროცედურა ჩაიტარა, მის ეფექტიანობაში თავად დარწმუნდა. ფიტოკასრი უკუნაჩვენებია ონკოლოგიური დაავადებების, ღვიძლის სნეულებათა, არითმიების, თრომბოფლებიტის, გულ-სისხლძარღვთა და ანთებითი დაავადებების, სისხლდენების დროს. პროცედურის წინ აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

კედარი - უძველესი ”ფარმაცევტი”

ძველად ბერ-მონაზვნები კედრის სამკურნალო თვისებებს იყენებდნენ გულის დაავადებების (ხუთვების), ციებ-ცხელების, ნასროლი ჭრილობების სამკურნალოდ, სახსრებისა და კუნთების ტკივილების მოსახსნელად, ზურგისა და კისრის დაავადებების დროს. კედრის წიწვებისა და მერქნის ფიტონციდები აფერხებს მავნე მიკროორგანიზმების გამრავლებას, ხოლო კედრის წიწვების არომატი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე.

ორთქლის სამკურნალო არომატი

გაციებისას ფიტოკასრში ამატებენ 6 წვეთ სალბისა და 3 წვეთ კედრის ზეთს, დაღლილობის მოსახსნელად - 5 წვეთ ლავანდისა და 2 წვეთ ლიმონის ან პიტნის ზეთს.