/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

თერაპიული დაავადებების პროფილაქტიკა

თერაპიული დაავადებების პროფილაქტიკა
რა არის პროფილაქტიკური მედიცინა? ეს არ გახლავთ უკვე განვითარებული დაავადების მკურნალობა, ეს ჯერ კიდევ განუვითარებელი დაავადებების პროფილაქტიკაა. ახლა მოდი, სიტუაციას სხვა კუთხით შევხედოთ: რა უფრო უკეთესია - რომელიმე დაავადების გამო იმკურნალოთ თუ თავიდან აიცილოთ იგივე დაავადება? რა თქმა უნდა, ყველა ერთხმად იტყვის, რომ მისი თავიდან აცილება უკეთესია. მაშ, რაშია საქმე? რატომ არის, რომ უმრავლესობა ბოლომდე იცდის და მერეღა მიდის ექიმთან? ავიღოთ თუნდაც კბილი - სანამ საშინელი ტკივილით არ შეგვახსენებს თავს, ექიმთან არ მივდივართ, ხოლო იქ მისულები სხვას ვეხვეწებით, რიგი დაგვითმოს.

რატომ ეპყრობიან ადამიანები ასე დაუდევრად თავიანთ ჯანმრთელობას? 40-ს რომ გადავაბიჯებთ, ყველაფერს ასაკს ვაბრალებთ, უფრო კი - ექიმების უვიცობას. ჰკითხეთ საკუთარ თავს - მართლა ექიმების ბრალია? სადღეისოდ უამრავი პროფილაქტიკური მეთოდი არსებობს. ყველაზე უბრალო, ყველასათვის ხელმისაწვდომი და ყველასათვის ვარგისი მეთოდებია ფიზიკური ვარჯიში, სწორი კვება, სასმელი წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება და სუფთა ჰაერზე რეგულარული სეირნობა. პროფილაქტიკის მეთოდების გასაცნობად კი უნდა ვიცნობდეთ იმ რისკფაქტორებსაც, რომელთა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში შეიძლება ამა თუ იმ დაავადებამ იჩინოს თავი. სხვადასხვა თერაპიული დაავადების რისკფაქტორებისა და პროფილაქტიკის მეთოდების შესახებ გვესაუბრება კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი თერაპევტი ქეთევან შარაშენიძე: - რაკი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოს ნომერ პირველ პრობლემად რჩება, მოდი, პირველ რიგში მათზე ვისაუბროთ.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკფაქტორები

არსებობს ორი სახის რისკფაქტორები: აღმოფხვრადი და არააღმოფხვრადი. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ფაქტორები, რომელთა თავიდან აცილება შეიძლება ამა თუ იმ მეთოდით, ხოლო მეორეს - ფაქტორები, რომელთა თავიდან აცილება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. ასეთია, მაგალითად, ასაკი და სქესი. ქვემოთ რისკის ფაქტორებს ჩამოვთვლი, თქვენ კი დათვალეთ - რამდენი მათგანი გაქვთ? რაც უფრო მეტია რისკფაქტორი, მით უფრო მეტია გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების, ხოლო დაავადებების არსებობისას - გართულების ალბათობაც.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

არააღმოფხვრადი რისკფაქტორები

1. სქესი:

  • რისკი მამაკაცებში უფრო მეტია, ვიდრე ქალებში;
  • ასაკთან ერთად განსხვავება მცირდება;
  • 35-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებში ინსულტით სიკვდილის რისკი 30%-ით მაღალია, ვიდრე ქალებში, ხოლო გულის იშემიური დაავადებით სიკვდილისა - 2-3-ჯერ მაღალი.

2. ასაკი. 55 წელს გადაცილებულ მამაკაცებს და 65 წელს გადაცილებულ ქალებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უფრო მეტად ემუქრებათ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

3. მენოპაუზა. ქალებში მენოპაუზის დროს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი მეტია.

4. მემკვიდრეობა. ახლო ნათესავებში გულის დაავადებების არსებობა მსგავსი დაავადებების განვითარების რისკს ზრდის.

5. ეთნიკური კუთვნილება (მაგალითად, ნეგროიდებს ინსულტისა და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის რისკი გაცილებით უფრო მეტი აქვთ).

6. საცხოვრებელი რეგიონი:

  • ინსულტისა და გულის იშემიური დაავადების სიხშირე უფრო მაღალია რუსეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში;
  • ჩინეთში მაღალია ინსულტის და დაბალია გულის იშემიური დაავადების რისკი;
  • აფრიკაში ღვიძლის ქრონიკული უკმარისობისა და ინსულტის რისკი მაღალია, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობისა კი - დაბალი.

7. სამიზნე ორგანოების (გულის, თავის ტვინის, თირკმელების, თვალის ბადურა გარსის, პერიფერიული სისხლძარღვების) დაზიანება. ჩამოთვლილი ორგანოების შეუქცევადი დაზიანება ზრდის გულსისხლძარღვოვანი კატასტროფის რისკს.

8. შაქრიანი დიაბეტი. ის სადღეისოდ სამიზნე ორგანოების ძირითადი დამაზიანებელი ფაქტორია. შაქრიანი დიაბეტის ნიშნებია: წყურვილის გრძნობა, პირის სიმშრალე, დიდი რაოდენობით სითხის მოხმარება, ხშირი (უმტკივნეულო) უხვი შარდვა.

აღმოფხვრადი რისკფაქტორები

1. თამბაქოს წევა - ის ჩამონათვალში პირველია, რადგან მისი დაძლევა ყველაზე ადვილია. თუ ხელი გტკივათ, ზედ ჩაქუჩს არ დაირტყამთ; თუ გულით ავადმყოფი ბრძანდებით, მოწევა არ შეიძლება! მოწევა:

  • 1,5-ჯერ ზრდის გულის დაავადებების რისკს;
  • ზრდის ენდოთელიური დისფუნქციის, ათეროსკლეროზის, სისხლძარღვთა მაობლიტირებელი დაავადებისა და ონკოლოგიური დაავადებების რისკს;
  • ზრდის დაბალი სიმკვრივის (გულისთვის ყველაზე ცუდი) ლიპოპროტეინების რაოდენობას;
  • ამაღლებს არტერიულ წნევას როგორც ჰიპერტენზიით დაავადებულებში, ასევე იმ ადამიანებში, რომელთაც ნორმალური არტერიული წნევა აქვთ.

2. ჰიპერქოლესტერინემია (საერთო ქოლესტერინი მეტია 5,2 მმოლ/ლ);

3. დისლიპიდემია (ქოლესტერინის სხვადასხვა ფრაქციის დონეების ურთიერთშეფარდების დარღვევა);

4. სისტოლური (ზედა) წნევის მომატება (140 მმ ვერცხლისწყლის სვეტზე მეტად);

5. დიასტოლური (ქვედა, `გულის~) წნევის მომატება (90 მმ ვერცხლისწყლის სვეტზე მეტად);

6. სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება;

7. ზედმეტი წონა. თან ერთვის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევები. სხეულის მასის 25-29 ინდექსის დროს (მეორე ხარისხის სიმსუქნე) გულის იშეიური დაავადების რისკი 70%-ით მაღალია, 30-ზე მეტი ინდექსის (მესამე ხარისხის სიმსუქნე) დროს კი 300%-ით; უცვლელი წონისას ბარძაყისა და წელის გარშემოწერილობათა ურთიერთშეფარდების მომატებისას იმატებს ინსულტის, გულის იშემიური დაავადებისა და სიკვდილის რისკი;

8. ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება;

9. ჰიპოდინამია. ყოველდღიური დაბალი ან საშუალო ინტენსივობის ოცწუთიანი აერობული (ანუ ჰაერზე) ვარჯიში გულის იშემიური დაავადებისა და სიკვდილის რისკს 30%-ით ამცირებს;

10. სტრესები;

11. გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, ჰიპერგლიკემია ანუ წინარედიაბეტური მდგომარეობა - სისხლში შაქრის რაოდენობის მომატება;

12. პროტეინურია, მიკროალბუმინურია. ეს თირკმლის ფუნქციის დარღვევაა. ამ დროს ორგანიზმიდან თირკმელების გავლით ცილების გამოსვლა იწყება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბოლო მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპით 22 ადამიანია გარდაცვლილი
ბოლო მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპით 22 ადამიანია გარდაცვლილი
ბოლო მონაცემებით, გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 22-ს შეადგენს.
სრულად
ამირან გამყრელიძე - გრიპით ავადობის მაჩვენებელი მცირდება და დღევანდელი მონაცემით, 100 000 მოსახლეზე 186-ია
ამირან გამყრელიძე - გრიპით ავადობის მაჩვენებელი მცირდება და დღევანდელი მონაცემით, 100 000 მოსახლეზე 186-ია
გრიპით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 186-ს შეადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა
სრულად
გრიპის დაავადებით სტაციონარებში 500-მდე ადამიანია მოთავსებული - ე.წ. ღორის გრიპის დიაგნოზით იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ორი ბავშვი მკურნალობს
გრიპის დაავადებით სტაციონარებში 500-მდე ადამიანია მოთავსებული - ე.წ. ღორის გრიპის დიაგნოზით იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ორი ბავშვი მკურნალობს
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებით საქართველოს
სრულად
ზუგდიდში ე.წ ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ზუგდიდში ე.წ ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ე.წ ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
სრულად
ქუთაისში "ღორის გრიპით" ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა
ქუთაისში "ღორის გრიპით" ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა
ქუთაისში H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი
სრულად
ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების 18 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა
ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების 18 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული
სრულად
გორში რამდენიმე დღის წინ 10 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზად ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით ინფიცირება დადასტურდა
გორში რამდენიმე დღის წინ 10 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზად ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით ინფიცირება დადასტურდა
H1N1-ით, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში
სრულად
თუ გრიპი უკვე გადაიტანეთ - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!
თუ გრიპი უკვე გადაიტანეთ - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!
როგორც არაერთხელ გითხარით, ამ სეზონზე გავრცელებული ღორის გრიპი ხასიათდება გართულებებით,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თერაპიული დაავადებების პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თერაპიული დაავადებების პროფილაქტიკა

რატომ ეპყრობიან ადამიანები ასე დაუდევრად თავიანთ ჯანმრთელობას? 40-ს რომ გადავაბიჯებთ, ყველაფერს ასაკს ვაბრალებთ, უფრო კი - ექიმების უვიცობას. ჰკითხეთ საკუთარ თავს - მართლა ექიმების ბრალია? სადღეისოდ უამრავი პროფილაქტიკური მეთოდი არსებობს. ყველაზე უბრალო, ყველასათვის ხელმისაწვდომი და ყველასათვის ვარგისი მეთოდებია ფიზიკური ვარჯიში, სწორი კვება, სასმელი წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება და სუფთა ჰაერზე რეგულარული სეირნობა. პროფილაქტიკის მეთოდების გასაცნობად კი უნდა ვიცნობდეთ იმ რისკფაქტორებსაც, რომელთა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში შეიძლება ამა თუ იმ დაავადებამ იჩინოს თავი. სხვადასხვა თერაპიული დაავადების რისკფაქტორებისა და პროფილაქტიკის მეთოდების შესახებ გვესაუბრება კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი თერაპევტი ქეთევან შარაშენიძე: - რაკი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოს ნომერ პირველ პრობლემად რჩება, მოდი, პირველ რიგში მათზე ვისაუბროთ.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკფაქტორები

არსებობს ორი სახის რისკფაქტორები: აღმოფხვრადი და არააღმოფხვრადი. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ფაქტორები, რომელთა თავიდან აცილება შეიძლება ამა თუ იმ მეთოდით, ხოლო მეორეს - ფაქტორები, რომელთა თავიდან აცილება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. ასეთია, მაგალითად, ასაკი და სქესი. ქვემოთ რისკის ფაქტორებს ჩამოვთვლი, თქვენ კი დათვალეთ - რამდენი მათგანი გაქვთ? რაც უფრო მეტია რისკფაქტორი, მით უფრო მეტია გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების, ხოლო დაავადებების არსებობისას - გართულების ალბათობაც.

არააღმოფხვრადი რისკფაქტორები

1. სქესი:

  • რისკი მამაკაცებში უფრო მეტია, ვიდრე ქალებში;
  • ასაკთან ერთად განსხვავება მცირდება;
  • 35-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებში ინსულტით სიკვდილის რისკი 30%-ით მაღალია, ვიდრე ქალებში, ხოლო გულის იშემიური დაავადებით სიკვდილისა - 2-3-ჯერ მაღალი.

2. ასაკი. 55 წელს გადაცილებულ მამაკაცებს და 65 წელს გადაცილებულ ქალებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უფრო მეტად ემუქრებათ.

3. მენოპაუზა. ქალებში მენოპაუზის დროს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი მეტია.

4. მემკვიდრეობა. ახლო ნათესავებში გულის დაავადებების არსებობა მსგავსი დაავადებების განვითარების რისკს ზრდის.

5. ეთნიკური კუთვნილება (მაგალითად, ნეგროიდებს ინსულტისა და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის რისკი გაცილებით უფრო მეტი აქვთ).

6. საცხოვრებელი რეგიონი:

  • ინსულტისა და გულის იშემიური დაავადების სიხშირე უფრო მაღალია რუსეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში;
  • ჩინეთში მაღალია ინსულტის და დაბალია გულის იშემიური დაავადების რისკი;
  • აფრიკაში ღვიძლის ქრონიკული უკმარისობისა და ინსულტის რისკი მაღალია, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობისა კი - დაბალი.

7. სამიზნე ორგანოების (გულის, თავის ტვინის, თირკმელების, თვალის ბადურა გარსის, პერიფერიული სისხლძარღვების) დაზიანება. ჩამოთვლილი ორგანოების შეუქცევადი დაზიანება ზრდის გულსისხლძარღვოვანი კატასტროფის რისკს.

8. შაქრიანი დიაბეტი. ის სადღეისოდ სამიზნე ორგანოების ძირითადი დამაზიანებელი ფაქტორია. შაქრიანი დიაბეტის ნიშნებია: წყურვილის გრძნობა, პირის სიმშრალე, დიდი რაოდენობით სითხის მოხმარება, ხშირი (უმტკივნეულო) უხვი შარდვა.

აღმოფხვრადი რისკფაქტორები

1. თამბაქოს წევა - ის ჩამონათვალში პირველია, რადგან მისი დაძლევა ყველაზე ადვილია. თუ ხელი გტკივათ, ზედ ჩაქუჩს არ დაირტყამთ; თუ გულით ავადმყოფი ბრძანდებით, მოწევა არ შეიძლება! მოწევა:

  • 1,5-ჯერ ზრდის გულის დაავადებების რისკს;
  • ზრდის ენდოთელიური დისფუნქციის, ათეროსკლეროზის, სისხლძარღვთა მაობლიტირებელი დაავადებისა და ონკოლოგიური დაავადებების რისკს;
  • ზრდის დაბალი სიმკვრივის (გულისთვის ყველაზე ცუდი) ლიპოპროტეინების რაოდენობას;
  • ამაღლებს არტერიულ წნევას როგორც ჰიპერტენზიით დაავადებულებში, ასევე იმ ადამიანებში, რომელთაც ნორმალური არტერიული წნევა აქვთ.

2. ჰიპერქოლესტერინემია (საერთო ქოლესტერინი მეტია 5,2 მმოლ/ლ);

3. დისლიპიდემია (ქოლესტერინის სხვადასხვა ფრაქციის დონეების ურთიერთშეფარდების დარღვევა);

4. სისტოლური (ზედა) წნევის მომატება (140 მმ ვერცხლისწყლის სვეტზე მეტად);

5. დიასტოლური (ქვედა, `გულის~) წნევის მომატება (90 მმ ვერცხლისწყლის სვეტზე მეტად);

6. სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება;

7. ზედმეტი წონა. თან ერთვის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევები. სხეულის მასის 25-29 ინდექსის დროს (მეორე ხარისხის სიმსუქნე) გულის იშეიური დაავადების რისკი 70%-ით მაღალია, 30-ზე მეტი ინდექსის (მესამე ხარისხის სიმსუქნე) დროს კი 300%-ით; უცვლელი წონისას ბარძაყისა და წელის გარშემოწერილობათა ურთიერთშეფარდების მომატებისას იმატებს ინსულტის, გულის იშემიური დაავადებისა და სიკვდილის რისკი;

8. ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება;

9. ჰიპოდინამია. ყოველდღიური დაბალი ან საშუალო ინტენსივობის ოცწუთიანი აერობული (ანუ ჰაერზე) ვარჯიში გულის იშემიური დაავადებისა და სიკვდილის რისკს 30%-ით ამცირებს;

10. სტრესები;

11. გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, ჰიპერგლიკემია ანუ წინარედიაბეტური მდგომარეობა - სისხლში შაქრის რაოდენობის მომატება;

12. პროტეინურია, მიკროალბუმინურია. ეს თირკმლის ფუნქციის დარღვევაა. ამ დროს ორგანიზმიდან თირკმელების გავლით ცილების გამოსვლა იწყება.


13. ჰიპერკრეატინინემია (თირკმელების ქრონიკული უკმარისობა). ეს დაზიანების უფრო გვიანდელი კრიტერიუმია, ამ დროს თირკმელებს თავიანთი ფუნქციის შესრულება აღარ შეუძლიათ.

14. 60 მმ ვერცხლისწყლის სვეტზე მაღალი პულსური არტერიული წნევა (სხვაობა სისტოლურ და დიასტოლურ წნევათა შორის), არტერიული წნევის მაღალი ვარიაბელობა (დღის განმავლობაში მონაცემების ხშირი ცვლილება, წნევის თამაში), ღამით არტერიული წნევის არასაკმარისი დაწევა ან მომატება (ანუ არტერიული წნევის ცვლილება მკვეთრი არ უნდა იყოს, ხოლო ღამით არტერიული წნევა უნდა იყოს უფრო დაბალი, ვიდრე დღისით);

15. ტაქიკარდია ანუ ხშირი პულსი ან გულისცემა;

16. ღამის აპნოეს სინდრომი - ხვრინვა და ძილის დროს სუნთქვის მცირე ხნით შეჩერება;

17. ესტროგენების დეფიციტი ქალებში. უმეტესად ეს მენოპაუზის დროს შეინიშნება, თუმცა გვხვდება გინეკოლოგიური დაავადებების ან ორივე საკვერცხის ამოღების დროსაც; იწვევს ენდოთელიუმის დისფუნქციას; არის ლიპიდური და ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის გამშვები მექანიზმი;

18. გადატანილი ქლამიდიური ინფექცია - აჩქარებს ენდოთელიუმის დისფუნქციის, ანუ ათეროსკლეროზის განვითარებას;

19. მეტაბოლური დარღვევები: ფიბრინოგენის,  შარდმჟავას,  ა-ლიპოპროტეინის, შედედების მე-7 ფაქტორის, ც-რეაქტიული ცილისა და სხვათა რაოდენობის მომატება; პლაზმინოგენის ენდოგენური ქსოვილოვანი აქტივატორის რაოდენობის დაქვეითება;

20. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (რაც უფრო დაბალია სოციალური სტატუსი, მით უფრო მაღალია გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი).

უნდა ითქვას ისიც, რომ მაშინაც კი, როცა იცით საკუთარი რისკფაქტორების რაოდენობა, თქვენს ინდივიდუალურ რისკზე საუბარი ნაადრევია, რადგან თითოეული ცალკე აღებული რისკფაქტორის მნიშვნელობა საერთო (სუმარულ) რისკფაქტორში თანაბარი არ არის; არსებობს უფრო მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი რისკფაქტორები. სწორედ ამიტომ რამდენიმე რისკფაქტორის ერთდროული არსებობისას აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს, რათა მან სათანადო ზომების მიღებით (რჩევებით თუ მკურნალობით) დროულად შეძლოს გაცილებით უფრო მძიმე დაავადებების პროფილაქტიკა, რაც გაცილებით უფრო იაფი დაჯდება და გაცილებით მეტ პრობლემას აგაცილებთ თავიდან.

გულს-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ცხიმთა ცვლის მოშლის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან ის ათეროსკლეროზის წინამორბედია. 40 წლიდან აუცილებელია, ცხიმოვანი ცვლის შესწავლის მიზნით წელიწადში ერთხელ მაინც განისაზღვროს სისხლში ცხიმისმაგვარი ნივთიერებების - ქოლესტერინის და ნეიტრალური ცხიმების - ტრიგლიცერიდების რაოდენობა. გულის კუნთის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების ათეროსკლეროზის, ესე იგი მის საფუძველზე აღმოცენებული დაავადებების - სტენოკარდიის, გულის კუნთის ინფარქტის, სხვადასხვა არითმიის, კარდიოსკლეროზის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია სისხლში ცხიმოვანი ნივთიერებებისა და ლიპოპროტეინების რაოდენობის მომატება. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქოლესტერინის მომატებას. ლიპიდთა ცვლის ასეთი დარღვევები შესაძლოა ახალგაზრდასაც აღმოაჩნდეს. მსგავსი დარღვევები უფრო ხშირად აღენიშნებათ იმ ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრებსაც ცხიმთა ცვლის მოშლისადმი აქვთ მიდრეკილება. ამგვარი დარღვევები ხშირად ახლავს თან ჰიპერტონიულ დაავადებას, სხვადასხვა წარმოშობის არტერიულ ჰიპერტონიას, შაქრიან დიაბეტს, შედარებით ხშირია სიმსუქნის დროს. ცხიმთა ცვლის მოშლის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით საჭიროა კვების მოწესრიგება: ზედმეტი ჭამისგან თავის შეკავება, ცხოველური წარმოშობის ცხიმების (კარაქი, ერბო, ქონი, მსუქანი ხორცი) შეზღუდვა. ცხიმთა ცვლის მოშლაზე დადებით გავლენას ახდენს მცენარეული ზეთი, რომელიც უჯერ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს და ხელს უწყობს სისხლში ცხიმოვანი ნივთიერებების რაოდენობის დაქვეითებას. ადამიანმა ამ დროს ბევრი უნდა იმოძრაოს, ფიზიკურად იმუშაოს, ფეხით იაროს, შეასრულოს ფიზიკური ვარჯიშები. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ იმ ადამიანებს, რომელთაც ახალგაზრდობიდანვე აქვთ მომატებული სისხლში ქოლესტერინის, ლიპიდებისა და ლიპოპროტეინების რაოდენობა, რომელთა მშობლებსა და ახლო ნათესავებს შედარებით ადრე, შუახნის ასაკამდე, დაემართათ გულის კუნთის ინფარქტი, ათეროსკლეროზი ან სიმსუქნე.

სასუნთქი სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკა

სასუნთქი სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკის შესახებ საუბარი ყელიდან უნდა დავიწყოთ.

რას გულისხმობს ყელის კატარის პროფილაქტიკა?

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ყელის, ესე იგი ხახის, ნუშურებისა და ხორხის ანთებითი დაავადებები, საჭიროა ზოგიერთი ღონისძიების სისტემატური ჩატარება. ამ ღონისძიებათა მიზანია, უპირველეს ყოვლისა, ორგანიზმის გამობრძმედა, სიცივისთვის მიჩვევა, ფიზიკური განვითარება. დიდი მნიშვნელობა აქვს ჰაერზე, მზეზე ყოფნას, წყლის პროცედურებს, ბანაობას, ფიზიკურ ვარჯიშს. ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს თამბაქოს წევისგან, სმისგან. საჭიროა სასუნთქი გზების ყოველი დაავადების დროული მკურნალობა, ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ცხვირით ნორმალური სუნთქვა. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე პირის ღრუს, კბილების მოვლას.

ფილტვების კიბოს პროფილაქტიკა

კიბო ვითარდება ფილტვის ისეთ ქსოვილში, რომელიც უკვე დაზიანებულია რომელიმე ქრონიკული დაავადებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სიგარეტის წევას. თამბაქოს კვამლი იწვევს ქრონიკულ ბრონქიტს, რის შედეგადაც ზიანდება ბრონქების ლორწოვანი გარსი, მრავლდება შემაერთებელი ქსოვილი და ვითარდება ფილტვების ემფიზემა. კვამლი შეიცავს ფისს, რომელიც წარმოიშობა თამბაქოს მშრალი გამოხდისას ანთებული სიგარეტის ბოლოსთან. მას აქვს კანცეროგენული (ანუ კიბოს წარმომშობი) თვისებები. სწორედ ეს ფისი იწვევს ავთვისებიან გადაგვარებას მწეველი ადამიანის ბრონქების ლორწოვან გარსში და ვითარდება კიბო. ამით აიხსნება, რომ სიგარეტის მწეველებს შორის ფილტვის კიბო 10-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე არამწეველებს შორის. არსებობს მონაცემები, რომლებიც მოწმობს, რომ ფილტვის კიბოს აღმოცენებას ხელს უწყობს ჰაერის დაბინძურება წარმოების, განსაკუთრებით კი ავტომანქანების გამონაბოლქვი აირებით. მართლაც, დიდ ქალაქებში ეს დაავადება უფრო ხშირია, ვიდრე სოფლად. ფილტვის კიბოს პროფილაქტიკის ერთადერთი ეფექტური საშუალება თამბაქოსთვის თავის დანებებაა. ამ თვალსაზრისით ყველაზე უფრო მავნეა სიგარეტი. სამწუხაროდ, მასში ფილტრის ჩადგმამაც კი ვერ ააცილა ადამიანს თავიდან კიბოს განვითარების საფრთხე.

როგორ ვებრძოლოთ სახსრების დაავადებებს

ამ დაავადებებთან ბრძოლა ბავშვობიდანვე უნდა დაიწყოს, ზომიერი კვება, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა უამრავ პრობლემას აგაცილებთ თავიდან. უნდა ერიდოთ ცივ წყალს, ხელ-პირის დაბანა, ჭურჭლის რეცხვა მხოლოდ თბილი წყლით შეიძლება (იგივე უნდა გაკეთდეს, როცა დაავადების მწვავე პერიოდი გაივლის). დაბანის შემდეგ ხელები რბილი ტილოთი უნდა შეიმშრალოთ და კოსმეტიკური კრემი წაისვათ. სიცივეში უნდა ჩაიცვათ თბილად, გაიკეთოთ ხელთათმანები. სინთეტიკური სამოსის ტარება საერთოდ არ არის მიზანშეწონილი, ფეხსაცმელი უნდა იყოს რბილი და არ უნდა გიჭერდეთ. ადამიანი თავშეკავებულად უნდა იკვებებოდეს და თუ ჭარბი წონა აწუხებს, აუცილებლად უნდა გახდეს, რადგან სიმსუქნისას დიდია სახსრებზე დატვირთვა, რამაც დროთა განმავლობაში შესაძლოა მათი დეფორმაცია ან ანთებითი პროცესები გამოიწვიოს. სახსრების პრობლემები ანუ `მარილების ჩალაგება~, როგორც მათ ხალხში უწოდებენ, გავრცელებულია მოხუცებულებში, მაგრამ მოწიფულ ასაკშიც როდია იშვიათი. ართროზები ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი; მათ განვითარებას ხელს უწყობს ტრავმა, ამა თუ იმ სახსრის გადატვირთვა, უმოძრაო ცხოვრება, ზედმეტი ჭამა, სიმსუქნე. ავადმყოფური მოვლენები მძიმდება სიცივის, ნესტის პირობებში. გარკვეულ როლს ასრულებს მემკვიდრეობაც. შესაბამისად, ამ დაავადების განვითარებისა და მისი მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მოძრაობითი აქტივობის შენარჩუნებას. ადამიანმა სისტემატურად უნდა ივარჯიშოს ისე, რომ მოძრაობდეს ყველა სახსარი. ასეთი ვარჯიშები ხშირად არის აღწერილი ჟურნალ-გაზეთებში, გადაიცემა ტელევიზიით, მათი ჩატარება შეიძლება სამკურნალო ფიზკულტურის კაბინეტებში და ჯანმრთელობის ჯგუფებში. ბავშვობიდანვე უნდა მიექცეს ყურადღება საწოლს. ის არ უნდა იყოს ჩავარდნილი და რბილი. უმჯობესია ადამიანი იწვეს სწორ, მაგარ საწოლზე, რომელზეც დაფენილი იქნება რბილი ლეიბი. საკმარისია თავქვეშ ერთი ბალიშის დადება. დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვობიდანვე სწორ ჯდომას და გამართული სიარულის ჩვევის გამომუშავებას. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებას. თუ ადამიანი მსუქანია, აუცილებლად უნდა გახდეს. სხვათა შორის, მცდარია მოსაზრება, თითქოს მლაშე საკვები ქსოვილებში მარილების ჩალაგებას აძლიერებდეს. სუფრის მარილი ნატრიუმქლორიდია, ხოლო ქსოვილებში სულ სხვა ნივთიერებები - კალციუმი და ფოსფორი ლაგდება და მათ ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ.


შარდსასქესო სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა

აქ პირველ რიგში ისეთი დაავადების პროფილაქტიკაზე უნდა ვისაუბროთ, როგორიც არის შარდკენჭოვანი დაავადება. მისი პროფილაქტიკა გულისხმობს ზოგად ღონისძიებებს - მოწესრიგებულ კვებას, საკმაო რაოდენობით სითხის მიღებას, ცხოვრებისა და შრომის მოწესრიგებულ რეჟიმს, ფეხით სიარულს, ფიზკულტურას, ფიზიკურ შრომას. როდესაც შარდი მჟავე რეაქციისაა და შეიცავს შარდმჟავა მარილებს (ურატებს), ადამიანი უნდა ერიდოს ხორცს, გულ-ღვიძლს, თევზს, მათ ნახარშებს, ყავას, შოკოლადს. რაციონი უნდა შეიცავდეს პურს, ცხიმს, ყველს, კვერცხს, პომიდორს, ბლომად ბოსტნეულსა და ხილს. თუ შარდში ბევრია კალციუმის მარილები (ოქსალატების, ფოსფატებისა და კარბონატების სახით), უნდა შეიზღუდოს რძე, ყველი, კარტოფილი. ნებადართულია ბრინჯი, ბურღული, ცხიმი, ხორცი, თევზეული, კიტრი, ლიმონი ან ლიმონმჟავას შემცველი სიროფი, ტკბილეული. თუ შარდში ბლომად არის ოქსალატები, უნდა ვერიდოთ მჟაუნას, სალათას, ჭარხალს, სტაფილოს. უნდა მივიღოთ დღეში 1,5-2 ლიტრი წყალი. რაც შეეხება წინამდებარე ჯირკვლის ადენომას, დაავადების ადრეული ფორმების გამოსავლენად სასურველია 45 წლისა და ამაზე უფროსი ასაკის მამაკაცების პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მოწესრიგებული უნდა იყოს სქესობრივი ცხოვრება, ადამიანი თავს უნდა არიდებდეს მავნე ჩვევებს - სიგარეტის წევასა და სმას. კატეგორიულად იკრძალება უმოძრაობა - მამაკაცი ბევრს უნდა მოძრაობდეს, ფიზიკურად აქტიური უნდა იყოს.

კუჭ-ნაწლავის დაავადებების პროფილაქტიკა

ორგანიზმს რეგულარულად სჭირდება საკვები ნივთიერებების, წყლის, მინერალური მარილების, ვიტამინების მიწოდება. ეს ფუნქცია საჭმლის მომნელებელ სისტემას ეკისრება. ყველა საკვები უნდა დაიშალოს შემადგენელ, შედარებით მარტივ ნივთიერებებად, რაც მის მონელებას ნიშნავს. მონელების პროდუქტები შეიწოვება, გადადის სისხლში, შემდეგ კი ქსოვილოვან და უჯრედულ ენერგიად გარდაიქმნება. საკვების მონელება იწყება პირის ღრუში ნერწყვის საშუალებით და თანამიმდევრულად გაივლის კუჭს, თორმეტგოჯა ნაწლავს, წვრილ ნაწლავებსა და მსხვილ ნაწლავს, თითოეულ მათგანში სპეციფიკური წვენებით გრძელდება და მსხვილ ნაწლავში სრულდება. შესაბამისად, თავიდან უნდა იქნეს აცილებული მთელი ამ სისტემის ის პათოლოგიები, რომელიც საკვების მონელების ჯაჭვს დაარღვევს. პირის ღრუ ყოველთვის სუფთა და მოვლილი უნდა იყოს. კარიესიან კბილებს და, საერთოდ, კბილებს დროულად სჭირდება მიხედვა, თორემ არაჯანსაღ პირის ღრუს მრავალი პრობლემის გამოწვევა ძალუძს. კუჭ-ნაწლავის დაავადებების პროფილაქტიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კვების სწორ რეჟიმს. არ უნდა მიიღოთ შეუფერებელი საკვები, უნდა ერიდოთ მეტისმეტად ცივ და მეტისმეტად ცხელ საკვებს, მით უმეტეს - მათ ერთმანეთში არევას. როგორ ავიცილოთ თავიდან მწვავე გასტრიტი? ამისთვის საჭიროა მივირთვათ საღი პროდუქტი, დავიცვათ მისი მომზადებისა და შენახვის წესები. წინა დღით მომზადებული წვნიანი აუცილებლად უნდა წამოდუღდეს. არ უნდა ვჭამოთ ისეთი კერძი, რომელსაც გაფუჭების ნიშნები ეტყობა. საკვები უნდა მომზადდეს დაბანილი ხელებით და საერთოდ, ზედმიწევნით უნდა დავიცვათ სანიტარიისა და ჰიგიენის ელემენტარული წესები. ვისაც რაიმე საკვების აუტანლობა აღმოაჩნდება, ექიმთან უნდა მივიდეს კონსულტაციისთვის და, რასაკვირველია, ერიდოს თავისთვის მავნე პროდუქტს. კუჭ-ნაწლავის დაავადებების პროფილაქტიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნაწლავთა მოქმედებას. თავიდან უნდა ავიცილოთ ყაბზობა. სხვათა შორის, ყაბზობის ერთ-ერთი მიზეზია ნაწლავების სპაზმური შეკუმშვა ნიკოტინის გავლენით. ამ დროს ბევრ მწეველს ნაწლავების მოქმედება აღეძვრება მხოლოდ მაშინ, თუ სიგარეტი გააბოლა, ეს კი მას ტუალეტში მოწევას აიძულებს. როგორია ყაბზობის პროფილაქტიკა და მკურნალობა, როცა ნაწლავების მოქმედების დარღვევა არ არის განპირობებული სხვა დაავადებით? ამისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოწესრიგებულ კვებას ბავშვობიდან მოხუცებულობამდე. ნაწლავების რეგულარული მოქმედებისთვის ადამიანი უნდა იღებდეს ისეთ საკვებს, რომელიც შეიცავს უჯრედისსა და საკმაო რაოდენობით გამაღიზიანებელ ნივთიერებებს. ასეთებია: ჭვავისა და ხორბლის პური, შავი პური, უმი კობოსტო და მისი მწნილი, ჭარხალი და მისი ფოთოლი, სტაფილო, ბოლოკი, კიტრი, პომიდორი, მწვანე ლობიო, სოკო, ღანძილი, ეკალა, სხვადასხვა მწვანილი, ყოველგვარი მხალეული (ნიგვზით, ძმრითა და ზეთით შეკაზმული), მწნილი, სუპი, ბორშჩი, ჭერამი, ლეღვი, ციტრუსები ქერქიანად, ყოველნაირი ჩირი, მურაბა, თხილი, ნუში, თაფლი, მაწონი, კეფირი, ცივი რძე, ცივი წყალი, მინერალური წყლები. უნდა შეიზღუდოს ისეთი კერძები, რომლებიც კარგად შეიწოვება და მცირე წიდას ტოვებს: თეთრი პური, თეთრი ფქვილის ნაწარმი, მაკარონი, ვერმიშელი, ორცხობილა, ნამცხვარი, კანფეტი, მანანის ფაფა, ფლავი, კარტოფილის პიურე, კისელი. არ არის სასურველი ყავა და მაგარი ჩაი. კერძები უმჯობესია შეკაზმული იყოს მცენარეული ზეთით. გამხსნელი საშუალებებით თვითმკურნალობას ჯობს მოერიდოთ, რადგან ადამიანის ორგანიზმი სწრაფად ეჩვევა წამლებს და მერე და მერე ისინი სათანადო ეფექტს ვეღარ ახდენენ. მათი მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ასევე არ არის მიზანშეწონილი ოყნის სისტემატური კეთება.

როგორ ავიცილოთ თავიდან ქრონიკული ჰეპატიტი?

ყველაზე სწორი გზა ამ დაავადების პროფილაქტიკა და ის მკურნალობაა, რომელიც წინ უძღვის ქრონიკულ ჰეპატიტს. ბოტკინის დაავადების გადატანის შემდეგ ადამიანს დიდი სიფრთხილე მართებს. მას კატეგორიულად ეკრძალება თუნდაც უმცირესი რაოდენობის ალკოჰოლის მიღება ერთი წლის განმავლობაში მაინც; უნდა ერიდოს ცხიმიან საკვებს, მძიმე ფიზიკურ შრომას და სპორტულ დატვირთვას, თუმცა ფეხით სიარული და ზომიერი დატვირთვის ვარჯიშები სასრგებლოდ მიიჩნევა. ასეთი ადამიანი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.

როგორ ავიცილოთ თავიდან ციროზი?

ღვიძლის ციროზთან ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. განსაკუთრებით მწვავედ უნდა დაისვას ალკოჰოლის სრული აკრძალვის საკითხი, თუკი ადამიანს აქვს ღვიძლის დაზიანების, ჰეპატიტის, თუმდაც უმცირესი გამოვლინება. ალკოჰოლზე უარის თქმით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება იმ შემთხვევაშიც კია შესაძლებელი, როდესაც მკვეთრად არის გამოხატული ღვიძლის დაზიანების კლინიკური და ლაბორატორიული ნიშნები. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თუ ასეთმა ადამიანმა სმა მაინც განაგრძო, ვერც ერთი წამალი ვერ იხსნის მის ღვიძლს საბოლოო განადგურებისგან. დიდი პროფილაქტიკური მნიშვნელობა აქვს მწვავე ინფექციურ ჰეპატიტსა და ციროზის სხვა წინამორბედ დაავადებებთან ეფექტურ ბრძოლასაც.

როგორ ავიცილოთ თავიდან ნაღველკენჭოვანი დაავადება

კენჭების პროფილაქტიკა გულისხმობს მათი გაჩენის ხელშემწყობ დაავადებებსა და პირობებთან ბრძოლას. ჯანმრთელმა ადამიანმა ბევრი უნდა იმოძრაოს, ფეხით იაროს, სისტემატურად ივარჯიშოს, ერიდოს ხანგრძლივ ჯდომას, თავი არიდოს ჭარბ კვებას, განსაკუთრებით - ცხიმიან კერძებს. საჭიროა ყაბზობის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროული ჩატარება. ყველა ეს ღონისძიება უნდა ტარდებოდეს ორსულობის პერიოდშიც. თუ ადამიანს კენჭოვანი დაავადების შეტევა დაემართა, მაშინვე ექიმს უნდა გამოვუძახოთ. შეტევის შემდეგ საჭიროა თავშეკავებული კვება და კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოწესრიგება. წამლები უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. შინაგანი ორგანოების დაწევის პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მუცლის პრესის გამაგრებასა და მისი ტონუსის შენარჩუნებას სისტემატური ფიზიკური ვარჯიშით. ეს ეხება ნამშობიარევ ქალბატონებს, აგრეთვე - იმ ადამიანებს, რომლებიც სიმსუქნის მკურნალობისას წონას კარგავენ. ფიზიკურ ვარჯიშს გარკვეული სამკურნალო მნიშვნელობაც აქვს, ავადმყოფი კი უნდა ერიდოს სიმძიმეების აწევას, მძიმე ფიზიკურ შრომას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სიმსუქნესთან ბრძოლას. მისი პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე. მომავალი დედა ნორმალურად უნდა იკვებებოდეს, ისე, რომ ზედმეტად არ გასუქდეს. ბავშვის კვების დროსაც ზომიერებაა საჭირო. პატარას ძალით არ უნდა ვაჭამოთ. ზოგჯერ კვების შეზღუდვაც კია აუცილებელი. ბავშვმა თავისუფლად უნდა იმოძრაოს, ითამაშოს, დახარჯოს ენერგია. ამ პრინციპებს, ესე იგი ზომიერ კვებას და აქტიურ მოძრაობას, უნდა მივდიოთ მთელი სიცოცხლე - ახალგაზრდობიდან მოხუცებულობამდე. ვარჯიში და ფეხით სიარული, დღეში ორი საათი მაინც, ყველა ასაკის ადამიანს სჭირდება. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ დაავადების თავიდან აცილება გაცილებით ადვილია, ვიდრე მისი მკურნალობა.