ოფისის ნივთების სისუფთავე და მიკრობები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოფისის ნივთების სისუფთავე და მიკრობები

სხვა ნივთებზეც, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ სამსახურში, ასევე ბევრი მიკრობია.

  • საშუალო კომპიუტერის კლავიატურა შეიცავს იმდენი ბაქტერიას, რამდენიც სამზარეულოს ნაგვის ურნაშია.
  • კომპიუტერის მაუსი უფრო ჭუჭყიანია, ვიდრე იატაკის ხალიჩა.
  • ოფისის მაგიდა სამჯერ უფრო ჭუჭყიანია, ვიდრე ტუალეტის დასაჯდომი.

ეს შედეგები აჩვენა ერთ-ერთი ბრიტანული დასუფთავების სააგენტოს დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ, იუწყება Daily Mail.

კვლევის ავტორებმა მიკროფლორას ნიმუშები აიღეს ოფისებში სხვადასხვა ობიექტების ზედაპირიდან და შეადარეს ისინი ყველაზე ბინძურ საყოფაცხოვრებო ნივთებს.

სპეციალისტების განმარტებით, მაგიდები და კლავიატურები ასეთი ჭუჭყიანი იმიტომაა, რომ მათთან დღეში რვა საათს ვატარებთ — ამავე დროს ვჭამთ და ვსვამთ სამუშაო ადგილზე.

🔔 რეკომენდაცია

ოფისის თანამშრომლებმა რეგულარულად უნდა გაუკეთონ დეზინფექცია სამუშაო მაგიდებს, ლეპტოპებს, ტაბლეტებს, ტელეფონებს, კლავიატურებს, მაუსებს, პრინტერებს — ყველა ეს ელემენტი ინფექციის პოტენციური მატარებელია.

👗 ჯანმრთელობისთვის საშიში ტანსაცმელი

შეუსაბამო ჩაცმულობამ შეიძლება არა მხოლოდ აზარალოს თქვენი გარეგნობა, არამედ გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები.

  • ეკო ტყავის შარვალი სარჩულის გარეშე გვხვდება ტანსაცმლის ბევრ მაღაზიაში. ასეთ სამოსში ადამიანი სწრაფად ჩახურდება და ოფლიანდება, განსაკუთრებით შენობაში. რეკომენდებულია ეკო-ტყავის სამოსი თხელი ბამბის სარჩულით, თუმცა ასეთი კომბინაცია იშვიათია.

  • ფეხსაცმელი შეარჩიეთ ზომის გათვალისწინებით — თქვენი ან ერთი ზომით დიდი. მჭიდრო ფეხსაცმელმა, რომელიც აწვება და უჭერს თითებს ან არ ჯდება სწორად, შეიძლება გამოიწვიოს ფეხების დაზიანება, მაგალითად, ფრჩხილების ჩაზრდა.

  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საცვლების არჩევანს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის. აუცილებელია საცვალი იყოს ბამბის ან ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული.