შესაძლებელია თუ არა მაგნიუმის და D ვიტამინის დანამატების ერთად მიღება?
რატომ უნდა მივიღოთ მაგნიუმი და D ვიტამინი ერთად?
ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მაგნიუმის მიღება D ვიტამინთან ერთად სასარგებლოა.
- საკმარისი მაგნიუმის მიღებამ შეიძლება მაქსიმალურად გაზარდოს D ვიტამინის ეფექტი და შეამციროს D ვიტამინის პოტენციური გვერდითი ეფექტები.
თუ გაქვთ ორივე ნუტრიენტის დაბალი დონე, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს მაგნიუმის და D ვიტამინის ერთად მიღება.
მაგნიუმი აუცილებელია D ვიტამინის შესაწოვად, მაგნიუმს შეუძლია გააძლიეროს D ვიტამინის ტრანსპორტირება, სინთეზი და მეტაბოლიზმი.
მაგნიუმის სარგებელი
მაგნიუმი არის მინერალი, რომელიც ჩართულია სხეულის 300-ზე მეტ სხვადასხვა სისტემაში, რომლებიც არეგულირებენ მნიშვნელოვან ფუნქციებს, მათ შორის:
- ცილის წარმოება;
- კუნთების და ნერვების ფუნქცია;
- არტერიული წნევის რეგულირება;
- სისხლში შაქრის კონტროლი;
- ძვლის განვითარება;
- დნმ-ის შექმნა
მაგნიუმის დაბალი შემცველობა ზრდის ტიპი 2 დიაბეტის და, პოტენციურად, გულის დაავადების რისკს.
იმ პირებში, ვისაც აქვს ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორიცაა კრონის დაავადება, ტიპი 2 დიაბეტი, ალკოჰოლის მოხმარების დარღვევა და ზოგადად ხანდაზმულებში, ასევე სავარაუდოდ დაბალია მაგნიუმის დონე.
ჭარბი რაოდენობით მაგნიუმმა, დანამატების საშუალებით, შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, გულისრევა, ღებინება, დაბალი წნევა და კუნთების სისუსტე. მძიმე შემთხვევებში, მას შეუძლია გამოიწვიოს რეფლექსების დაკარგვა, გულის ბლოკირება, სუნთქვის გაძნელება.
ჯანსაღი დიეტა, რომელიც მდიდარია მაგნიუმის საკვები წყაროებით არის თხილეული და თესლი, ფოთლოვანი მწვანილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, მარცვლეული, ხილი, ლობიო და პარკოსნები. ეს საკვები დაგეხმარებათ მაგნიუმის მიღებაში.
თუ ვერ იღებთ საკმარის საკვებს თქვენს დიეტაში, დანამატები დაგეხმარებათ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში.
D ვიტამინის სარგებელი
ორგანიზმი ქმნის D ვიტამინს, როდესაც მზის ულტრაიისფერი სხივები კანში აღწევს. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ის ისეთი საკვებით, როგორიცაა ორაგული, კვერცხი,D ვიტამინით გამდიდრებული რძე. D ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ორგანიზმს სჭირდება მრავალი ფუნქციისთვის, მათ შორის:
- კალციუმის შეწოვა;
- ძვლის სიმტკიცე და განვითარება;
- ანთების შემცირება;
- იმუნური სისტემის რეგულირება
ხანდაზმულებს, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ისეთი პირობები, რომლებიც ზღუდავს ცხიმის შეწოვას, როგორიცაა კრონის დაავადება და ცელიაკია, აქვთ D ვიტამინის დეფიციტის მეტი რისკი.
D ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები მოზრდილებში მოიცავს დაღლილობას, ძვლების ტკივილს, კუნთების სისუსტეს, კუნთების ტკივილს, კუნთების კრუნჩხვებს და განწყობის ცვლილებებს, როგორიცაა დეპრესია. მაგრამ ზოგჯერ სიმპტომები საერთოდ არ არის.
D ვიტამინის დანამატების გადაჭარბებულმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალციუმის დაგროვება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება, ხშირი შარდვის აუცილებლობა და სისუსტე.
საბოლოოდ, შეიძლება განიცადოთ ძვლების ტკივილი და თირკმელების პრობლემები, როგორიცაა კალციუმის ქვები.
მიმართეთ ექიმს დოზების განსასაზღვრად.