ჩაცმულობის ეთიკა და მისი მნიშვნელობა - როგორ უნდა ეცვას ბრალდებულს სასამართლოზე?
ის ჩვენი იდენტობის, სტატუსის, პროფესიისა და კულტურული კუთვნილების გამოხატულებაა. შესაფერისი სამოსის შერჩევა არამარტო გვეხმარება კარგად გამოვიყურებოდეთ, არამედ გვიქმნის კომფორტს, გვიზრდის თავდაჯერებულობას და გვიადვილებს სოციალურ ინტერაქციას.
სამოსი პირველი შთაბეჭდილების შექმნის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ადამიანები ხშირად აფასებენ ერთმანეთს იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყურებიან. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მოვირგოთ სამოსი კონკრეტულ სიტუაციაში.
პროფესიული ჩაცმულობა
მასწავლებელი: მასწავლებლის ჩაცმულობა უნდა იყოს მოწესრიგებული, მოკრძალებული და ოფიციალური. ეს პროფესია ავტორიტეტულობას და სერიოზულობას მოითხოვს. სასურველია, მან თავი უნდა აარიდოს ზედმეტად მოკლე, გამჭვირვალე ან სპორტულ სამოსს.
მოსწავლე: მოსწავლის ჩაცმულობა უნდა იყოს კომფორტული და მოწესრიგებული, შესაბამისი სასკოლო გარემოსთვის. უმეტეს სკოლაში დაწესებულია დრესკოდი, ხშირად სკოლის ფორმა, რომლის ტარებაც სავალდებულოა. იქ, სადაც ფორმა არაა, რეკომენდებულია, მოსწავლემ ატაროს ჯინსი, შარვალი, მაისური, სვიტერი ან სხვა მსგავსი ტანსაცმელი. თავი უნდა აარიდოს გამოხატულად მოდურ, ძვირადღირებულ, ზედმეტად ღია ან უწესრიგო ტანსაცმელს.
ექიმი: ექიმის ჩაცმულობა სისუფთავეს და სანდოობას უნდა გამოხატავდეს. თეთრი ხალათი ამ პროფესიის სიმბოლოა. ხალათის ქვეშ ატარებენ უბრალო, მოწესრიგებულ ტანსაცმელს, რომელიც კომფორტულია ხანგრძლივი სამუშაო დღისთვის.
ბანკირი/იურისტი: ამ პროფესიებში აუცილებელია მკაცრი, ოფიციალური ჩაცმულობა. მამაკაცები ატარებენ კოსტიუმს, ჰალსტუხს და კლასიკურ ფეხსაცმელს. ქალები – კოსტიუმს, კლასიკურ კაბას ან შარვალს, მოკრძალებული მაკიაჟით და აქსესუარებით.
ჩაცმულობა ოფიციალურ გარემოში
საქმიანი შეხვედრა: თუ ეს ოფიციალური შეხვედრაა, მაგალითად, ბიზნეს-ვახშამი ან დიპლომატიური მიღება, აუცილებელია მკაცრად ოფიციალური სტილი. მამაკაცებისთვის რეკომენდებულია სმოკინგი ან მუქი ფერის კოსტიუმი, ხოლო ქალებისთვის – საღამოს გრძელი კაბა ან ელეგანტური კოსტიუმი.
სასამართლო: სასამართლოში დასწრებისას აუცილებელია, რომ ჩაცმულობა იყოს მკაცრად ოფიციალური და კონსერვატიული. მამაკაცებმა უნდა ატარონ კოსტიუმი, ჰალსტუხი და კლასიკური ფეხსაცმელი. ქალებმა კი – კოსტიუმი, კლასიკური ქვედაბოლო ან შარვალი, მოკრძალებული პერანგი. სასურველია, არ გამოიყენონ მკვეთრი მაკიაჟი, აქსესუარები ან გამომწვევი სტილი.
როგორ უნდა ეცვას ბრალდებულს სასამართლო დარბაზში - შეიძლება თუ არა მას ეცვას გამომწვევი სამოსი?
სასამართლოში ბრალდებულის ჩაცმულობაზე კანონი პირდაპირ მოთხოვნებს არ აწესებს, მაგრამ არსებობს დაუწერელი წესები, რომლებიც სასამართლოსადმი პატივისცემას გამოხატავს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ეთიკის კოდექსის თანახმად, მხარეები და სხვა მონაწილეები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ სასამართლოს. ამასთანავე, სასამართლოს შეუძლია დააკისროს პასუხისმგებლობა იმ პირს, რომელიც არღვევს სასამართლოს საქმიანობის საჯაროობას და სიმშვიდეს, ასევე მას, ვინც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას. ჩაცმულობა, რომელიც სასამართლო სხდომის სიმშვიდეს და საზეიმო ატმოსფეროს არღვევს, შეიძლება მოსამართლემ არადისციპლინურ ქმედებად ჩათვალოს.
რაც შეეხება კონკრეტულ სამოსს, სასამართლო დარბაზში მიუღებელია:
-
ვულგარული, გამომწვევი და ნახევრად შიშველი ჩაცმულობა. ასეთმა ჩაცმულობამ შესაძლოა მოსამართლის გაღიზიანება გამოიწვიოს, თუმცა, როგორც წესი, ეს გადაწყვეტილება მოსამართლეზეა დამოკიდებული.
-
მიზანმიმართული წარწერებით. მაგალითად, მაისურები ნებისმიერი შინაარსის წარწერით.
-
დახეული ჯინსები.
-
სპორტული სამოსი.
სასურველია, ბრალდებულმა აირჩიოს სოლიდური, კლასიკური სტილის ტანსაცმელი. მაგალითად:
-
მამაკაცებისთვის: პიჯაკი, კლასიკური შარვალი და პერანგი.
-
ქალებისთვის: შარვალი ან ქვედაბოლო პიჯაკთან ერთად, ან კლასიკური კაბა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩაცმულობა პირდაპირ გავლენას არ ახდენს საქმის არსზე, ის მნიშვნელოვანია სასამართლოსა და მოსამართლის მიმართ პატივისცემის გამოსახატავად.
დამატებითი რეკომენდაციები
-
სპორტული დარბაზი: სპორტული აქტივობისთვის უნდა ჩაიცვათ სპეციალური სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც კომფორტული და უსაფრთხო იქნება.
-
ინტერვიუ: სამსახურებრივ ინტერვიუზე აუცილებელია მოწესრიგებული, კლასიკური სტილი, რომელიც სერიოზულ და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე ადამიანის შთაბეჭდილებას შექმნის.
-
პლაჟი: პლაჟზე ჩაცმის სტილი თავისუფალია და კომფორტული, თუმცა რეკომენდებულია, რომ პლაჟის სამოსი მხოლოდ პლაჟისთვის გამოიყენოთ და არა ქალაქში სასეირნოდ.
-
კარნავალი ან თემატური წვეულება: ამ ტიპის ღონისძიებებზე ჩაცმულობა დამოკიდებულია მის კონკრეტულ თემაზე. აქ შეგიძლია გამოხატო საკუთარი კრეატიულობა და ჩაიცვა კოსტიუმი, რომელიც ამ თემას შეესაბამება.
ჩაცმულობა ჩვენი პატივისცემის გამოხატულებაა იმ ადამიანების და ადგილის მიმართ, სადაც ვიმყოფებით. სწორი ჩაცმის სტილის არჩევა არა მხოლოდ ჩვენს იმიჯს აუმჯობესებს, არამედ გვეხმარება, თავი უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად ვიგრძნოთ ნებისმიერ სიტუაციაში.