რატომ არ უნდა გავაშროთ ბალიშები მზეზე?
ხშირად გვავიწყდება, რომ თავად ბალიშები და საბნებიც საჭიროებენ რეცხვას. თეთრეული ზამთარში ყოველ 2 კვირაში ერთხელ უნდა გამოიცვალოს, ზაფხულში კი ყოველ კვირას. საბნები, ბალიშები და ლეიბის დამცავები უნდა გაირეცხოს და გაშრეს მინიმუმ ექვს თვეში ერთხელ. თუ დიდი ხანია ეს არ გაგიკეთებიათ, ახლა სწორედ ამის დროა.
- ფაქტია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ოფლის გამოყოფა ძლიერდება და თეთრეულში ბაქტერიები და შესაძლოა ობიც კი გაჩნდეს.
- მეორეც, მტვრის ტკიპები მრავლდება;
- მესამე, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.
- ბალიშები და საბნები უნდა გაირეცხოს მწარმოებლის მიერ დადგენილი ტემპერატურის პირობების შესაბამისად.
- გარეცხვის შემდეგ არ დაგავიწყდეთ მათი გაშრობა.ბალიშები და საბნები არ უნდა გააშროთ მზის პირდაპირ სხივებზე: მაგალითად, ბუმბულის შიგთავსიანი ბალიშები ამის გამო კარგავენ ელასტიურობას, ბუმბული მსხვრევადი ხდება.
- არ დაგავიწყდეთ პერიოდულად გადააბრუნოთ და გაშრობის დროს ბალიშები და საბნები ააფუოთ. ეს ხელს შეუწყობს გარეცხვის შემდეგმათ უფრო სწრაფად გაშრობას და დარბილებას.
- ასევე პერიოდულად უბრალოდ უნდა გამოიტანოთ ბალიშები და საბნები სუფთა ჰაერზე, მაგალითად, აივანზე.
საძინებლის ნივთებისა და აღჭურვილობის მოვლის მარტივი წესების დაცვით, ჩვენ ვახანგრძლივებთ მათ მომსახურების ვადას. ასევე, ვიცავთ თავს ალერგიული რეაქციებისგან და ბალიშებში, საბნებსა და თეთრეულში მავნე მიკროორგანიზმების გამრავლებისგან.
-
რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე ბალიშები და საბნები
სწორად შერჩეული საბანი და ბალიში არა მხოლოდ აუმჯობესებს ძილს, არამედ ხელს უწყობს მრავალი სერიოზული დაავადების განვითარების თავიდან აცილებას.რეკომენდირებულია, თუ ეს შესაძლებელია, მოერიდოთ ბუნებრივ მასალებს - ბუმბულის ბალიშები შეიცავს ტკიპებს, რომლებიც იწვევენ ბრონქული ასთმის განვითარებას;
-
მითია მყარ ზედაპირზე ძილის სარგებლიანობის შესახებ
ადამიანის ხერხემალს აქვს მრუდები - კიფოზი და ლორდოზი - ხერხემლის კისრის, გულმკერდის, წელის ნაწილი. მყარ საწოლზე ძილის დროს მათზე დიდი ზეწოლა მოხდება, რის გამოც ადამიანი მუდმივად ტრიალდება წოლისას და ეს აფერხებს სრულფასოვან ძილს.
უმჯობესია აირჩიოთ რბილი ორთოპედიული ბალიშები - ის კარგად იჭერს თავს და ადუნებს კუნთებს.მთავარია ბალიშის სწორად შერჩევა. მისი სიმაღლე მხრიდან ყურამდე მანძილის ტოლი უნდა იყოს.
გასათვალისწინებელია ასევე მატრასის სირბილეც.ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ბალიშები იწვევს ალერგიას და ბრონქ-ფილტვის დაავადებებს.შეარჩიეთ საშუალო სიმკვრივის მატრასი. რაც შეეხება საბანს, უმჯობესია, ის ხელოვნური მასალისაგან იყოს ბუმბულის გარეშე.