/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ფიტოესტროგენები - რა უნდა გაითვალისწინოთ მათი მიღებისას

ჰორმონები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე თითქმის ყველა პროცესში

მონაწილეობს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროცესების შეუფერხებლად წარმართვაში. ორგანიზმი მათ თავად წარმოქმნის, თუმცა ჰორმონისმაგვარი ნივთიერებები ზოგიერთ საკვებშიც გვხვდება და გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის ჰორმონულ ბალანსზე.

“მცენარეულ ჰორმონებს” მიეკუთვნება ფიტოესტროგენები.

სქესობრივად მომწიფებული ქალის საკვერცხე სასქესო ჰორმონების ორ მთავარ ჯგუფს – ესტროგენებსა და პროგესტერონს გამოიმუშავებს.

ესტროგენების ფუნქცია ქალის სქესობრივი მომწიფებაა. ამასთანავე, მათ ევალებათ, მოამზადონ ქალის ორგანიზმი ორსულობისთვის და ხელი შეუწყონ ნაყოფის ფიზიოლოგიურ განვითარებას.

ესტროგენების როლი დიდია ძლიერი და მტკიცე ძვლების შენარჩუნებაში. ისინი ხელს უშლიან ძვლებიდან კალციუმის დაკარგვას. ესტროგენების ნაკლებობა ზრდის ოსტეოპოროზის და ამის შედეგად მოტეხილობების განვითარების რისკს. რისკი განსაკუთრებით მაღალია პოსტმენოპაუზურ პერიოდში, რადგან ამ დროს ესტროგენების დონე ბუნებრივად მცირდება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ესტროგენები იცავენ გულ-სისხლძარღვთა სისტემას იმით, რომ ხელს უწყობენ ქოლესტეროლის მეტაბოლიზმს, აფართოებენ სისხლძარღვებს და აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გარდა ამისა, ესტროგენები მონაწილეობენ კოლაგენის გამომუშავებაში და ხელს უწყობენ კანის დატენიანებას. ამიტომ, ესტროგენების დაბალმა დონემ შესაძლოა კანის სიმშრალე, მოდუნება და ნაადრევი დაბერება გამოიწვიოს.

ფიტოესტროგენები, ისევე როგორც ესტროგენები, თავიანთი ფუნქციის შესასრულებლად ჯერ სამიზნე უჯრედების რეცეპტორებს უნდა დაუკავშირდნენ, რასაც იოლად ახერხებენ, ვინაიდან სხეულის საკუთარი ჰორმონის, ბეტა-ესტრადიოლის მსგავსი ქიმიური სტრუქტურა აქვთ.

თუმცა, რეცეპტორებთან დაკავშირების შემდეგ ფიტოესტროგენებმა შესაძლოა სხვადასხვა ეფექტი გამოავლინონ: ანტიესტროგენული ან ესტროგენული. პირველ შემთხვევაში ისინი იწვევენ რეცეპტორების ინჰიბირებას (დათრგუნვას, შებოჭვას), მეორეში – გააქტიურებას.

რომელი შედეგი დადგება, დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე:

რამდენი ენდოგენური ესტროგენი წარმოიქმნება იმ დროს ორგანიზმში, რადგან სხეულის საკუთარი ესტროგენები გაცილებით ძლიერად უკავშირდება რეცეპტორებს, ვიდრე ფიტოესტროგენები და, შესაბამისად, უფრო ძლიერი ესტროგენული ეფექტიც აქვს.

ამრიგად, თუ ორგანიზმში ესტროგენების დონე მაღალია, ფიტოესტროგენები რეცეპტორებთან დაკავშირებისას კონკურენციას უწევს ორგანიზმის საკუთარ ესტროგენებს და ამით სხეულის საკუთარი ესტროგენების ეფექტიანობას ამცირებს, ხოლო როცა ორგანიზმში ესტროგენების დონე დაბალია, მაგალითად, მენოპაუზის პერიოდში, ფიტოესტროგენებს ესტროგენული ეფექტი აქვს.

ფიტოესტროგენების ეფექტი დამოკიდებულია მათ ტიპზეც, რადგან სხვადასხვა ტიპის ფიტოესტროგენებს განსხვავებული მოქმედება ახასიათებს.

ფიტოესტროგენების ეფექტიანობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ფიტოესტროგენები ქალის სასქესო ჰორმონების მსგავსად მოქმედებს, არასწორია.

ფიტოესტროგენებს მრავალი მცენარეული საკვები შეიცავს, ყველაზე ხშირად კი საკვებში იზოფლავონები და ლიგნანები გვხვდება.

იზოფლავონებით განსაკუთრებით მდიდარია სოია და მისი პროდუქტები: ტოფუ, სოიის რძე, სოიის ხორცი.

ლიგნანები ფიტოესტროგენების მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფია იზოფლავონების შემდეგ. ისინი მრავალი სახეობის მცენარეში გვხვდება, თუმცა მცირე ოდენობით. ლიგნანებით განსაკუთრებით მდიდარია სეზამის თესლი, სელის თესლი, გოგრის თესლი.

ორგანიზმა საჭირო ოდენობის ფიტოესტროგენები რომ მიიღოს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი რაოდენობა საკვებში, არამედ მისი მომზადების მეთოდიც. მაგალითად, სოიისა და მისი პროდუქტების თერმული დამუშავებისას იზოფლავონების ბიოშეღწევადობა უმჯობესდება.

არსებობს განსხვავებული დამოკიდებულება ფიტოესტროგენების სარგებელთან დაკავშირებით.

მაგალითად:

  • ფიტოესტროგენები, განსაკუთრებით იზოფლავონები, ზრდის სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკს და არსებული კიბოს რეციდივის ალბათობას;
  • არღვევს ჰორმონული სისტემის მუშაობას და უარყოფითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე.

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ იზოფლავონები სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებისგან გვიცავს, სხვა კვლევებმა კი მათი კიბოს ხელშემწყობი ეფექტი გამოავლინა. ეს შესაძლოა დამოკიდებული იყოს იმაზე, რა ფორმით მოვიხმართ იზოფლავონებს. მაგალითად, იზოლირებულმა იზოფლავონებმა, დანამატების სახით, შესაძლოა ხელი შეუწყოს სიმსივნის ზრდას, ხოლო ბუნებრივი სახით მიღებულმა შეამციროს.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე იზოფლავონების გავლენას, აქაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფორმას. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის რისკმა შესაძლოა მოიმატოს მხოლოდ იზოლირებული იზოფლავონების დიდი დოზების ან ექსტრემალურად ბევრი სოიის პროდუქტის მიღებისას.

სიფრთხილეა საჭირო იოდის დეფიციტის დროს: ასეთ ვითარებაში სოიის მოხმარებამ შესაძლოა ჰიპოთირეოზის განვითარებას შეუწყოს ხელი, რადგან, როგორც ვარაუდობენ, იზოფლავონები იკავშირებენ იოდს, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოებისთვის ამინმჟავა თიროზინს უნდა უკავშირდებოდეს. ამ და სხვა მიზეზებით იზოფლავონები შეიძლება განიხილებოდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოების ინჰიბიტორებად, ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, თუ რეგულარულად მივირთმევთ სოიის პროდუქტებს, უზრუნველვყოთ იოდის სათანადო მიწოდებაც.

კვლევები აჩვენებს, რომ ფიტოესტროგენები ბუნებრივი ფორმით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა მათი მოქმედების ყველა მექანიზმი არ არის შესწავლილი, ამისთვის უფრო მეტი კვლევაა საჭირო.

ვინაიდან ფიტოესტროგენებს აქვს ქალის სასქესო ჰორმონების მარეგულირებელი ეფექტი, შესაძლოა სასარგებლო იყოს მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს და მენოპაუზის პერიოდში.

მაგალითად, ციკლის დარღვევის დროს ძალიან ეფექტურია ლიგნანებით მდიდარი გოგრის, სელის, სეზამის, მზესუმზირის თესლის რეგულარული მიღება.

მენოპაუზის პერიოდში ფიტოესტროგენების ეფექტიანობა მრავალმა კვლევამ დაადასტურა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათ შეუძლიათ, შეამსუბუქონ მენოპაუზის უსიამოვნო სიმპტომები, თუმცა შედეგი ნაწლავური ფლორის ინდივიდუალურ შემადგენლობაზეა დამოკიდებული.

მცენარეული ნივთიერებების უმეტესობას, მათ შორის, იზოფლავონებსა და ლიგნანებს, ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს. შეუძლია დაიცვას ჩვენი უჯრედები ოქსიდაციური სტრესისგან, რომელსაც მუდმივად განიცდის ჩვენი ორგანიზმი როგორც ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ისე გარემოს მავნე ზემოქმედების შედეგად.

გაითვალისწინეთ, ნუ მისცემთ ჩვილებს სოიოს რძეს, მათთვის სასარგებლო დედის რძეა, თუ ვეგეტარიანელი ხართ, ცილის წყაროდ მხოლოდ სოიას ნუ გამოიყენებთ. მიიღეთ ის ზომიერად ცილის შემცველ სხვა მცენარეულ საკვებთან ერთად, აკონტროლეთ სოიისა და მისი პროდუქტების რაოდენობა. ნუ შეჭამთ ძალიან ბევრს.

მიიღეთ იზოფლავონები მხოლოდ ბუნებრივი სახით, საკვების შემადგენლობაში, და არა იზოლირებული, დანამატებად, დანამატების მიღებამდე კი გაიარეთ კონსულტაცია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფიტოესტროგენები - რა უნდა გაითვალისწინოთ მათი მიღებისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები