/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რას უნდა ველოდეთ ზამთარში

რას უნდა ველოდეთ ზამთარში
მეუღლესა და ბავშვებთან ერთად ყოველ ზამთარს დავდივარ გუდაურში. შარშან ბავშვებს ფეხები ისე გაეთოშათ, რომ სულ გაულურჯდათ. ხანდახან მოტეხილობითაც გვასაჩუქრებენ ხოლმე.

იქნებ გვითხრათ, როგორ მოვიქცეთ, სანამ სასწრაფო დახმარებას გამოვიძახებთ ან ექიმამდე მივაღწევთ.

ზამთარს ხუმრობით ტრავმატოლოგების სეზონს უწოდებენ - თოვლში და ყინულზე ადამიანები ხშირად ეცემიან, ამიტომ უნდა ვიცოდეთ რამდენიმე წესი, რათა ექსტრემალურ სიტუაციებს მომზადებული შევხვდეთ.

კუნთებისა და მყესების დაჭიმვა

კიდურის უეცარმა და მკვეთრმა მოძრაობამ შესაძლოა გამოიწვიოს ძვლების დაშორება და მყესისა და კუნთის დაჭიმვა, გახევა და რბილ ქსოვილებში სისხლის ჩაქცევა. ამ დროს დაზიანებულ არეში მოსალოდნელია ძლიერი ტკივილი, რომელიც ძლიერდება მოძრაობისას და ამის გამო მოძრაობას აძნელებს ან შეუძლებელს ხდის, დაზიანებული არე შუპდება ან დეფორმაციას განიცდის.

ექიმის მოსვლამდე

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დააფიქსირეთ და ნუ ამოძრავებთ დაზიანებულ კიდურს. დაზიანების მიდამოზე ჯერ ცივი საფენები ან ყინული დაიდეთ, მოგვიანებით - რბილი საფენი და მჭიდრო ნახვევი. კიდური მოათავსეთ შემაღლებულზე.

ამოვარდნილობა

ამოვარდნილობის დროს ძვალი სახსარში გადაადგილდება. ყველაზე ხშირია მხრის, თითებისა და ქვედა ყბის ამოვარდნილობა. ავადმყოფს აწუხებს ძლიერი ტკივილი, დაზიანებული არე შუპდება და დეფორმირდება. სხეულის ამოვარდნილი ნაწილი იძულებით მდგომარეობას იღებს (იძულებითია მდგომარეობა, რომლის შეცვლაც დაშავებულს არ შეუძლია). ხშირია კიდურის სიგრძის შეცვლა (დამოკლება, იშვიათად - დაგრძელება) და მოძრაობის შეზღუდვა.

ექიმის მოსვლამდე

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

მიეცით ავადმყოფს ტკივილგამაყუჩებელი აბი, დაზიანებულ სახსარზე დაადეთ ცივი საფენი და დაუფიქსირეთ: ხელი კისერზე ჩამოაკიდებინეთ ან სახვევით გულმკერდზე მიამაგრეთ, ფეხის ირგვლივ (მდებარეობის შეუცვლელად) კი შემოუწყვეთ რბილი საგნები. ნუ ეცდებით ამოვარდნილი ძვლის ჩასწორებას - ამით შესაძლოა დაზიანება უფრო მეტად გააღრმაოთ. ზედა კიდურის ამოვარდნილობისას დაშავებული დასვით და ისე გადაიყვანეთ საავადმყოფოში, ქვედა კიდურის ამოვარდნილობისას კი დააწვინეთ და ფეხი უძრავად დაუფიქსირეთ.

კიდურების მოტეხილობა

მოტეხილობა ძვლის მთლიანობის დარღვევაა. განასხვავებენ მოტეხილობის ღია და დახურულ ტიპებს. ღია მოტეხილობის დროს ირღვევა კანის საფარველის მთლიანობა და იქმნება ინფიცირების საშიშროება. დახურული მოტეხილობის დროს კანის მთლიანობა დარღვეული არ არის. მოტეხილობის მიდამოში აღინიშნება ძლიერი ტკივილი. ამის გამო მოძრაობა შეზღუდულია ან შეუძლებელი. ვითარდება სისხლჩაქცევა და შეშუპება. დაზიანებული მხარე დეფორმირებულია.

ექიმის მოსვლამდე

დაშავებულს ფრთხილად გახადეთ ტანსაცმელი. სხეულზე მიკრული ქსოვილი ჭრილობის გარშემო შემოაჭერით. ტრავმირებული კიდური დაუფიქსირეთ. არტაშნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯოხი, ფიცარი ან სხვა მყარი საგანი. დაადეთ არტაშანი მოტეხილ ძვალს ორივე მხრიდან, კანი რომ არ დააზიანოს, ჩაუფინეთ რბილი ქსოვილი. თუ არტაშნის დადება ვერ მოხერხდა, მოტეხილი ხელი სახვევით ტანზე მიამაგრეთ, ფეხი კი მეორე ფეხზე. ამის შემდეგ ავადმყოფის ტრანსპორტირება უკვე შეიძლება. როცა მოტეხილობა ღიაა, ჭრილობა სუფთა ნაჭრით მაინც უნდა დაიფაროს, რათა არ დაბინძურდეს.

ექიმის მოსვლამდე

არ შეიძლება დეფორმირებული კიდურის დაჭიმვა ან მასზე ზეწოლა გასასწორებლად. ეს, პირველ რიგში, გააძლიერებს ტკივილს, რამაც შესაძლოა შოკიც კი მოჰგვაროს დაშავებულს. და კიდევ: ასეთმა მოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს მოტეხილი ძვლების ცდომა და უფრო მეტად გაართულოს მდგომარეობა.

რით შეიძლება გართულდეს მოტეხილობა?

მოტეხილობის ადრეული გართულებებია:

  • თრომბოემბოლია;
  • ჭრილობის დაინფიცირება და დაჩირქება.

მოტეხილობის მოგვიანებითი გართულებებია:

  • მოტეხილობის შეუხორცებლობა ანუ ცრუ სახსრის ჩამოყალიბება
  • არასწორი შეხორცება, რაც იწვევს კიდურის დამოკლებას, დეფორმაციას და ა.შ.

თრომბოემბოლიის პროფილაქტიკის ერთ-ერთი გზა პირველი დახმარების დროს მოტეხილი კიდურის უძრაობის უზრუნველყოფაა, რათა დაზიანებულმა მიდამომ უფრო მეტი ტრავმირება არ განიცადოს გადაყვანის დროს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რას უნდა ველოდეთ ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას უნდა ველოდეთ ზამთარში

იქნებ გვითხრათ, როგორ მოვიქცეთ, სანამ სასწრაფო დახმარებას გამოვიძახებთ ან ექიმამდე მივაღწევთ.

ზამთარს ხუმრობით ტრავმატოლოგების სეზონს უწოდებენ - თოვლში და ყინულზე ადამიანები ხშირად ეცემიან, ამიტომ უნდა ვიცოდეთ რამდენიმე წესი, რათა ექსტრემალურ სიტუაციებს მომზადებული შევხვდეთ.

კუნთებისა და მყესების დაჭიმვა

კიდურის უეცარმა და მკვეთრმა მოძრაობამ შესაძლოა გამოიწვიოს ძვლების დაშორება და მყესისა და კუნთის დაჭიმვა, გახევა და რბილ ქსოვილებში სისხლის ჩაქცევა. ამ დროს დაზიანებულ არეში მოსალოდნელია ძლიერი ტკივილი, რომელიც ძლიერდება მოძრაობისას და ამის გამო მოძრაობას აძნელებს ან შეუძლებელს ხდის, დაზიანებული არე შუპდება ან დეფორმაციას განიცდის.

ექიმის მოსვლამდე

დააფიქსირეთ და ნუ ამოძრავებთ დაზიანებულ კიდურს. დაზიანების მიდამოზე ჯერ ცივი საფენები ან ყინული დაიდეთ, მოგვიანებით - რბილი საფენი და მჭიდრო ნახვევი. კიდური მოათავსეთ შემაღლებულზე.

ამოვარდნილობა

ამოვარდნილობის დროს ძვალი სახსარში გადაადგილდება. ყველაზე ხშირია მხრის, თითებისა და ქვედა ყბის ამოვარდნილობა. ავადმყოფს აწუხებს ძლიერი ტკივილი, დაზიანებული არე შუპდება და დეფორმირდება. სხეულის ამოვარდნილი ნაწილი იძულებით მდგომარეობას იღებს (იძულებითია მდგომარეობა, რომლის შეცვლაც დაშავებულს არ შეუძლია). ხშირია კიდურის სიგრძის შეცვლა (დამოკლება, იშვიათად - დაგრძელება) და მოძრაობის შეზღუდვა.

ექიმის მოსვლამდე

მიეცით ავადმყოფს ტკივილგამაყუჩებელი აბი, დაზიანებულ სახსარზე დაადეთ ცივი საფენი და დაუფიქსირეთ: ხელი კისერზე ჩამოაკიდებინეთ ან სახვევით გულმკერდზე მიამაგრეთ, ფეხის ირგვლივ (მდებარეობის შეუცვლელად) კი შემოუწყვეთ რბილი საგნები. ნუ ეცდებით ამოვარდნილი ძვლის ჩასწორებას - ამით შესაძლოა დაზიანება უფრო მეტად გააღრმაოთ. ზედა კიდურის ამოვარდნილობისას დაშავებული დასვით და ისე გადაიყვანეთ საავადმყოფოში, ქვედა კიდურის ამოვარდნილობისას კი დააწვინეთ და ფეხი უძრავად დაუფიქსირეთ.

კიდურების მოტეხილობა

მოტეხილობა ძვლის მთლიანობის დარღვევაა. განასხვავებენ მოტეხილობის ღია და დახურულ ტიპებს. ღია მოტეხილობის დროს ირღვევა კანის საფარველის მთლიანობა და იქმნება ინფიცირების საშიშროება. დახურული მოტეხილობის დროს კანის მთლიანობა დარღვეული არ არის. მოტეხილობის მიდამოში აღინიშნება ძლიერი ტკივილი. ამის გამო მოძრაობა შეზღუდულია ან შეუძლებელი. ვითარდება სისხლჩაქცევა და შეშუპება. დაზიანებული მხარე დეფორმირებულია.

ექიმის მოსვლამდე

დაშავებულს ფრთხილად გახადეთ ტანსაცმელი. სხეულზე მიკრული ქსოვილი ჭრილობის გარშემო შემოაჭერით. ტრავმირებული კიდური დაუფიქსირეთ. არტაშნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯოხი, ფიცარი ან სხვა მყარი საგანი. დაადეთ არტაშანი მოტეხილ ძვალს ორივე მხრიდან, კანი რომ არ დააზიანოს, ჩაუფინეთ რბილი ქსოვილი. თუ არტაშნის დადება ვერ მოხერხდა, მოტეხილი ხელი სახვევით ტანზე მიამაგრეთ, ფეხი კი მეორე ფეხზე. ამის შემდეგ ავადმყოფის ტრანსპორტირება უკვე შეიძლება. როცა მოტეხილობა ღიაა, ჭრილობა სუფთა ნაჭრით მაინც უნდა დაიფაროს, რათა არ დაბინძურდეს.

ექიმის მოსვლამდე

არ შეიძლება დეფორმირებული კიდურის დაჭიმვა ან მასზე ზეწოლა გასასწორებლად. ეს, პირველ რიგში, გააძლიერებს ტკივილს, რამაც შესაძლოა შოკიც კი მოჰგვაროს დაშავებულს. და კიდევ: ასეთმა მოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს მოტეხილი ძვლების ცდომა და უფრო მეტად გაართულოს მდგომარეობა.

რით შეიძლება გართულდეს მოტეხილობა?

მოტეხილობის ადრეული გართულებებია:

  • თრომბოემბოლია;
  • ჭრილობის დაინფიცირება და დაჩირქება.

მოტეხილობის მოგვიანებითი გართულებებია:

  • მოტეხილობის შეუხორცებლობა ანუ ცრუ სახსრის ჩამოყალიბება
  • არასწორი შეხორცება, რაც იწვევს კიდურის დამოკლებას, დეფორმაციას და ა.შ.

თრომბოემბოლიის პროფილაქტიკის ერთ-ერთი გზა პირველი დახმარების დროს მოტეხილი კიდურის უძრაობის უზრუნველყოფაა, რათა დაზიანებულმა მიდამომ უფრო მეტი ტრავმირება არ განიცადოს გადაყვანის დროს.


მოყინვა

მოყინვა დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით სხეულის რომელიმე ნაწილის დაზიანებაა. ამ დროს მძიმე შემთხვევებში მოსალოდნელია ქსოვილის ნეკროზიც. მართალია, მოყინვა უმთავრესად ზამთრის ცივ დღეებში ხდება, მაგრამ მისი გამოწვევისთვის მეტისმეტად დაბალი ტემპერატურა აუცილებელი არ არის - საკმარისია, სხეულმა დიდი ხნის განმავლობაში სითბოს მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგოს.

სითბოს გაცემა განსაკუთრებით ჩქარდება ნესტსა და ქარში. მოყინვას ხელს უწყობს მოჭერილი და ნოტიო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, გადაღლა, ხანგრძლივი იძულებითი უმოძრაობა, ქვედა კიდურების სისხლძარღვთა დაავადება, მძიმე მექანიკური დაზიანება.

მოყინვა ადვილად ვითარდება სხეულის წარზიდულ ნაწილებში (ცხვირი, ყურები, სახე, თითები). მსუბუქი მოყინვის დროს ზიანდება მხოლოდ კანი. თავდაპირველად იგი ფერმკრთალია, გათბობის შემდეგ წითლდება, ზოგჯერ იღებს მუქ წითელ ფერს. ამ დროს ავადმყოფს აქვს წვის შეგრძნება, მოყინული ადგილი დაბუჟებულია. შემდგომ დაბუჟება ტკივილში გადაიზრდება. რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ სიმპტომები ალაგდება და რჩება მხოლოდ სიცივისადმი მომატებული მგრძნობელობა.

II ხარისხის მოყინვისას კანზე წარმოიქმნება ბუშტუკები. გათბობის შემდეგ ტკივილი უფრო ინტენსიურია და უფრო მეტხანს გრძელდება, ვიდრე მსუბუქი მოყინვის დროს.

III ხარისხის მოყინვის დროს ვითარდება კანქვეშა ქსოვილის ნეკროზი; ბუშტუკები სისხლიან შიგთავსს შეიცავს. მოყინულ ადგილას მგრძნობელობა დაკარგულია. მოყინული კანის ყველა ელემენტი კვდება, ვითარდება გრანულაცია და ყალიბდება ნაწიბური. თუ ფრჩხილი დაიკარგა, ახალი აღარ ამოვა, ან ამოვა დეფორმირებული. ტკივილი უფრო ინტენსიური და ხანგრძლივია, ვიდრე II ხარისხის მოყინულობის შემთხვევაში.

IV ხარისხის მოყინვისას ვითარდება მყესების, კუნთების, ძვლების ნეკროზი. ამ დროს რბილი ქსოვილის ყველა შრე კვდება. არცთუ იშვიათად ზიანდება ძვლები და სახსრები. ამ დროს მოსალოდნელია სხეულის ტემპერატურის 38 გრადუსამდე მომატება. კიდურების დაზიანებული უბნები მკვეთრად ლურჯდება, ზოგჯერ მარმარილოსებრ შეფერილობას იღებს, და გათბობისთანავე შუპდება. ბუშტუკები იშვიათად ჩნდება.

ექიმის მოსვლამდე

დაშავებული გადაიყვანეთ თბილ შენობაში, ფრთხილად გახადეთ ხელთათმანები, ფეხსაცმელი, მოაცილეთ სამკაულები. ხელებით გაუთბეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი.

I ხარისხის მოყინვისას გაყინული უბანი გათბობამდე და გაწითლებამდე ზილეთ თბილი ხელებით ან შალის ქსოვილით, დაორთქლეთ. თოვლით დაზელას არ გირჩევთ, რადგან თოვლი ჭუჭყიანია, მასში არსებულ მცირე ნაწილაკებსა და წიდას კი შეუძლია დააზიანოს კანი, გამოიწვიოს მისი გაღიზიანება და ინფიცირება. ამის შემდეგ დაადეთ ნახვევი.

მსუბუქი გადაცივების დროს საკმაოდ ეფექტურია თბილი აბაზანა. წყალი აუცილებლად თბილი უნდა იყოს და არა ცხელი. უმჯობესია შეამოწმოთ თერმომეტრით, რადგან დაზიანებული კანი ცუდად გრძნობს ტემპერატურას და შეიძლება უფრო მეტად დაიწვას. გაითვალისწინეთ: თავდაპირველად წყლის ტემპერატურა 25-260C უნდა იყოს და მერე და მერე გათბეს სხეულის ნორმალურ ტემპერატურამდე.

გადაცივებულს უნდა მივცეთ ცხელი სასმელი ან საჭმელი.

II-IV ხარისხის მოყინვისას მოყინული ადგილის სწრაფი გათბობა და დაზელა არ შეიძლება. არ დაადოთ მოყინულ მიდამოს ცხელი სათბური, არ დასვათ დაზარალებული გამათბობელთან მეტისმეტად ახლოს. დაზიანებულ უბანზე დაადეთ სითბოს შემანარჩუნებელი ნახვევი (შალი, ფლანელი). არ გახეთქოთ ბუშტუკები.

როგორ ავიცილოთ თავიდან მოყინვა

ნუ გახვალთ შინიდან თბილი ხელთათმანების, ქუდისა და შარფის გარეშე. აჯობებს, ხელთათმანები წყალგაუმტარი და ნატურალური ქსოვილისა იყოს. ქარიან ამინდში შინიდან გასვლამდე სხეულის ღია ნაწილებზე წაისვით სპეციალური კრემი. სადაც არ უნდა მიდიოდეთ, წაიყოლეთ ერთი-ორი წყვილი წინდა, ხელთათმანი და თერმოსით ცხელი ჩაი. ჩაიცვით თავისუფლად - ეს ხელს შეუწყობს სისხლის ნორმალურ ცირკულაციას.

ზედა ტანსაცმელი აუცილებლად წყალგაუმტარი უნდა იყოს. ჩაიცვით რამდენიმე ფენა სამოსი - ამ ფენებს შორის არის ჰაერი, რომელიც საუკეთესოდ აკავებს სითბოს. მოყინვას ხელს უწყობს მოჭერილი ფეხსაცმელი, ნესტიანი და ჭუჭყიანი წინდები.

ფეხსაცმელებს გასაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ იმათ, ვისაც ხშირად უოფლიანდება ფეხები. ჩექმებში ჩაიფინეთ თბილი საფენები, ხოლო ბამბის წინდების ნაცვლად ჩაიცვით შალისა, რადგან შალი ისრუტავს ნესტს, ფეხები კი მშრალი რჩება. თუ თოვლში ფეხები მოგეყინათ, შინ შესვლამდე ფეხსაცმელებს ნუ გაიხდით, რადგან არსებობს ალბათობა, ფეხები შეგიშუპდეთ და ფეხსაცმელების ჩაცმა ვეღარ მოახერხოთ.

გაყინული ხელები იღლიებში ამოიდეთ და ისე გაითბეთ. ყინვაში მოიხსენით ლითონის სამკაულები. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ლითონი სხეულზე სწრაფად ცივდება და შესაძლოა, კანზე მოგეკროთ, რასაც ტკივილი და ტრავმა მოჰყვება, მეორეც, ბეჭედი ხელს უშლის თითში სისხლის ნორმალურ ცირკულაციას.

სეირნობისას თუ ძალიან შეგცივდათ ან კიდურები გაგეყინათ, გასათბობად თავი უახლოეს შენობას (მაღაზიას, კაფეს) შეაფარეთ. ერიდეთ ადრე მოყინული უბნების ხელახლა მოყინვას - ეს კანის გაცილებით მძიმე დაზიანებას გამოიწვევს.

ყინვაში დიდხანს სიარულის შემდეგ შინ დაბრუნებისას შეამოწმეთ, მოყინული ხომ არ გაქვთ კიდურები, სახე, რადგან ნებაზე მიშვებულმა მოყინულობამ შესაძლოა განგრენა გამოიწვიოს და კიდურიც კი დაგაკარგვინოთ.

ერიდეთ ქარიან ამინდში ქუჩაში სიარულს - ამ დროს მოყინვის ალბათობა მეტია. სააბაზანოდან ახალგამოსული, მით უმეტეს, სველი თმით, გარეთ ნუ გახვალთ. გახსოვდეთ, სველი კანი სითბოს უფრო ადვილად კარგავს.

თუ ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი დაგისველდათ (მაგალითად, წაიქეცით), აუცილებელია მათი სასწრაფოდ გახდა, კარგად გამშრალება და, თუ შესაძლებელია, მშრალი ტანსაცმლის ჩაცმა. თუ ამ დროს ტყეში იმყოფებით, ეცადეთ, დაანთოთ ცეცხლი და ტანსაცმელი გააშროთ. ამ ხნის განმავლობაში ენერგიულად ივარჯიშეთ და ცეცხლთან გათბით.

ნუ დალევთ სპირტიან სასმელს - ალკოჰოლური სიმთვრალის დროს, მართალია, სითბოს ილუზია იქმნება, მაგრამ ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითბოს კარგავს.

ბავშვებსა და მოხუცებს თერმორეგულაცია არასრულყოფილი აქვთ, რის გამოც უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მოყინვისა და გადაციებისკენ, ამიტომ ყინვაში ბავშვის სასეირნოდ გაშვებისას გაითვალისწინეთ, რომ ყოველ 15-20 წუთში ერთხელ ის თბილ შენობაში უნდა შევიდეს გასათბობად.