რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
    სრულად

    რატომ იწვევს უძილობა ჰიპერტენზიას - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    რატომ იწვევს უძილობა ჰიპერტენზიას

    ძილი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოლოგიური მოთხოვნილებაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური, გონებრივი და ემოციური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ქრონიკულმა უძილობამ ან ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები, მათ შორის ჰიპერტენზიის განვითარება (მაღალი წნევა).

    კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ღამით 5 საათზე ნაკლებს სძინავთ, 60%-ით უფრო მეტად აღენიშნებათ ჰიპერტენზია, ვიდრე მათ, ვისაც სძინავს 6-9 საათი. ამერიკის გულის ასოციაცია ადასტურებს, რომ ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა - 7-8 საათი - ხელს უწყობს სისხლძარღვების დაბერების შენელებას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებას.

    ჩვენმა სხეულმა შეიმუშავა სტრესზე რეაგირების სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც გვეხმარება საფრთხისგან დაცვაში. ამ რეაქციის დროს თირკმელზედა ჯირკვლები გამოყოფენ ადრენალინს და ნორადრენალინს და ხდება ფიზიოლოგიური ცვლილებები, რაც ხელს უწყობს საფრთხის აღმოფხვრას.

    მოკლევადიანი სტრესი შეიძლება სასარგებლოც კი იყოს ორგანიზმისთვის, გვეხმარება მიზნებზე ფოკუსირებაში და მოტივაციას გვაძლევს მეტი მუშაობისთვის. მაგრამ თუ სტრესის დონე მუდმივად მატულობს, სხეული აგრძელებს სტრესის ჰორმონების გამომუშავებას, რომლებიც გავლენას ახდენენ გულისცემაზე, არტერიულ წნევასა და ქოლესტერინის დონეზე და ზრდის ძილის დარღვევის რისკს.

    საღამოს ყავა არ იწვევს უძილობას

    ძილის დარღვევის მთავარი ფაქტიორი ნიკოტინი და ალკოჰოლია.

    ფლორიდის, ჰარვარდის, ემორის და მისისიპის უნივერსიტეტების სამედიცინო ცენტრის (აშშ) მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Sleep.

    კვლევაში მონაწილეობდა 785 მამაკაცი და ქალი, რომელთა საშუალო ასაკი 64 წელია. ყველა მათგანს დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში მაჯაზე ეკეთა აქტიგრაფი, სენსორი, რომელიც წერს მოძრაობებს, რაც მათ საშუალებას აძლევდა შეაფასონ ძილისა და სიფხიზლის დრო. გარდა ამისა, მონაწილეები აწარმოებდნენ დღიურებს, სადაც წერდნენ ყველაფერს, რასაც აკეთებდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ დაძინებამდე ოთხი საათით ადრე და აფიქსირებდნენ, თუ როგორ ეძინათ.

    შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევარებმა გააანალიზეს, თუ როგორ მოქმედებს საღამოს მოწევა, ალკოჰოლის და ყავის დალევა ძილის ხანგრძლივობაზე, მის ხარისხზე, ასევე დილის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

    შედეგები კარგი აღმოჩნდა ყავის მოყვარულებისთვის: არანაირი კავშირი არ იქნა ნაპოვნი დაძინებამდე ოთხი საათით ადრე კოფეინის მოხმარებასა და ძილის რომელიმე პარამეტრს შორის.

    თუმცა, მკვლევარები გვაფრთხილებენ, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია დოზაზე, ასევე კოფეინის მგრძნობელობისა და ტოლერანტობის ინდივიდუალურ ვარიაციებზე. ანუ, ზოგისთვის ძილის წინ რამდენიმე ფინჯანი ყავის დალევა ნორმალურია, ზოგისთვის კი მაინც უძილობის გამომწვევი.

    • რაც შეეხება ნიკოტინსა და ალკოჰოლს, ძილის დარღვევის მთავარი დამნაშავე სწორედ ეს ნივთიერებები აღმოჩნდა, განსაკუთრებით ნიკოტინი. მათ, ვინც ვახშმისას სვამდა და ღამით ეწეოდა, საშუალოდ ნაკლებად და უფრო მოუსვენრად ეძინა, ვიდრე მათ, ვინც ძილის წინ არ სვამდა და არ ეწეოდა. მონაწილეებს შორის, რომლებსაც უძილობა აწუხებდათ, ღამით მოწევამ მდგომარეობა გააუარესა და ძილის ხანგრძლივობა საშუალოდ 42 წუთზე მეტით შეამცირა.

    ყველა ეს შედეგი მიღებული იქნა ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ძილის ხარისხზე, როგორიცაა: ასაკი, სქესი, სიმსუქნე, დეპრესია, გაზრდილი შფოთვა, სტრესი და მეორე დღეს სამსახურში ან სკოლაში ადგომის აუცილებლობა. შედეგებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები რეკომენდაციას უწევენ მათ, ვისაც უძილობა აქვს, დაძინებამდე ოთხი საათით ადრე მოერიდონ მოწევას და ალკოჰოლის დალევას.