შფოთვის დროს, უნდა მიიღოთ მაგნიუმი: სიმართლე თუ მითი?
თანამედროვე ფარმაცევტულ ბაზარზე ბევრი მაგნიუმის დანამატია, რომლებიც რეკლამირებულია, როგორც გასაოცარი საშუალება შფოთვის, ძილის პრობლემების, აპათიის, გაღიზიანების, კუნთების სპაზმის, გულის რითმის დარღვევის და ა.შ. დროს.
როდის და ვის შეიძლება ჰქონდეს მაგნიუმის დეფიციტი, რა საკვები შეიცავს მას და რას ფიქრობს თანამედროვე მედიცინა სხვადასხვა მდგომარეობისას მისი დამატებითი მიღების საჭიროებაზე.
ჩვენს მიერ მიღებულ საკვებში არის საკმარისი მაგნიუმი.
აშშ-ს ეროვნული დიეტური გაიდლაინები აღნიშნავს, რომ „რადგან ტიპურ დიეტაში შემავალი საკვები შეიცავს ადეკვატურ რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს, მინერალებს და ვიტამინებს, ისევე როგორც ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სხვა კომპონენტებს. საშუალო სტატისტიკური ადამიანის მაგნიუმზე მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია ადამიანის საკვების ყოველდღიური მიღებით.“
ზოგიერთ შემთხვევაში, გამდიდრებული საკვები და საკვები დანამატები აუცილებელია ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე, როგორიცაა ორსულობა.
ჯანსაღ ადამიანს არ სჭირდება კონკრეტული ელემენტების ნაკლებობის ძიება, არ არსებობს ამის დამადასტურებელი რეკომენდაციები ანმეცნიერულად დაფუძნებული ფაქტები.
რა დაავადებებმა და პირობებმა შეიძლება გამოიწვიოს მაგნიუმის დეფიციტი?
თანამედროვე სამყაროში, დაბალანსებული კვების რეჟიმით, თითქმის შეუძლებელია ორგანიზმის მაგნიუმის მნიშვნელოვან დეფიციტამდე მიყვანა. გამონაკლისია, თუ მისდევთ ექსტრემალურ დიეტებს, ხანგრძლივ შიმშილს და გაწუხებთ ნერვული ანორექსია.
მაგნიუმის დეფიციტი გვხვდება კრონის დაავადების, ცელიაკიის და ხანგრძლივი ქრონიკული დიარეის მქონე ადამიანებში. წვრილი ნაწლავის რეზექცია, ისევე როგორც ბარიატრიული ქირურგია, ხშირად იწვევს მიკროელემენტების შეწოვის დარღვევას. მაგნიუმის დეფიციტი ასევე გვხვდება მძიმე, ხანგრძლივი ალკოჰოლიზმით დაავადებულ ადამიანებში.
რამდენი მაგნიუმი გვჭირდება დღეში?
ორსულებში მაგნიუმის ყოველდღიური მოთხოვნილებაა 320 მგ, საჭიროება იზრდება 360 მგ-მდე.
დიდი რაოდენობით მაგნიუმი გვხვდება შემდეგ საკვებში:
• 30 გ გოგრის თესლი - 156 მგ,
• 30 გრ ნუში – 80 მგ,
• 100 გრ ისპანახი - 78 მგ,
• 50 გრ არაქისი - 63 მგ,
• 80 გ კარტოფილი - 43 მგ,
• 100 გრ ბრინჯი - 42 მგ,
• 100 გრ მაწონი ან კეფირი - 42 მგ,
• 100 გრ შვრიის ფაფა - 36 მგ,
• 100 გრ ლობიო - 35 მგ,
• ბანანი – 32 მგ,
• ერთი ჭიქა რძე - 27 მგ.
უნდა მიიღოთ თუ არა მაგნიუმი ჰიპერტენზიის, დიაბეტის და შფოთვის დროს?
მაგნიუმი გამოიყენება მედიცინაში გარკვეული ტიპის არითმიების დროს. ორსულებში ეკლამფსიის დროს, რომელსაც თან ახლავს კრუნჩხვები, ნაჩვენებია მაგნიუმის დაუყოვნებელი ინტრავენური შეყვანა.
ორსულ ქალებში ფეხის კრუნჩხვები შეიძლება ასოცირებული იყოს არა მხოლოდ ვენური მიმოქცევის დარღვევასთან და შეშუპებასთან, არამედ მაგნიუმის დეფიციტთანაც, ამის ხარისხიანი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ მაგნიუმი გამოიყენება ამ სიმპტომის თავიდან ასაცილებლად.
მაგნიუმი ასევე გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება.
ადრე მაგნიუმის დეფიციტის შევსება ითვლებოდა, როგორც პოტენციურად სასარგებლო არტერიული ჰიპერტენზიისთვის, მაგრამ თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ მაგნიუმის მიღება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას არტერიულ წნევაზე და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების შეტევის განვითარების რისკზე.
არსებობს მცირე ჯგუფური კვლევები, რომლებიც აჩვენებენ ტიპი 2 დიაბეტის შემცირებულ რისკს იმ ადამიანებში, რომლებიც დიდხანს იყენებენ მაგნიუმის დანამატებს. ამ კვლევებისთვის მტკიცებულების დონე დაბალია და ამერიკის დიაბეტის ასოციაცია არ უჭერს მხარსგანცხადებას, რომ დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ მაგნიუმი გლიკემიის კონტროლის გასაუმჯობესებლად.
მაგნიუმის ფართოდ გამოყენებას შფოთვის ან ძილის დარღვევების დროს არ გააჩნია საკმარისი სამეცნიერო საფუძველი და ნამდვილად ჩამოუვარდება ფსიქოთერაპიასა და თანამედროვე ანტიდეპრესანტების ეფექტურობას.