/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

ჩვევები, რომლებიც უარყოფითად აისახება თვალის ჯანმრთელობაზე

ჩვევები, რომლებიც უარყოფითად აისახება თვალის ჯანმრთელობაზე
არსებობს რამდენიმე ჩვევა, რომელიც უარყოფითად აისახება თვალის ჯანმრთელობაზე.

ესენია:

კომპიუტერის ეკრანთან შესვენების გარეშე, დიდი დროის გატარება.

თვალებზე ხშირად ხელით შეხება.

სიგარეტის და ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება.

კონტაქტური ლინზის ონკანის გამდინარე წყალში გარეცხვა. ამ დროს იზრდება ინფექციების განვითარების რისკი.

მობილურის, ტელევიზორის ან კომპიუტერის ზედმეტად კაშკაშა ეკრანი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, მყავს 4 წლის გოგო, რომელიც ხშირ დროს ატარებდა ტელეფონთან, დაუდგინდა მიოპია -2 და მეორე თვალზე -2.75. მეც ახლომხედველი ვიყავი, ლაზერული ოპერაციის გაკეთებამდე. რადგან ჯერ არავინ მინახავს სათვალის ტარებით განკურნებული ოფთალმოლოგს ვკითხე თუ შეიძლება თანდათან გაუმჯობესდეს ჩემი შვილის მდგომარეობათქო და არაო მითხრა, პირიქით შეიძლება გაიზარდოს მინუსიო. არაფერი ეშველებაო ოპერაციის გარდა. მაინტერესებს მართლა ასეა? გასაგებად რომ დამიწეროთ რა.. რამე ვარჯიში ან წვეთები არაფერი გამიგონია ჯერ კიდევ? პ.ს. ახლობელს დაყავს ბავშვი 3 წლიდან უკეთია სათვალე და ყოველ ნახევარ წელიწადში ექიმი უფრო დაბალი ნომრის სათვალეს უნიშნავს რადგან უკეთესობა აქვსო და დავიბენი</p>

სიბნელეში ტელევიზორის ყურება, ძილის წინ მობილურითა თუ კომპიუტერით სარგებლობა.

ფეხით გადაადგილდებისას ან ტრანსპორტით მგზავრობისას კითხვა(წიგნიდან, ჟურნალიდან ან მობილურიდან).

წამოწოლილ მდგომარეობაში წიგნის კითხვა.

სხვისი კოსმეტიკის ხშირი გამოყენება.

რჩევები თვალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებალად:

  • მნიშვნელოვანია კვების რაციონის მოწესრიგება. განსაკუთრებით სასარგებლოა: სტაფილო, ციტრუსი, კენკროვანი ხილი გოგრა, კივი, ავოკადო, თხილეული, ფოთლოვანი ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, იოგურტი, რძე.
  • კომპიუტერთან მუშაობისას ხშირად დაახამხამეთ თვალი და ეცადეთ რამდენიმე წუთით მაინც განტვირთოთ თვალი
  • თავისუფალი დრო ღია სივრცეში, სუფთა ჰაერზე გაატარეთ
  • მოერიდეთ თვალის გამოშრობას (ზამთარში განსაკუთრებით იზრდება თვალის გამოშრობის რისკი)
  • კონტაქტური ლინზის სარგებლობისას დაიცავით ჰიგიება - ხელები კარგად დაიბანეთ და გაიშრეთ, ყურადღება მიაქციეთ ლინზის ვადას. ტკივილის ან მხედველობის გაუარესების, სიწითლისა თუ შეშუპების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ოფთალმოლოგს, არ ისარგებლოთ დაზიანებული კონტაქტური ლინზით.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შენელებული მეტაბოლიზმის 7 ნიშანი. როგორ ავაჩქაროთ ის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შენელებული მეტაბოლიზმის 7 ნიშანი. როგორ ავაჩქაროთ ის

სხეულის თითქმის ყველა ფუნქცია დამოკიდებულია ამ რეაქციებზე, მათ შორის საჭმლის მონელება, სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა და ტემპერატურის რეგულირება.

ჩვენს მეტაბოლიზმზე შეიძლება გავლენა იქონიოს გენეტიკა, ჯანმრთელობა და ცხოვრების წესმა. როდესაც მეტაბოლიზმი ნელდება, ორგანიზმი ხარჯავს ნაკლებ ენერგიას (წვავს ნაკლებ კალორიას), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა უსიამოვნო სიმპტომები - წონის მომატება, არაჯანსაღი საკვებისადმი ლტოლვა, კანის სიმშრალე, დაღლილობა, განწყობის ცვალებადობა.

7 ნიშანი, რომელიც შესაძლოა მეტაბოლიზმის შენელებაზე მიუთითებდეს

1. მუდმივი დაღლილობა

ენერგიის მუდმივი ნაკლებობა აშკარა მიზეზის გარეშე, შეიძლება მიუთითებდეს მეტაბოლიზმის შენელებაზე. ამ შემთხვევაში, საკვებიდან ენერგიის გამომუშავების პროცესიც ნელდება - შედეგად შეიძლება ვიგრძნოთ სწრაფი დაღლილობა და ძილიანობა.

ენერგეტიკულ დონეზე შეიძლება იმოქმედოს კვების რაციონმა და სხეულში ცხიმის პროცენტულმა რაოდენობამ, რაც ასევე გავლენას ახდენს ორგანიზმის მეტაბოლიზმზე. კუნთოვანი მასა, ცხიმოვანი მასისგან განსხვავებით, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას და ცხიმების წვას.

2. კანის სიმშრალე

ცივ სეზონზე კანი ხშირად მშრალია. მაგრამ თუ კანის სიმშრალე მუდმივად შეინიშნება, ეს შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დეფიციტის ნიშანი.

ფარისებრი ჯირკვლის აქტივობა, რომელიც გამოიმუშავებს ამ ჰორმონებს, ასევე განსაზღვრავს ორგანიზმში მეტაბოლიზმის სიჩქარეს. ამ ჯირკვლის მიერ ჰორმონების არასაკმარისმა გამომუშავებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის სიმშრალე და ნივთიერებათა ცვლის შენელება. ამ დროს საჭიროა შემოწმდეს სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები დონე.

3. წონის მომატება

თუ იკვებებით ჯანსაღად და ხართ ფიზიკურად საკმარისად აქტიური, მაგრამ მაინც იმატებთ წონაში, მიზეზი შეიძლება იყოს ნელი მეტაბოლიზმი.

ეს ნიშნავს, რომ სხეული ენერგიას საკვებიდან უფრო ნელა ათავისუფლებს და არ წვავს კალორიებს სე სწრაფად. ენერგია, რომელიც არ იხარჯება, გარდაიქმნება ცხიმის რეზერვში.

4. სიცივის მიმართ მგრძნობელობა

გაზრდილი მგრძნობელობა სიცივის მიმართ (მაგალითად, თუ საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზეც კი გაცივდებით) შეიძლება მიუთითებდეს მეტაბოლურ დარღვევაზე.

სხეული სითბოს გამოიმუშავებს მეტაბოლური პროცესების შედეგად. სხეულის დაბალი ტემპერატურა შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ეს პროცესები უფრონელა მიმდინარეობს.

კვლევები აჩვენებს, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების არასაკმარისი წარმოებისას, ისევე როგორც სიმსუქნის დროს, სხეულის ტემპერატურა ხშირადიკლებს - ეს ხდება მეტაბოლიზმის შენელების გამო.

5. ლტოლვა არაჯანსაღი საკვებისადმი

თუ მუდმივად გნებავთ ტკბილი და ცხიმიანი საკვები, ეს შეიძლება იყოს ნელი მეტაბოლიზმის ნიშანი.

კვლევებმა აჩვენა, რომ გარკვეული საკვებისადმი გაზრდილმა ლტოლვამ შეიძლება გამოიწვიოს კვებითი დისბალანსი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები - განსაკუთრებით თუ კვების რაციონი მდიდარია დამუშავებული საკვებით, რომელიც შეიცავს ცარიელ კალორიებს და ნაკლებად საკვებ ნივთიერებებს.

მაღალკალორიული საკვებისადმი ლტოლვა შეიძლება მიუთითებდეს ნელ მეტაბოლიზმზე.

6. განწყობის ცვალებადობა

დროდადრო ყველას განწყობა იცვლება. მაგრამ ემოციური მდგომარეობის მკვეთრი და უეცარი ცვლილებები ასევე შეიძლება მიუთითებდეს ნელ მეტაბოლიზმზე.

როდესაც მეტაბოლიზმი ნელდება, ვგრძნობთ სისუსტეს, რასაც ხშირად თან ახლავს ჰორმონალური დისბალანსი. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და აღგზნებადობა. კვლევები ადასტურებს, რომ შენელებულმა მეტაბოლიზმმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური დარღვევები, მათშორის განწყობის ცვალებადობა.

7. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები

საჭმლის მონელების პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული მეტაბოლიზმთან, საჭმლის მონელების პროცესი მოიცავს საკვები პროდუქტებისკომპონენტებად დაყოფა, ხოლო მეტაბოლური პროცესები პასუხისმგებელია ამ კომპონენტებისგან ენერგიის გამომუშავებაზე.

გასაკვირი არ არის, რომ შენელებულმა მეტაბოლიზმმა შეიძლება ადვილად იმოქმედოს საჭმლის მონელებაზეც, გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ყაბზობა, შებერილობა ან დიარეა.

რატომ ნელდება მეტაბოლიზმი?

ორგანიზმში მეტაბოლიზმის სიჩქარეზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი.

გენეტიკური მახასიათებლები. მეტაბოლური მაჩვენებელი ნაწილობრივ განისაზღვრება ჩვენი გენებით. ზოგი ადამიანი შენელებული მეტაბოლიზმით იბადება, ზოგს კი ჩვეულებრივზე სწრაფი მეტაბოლიზმი აქვს.

ასაკი. წლების მატებასთან ერთად ორგანიზმში მეტაბოლური პროცესები ნელდება - თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს მხოლოდ 60 წლის შემდეგ ხდება. მეცნიერთა აზრით, ეს გამოწვეულია ჩვენი სხეულის უჯრედებში ასაკთან დაკავშირებული ცვლილებებით, ასევე კუნთების მასის შემცირებით.

ქესი. ქალები ზოგადად უფრო მიდრეკილნი არიან შენელებული მეტაბოლიზმისკენ, რადგან მათ საშუალოდ სხეულის ცხიმის მაღალი წილი აქვთ და ნაკლებიკუნთების მასა.

კვებითი ავისებურებები. მეტაბოლური მაჩვენებელი დიდწილად დამოკიდებულია ჩვენს დიეტაზე - ვიღებთ თუ არა საკმარის საკვებ ნივთიერებებს, ძალიანბევრ ან ძალიან ცოტა კალორიას ან ცხიმს. დაბალკალორიული დიეტის დროს, მეტაბოლიზმი შეიძლება შენელდეს, რადგან ჩვენი სხეული ცდილობს ენერგიისდაზოგვას.

ცხოვრების წესი. მეტაბოლიზმი შეიძლება შენელდეს უმოძრაო ცხოვრების წესით მცირე რაოდენობით კალორიების ხარჯვის გამო. ძილის ქრონიკულმა ნაკლებობამ ასევე შეიძლება დაარღვიოს მეტაბოლიზმი, რადგან ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონების დისბალანსი, რომლებიც არეგულირებენ ჩვენს მეტაბოლიზმს. ქრონიკული სტრესი ასევე ხელს უწყობს ჰორმონების გამომუშავებას, რომლებიც ანელებენ მეტაბოლიზმს.

ჯანმრთელობის პრობლემები. სხვადასხვა ქრონიკულმა დაავადებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მეტაბოლიზმზე. მაგალითად, დიაბეტის დროს, მეტაბოლიზმი შეიძლება შენელდეს სისხლში გლუკოზის მომატებული დონის გამო. ასევე, შენელებული მეტაბოლიზმი შეიძლება გამოწვეული იყოს ჰიპოთირეოზით.

გარემოს დაბინძურება. კვლევებმა აჩვენა, რომ გარკვეული ქიმიკატებისა და ტოქსინების ზემოქმედებამ შეიძლება დაარღვიოს ნორმალური მეტაბოლიზმი დაგაზარდოს სიმსუქნის რისკი.

როგორ დავაჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა

სამწუხაროდ, შეუძლებელია მეტაბოლიზმის სიჩქარის მყისიერად გაზრდა. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია მეტაბოლიზმის დაჩქარება - თუმცაპროცესს გარკვეული დრო დასჭირდება.

მიირთვით ჯანსაღი საკვები. კვლევებმა აჩვენა, რომ კვების რაციონში ცილის დიდი რაოდენობით მიღება ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას. ჩვენს სხეულს მეტი დრო სჭირდება ცილების დასაშლელად და, შესაბამისად, ასეთ პროდუქტებ მონელებას უფრო მეტი დრო სჭირდება და უფრო დიდხანს ვგრძნობთ დანაყრებას.

მიირთვით საკმარისი კალორია. ზედმეტად დაბალკალორიული დიეტა შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს. როდესაც ჩვენი ორგანიზმი იღებს ძალიან ცოტა საკვებ ენერგიას, ორგანიზმი იყენებს უფრო ცოტა ენერგიას, რაც ანელებს მეტაბოლურ პროცესებს.

იყავით ფიზიკურად აქტიური. რეგულარული აქტივობა და აერობული ვარჯიში (განსაკუთრებით ინტერვალური ვარჯიში) ზრდის კუნთების მასას და აუმჯობესებს გამძლეობას, რაც ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას.

კარგი და ხარისხიანი ძილი ხელს უწყობს სტაბილურ მეტაბოლიზმს. ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ ძილის ქრონიკული ნაკლებობა იწვევს შიმშილის გრძნობას და, შესაბამისად, ხელს უწყობს წონის მატებას.

შეამცირეთ სტრესის დონე. ითვლება, რომ ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მეტაბოლიზმზე, შეანელოს ორგანიზმში ცხიმების წვის პროცესები. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრესის დონის კონტროლი და მასთან გამკლავება.